ზურა გორგილაძე - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ზურა გორგილაძე
ზურა გორგილაძე
nukriaДата: ოთხ, 09.05.2012, 00:56 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტყეში ვწევარ ირმებთან

უხსოვარი მსახვრალი შემოგარენს თიბავს,
არა! ჩემი დღეებიც დათვლილია, პიპა...
დათვლილია შორენას ნეკნებიც და თმებიც,
ვწევარ ტყეში ირმებთან და ბღავილში ვკვდები.
ვინ მიყვარდა... ვინ მძულდა... რას ვერჩოდი გირშელს,
არსაკიძის მარჯვენას დამხობილი გიშვერ.
ფარსმან სპარსის გენიას და მუხთლობას ვბაძავ
და ყელს ვუშვერ მონებზე გადაგდებულ ბაწარს.
მჭყლიტავს ქვეყნის გვირგვინი და დიდებით მამხობს,
ქვებში ქორსატეველას, თუ არხოტის ახლო.
მორიელთა ბუნაგში, - თუ არაგვის ველზე,
გადამშორდა შორენა და, - ნებიერას ვეძებ,
ნებიერას! ვაიმე, შავდებიან მთები
და ირმების ხამლებით გაბაწრული ვკვდები...
ვინ მიყვარდა ვინ მძულდა... რას ვერჩოდი გირშელს,
არსაკიძის მარჯვენას დამხობილი გიშვერ.
 
nukriaДата: ოთხ, 09.05.2012, 00:56 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კვდება გოგო სიცივით

თოვლია და ქარბორია,
გაფენილი ტრამალებს,
გოგო, გული შეიღილე,
გოგო მუხლი დამალე!

რად გგონია დაგიჯერო
ეს ეშმაკი ტყვილები,
ვითომ მისით რომ შეგხსნია
კალთის ბოლო ღილები.

ვფიქრობ ასე და საოცარ
სურვილებში ვიჭრები,
აგერ ნერვებს ლაგამივით
ხრავენ ბორჯგი ბიჭები.

ფშინავენ და წრიალებენ,
აბოლებენ მალ-მალე
გოგო, - გული შეიღილე,
გოგო, - მუხლი დამალე!

აბაჰ! შენაც არ მომიკვდე...
და მეც ქვეშ-ქვეშ ვიცინი
და ბიჭების დასარბევად
კვდება გოგო სიცივით.
 
nukriaДата: ოთხ, 09.05.2012, 00:57 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კაცი? – ალბათ...

სიყვარულის მზიანში თუ ნისლიანში,
თურმე რამდენს დავრბოდით და ვცოდავდით,
კაცი?!
ალბათ, ყველა ქალის ღირსი არის,
მაიმუნზე უკეთესი ცოტათი.
ვის უყვარდა სიყვარული სისხლიანი!
თუ ვცოდავდით, ჩვენ ცრემლებთან ვცოდავდით,
კაცი?!
დიახ, ყველა ქალის ღირსი არის,
თქვენც, ქალებო, შეჩოჩქოლდით ცოტათი.
თუმცა სულში იფარვის და ხეტიალობს,
მშვენიერი იდუმალი გენია,
ქალი?
ქალი?
ქალი? – თანაც ულამაზო?
დამკალი დ ავერ წარმომიდგენია.
 
nukriaДата: სამ, 31.07.2012, 23:43 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჰოიდა ნანა, ოჰი ნანა,
ხულო შუახევ ქედიდანა,

დედო დვრინით დამემღერა,
დიდიგოროზი მთები თანა,
მთები! - ვისთვის თვალსეირი,
ვისთვის ჯავრი შიგნიდანა,
თეთრ პერანგებს ხრამში ყრიდნენ,
ლურჯს იცვამდნენ თანდათანა,
კლდის კატარში მზე ყვაოდა,
კლდის ბორჯღალზე ბენჩქვი ყანა,
გვანცას ლოცვებს ვაზის სული,
გორით-გორზე გადეყვანა,
ვარჯანისთან, ნაჯვარისთან,
დაჯვარული მთები წვანან,
მთებში ჩუმად დაქვითინებს,
ჩემი დიდი ნენეს ნანა,
დერდებს გულში ვიბექსნიდი,
აჭარელი ვიყავ განა!

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
ხარიტყავის გუდა თანა,
შიგ ჭიკჭიკით მოჭუჭკული,
ამ სირთების სევდა თანა,
მიმღერია ღვინიანზე,
მიტირია კიდეც განა,
როცა ჩემი ზღველთი ზვარე
ზვავის ნაძოვს დაემგვანა,
როს სხალთაში სხალთიხატებს,
უსაპნავდნენ ყელში კანაფს,
ჯავარქედზე ჯამეს დგამდნენ,
ვარდიქედზე ეკლის კარავს,
ეივახ! ამის შემხედვარე,
ნამსხვანიდან გაველ განა,
მთებს ტყეები ბანალივით
აბურძგლოდა უბიდანა,
ღელე-ღურდან დავეძებდი,
კანკალებდა ხელში დანა,
გამჩენელო, სხვა რა მექნა,
აჭარელი ვიყავ განა!

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
თეთრათები ვთიბე განა,
ხამიყელზე ხაოღერი,
ბალახები შემრჩა თანა,
მთაპერანგა გადავმუხლე,
გზაბაწარამ დამახანა,
ხინოს თავში თაფლი ვხილე,
ჩოლოქის პირს ვმარგლე ყანა,
ჩოლოქს გაღმა გოგო იდგა,
გულგუნდა და თვალმარყვალა,
ღმერთმა რაფერ გადმომხედა,
ღმერთმა რაფერ გამახარა,
- გოვ! კისერში ჩეგეფუნჩხე, -
ჩემებურა ვკადრე მარა,
გოგო რაცხამ დააფეთა,
გოგო ვინცხამ გადამალა,
თოხი ტარზე დაყუდებულს
ცამ სიცილი დამაყარა,
შიგნი-შიგნი ჩევიფუფქე,
აჭარელი ვიყავ განა!

ჰოიდა ნანა, ნანოვ ნანა,
ვერ წამიხვალ განდაგანა,
ეგ ლიზღობა ეგ ლირწობა
კმარა-მეთქი, უკვე კმარა!
ჩემი სისხლი სიყვარულით,
ო, რა ხანი არ დამთვრალა,
მეყო! მტევნის წებო წვენში
ჩემი სულის ორთქლი დგანა,
ყელზე შემომეფართქალა,
ვაზის ლერწი ლოფორთქანა,
სიზმარ-სიზმარ მიბრუნდება,
შატბერდი და შორი ბანა,
იქ სანთლები ჩემი სისხო,
ჯერეთ კიდევ არ ჩამქრალან,
მეყო ჟამმა ჟანგნაფლეთმა,
რაც დამფლა და რაც დამგმანა!

ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
წარბგახსნილი დავალ განა,
საქართველოვ ჩემო დედავ,
ჩემი სუნთქვა გენაცვალა,
ჩემი ყველა მქუხარება,
მწუხარებაც გენაცვალა,
შენი სიტყვის სიცოცხლისთვის
ხიხაძირში კიდევ ვდგავარ,
შენი ჭერის სიმაღლისთვის,
მარადიდში ვხლიჩავ ყავარს,
შენი რჯულის საჯილდაოდ,
სხალთას ვრეკავ ზარებს მთავარს,
ერთ ძირ ვენახს სულ გირგავდი,
კვლავ დაგირგავ დღეს და ხვალაც!
იდიდგულე რომ ამფერი
აჭარელი გყავდა განა!!!.
 
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 01:03 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გადაწყდა გტოვებ...
სამუდამოდ გივიწყებ, გტოვებ,
ჩემს ჭიის ზიარს, ლხინის ზიარს,
გადაწყდა გტოვებ...
გშორდები, მივალ და არ მინდა ,
მოხედვა უკან,
დამარქვან უნდო, უცხვირპირო,
დამარქვან გულქვა,
აღარ მოვწამლავ შენი შხამით
ნებიერ წუთებს,
მეყო რაც მბანგე, რაც მაბრუე,
მთენთე და მთუთქე,
აღარ წამყვება შენი სუნი
ფინთი და მწკლარტე,
რაც უნდა მწვავდე, მახელებდე,
მსურდე და მწამდე.
ვეღარ ამიწვავს დაღლილ თვალებს
მაგ შენი თმების, -
ცისფერი ბინდი, სამუდამოდ გემშვიდობები.
გადაწყდა, მაგრამ...
მაგრამ როცა რჯულსა და ქრისტეს,
ჯიბეებს ვიჩხრეკ, გპოულობ და...
გაბოლებ ისევ.
 
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 01:04 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჭკვიანი ქალი დასცინის ლამაზს,
ლამაზი ქალი დასცინის ჭკვიანს,

სულ ასე იყო ამ ქალურ თამაშს,
ადამის ვაშლის ნაფცქვენი ჰქვია.

ადამს კი... სადღაც მიურბის თვალი
და ველ-მინდვრებში მოხეტეს ბუნდად,
ჯერ უნდა ყოვლად ლამაზი ქალი
და მერე ქალი ჭკვიანი უნდა.
 
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 01:05 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბუხართან

წიფლის ცეცხლი ბარბალებს,
და კვარცხალებს კარდალი,
- ნენი - ბიჭი კითხულობს -
მჭადზე დაღი რად არი?

დედა ხმამწუხარეა
ზარს და ზეიმს ჩვეული,
- შვილო, მჭადზე ჯვარია
ძველი და კურთხეული.

დაგმანული დუმილი
წარსულს ესმის წყევლებად,
ყვება დედა გარდასულს,
ყვება და იცრემლება.

ღმუის ცეცხლი წითელი,
ღმუის და იფარფება,
ბიჭს ეშლება ბალანი
და ქოხს უნდა გაფრენა.

ქვაღვენთება ბუხარში
ჩუმად ღვივის ღადარი,
- ნენი - ბიჭი კითხულობს, -
მჭადზე ჯვარი რად არი?
 
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 01:08 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პიპას, ჩემს ძმას - პიპას

ორსანტიას,
ქარტიას,
ქაფატსა და მარტვილს
თავს წაჰყრია გაზაფხულის ჭიჭვიანი ჭვარტლი.
აბღავებულ სანახებში, ნამუხლარში დევთა
ენგურს მიაქვს მთვარესავით სამეგრელოს სევდა.
და იქ, სადაც რუხთან რუხი ბოკვერები წვანან,
მღერის მზის და ტკივილისას ღვთაებრივი ნანა.
"არ წამოჰკრა ფეხი ამ ქვებს
და არც დააბიჯო,
ბონდოია, ნანასქუა, ბონდოია ბიჭო!"
წუთისოფლის უკმარობით, წუთისოფლის ბგერით,
მიირხევა სანახებში ძვალხოშორი მეგრი.
კვალში მისდევს ოჩოპინტრე, თუთარჩელაც მისდევს,
დაფნის ჯვარზე გაუკრიათ ოჯალეში ქრისტე
და მწვანიან წყლისპირებში წელწაფრენილ ცირებს,
ხელის გულზე მზე უდევთ და საყვედური მცირე.
"კანჭა კვიცზე გადევნებას,
ჩვენ მოგვხედო გიჯობს,
ბონდოია უღორონთი, ბონდოია ბიჭო!"
წამით ხვიჩა ვარსკვლავები მოწკურავენ თვალებს,
მოდექი და ეგ ციგლიგა ცანგალები თვალე...
ბებერ ქვათა მხურვალება მოიჩრდილე ხელით...
მღერის ვიღაც შორეულში, ოდოიას მღერის.
როგორც წითელბატონები და მირონის წვეთა -
ტანზე აყრის საქართველოს ეს უკვდავი სევდა.
ბონდოია მიდის, მიდის...
და კოლხეთის ველზე,
ოდოიას აღარ უსმენს, ოდოიას ეძებს.
და მე მესმის
და მე ვიცი
და უღმერთოდ მჯერა,
როგორც ნისლში კვალარეულ ხვიჩასა და ჩელას,
აქ, კოლხეთის ბინდბუნდებში,
მტერს ჩქამიც რომ დაღავს,
ბონდოია "ოდოიას" იპოვნის და ნახავს.
 
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 01:09 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მყუდროებას და ფოთლებს ამდორებს,
მივიწყებული ტყეში ბილიკი,

ამბობენ თურმე შენ მე დაგტოვე,
ძვირფასო ეს ხომ იყო პირიქით?

დღეებს უცნაურ ცასთან მივყავდით,
გვდევდა ტოლთა და სწორთა ქილიკი,
ამბობენ ტურმე მე არ მიყვარდი,
არადა ეს ხომ იყო პირიქით?

და ვზივარ ახლა ჩამქრალ ბუხართან,
რა მოხდა? - იტყვის ვინმე ქარაგმით,
ვინ ვის სძულდა და ვინ ვის უყვარდა,
მხოლოდ მე ვიცი და სხვამ არავინ!
 
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 01:11 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტყეში ვწევარ ირმებთან

უხსოვარი მსახვრალი შემოგარენს თიბავს,
არა! ჩემი დღეებიც დათვლილია, პიპა...
დათვლილია შორენას ნეკნებიც და თმებიც,
ვწევარ ტყეში ირმებთან და ბღავილში ვკვდები.
ვინ მიყვარდა... ვინ მძულდა... რას ვერჩოდი გირშელს,
არსაკიძის მარჯვენას დამხობილი გიშვერ.
ფარსმან სპარსის გენიას და მუხთლობას ვბაძავ
და ყელს ვუშვერ მონებზე გადაგდებულ ბაწარს.
მჭყლიტავს ქვეყნის გვირგვინი და დიდებით მამხობს,
ქვებში ქორსატეველას, თუ არხოტის ახლო.
მორიელთა ბუნაგში, - თუ არაგვის ველზე,
გადამშორდა შორენა და, - ნებიერას ვეძებ,
ნებიერას! ვაიმე, შავდებიან მთები
და ირმების ხამლებით გაბაწრული ვკვდები...
ვინ მიყვარდა ვინ მძულდა... რას ვერჩოდი გირშელს,
არსაკიძის მარჯვენას დამხობილი გიშვერ.
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ზურა გორგილაძე
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость