Вс, 23.07.2017, 23:52
Главная
Регистрация
Вход
აბაშის ხმა
Приветствую Вас Гость | RSS
[ Новые сообщения · Участники · Правила форума · Поиск · RSS ]
Страница 2 из 2«12
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » მამა გიორგი(ოდიშვილი)
მამა გიორგი(ოდიშვილი)
nukriaДата: Сб, 04.08.2012, 22:34 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქარიშხლისგან დალეწილებს

თავს შევუშვერ, აისროლონ ქვა რომ ზევით.
ბანდიტებმა მთვარე მოჰკლეს, მზე ჩაიწვა...
დანგრეული ამქვეყნიურ ქაოსებით,
სად მიგყავარ, გამარკვიე დედამიწავ?!
ვიღაც მომდევს, ვიღაც მომდევს ნაჯახებით,
ჩემმა სისხლმა წითლად უკვე გზა მოფერა.
ალბათ გამსრესს მეტეორულ დაჯახებით
ამ დრო-ჟამის უსაშველო გამოფენა.
იქნებ სჯობდა, ბედს რომ ადრე გავეწირე...
არ შემეხოთ, დავიწყების მადევს ფითრი!
წავალ, ვარდებს ქარიშხლისგან დალეწილებსცრემლიანი მწუხარებით გადავითვლი.
მთელი ვიყავ, დღეს ვარ მთელის ნაწილები.
ყველაფერი როგორ დადგა თავდაყირა...
საგიჟეთში უკეთ ვიყავ გაცილებით,
აქ ცხოვრებამ ჩემთვის ცეცხლიც გადაყინა.
აღარც მჯერა თუ ოდესმე მართლა ვიყავ,
დრო ხვალ გულზე რკინის ქუსლით
გადამივლის?
საწუთროო, ყველაფრიდან თუ გამრიყავ,
სიკვდილის წინ მოვუსმენდი პაგანინის.
 
nukriaДата: Сб, 04.08.2012, 22:35 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საქართველო

საქართველო – ეს ახალი გალილეა,
საქართველომ უნდა ამცნოს ახაროს!
საქართველო დედამიწის მარილია,
შეისმინე, საუკუნევ, ახალო.
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » მამა გიორგი(ოდიშვილი)
Страница 2 из 2«12
Поиск:


| Copyright MyCorp © 2017 | |