ოთარ ჭელიძე - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ოთარ ჭელიძე
ოთარ ჭელიძე
nukriaДата: კვ, 23.09.2012, 18:17 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მხედარს ცხენმა გაურჩება

გაუბედა გარდაბანთან,


უცებ გზაზე გამოჩნდება

ცხენოსანი შავნაბადა.



რაშს მკერდიდან ორთქლი ასდის,

ორთქლი ღრუბლად აჰქრის ცაში,

გახვითქულა გოლიათის

სიმძიმისგან შავი რაში.



ცხენი ლახტით გადარია,

მიჰქრის, გზიდან ბუღი ადის,

ალბათ ვინმე თათარია,

მაგრამ თათარს ქუდი ნაბდის?



ჩრდილი ხევთან ითალხება,

აღვირს სტაცებს პატრონს რაში,

მხედარს მკერდზე ცისარტყელად

შემოურტყამს პატრონტაში.



ნაბადს ქარი ისე არხევს,

თითქოს ტყდება შავი ტალღა,

მაღლით ცა და ძირს ბალახი

ფლოქვთა მტვერში ჩაითალხა.





ლურჯი ნისლი იალაღის

შიშნაკრავი ადის მაღლა,

_ დაყარეო იარაღი! _

ცხენოსანმა დაიძახა.



დგება შავი რაში ყალყზე,

ლაგმიანი ტანჯავს ყბები.

_ არ ველოდი, განჯის გზაზეც

გაჩენილან ყაჩაღები.



თოფი მქონდეს, რად გავცრუვდი,

გავცემდიო პასუხს თოფით.

_ განზე გადექ, რაღას უცდი! _

გადმოჰყივლებს კვლავ უცნობი.



_ ჩამოთვალე შენის ხელით,

ღარიბს დასჭირდება ფული,

ეგ ხანჯალიც შეიხსენი, _

ყივის ხირიმშემართული.



_ ფული? _ ჩაიცინებს გულში;

ტატოს შიში გაეფანტა.

ვალის გარდა საფულეში

ერთი გროშიც არ ებადა.



ძველი ხანჯლის ჩამოხსნისას

ჩაეღიმა ბარათაშვილს,

ყაჩაღს იცნობს, ბალღობისას

შეხვედრია მარაბდაში.



უცხოც შეხვდა მას ღიმილით,

შეყოყმანდა წამით ასე, _

და ნაბადი მან ჩრდილივით

გადააგდო მწვანიანზე.



ბოლოს თავქვე ჩამოსვლისას

მოაბრუნა მარდად რაში,

ტატოს ჰკითხა: _ ბალღობისას

თუ ყოფილხარ მარაბდაში?



ჩვენსოფლელი ვეღარ გიცან,

რა კაცი ვარ, რა ქართველი,

ნუ წახვალო, ჯერ დაიცა _

სთხოვს მარაბდელს მარაბდელი.



უარის თქმა იყო ფუჭი,

შეტრიალდა წაღმა ჩარხი,

უნაგირზე მთვლემარ ხურჯინს

გადაუხსნის თვალს ყაჩაღი.



გზის ნაპირას ნაბადს გაშლის,

გაგორდება ყანწი გრძელი,

თავპირველად ბარათაშვილს

აწვდის, როგორც მასპინძელი.



დაცალეო ერთი ყანწიც,

თვალები რომ დაგვეცრემლოს,

ეს იყოსო გლეხი კაცის,

ღარიბ კაცის სადღეგრძელო.



ვეხეტები გზიდან გზაზე,

რაც მებადა წამართვესა,

მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ,

ღმერთი როგორ წამახდენსა.



გზის ნაპირას ისხდნენ ასე,

დასდგომოდათ თავს ნათელი,

წუთისოფლის ღირსებაზე

ბჭობდა ორი მარაბდელი.



როგორც დედინაცვალს გულქვას,

გაჰქცევია ორივ ყოფას,

გზა ორივეს არაგვს უგავს

ქედით ორად რომ იყოფა.



ერთი ღატაკთ ესარჩლება,

მდიდარს გზაზე დაუხვდება,

გადმოხდომა ემარჯვება,

რიხიანად დაქუხება.



მეორესთვის ეს საწუთრო

უფსკრულია, მარად ბნელი,

თუ ამხედრდა, ვერ გაუსწრებს

ვერც არსენა მარაბდელი.



ვერც სიკვდილი დაეწევა,

ვერც ძახილი მუხთალ დღეთა,

ხვედრს მეხივით დაეცემა,

თუ აჯანყდა, თუ ამხედრდა.



გზის ნაპირას დიდხანს ისხდნენ,

ჯანში არყის ჩადგა ეშხი,

წუთიერმა სიხალისემ

გაიელვა მათ თვალებში.



ადგა არსენ მარაბდელი,

სადღეგრძელო რაღა დარჩა…

ვერცხლისფერად დანაფერი

ფიცხლად იძრო მან დამბაჩა...



ცივი ლულა გადუკოცნა,

კაცი ღმერთკაცს ჰგავდა მაშინ,

ყანწის დარად გადულოცა

იარაღი ბარათაშვილს.



_ გქონდეს, ამით დაგახსომდეს

ჩვენი კარგი პურ-მარილი,

სადაც შემხვდე, არასოდეს

არ დამიხვდე სტუმარივით.



განდევნილი დავალთ სოფლად

მე ყაჩაღი, შენ მგოსანი !_

თქვა არსენამ და გაშორდა

ერთურთს ორი ცხენოსანი.
 
nukriaДата: კვ, 23.09.2012, 18:18 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა ღრუბლებიდან არ ცრის,

მაგრამ შეწყვეტილი წვიმა


წუხელ გალუმპული ცაცხვის

სველი შტოებიდან ცვივა...…



წამლის წვეთებივით ჩემში

კირავს, აკოწიწებს ბზარებს,

წვეთებს გავუწოდე პეშვი,

როგორც წუთისოფლის მგზავრებს.



წარბის შეურხევლად წყნარად

ვდგევარ გაშვერილი ხელით,

სველი შტოებიდან წამლად

წვეთის ჩამოვარდნას ველი.



ხეზე მოდარაჯე ელდა

უცებ ააფეთქებს კვირტებს,

ვიღაც მოქალაქე დგება,

ხელში შაურიანს მიგდებს.



თითქოს გადმომასხეს წყალი,

თვალი გავახილე მაშინ…...

ასე იაფია წამით

თავის დავიწყება ხალხში?
 
nukriaДата: კვ, 23.09.2012, 18:18 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჯაჭვის ხიდი ჩვენი ხიდი,

ჯაჭვი რაჭა-იმერეთის,

ზედ სიცოცხლე ცეკვით მიდის

ბალღობიდან სიბერემდის.



მის ქვეშ ახლა მეტივეთა

მეტივური აღარ ისმის,

ნეტავ ლექსიც მეტი მეთქვა

მეტივეთა საკადრისი



ამ ხიდიდან გავჩნდებოდი

ათი კაცის საფარავში,

რიონს ზურგზე ვახტებოდი,

როგორც ლურჯას ფაფარაშლილს,



წლები მდორედ არ წამსვლია

და ვერც ახლა გავხდი დინჯი;

წყალს ვტაცებდი აბაზიანს,

ვით მყვინთავი ზანგის ბიჭი.



ვიღაც მიხმობს, გადახტიო,

_ წყალი როგორ გაკრთობს კაცო!

გადახტიო, ყაჩაღ რიონს

რომ ბალღობაც გამოსტაცო.



ჯაჭვის ხიდი ჩვენი ხიდი,

ჯაჭვი რაჭა-იმერეთის,

ზედ სიცოცხლე ცეკვით მიდის

ბალღობიდან სიბერემდის
 
nukriaДата: კვ, 23.09.2012, 18:20 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სამგორის ლეგენდა

ბერიკაცი ვარ, ჩემი ხნის
ქვაც კი აღარა გორავსო,
ნახვას ბევრისას მოვესწარ,
ბევრის თქმაც მინდა მოვასწრო.
გაგიგონიათ, შვილებო,
ლოჭინის ხევი სად არი?
იმ ხევს ღმუილი სცოდნია,
შმაგია, როგორც აფთარი.
ათას ხუთასი წლის წინათ
თურმე იმ ხევის ნაპირთან
ერთი მოხუცი ცხოვრობდა,
წვრილშვილიანი დაქვრივდა.
ის ბერიკაცი იბერთა
მხედრობის მაცნე ყოფილა,
ხევისპირ ქოხი კაპიჭით
და ღორღით შეუღობია.
ქოხის წინ სვეტი დაედგა,
თივა ეყარა სვეტის თავს.
მტრის ლაშქრის გამოჩენისას
აჩირაღდნებდა ცეცხლის ალს
და კვამლი ყველგან წვდებოდა
კუთხეს იბერთა ქვეყნისას.
ვინ არ იცნობდა ცალხელას,
სახელად ერქვა ლოჭინი,
ბებერ ლომს თურმე მარჯვენა
ომში ჰქონია მოჭრილი.
სულ ხევის პირას ცხოვრობდა
იბერიელი ცალხელა;
სისხლს ღვრიდა, თავსა სწირავდა
სამშობლო ქვეყნის სახსნელად
და ხევსაც მისთვის დაერქვა
ლოჭინის ხევი სახელად.
ერთხელ მდინარე მოდიდდა
და გადაშავდა ის ხევი,
ძირში მოთხარა მუხები,
ჩამოათრია ძირს ხენი.
მოაგორებდა შავ ლოდებს
შავი დევივით მრისხანე,
გადააშავა, წალეკა
გაღმა-გამოღმა მთის მხარე.ლომკაცი ტალღებს გასცქერის,
ძლივს მოჩანს გაღმა ნაპირი,
გაღმისკენ გადაურიყავს
ტალღებს დამხრჩვალი ნადირი,
უცებ შენიშნა ახლოდან:
ზვირთებს შვლის ნუკრი მოჰქონდა,
რას დააკლებდა პატარა
ხევის ნიაღვარს ბობოქარს?
ისმოდა მისი გოდება
და რიყის ლოდთა გრიალი,
შვლის ნუკრი მშველელს ეძებდა,
ეძებდა, მაგრამ ვინ არი
დამხსნელი მისი, თუ არა
ის ერთი ადამიანი,
ის ერთი კაცი, ლომკაცი,
ის ერთი კაცი ცალხელა,
რომელსაც ნუკრის ტირილმა
გულში აუნთო ნაღველი.
სწრაფად შეიჭრა ტალღებში,
სულმოუთქმელად გატოპა,
თითქოს იფეთქა ძარღვებში
წარსულმა ახალგაზრდობამ.
მტერთან ბრძოლებში ნაცადი,
ძმისთვის ისრითაც დაჭრილა,
და რკინისგულა ლომკაცმა
შვლის ნუკრიც გადაარჩინა.
გადაარჩინა და ტალღებს
შორს გასარიყად არ მისცა,
გამოიყვანა ნაპირზე.
ნუკრმა იხილა რა მიწა,
სველი ტუჩებით დაკოცნა
თვალები ბერიკაცისა.
ნუკრი იშვილა მოხუცმა,
კვლავ შეემატა მას შვილი,
და ისიც ეგულებოდა
ქოხში მესამე ბავშვივით.
მაგრამ სიბერის ბოლო ხომ
სიკვდილია და სიკვდილი.
დაჩაჩანაკდა, ჩავარდა
ლოგინად ღონემიხდილი.
ობლების მამამ შვილების
დარდი მიწაში წაიღო,
დარჩა ორი ძმა და შველი,
შველი მესამე ძმა იყო.
არ დაივიწყეს ვაჟებმა
მამის საქვეყნო ხელობა,
საქმე ებარათ დიადი,
იბერთა ქვეყნის მცველობა.
ძმებს ბავშვობიდან შეზრდილი
ყურცქვიტა შველიც შველოდა,
კაცივით უდარაჯებდა
შველი გამვლელთა ფეხის ხმას.
ისიც იცავდა სიწმინდეს
მამაც იბერთა ქვეყნისას.
ქოხის წინ თივისა ზვინით
იდგა ნათელი ის სვეტი,
მასზე მაღალი რა იყო,
ქვეყნად უთაღო ცის მეტი,
და ყურს უგდებდა მზის სუნთქვას
იბერიელთა იმედი.ერთ დღეს ცხენების ჭიხვინმა
შეძრა, შეაკრთო მთა-ბარი
და ხმა დაირხა: ხონთქარმა
გადმოლახაო საზღვარი!
სვეტი საზღვარზე კი არა,
შუაგულისკენ, შორს იდგა.
მტრის შემოსევის ამბავი
შველმა შეიტყო შორიდან:
ფოლადისგულა ვაჟკაცებს
შველი სმენითა ჯობნიდა.
ერთი ძმა სვეტზე ავარდა,
კიბედ იხმარა ბაწარი,
ის იყო უნდა დაენთო
მაღალ თავანზე ხანძარი,
რომ უცბად ისარნაკრავი
ძირს წამოვიდა გულაღმა...
ვაი, ასეთი სიკვდილი
განა ძმებს სადმე უნახავთ?!.
ცოდვით ტირილი დაიწყო
ცვრიანმა ბალახ-ბულახმა.
არც ძმა შეშინდა უმცროსი,
შველი მოიხმო მან ფრთხილად,
ყელზე წერილი მოაბა
და ლაშქრისაკენ აფრინა.
აფრინა, მერე სვეტისკენ
ვაჟმა ჩირაღდნით გასწია,
მხარში ისარი მოარტყეს,
მხარი დახარა არწივმა.
მხარის ტკივილი ვერ მოკლავს
მამის გაზრდილი კაცია.
მიდის და ცისკენ მიიწევს,
სიკვდილს არ აგდებს ჩირადა,
მიდის და მიაბრიალებს
თივის ზვინისკენ ჩირაღდანს.
მხარში ჭრილობას გაუძლებს,
ბეჭის ტკივილსაც აიტანს...
მოხვდა მესამე ისარიც,
სისხლი მოჟონავს მხარიდან.
ვაჟკაცმა სიკვდილს აჯობა,
სვეტის თავამდე ავიდა.
ავიდა, მაგრამ მარჯვენა
გადაესისხლა მტრის ისრით
და ჩირაღდანი მაღლიდან
ძირს წამოვიდა გიზგიზით.
დარჩა ვაჟკაცი უცეცხლოდ, -
ცეცხლი ისარმა ჩაუქრო.
გული ხომ მაინც გულია,
ჭაბუკი მაინც ჩაუქობს,
გულში რომ ცეცხლი უნთია,
უნდა მაღალ სვეტს აჩუქოს.
უნდა, რომ თვითონ აკვამლდეს,
რა ვუყოთ, ფერფლი დარჩება,
რა ვუყოთ, ჩაქრეს სიცოცხლე
მამულის გადასარჩენად!
შველი შეიჭრა ქალაქში,
(სარდალს მიართვეს წერილი).
პირუტყვი ელვისუმალვე
იქ გაჩნდა ჩამოცრემლილი,
სადაც უძრავად ელაგნენ
სვეტიდან ჩამოცვენილნი.
ატირდა შველი, ატირდა,
ცრემლი უწყალოდ დაღვარა
და ბოლოს გაოგნებულმა
თავი ქვის სვეტზე ახალა.
მოძმეთა გვერდით წაიქცა
ტყის გულში დაბადებული,
იბერის ქოხში გაზრდილი,
ძმობისთვის თავდადებული.
და ბოლოს, როცა იბერთა
დაუძლეველმა ლაშქარმა
წმინდა მიწაზე დადგმული
მტრის ნაფეხური წაშალა
და როცა გამარჯვებულნი
შინ ბრუნდებოდნენ მხედარნი,
სვეტთან იხილეს უეცრად -
ძირს იწვა სამი ცხედარი.
შეიცნო ყველამ სამივე
და გლოვის ნიშნად ცას სტყორცნეს
მოლაშქრეებმა ისრები,
მერე კი მკვდრები დაკოცნეს.
დაასაფლავეს ცალ-ცალკე
ხრიოკ მინდორში სამი ძმა,
ლაშქარმა მუჭით მოზიდა
კერის ნაცარი და მიწა
და ძმათა სამი საფლავი
სამ მაღალ ბორცვად გადიქცა.
აქ მოდიოდა ყოველ წელს
გამარჯვებული ლაშქარი,
მუჭით აქ ყრიდა სველ მიწას
და იზრდებოდა საფლავი.
ქარმა და წვიმამ ბორცვებზე
კენჭიც არ ჩამოაგორა,
სამი საფლავი გადიქცა
ცისკენ აზიდულ სამ გორად.
დღეს თქვენ, შვილებო, მახარეთ:
სამგორზე არხი გაჰყავთო,
ლოჭინის ხევიც, ტრამალიც
წალკოტად უნდა გახადონ
და სამი გორაც აქციონ
აყვავილებულ ბაღადო.
იერი უნდა იცვალონ
გადარუჯულმა მინდვრებმა,
ის სამი გორაც ხეხილით
იისფრად აბიბინდება.
და შველი, ძმებთან შეზრდილი,
დილის ჟამს ბაღში გამოვა,
თვალებს განაბავს, მოისმენს
ნუშებში შაშვის გალობას.
თვალს გაახელენ ფესვებიც,
ხრიოკ მიწაში შემხმარი,
და ასრულდება ქართველთა
დიდი ხნის ნაოცნებარი.
 
nukriaДата: კვ, 23.09.2012, 18:21 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
- ილიას ტყეში უცდის ჯალათი,
- ადექი! - ძილში ჩამძახებ ღამეს,

- ადექი! - რეკავს ქუჩის საათი,
- ადექი,ეგებ უშველო რამე!

წიწამურისკენ ეტლით მივდივარ,
ცისკენ ღრუბლებად ირხევა მტვერი,
წინ რომ მიმაფრენს ჩემი ფიქრია,
თუ ტკივილია მშობელი ერის.

ავჭალას გავცდი გადასარჩენად,
ზარით შემომხვდნენ მცხეთასთან კლდენი:
- შთამომავლობას ხსოვნად დარჩება
თავგანწირული ნახტომი შენი!

უკან მომძახის დედა ქართველი:
- გაფრინდი,მკერდით გააპე ქარი,
- უშველე, - მოთქვამს ზეცა ნათელი,
- გაუსწარ! - გაბმით დუდუნებს მტკვარი.

- გასწი, - მანიშნებს შორით მყინვარი,
მევედრებიან ველები,მთები,
მესმის არწივის ხმა გამყივარი,
- გაფრინდი ჩემო შეისხი ფრთები.

მყის გადავთქერე ბნელი ხრამები,
უკან ჩამომრჩა არაგვის წყალი,
არაგვს შეურთე ოფლის ღვარები
და ეტლს შორიდან შევავლე თვალი.

- შესდექ! - ზედიზედ შევძახე მაშინ,
ხმა დავესესხე ჩვენებურ ორბებს,
ხმა გაეხერგა ლოდივით გზაში
ილიას ეტლის დამტვერილ ბორბლებს.

გაქვავდა ეტლი დამეხილივით.
- შესდექი,გზაზე სიკვდილი გიცდის! -
შევძახე და თან ქარტეხილივით
წინ ჩაუქროლე სამშობლოს სინდისს.

მხრებგანიერი,შავწვეროსანი,
ბრძენი,საქვეყნო ჭაპნის გამწევი,
საბედისწერო გზაზე მგოსანი
იდგა,მიმზერდა წარბისაწევით.

უცებ იწივლეს ტყიდან ტყვიებმა -
რომ არ არჩევდნენ მტერსა და მოყვასს,
შევყვირე:მომკალ,გეპატიება,
ვინ გაპატიებს ღმერთკაცის მოკვლას!..

დაეცა ტყვიით შუბლგახვრეტილი,
საკოცნელ მიწას დავწვდი დაჭრილი,
თავზე დამადგა შუქათ კეთილი
ჭირისუფალი კაცის აჩრდილი.

კვლავ რეკდა მისი ოქროს საათი,
თითქოს ბრუნავდა წლების ისარი.
ნეტავი ვინმეს ორმოცდაათი
წლის წინ ენახა ჩემი სიზმარი.

ნეტავი,ტიალ გზაზე ილია
გადაერჩინათ,ნეტავი მართლა...
და ამის შემდეგ არ შემიძლია
შთამომავლობის სახელით არ ვთქვა:

პოეტის სვეტთან დავდგეთ მცველებად,
ლექსების წყარო ვისაც გვწყურია,
სამშობლოსათვის გასახსენებლად
კრწანისზე მწარე წიწამურია.
 
nukriaДата: კვ, 23.09.2012, 18:22 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თვალებს გაახელს საფლავში მწოლი,

და გვერდით აღარ დახვდება ცოლი

ხელსა ჰკრავს კუბოს გაბზარულ ფიცარს,

და როგორც საბანს, გადიძრობს მიწას.

წავა და ცოლის ნაკვალებს ეძებს.

ყველას ხსოვნაში და ყველა გზებზე.

თან ფიქრობს, ნეტავ საით წასულა?

რას ნიშნავს ნეტავ ეს განშორება

და ეძებს იმას, ვის სიყვარულსაც,

არ ეყო მისი ერთი ცხოვრება.
 
nukriaДата: კვ, 23.09.2012, 18:23 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნათელმხილველი

წრიალებს ნეკნების გალიაში
უკუნით და სისხლით გალეშილი,
მას ჯერ არ უნახავს გარიჟრაჟი-
სამყაროს ანგეში ქალიშვილი.
ჯანყდება ამბოხი სითამამით,
გულს ალხი ანაზდად მოენთება,
რისთვისაც ჭირვეულ რითმასავით
ლექსიდან გააგდეს პოეტებმა.
მზე,მთვარე,წვრილ-წვრილი ვარსკვლავები
აროდეს ნთებია კელაპტრებად,
თავისი ჭრილობის ნაკვალევის
წამიერ დალანდვა ენატრება.
კუნაპეტ ღამეში ტუსაღობის
უშუქო ხანძარმა დააბრმავა,
შთენილი წყვდიადის,უსახობის
და წყვილი სარქველის ანაბარა.
უმზეო წკვარამით დასიცხული
ნეკნების გალიის პატიიმარი,
ძვალ-კლდეებს ასკდება გასისხლული
და აღარ ურჩება სატკივარი.
ის ბევრმა დაკარგა ნამუსივით,
ზოგს რბილი სავარძლით უქვავდება,
ზოგს სხვისი დიდება გაუსივებს,
ზოგს-გვიან მოსული"უკვდავება".
ზოგს ღვარძლით და შუღლით დაშაშვრია,
ზოგს უცემს ორ გულად გაყოფილი,
ზოგს პირზე ღიმილად გადაშლია-
მოყვასის გაყიდვით კმაყოფილი.
დღე-ღამის მსწორებელს უძილობით
თვალი თუ აროდეს გახელია,-
რა უნდა ეხილა წუთისოფლის?
რა უწყის-საწუთრო რა ხილია!..
უეცრად შეგანჯღრევს განსაცდელით
და სანამ სისხლძარღვებს დაგისუნთქავს,
ვადაზე გახედნე გასაწვრთნეელი,
ნუ გაზრდი გიჟივით თავისუფალს.
ნიადაგ ათრთოლე დაქანცული,
აგტკივა და ოდეს დაამდება,
ვიდრე ზარს დარეკავს დასასრული,
მოგიწევს მეორედ დაბადება.
განვლილი დრო-ჟამის მესამედი,
რაც ყველას ძილისთვის დაუთმია,
მას თურმე იდუმალ კვეს-აბედით
ხელახალ სიცოცხლედ დაუნთია.
და ოდეს მარტოკა დაგიგულებს,
მოვა და მოხდება სასწაული:
წარსულ წლებს უკლებლივ დაგიბრუნებს
უბრძნესი მოგვივით განსწავლული.
რის ხვიტო!..რა სარკე ჯადოსნური!..
რომელი ზღაპრული ნატვრისთვალი!..
როცა ბრძენ გულშია გადმოსული
ათასი თაობის ნაფიქრალი.
ბრმა წყვილი-სარქვლები წინანდელი,-
გონების თვალებად გახელია
და მთელი თავისი ბრწყინვალებით-
მან უწყის-საწუთრო რა ხილია.
სწვევია ყველაზე საყვარელის
სიკვდილი,ვარამიც,დარდუბალაც,
ახალი ჭრილობის ნაკვალევი
მეწამულ წყვდიადში გადუმალავს...
თითქოსდა,ვარდისფერ,უმზიანეს
წალკოტში ღვიოდეს მოწიფული-
სიამეს მოგიზღავს უზენაესს
ხილვათა სამყაროს მოციქული.
გულს ენდე,-მიგიყვანს ნაპირამდე
და გირჩევს,განგების მაგიერი,
რომ ერთად ხანძარში აბრიალდეს,
რაც გღუპავს,რაც დაგრჩა მანკიერი.
გეყოფა,რც შიშმა გაგაჩუმა,
იკმარე,რაც უკვე გინანია,
თუ სულში ფათურობს მაჯლაჯუნა-
ცეცხლს მიეც...არც ისე გვიანია.
მას ენდე,რომელიც ამთელებდა
ღამეებს-ზედიზედ გატეხილებს,
დღეები სანამდე დაგეთვლება,
უსმინე უძილო ნათელმხილველს...
ერწმუნე,რომ ყოვლად მშვენიერის
უსახო ჩრდილია სიმახინჯე,
რომ არის უფალიც შენმიერი,
რამეთუ ღმერთობა მიანიჭე.
და გული-სიმხდალით დაბებრილი,
თუ დაგრჩა უწვრთნელი,გასახედნი,
ბოღმით და სიხარბით გაბერილი-
დე,გასკდეს ადრევე გასახეთქი!
 
nukriaДата: კვ, 23.09.2012, 18:24 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ათას ერთი ღამის წერილებიდან

ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავით
და როცა მეწყება განსაცდელი,
როდესაც შენს გარდა აღარსაით,
არასგზით აღარ მაქვს გასაქცევი,
ტკივილი ცოტა ხნით დამიამე,
შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,
ძარღვებში სისხლივით დამიარე,
თვალებში შუქივით შეიჭერი.
შემივსე საგულე ცარიელი
და,ნიშნად ხელახლა დაბადების,
სიმხნევე მაღირსე წამიერი,
არა გთხოვ სიწმინდეს სამარემდის.
არა გთხოვ მეუღლის ერთგულებას,
ირწმუნე სათქმელი განდობილი,
მაღირსებ ოცნების შესრულებას?
ცოტასიც დავრჩები მადლობელი.
ჰო,მაგრამ მარტოდენ ბოდვებია
ჩემს შუბლში ძაფებად დაქსაქსული,
სხეულზე ცეცხლივით მომდებია
სიცოცხლის უშენო დასასრული.
და იწვის ბუხარში წუხანდელი
წერილი,კუნძივით მობრიალე,
სტრიქონებს ედებათ ჟრუანტელი:
მარტო ვარ,მომხედე,მომიარე!
ლურჯ კვამლად იერთებს საკვამური
ლიცლიცა ღამეებს საღამოებს
და როგორც ვეება სალამური,
ოთახში აკვნესებს საგალობლებს.
ქარს მიაქვს ნაშთივით მწარე ბოლი
და შენსკენ გადმოაქვს დაქსაქსული,
ვით გულის ჯიბიდან ვალიდოლი,
აბებად გულისკენ გადასული.
თავზე ცა მემღვრევა შავ ზღვასავით,
მეწყება უწყალო განსაცდელი,
გამიგე,შენს გარდა აღარსაით
არ მქონდა,არცა მაქვს გასაქცევი.
ტკივილი ცოტა ხნით დამიყუჩე,
შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,
ხომ ხედავ,კუნძივით გავირუჯე,
ჰაერში კვამლივით შევიჭერი.
 
nukriaДата: კვ, 23.09.2012, 18:24 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიდის,მიაბიჯებს ქვებზე,
მამას ეკითხება ბავშვი:

-მტკვარი ცეროდენა თევზებს
მიყავთ უზარმაზარ ზღვაში?
ფიფქი ჩამოვარდა ციდან,
ბავშვი დასაჭერად ეცა:
-მამა,ბუმბულები ცვივა?
ხომ არ გარღვეულა ზეცა?
აღმართს აივლიან მთაში,
ერთად შეხვდებიან ცისკარს!
მამას შეახსენებს ბავშვი
გზაზე გამოყოლილ სიზმარს.
და მას ეჩვენება თითქოს,
გზაზე მიმავალი წყნარად,
მისი საფიქრალით ფიქრობს,
და მის სიზმრებშია მარად...
არა,მამისაა სხვა ცა,
შვილი შემყურეა სხვა ცის,
უწყის მომავალმა კაცმა
ფიქრი მიმავალი კაცის?
მამის თმებისფერი ნისლით
კრთება მწვერვალების წყება,
მოკლე თავდაღმართი მისი
ბავშვის შეკითხვებში წყდება.
 
nukriaДата: კვ, 23.09.2012, 18:25 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბალიშს მისველებდა ცვარით,
ბოლოს ისიც დამშორდა

და რაც დამიღვრია ცხარედ-
ჩამითვალა ბავშვობად;
მარტო მიმატოვა ღამით
თავის ჩამოსახრჩობად;
ცრემლზე უმწარესი არის
თვალში ცრემლის ჩახშობა.
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ოთარ ჭელიძე
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость