Чт, 27.07.2017, 17:56
Главная
Регистрация
Вход
აბაშის ხმა
Приветствую Вас Гость | RSS
[ Новые сообщения · Участники · Правила форума · Поиск · RSS ]
Страница 6 из 6«123456
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ზურა გორგილაძე
ზურა გორგილაძე
nukriaДата: Пн, 03.02.2014, 19:00 | Сообщение # 51
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეთევზე ბიჭის ბალადა

ჭალას ჩაღმა ჩავუყევი
ბამბუკით და ანკესით,
ბიჭი ვიყავ მზეპერანგა,
მოხეთქილი ანგეში.
და იქ სადაც შრიალი და
ბინდი იცის წნორებმა,
დავინახე, ქერა ქალი
დალალებს ისწორებდა.
წელს ზევით კი... ვარდისფერი
ბუსუსების ფორები,
წელს ქვევით კი დავინახე,
ეცვა მხოლოდ მორევი.
ბანაობდა... და უკეთესს
ქვეყნად რასმე ნახავდი?
წყალს მიჰქონდა ტანის ლანდი,
როგორც ნისლის ღაღადი.
თვრებოდა და ნებივრობდა
ჩქერთა ჩქარი ჯირითით,
ბროლის მკერდზე დადებული
ორად ორი ქვირითი.
დამინახა, შეიცხადა,
მერე მორევს დანებდა
და მორევი ბორიალით
აყურყუმალავებდა.
გოგო თირთქვი,
გოგო თართქვი,
გოგო საიადონო,
თვალებსა და ხელებს შუა
მეხრჩობოდა ბატონო.
ჩქერალებში ჩამავალი
მზის შუქივით მიმქრალმა
მკლავთა თეთრი შხაფაშხუფით
ახლო არ მიმიკარა.
და იქ სადაც ლოდი იწვა,
წყალი იდგა მომღვრიე,
ჩავყვინთე და წელზე ხელი
ბადესავით მოვხვიე.
იკივლა და იყიჟინა,
ჰოი, ქალის ბავშვობა,
ოღონდ ხელი არ მეხლო და
ყაბულს იყო დახრჩობას.
გული თუმცა გული არის,
გული მაინც მკერდშია,
ახლა მხოლოდ ერთი მსურდა,
გოგო გადამერჩინა.
და ის გოგო გაწუწული,
კაპარჩხანა, ქოთქოთა,
ნაპირისკენ გულწასული ,
კალმახივით მომქონდა.
გოგო თირთქვი,
გოგო თართქვი,
გოგო საიადონო,
კინაღამ არ დამეღუპა
ხელებშუა, ბატონო?!
 
nukriaДата: Пт, 18.11.2016, 15:54 | Сообщение # 52
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
...მეყოფა შიში
და სულის გვემა,
და ცრემლის ხსოვნა
თვალებს აოსებს...
გაძვალტყავებულ დღეების რემას
მივდენი ღამის სასაკლაოზე... სულ ეს ვარ ,
სანამ ცას ვეახლები,
დაღლილ გუგებით და წამწამებით ...
ცაში ყმუიან
ღრუბლის ძაღლები
და ჩემს სიზმრებში დაწანწალებენ... იქ სინანულის
გოლგოთა მიცდის,
ვარ უმკაცრესი ღმერთის მსახური!
..რაცა ვარ, ეს ვარ,
და შავი დღისთვის,
არაფერი მაქვს
გადანახული..
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ზურა გორგილაძე
Страница 6 из 6«123456
Поиск:


| Copyright MyCorp © 2017 | |