ზურა გორგილაძე - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ზურა გორგილაძე
ზურა გორგილაძე
nukriaДата: ოთხ, 09.05.2012, 00:48 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კოხტა კოლხი


პიპას, ჩემს ძმას - პიპას

ორსანტიას,
ქარტიას,
ქაფატსა და მარტვილს
თავს წაჰყრია გაზაფხულის ჭიჭვიანი ჭვარტლი.
აბღავებულ სანახებში, ნამუხლარში დევთა
ენგურს მიაქვს მთვარესავით სამეგრელოს სევდა.
და იქ, სადაც რუხთან რუხი ბოკვერები წვანან,
მღერის მზის და ტკივილისას ღვთაებრივი ნანა.
"არ წამოჰკრა ფეხი ამ ქვებს
და არც დააბიჯო,
ბონდოია, ნანასქუა, ბონდოია ბიჭო!"
წუთისოფლის უკმარობით, წუთისოფლის ბგერით,
მიირხევა სანახებში ძვალხოშორი მეგრი.
კვალში მისდევს ოჩოპინტრე, თუთარჩელაც მისდევს,
დაფნის ჯვარზე გაუკრიათ ოჯალეში ქრისტე
და მწვანიან წყლისპირებში წელწაფრენილ ცირებს,
ხელის გულზე მზე უდევთ და საყვედური მცირე.
"კანჭა კვიცზე გადევნებას,
ჩვენ მოგვხედო გიჯობს,
ბონდოია უღორონთი, ბონდოია ბიჭო!"
წამით ხვიჩა ვარსკვლავები მოწკურავენ თვალებს,
მოდექი და ეგ ციგლიგა ცანგალები თვალე...
ბებერ ქვათა მხურვალება მოიჩრდილე ხელით...
მღერის ვიღაც შორეულში, ოდოიას მღერის.
როგორც წითელბატონები და მირონის წვეთა -
ტანზე აყრის საქართველოს ეს უკვდავი სევდა.
ბონდოია მიდის, მიდის...
და კოლხეთის ველზე,
ოდოიას აღარ უსმენს, ოდოიას ეძებს.
და მე მესმის
და მე ვიცი
და უღმერთოდ მჯერა,
როგორც ნისლში კვალარეულ ხვიჩასა და ჩელას,
აქ, კოლხეთის ბინდბუნდებში,
მტერს ჩქამიც რომ დაღავს,
ბონდოია "ოდოიას" იპოვნის და ნახავს.
 
nukriaДата: ოთხ, 09.05.2012, 00:49 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბუხართან

წიფლის ცეცხლი ბარბალებს,
და კვარცხალებს კარდალი,
- ნენი - ბიჭი კითხულობს -
მჭადზე დაღი რად არი?

დედა ხმამწუხარეა
ზარს და ზეიმს ჩვეული,
- შვილო, მჭადზე ჯვარია
ძველი და კურთხეული.

დაგმანული დუმილი
წარსულს ესმის წყევლებად,
ყვება დედა გარდასულს,
ყვება და იცრემლება.

ღმუის ცეცხლი წითელი,
ღმუის და იფარფება,
ბიჭს ეშლება ბალანი
და ქოხს უნდა გაფრენა.

ქვაღვენთება ბუხარში
ჩუმად ღვივის ღადარი,
- ნენი - ბიჭი კითხულობს, -
მჭადზე ჯვარი რად არი?
 
nukriaДата: ოთხ, 09.05.2012, 00:50 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ალბათ

(ზ - ს )

გამოგტყუებენ სიცილს, ამბორს გიყოფენ ამოდ,
და გაღმერთებენ, - ვიცი!..
თქვენი მეუღლის გამო.

მე მათ უბადრუკ ქვიცინს და მოთმენობას ვნანობ,
თავს გევლებიან, - ისიც!..
თქვენი მეუღლის გამო.

მე იმთავითვე მძაგდა და ამთავითვე მეწვის,
ამ პროვინციელ ქალთა, -
მეჩშანობა და პეწი.

მედიდურობა ყალბი, არარაობა მათი!...
მე თქვენს მეუღლეს ალბათ, -
თქვენს გამო ვცემდი პატივს.
 
nukriaДата: ოთხ, 09.05.2012, 00:50 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ორი რუსთაველი

წუხელ სიზმარეთში ბებერ ალავერდთან,
ხალხის სახელი და სახე,
მზეთა პოეზიის ერთი მამაღმერთი
ორი რუსთაველი ვნახე.
უცებ... სპა მოსდგამდა დაფს და ნაღარასა
სრულიად სააქაოს მხრიდან,
ერთგან ტხტს მითმობდა ბრძენი როსტევანი,
ერთგან ტახტის გამო მღრღნიდა.
უცებ საქართველო უფრო დიდი იყო,
მაგრამ იმდენადვე მცირე,
ერთგან ვეფხვს კოცნიდა შმაგი ტარიელი,
ერთგან მიდენიდა ვირებს.
უცებ... საქართველო უფრო უხვი იყო,
მაგრამ იმდენადვე ხარბი,
ერთგან ავთანდილი ხელჭუჭყს მიღნაოდა,
ერთგან ამღერებდა ბარბითს.
უცებ... საქართველო უფრო მეტი იყო
და მამაძაღლობაც მეტი,
სულ ფეხზე ეკიდა მულღაზანზაროელს,
შენი გულანშაროს ბედი.
აღარც უცხო მოყმის ძებნა რაინდული,
აღარც ცხრა მთას იქით წასვლა,
ფატმანს უღრიჯოდა შენი ავთანდილი
ქაჯთა დაცალეწვის ნაცვლად.
მტერი მოდიოდა... მტერი მიდიოდა
ყოვლით და ტოველი მხრიდან,
იგი, მეორე შოთა რუსთაველი,
პირველს ძიძგნიდა და თხრიდა.
უცებ გამეღვიძა... შიშის სასთუმალზე
ცრემლის ცხელი კონა დავდე,
ღმერთმა დაგვიფაროს, ღმერთმა
საქართველოს
ორი რუსთაველი ჰყავდეს.
 
nukriaДата: ოთხ, 09.05.2012, 00:51 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჭკვიანი ქალი დასინის ლამაზს

ჭკვიანი ქალი დასინის ლამაზს,
ლამაზი ქალი დასცინის ჭკვიანს,
სულ ასე იყო ამ ქალურ თამაშს,
ადამის ვაშლის ნაფცქვენი ჰქვია.

ადამს კი... სადღაც მიურბის თვალი
და ველ-მინდვრებში მოხეტეს ბუნდად,
ჯერ უნდა ყოვლად ლამაზი ქალი
და მერე ქალი ჭკვიანი უნდა.
 
nukriaДата: ოთხ, 09.05.2012, 00:52 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თამადის გადადგომა

ფემბულავ! - შუბლზე ხელი დამადე,
გენჯალავ! - გულზე ყური დამადე,
ვეღარ ვარ ძველი მოშპი გავარდი,
ვეღარ ვარ ძიავ, - ვერ ვითამადებ.
ვერ ვიწკრიალებ ყავრის წყალივით,
ვერ გადავაბწნი სიტყვას ყვავილთან,
წავიდა ძიავ, ყველა მარილი
და ყველა ეშხი მეშხიხც წავიდა.
დამაცვდა, ძიავ ლომის კლანჭები,
ვქცეულვარ ლომის ლუკმად თავადაც,
მდადეს რომ ვეღარ გაეპრანჭები,
რაღა კაცი ხარ, რაღა თამადა.
დედასახლისის გაგსხლავს სავსავი,
მამასახლისის მოგსხეპს ფანდობა,
მეკუჭნავეც რომ სიტყვას გასწავლის,
რაღა ფასი აქვს შენს თამადობას.
სხვა საწადელზე გარბის თვალყური,
ბრძენი ბღლარძუნობს, ღლაპი კამათობს,
აღარც მოყვრული, აღარც ,,მაყრული"
ვის ვუთამადო, რა ვუთამადო?
აქ სხვანაირი ბრუნავს დენდობა,
ლირწი ჭიქაში ჭყიპავს კამათელს...
ქალწულ კაბაში ორსულ დედოფალს
რა ვქნა, ფემბულავ, ვერ ვუთამადებ.
გინდა დაჰკალი ჩემი კაცობა
გინდა ზედ გულზე ლოდი დამადე,
ნეფის ჩოხაში ცხრა გზის ნაცოლარს,
რა ვქნა გენჯალავ, ვერ ვუთამადებ.

...ოჰ კოდმეში რომ დავლი გორავდა,
წრეში რომ ერთურთს ჩქმეტდნენ წყვილები,
იმ ქორწილების გულის ჭირიმე,
იმ ქორწილების...
იმ ქორწილების...
 
nukriaДата: ოთხ, 09.05.2012, 00:53 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიყვარული მინდოდა

მე რომ გოგო მინდოდა,
მინდორ-მინდორ მივდოდა,
ნეტავ რომელ მინდორში?
ნეტავ რომელ მინდორთან?...
მოლზე ალვა ბინდობდა,
შორს მიმინო ფლიდობდა,
ნეტავ რომელ მინდორში?
ნეტავ რომელ მინდორთან?
მზე სიცილით მინდოდა,
ცა თვალებით მინდოდა,
ნეტავ რომელ მინდორში?
ნეტავ რომელ მინდორთან?
თორთქალო და სხივტოტა,
მინდორ-მინდორ მივდოდა,
განა რამე ისეთი?
სიყვარული მინდოდა.
 
nukriaДата: ოთხ, 09.05.2012, 00:54 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შუახევური სახუმარო

სევფომ თქვა, - ხიმშიაშვილის, -
ქალი სიზმარში მკოცნდა,
იმდენს მკოცნიდა მოცლილი,
კიღამ კოცნები მომწყინდა,
გულბალანი ხომ მომრუჯა,
ბაგე-ტუჩი ხომ მომცვითა,
ეგ დაფეხვილი ნამსხვანი,
ერთიან ამიღორძინდა.
მაგრამ რა!..
გამომეღვიძა
და ჯავრი გამიორწილდა,
ძველ სექვზე ვეგდე ძმობილო,
ბალახბულახის ძონძითა,
რომლი ხიმშიაშვილის, -
ქალი პირსავსე ძოწითა,
რომლი ხიმშიაშვილის, -
ქალი, ჩინჩხვარი კოცნითა,
რომლი ხიმშიაშვილის, -
ჩემი მწეწდა და მძოძნიდა,
- ადექ!... შე ბერთემბელაო,
ამოსაგდებო კორძითა!

ვდგავარ და ხევხურს ჩავძახი,
აყვავებული ბორცვიდან,
გავძახი მთებს და სათიბებს,
ჩემი ჯან-ღონით მორცხვითა,
აღარ მაქვს თავის იმედი,
ეჰ, სიბერესთან მივედი,
თვარა ერთ ქალზე რა დამტევს,
იმღამინდელი კოცნითა!
 
nukriaДата: ოთხ, 09.05.2012, 00:54 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რატომ?

მიდის ლაპარაკობს ხმამაღლა,
ქუჩა მზიანი და ფართო,
ჩემი არაფერი არა ხარ,
მაინც შემოგხარი, რატომ?
იცის ფოთოლმაც და ბალახმაც,
მე კი რანაირად გკადრო,
ჩემი სასურველი არა ხარ,
მაინც მესურვები, რატომ?
შენი ჟრუანტელს ჰგავს დანახვა,
ტკივილს ვეღარავის ვანდობ,
ჩემი დანიშნული არა ხარ,
მაინც ვეჭვიანობ, რატომ?
სული საოცრებამ დანაღმა,
ქუჩა მზიანი და ფართო,
ჩემი სიყვარული არა ხარ,
მაინც მენატრები, რატომ?
 
nukriaДата: ოთხ, 09.05.2012, 00:55 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამბობენ

მყუდროებას და ფოთლებს ამდორებს,
მივიწყებული ტყეში ბილიკი,
ამბობენ თურმე შენ მე დაგტოვე,
ძვირფასო ეს ხომ იყო პირიქით?

დღეებს უცნაურ ცასთან მივყავდით,
გვდევდა ტოლთა და სწორთა ქილიკი,
ამბობენ ტურმე მე არ მიყვარდი,
არადა ეს ხომ იყო პირიქით?

და ვზივარ ახლა ჩამქრალ ბუხართან,
რა მოხდა? - იტყვის ვინმე ქარაგმით,
ვინ ვის სძულდა და ვინ ვის უყვარდა,
მხოლოდ მე ვიცი და სხვამ არავინ!
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ზურა გორგილაძე
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость