მამა პეტრე - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » მამა პეტრე
მამა პეტრე
nukriaДата: პარ, 27.07.2012, 14:43 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
არ მითხოვია ვარსკვლავთა ცვენა,
არ მითხოვია მე სასწაული
გთხოვ, დამიბრუნე ბავშვური რწმენა,
დღესასწაულთა დღესასწაული.
 
nukriaДата: სამ, 31.07.2012, 18:00 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბავშვობადაკარგული მოზარდის აღსარება...

სოფლის ორღობეში უგულოდ გავთელე ყვავილი,
და მერე წვიმაში ფიალა გამიტყდა წყაროზე,
არაფრად ჩავაგდე პრანჭია ჩემი დის ჩხავილი,
ლოცვანი დიდი ხნით შემოვდე ჩამოშლილ თაროზე...
მამაო, კვირა დღეს ილორში მოლოცვა მიჭირდა,
ეს მაშინ, როდესაც ზღვის პირზე სასახლეს ვხატავდი,
რძისფერი მთებიდან მზის სხივი ნაბიჯებს მიჭრიდა,
სამოთხის ენძელებს გზადაგზა უაზროდ ვფანტავდი...
მამაო, ბედიას ვერ ვნახე ბაგრატის სამარე,
ბიჭვინთაც არ იყო ბოლომდე ჩემი და ქართული.
ტყვე ქალი დედად და ვარძია ვერ მოვითამარე,
კომანში ოქროპირს ვერ ვუბნობ, ლაზარედ დართული...
მამაო, ენგურთან მთვარე რომ გამექცა ხელიდან,
აფხაზმა მათხოვა მშვიდობის უქრობი ლამპარი,
თვითონ კი წყვდიადში ფაქიზოს უშუქოდ წველიდა,
მურზაყანს კლდის ქიმზე უხეშად ისარი წავკარი...
მამაო, ბუხართან ბებიამ ზღაპარი გაწყვიტა,
და ტყვიამ გაუპო, თოლიგე-მთა გულის ფიცარი,
სათქმელმა მამაო, მეც გული უძიროდ დამწყვიტა,
აღდგომის ღამეს კი საბუდარს დააკვდა ციცარი...
მამაო, ომის დროს მე ტყვიებს ჰაერში ვისროდი,
დამექცა ცის თაღი თხემიდან ტერფამდე დაჭრილი,
განსაცდელს განგება უმზადებს არ იცი, ვის როდი,
ღალიძგას ატმის ქვეშ, სიმორცხვით აჭრელდა აპრილი...
მამაო, იანგულს რამდენჯერ ვესროლე კენჭები,
რამდენჯერ ვუგინე საცოდავ უცხოელს H E L L A D O S...
ახლა კი მე მეწვის ათასჯერ ჯვარცმული ბეჭები,
მამაო, მითხარი, რომ ქრისტე მიშველის ხელადო...
მამაო, რიწასთან კარვის ქვეშ სიყვარულს ვუხსნიდი
იმ აფხაზ გოგონას, არ მახსოვს რა ერქვა საბრალოს,
საცოლეს ვეძახდი, ლექსებსაც ყოველდღე ვუძღვნიდი,
მე როგორ ვიქცევი, ღალატი ვის გადავაბრალო...
ცხოვრება ომია, განცდები სათქმელად ძნელი და
წუთები უღმერთოდ, კუპრივით ბნელი და ამაო,
ბავშვობას ხელს ვუქნევ, ნახევრად ჩაძირულ გემიდან,
და თუკი გადავრჩი, მადლობა ცოტაა, მამაო...

მამა პეტრე
 
nukriaДата: ოთხ, 17.10.2012, 20:31 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მოვედი, მაპატიე ღალატი,
მაპატიე მაპატიე ყოველი,

ჰე, უფალო, დამიფარე მარადის
ვიტანჯები შენი უარმყოფელი.
რაც კი მქონდა გავატანე ქარებს და
ცოდვით ვსვარე სამოსელი პირველი,
მიყრდნობილი ვტირი საყდრის კარებთან,
მინდა ვიყო სინანულის მწირველი.
მე მოვედი, დაკარგული კრავი და
ხეტიალით მტკივა სუსტი მუხლები,
რაც მომეცი, ყველაფერი წავიდა,
და არ დამრჩა მცნება ხელებუხლები.
მე მოვედი და ისე ვარ დაღლილი,
ჰე უფალო, მაპატიე ყოველი,
შენს წინ ვდგავარ ახლა თვალებდახრილი,
მე პეტრე ვარ, შენი უარმყოფელი.
 
nukriaДата: შაბ, 27.10.2012, 17:14 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იქ…

გეძებდი არსად და ლოდებში მოთქვამდა ქარი,
და გულში მაინც შეხვედრას რომ მაინც მპირდები,
გადავაბიჯე, აღარ დამრჩა მეტი საზღვარი,
და ალბათ წუთით შემაჩერებს პირამიდები.
დუმდა ხეოფსი უდაბნოსგან სახით დაღლილი,
და ნეფერტიტის უცხო პროფილს ვაყოლებ თითებს,
მთვარემ გიზაში მოწამლული იგრძნო მახვილი,
იქ აიეტის წარმოშობა მივანდე ზვირთებს.
სად ხარ ჰელიოს, გამინათე ამ დღის წყვდიადი,
მე ვნახე სინაც,მაგრამ რჯული ვერ შევიმოსე,
იქ ღმერთი იყო, ათი მცნებით ზღვა და დიადი,
მერე ნილოსმა გამორიყა პატარა მოსე.
მე შეგხვდი არსად, შეგხვდი ყველგან და კიდევ ჩემში,
თუ არა ხატი, აღმართული დატოვე ნიში,
და დიდი მოსეს ცხელი ცრემლი მეჭირა ხელში,
და კიდევ რაღაც, თუ არ ვცდები –
მ ა ც ხ ო ვ რ ი ს შ ი შ ი.
 
nukriaДата: კვ, 02.02.2014, 20:23 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოდი სულო, მზის სხივებად მოდი,
როცა სათქმელს დავაპირებ, მენდე...
თუ ცხოვრებას მთელი გულით გმობდი,
უნდა ზრახვებს სალოსივით გვემდე.
მოდი სულო, ქორების მთა გელის,
უდაბნოში მზე აცხუნებს ერთობ,
მეგვიპტელი ცრემლებამდე სველი,
კაბის კალთას შეეხება, ღმერთო...
მოდი სულო, იღვიძებდე უნდა,
ბოლო ჟამის მუშაკობაც ფასობს,
თუ აქამდე არასწორად მსურდა,
თუ პილატეც ხელებს დაიბანსო...
მოდი სულო, ჯვარს გაეკრა უნდა,
ნაზარეთსაც გააყოლე თვალი,
მეგვადრუცეს უჩხრიალებს ხურდა,
და რა მძიმედ მოიხადა ვალი.
კაპერნაუმს მებადურედ მოდი,
მერე პეტრედ მოგიწოდებს ყველა,
მერე სამგზის, ვიდრე მამალს ხმობდი,
უარყავი შენი ბედისწერა...
ნეტარების მთაზე ცრემლად მოდი,
და მგლოვარე გულით უფალს ენდე,
მეზვერე და ზაქესავით ცხონდი,
ალბათ ხვდები, რამდენს უნდა გვემდე...

...............

მოდი სულო, მარტო სულო მოდი...
 
nukriaДата: კვ, 09.03.2014, 11:25 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წერილი დედას

დეე, მომენატრე...
ამ წუთას შემოვირბინე ჩემს პატარა ,,სოროში''...
მთელი დღეა ვფიქრობ, რა მოგწერო...
გრანელი გამახსენდა-,,ახლა ქარია, მახსოვხარ, ცივა!''
მტვერშია გახვეული მთელი უბანი, ისე ქრის დეკემბრის ცივი და ულმობელი ქარი...
კარგად ვარ...
როცა ძალიან მმენატრები, სიონში ჩავირბენ და მინაზე გადასულ ღვთისმშობლის პროფილს გაფიჩხული ხელებით ვეხები და სისხლი მითბება...
ლექციების მერე, საჯაროში შევრბივარ. მართალია იქაც არ არის გათბობა და
წიგნებსაც მიგვიანებენ, მაგრამ შიგნიდან მაინც ვუყურებ... ეს პერიოდი
ზალიან აქტიურია ჩემთვის შემოქმედებითად...
გუშინ ტრამვაიში უცებ წერა მომინდა, ფურცლის ნაგლეჯიც არ აღმომაჩნდა და ჩემს წინ სიგარეტის ცარიელი კოლოფი ეგდო...
ჩემზე ბედნიერი იმ წუთას არამგონია, ვინმე ყოფილიყო...
ვიწვალე, მაგრამ მაინც გადავიტანე ,,სიგარეტზე'' ორსტროფიანი ,,ვედრება''...
ვიცი, რომ ცემზე ბევრს დარდობ და განიცდი...
გპირდები, ყველაფერს გავაკეთებ უკეთესი მომავლისთვის...
დეე, არ მიწყინო, გასულ კვირას ხუთი ლარი რომ გამომიგზავნე, სულ წიგნები ვიყიდე...
,,მერანში'' ფასდაკლება იყო და ,,სიტყვის კონას'' სამოც თეთრად წავაწყდი...
ჰო, მართლა, შენ რომ გამომატანე ქემალის ,,უცხო ქალი''-ერთ ღამეში
დავამთავრე, მაგრამ ბოლო გვერდი აკლდა. დილით ლექციებამდე ბიბლიოთეკაში
შევირბინე და დარჩენილიც წავიკითხე...
მომეწონა, მომეწონა და ვიტირე...
ბედნიერებისგან ვტიროდი, დეე... სენ რომ ასეთი ხარ და შემიძლია ლიტერატურულ გემოვნებაში გენდო...
ახლა ფოლკნერს ვკითხულობ, დავასრულებ და ჩემს აზრს გაგიზიარებ...
შენ როგორ ხარ, მამამ შეშა ჩამოიტანა?! ხომ თბებით?! ვიცი, რომ იქით დიდი
თოვლია და ცოტას დაისვენებ... ალბათ გათენებამდე ზიხარ ბუხართან და როგორც
მამა იტყოდა, წიგნებს უკირკიტებ...
გთხოვ, არ აყვე... ენას ასველებს, თორემ უყვარხარ, თავისებურად...
დეე, ვალინკებს გიგზავნი...
უნივერსიტეტში ფეხით დავდივარ და ყოველკვირეული ხუთი ლარიდან ფულიც მეზოგება...
მიხარია, რომ ფეხი თბილად გექნება... მე აქ გული გამითბება, დედი...
ყველაფერი მომწერე...
უმნიშვნელოც კი...
ჩემთვის შენს ბარათებს წმინდა წერიულის ფასი აქვს, დედა.
 
nukriaДата: ოთხ, 11.06.2014, 11:43 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ასე რას მოთქვამენ ეს ხმელი ჭადრები,
მითხარი, ფიქრები ასე რამ არია,
დანებდი, მერწმუნე ვერაფერს გახდები,
უბრალოდ ასეთი თავნება ქარია.
და მახსოვს იმ ღამის ფერადი სიზმრები,
და ცისფერ ტაძარში შენდობის ზარია,
ათასჯერ, და მაინც ვერაფერს მიხვდები
უბრალოდ ასეთი თავნება ქარია.
 
nukriaДата: ხუთ, 14.08.2014, 15:48 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქალაქს ემოსა პერანგი წვიმის,
სისხლისფერ წვეთებს გაევსო მიწა,
დღე იყო რაღაც ძალიან ცივი,
ცრემლებად იქცა უძირო რიწა...
და რძისფერ მთებზე მოწყენილ იებს
ჩაატარებენ სულ სხვა ხელები...
ილორს მოვავლე თვალები, მღვრიე
და მივაბარე ზეცას ცხედრები.
დავემშვიდობე ბედიის ლოდებს,
კამანში სისხლი ამაოდ ვღვარე,
ამაზე მეტი რა უნდა მქონდეს,
ან როგორ დავთმო სამოთხის მხარე.
საკენ-ჭუბერი, ქართველთა თხემი,
ამდენი ცოდვით დამძიმდა მიწა...
და იგვიანებს, სად არის გემი,
ან, ვინ შეღება სისხლისფრად რიწა.
ან ვინ ჩატეხა ხიდი ენგურის,
ვინ დაადუმა მოქვის ზარები,
რისთვის გაყიდეს ხატი, ჭედური,
ფრესკებს მოვავლე ცხელი თვალები.
ენგურს გადაღმა გაზაფხულია,
თუმცა, არ ყვავის დამწვარი ნუში,
ნამგალა მთვარეს სად არ უვლია,
დიოსკურია ჩაუკრავს გულში.
ასე წამართვეს სიცოცხლის გემო,
დამუნჯდა ილორს დედო ზარები
ისე ნუ მომკლავ, უფალო, ჩემო,
რომ არ მოვავლო სოხუმს თვალები!.....
მამა პეტრე
 
nukriaДата: შაბ, 27.09.2014, 19:20 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქალაქს ემოსა პერანგი წვიმის,
სისხლისფერ წვეთებს გაევსო მიწა,
დღე იყო რაღაც ძალიან ცივი,
ცრემლებად იქცა უძირო რიწა...
და რძისფერ მთებზე მოწყენილ იებს
ჩაატარებენ სულ სხვა ხელები...
ილორს მოვავლე თვალები, მღვრიე
და მივაბარე ზეცას ცხედრები.
დავემშვიდობე ბედიის ლოდებს,
კამანში სისხლი ამაოდ ვღვარე,
ამაზე მეტი რა უნდა მქონდეს,
ან როგორ დავთმო სამოთხის მხარე.
საკენ-ჭუბერი, ქართველთა თხემი,
ამდენი ცოდვით დამძიმდა მიწა...
და იგვიანებს, სად არის გემი,
ან, ვინ შეღება სისხლისფრად რიწა.
ან ვინ ჩატეხა ხიდი ენგურის,
ვინ დაადუმა მოქვის ზარები,
რისთვის გაყიდეს ხატი, ჭედური,
ფრესკებს მოვავლე ცხელი თვალები.
ენგურს გადაღმა გაზაფხულია,
თუმცა, არ ყვავის დამწვარი ნუში,
ნამგალა მთვარეს სად არ უვლია,
დიოსკურია ჩაუკრავს გულში.
ასე წამართვეს სიცოცხლის გემო,
დამუნჯდა ილორს დედო ზარები
ისე ნუ მომკლავ, უფალო, ჩემო,
რომ არ მოვავლო სოხუმს თვალები!.....
 
nukriaДата: პარ, 09.01.2015, 21:09 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთვარემ ღიმილი მომანათა, და
წვიმდა გარეთ,
შაჰი მოედანს გაჰყურებდა,
ბურუსი იდგა,
ისე საოცრად იღიმოდა
კეკლუცი მთვარე,
სულში უდაბნოს მწველი სხივი
უხმოდ ჩამიდგა.
ვერ მოვერიე, მთვარის ეშხი
ჟრუანტელს მგვრიდა,
მე კი სიბნელეს ვინატრებდი,
როს მწიფდა არე,
მან ამრია და
ისპაჰანში იისფრად წვიმდა,
ღმერთო, მზესავით ანათებდა
სპარსელი მთვარე.
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » მამა პეტრე
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость