ორჯონიკიძე იზა - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ორჯონიკიძე იზა
ორჯონიკიძე იზა
nukriaДата: სამ, 25.09.2012, 21:17 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

მოლოდინი


გია ყარყარაშვილისადმი

შენც წინაპრისა გმართებს,
იმათი ზურგით დავობ!
ებღაუჭები მათი
სამარის ხავსს და ხაოს!

აბა, ამ ქურდულ ყომარს,
ამ ჩვენს მშობლიურ ქაოსს,
ეგ საფლავები რომ არ,
რა გაუძლებდა, ძმაო?!

იქნებ არც უნდა შველა
ამდენ ფესვიდან შემხმარს!
შენს ეტლში ვსხედვართ ყველა,
წელგამართული შენ ხარ!

მიიპარება თოვლი,
თავს გაზაფხული ადგას...
შენ ვისაც ელი, მოვლენ,
ჩვენთვის იცოცხლეს რადგან...

მე იმ ნიაღვარს ვლოცავ,
გზად რომ წალეკავს ბრელოს,
ოღონდ მოგისწრონ ცოცხალს,
მამულო, საყვარელო!.
 
nukriaДата: სამ, 25.09.2012, 21:19 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წელიწადის დრონი

/ბასილი დიდისაგან
შთაგონებული განწყობანი/

ვიდრე მოვა იასამანი
და დილის ნიავს შემოჰყვება მახარობელი,
მტრედისფერ ნისლებს
ნაწვიმარზე ადიდებულ ბალახების
სურნელი ასდის...
ჯერ ნექტარს ასმევს თბილი ქარი
აჟრჟუნებულ, ტანშიშველ ტყეებს,
მერმე შეჰბედავს მიფერებას, მისაყვარლებას...
დის ტკბილი ბანგი გაზაფხულისა,
მათრობელა, უხინჯო და
გულუბრყვილო მოლოდინით გაჯერებული...
მოდის აპრილი,
ფრთხილად, ფოფინით
შეუწვება საბანქვეშ ზამთარს
და სანაყოფე კვირტს გამონასკვავს...
გაზაფულის ნაყოფი კი
ყვავილია,
ყვავილი და
მხოლოდ ყვავილი...

გიჟმაჟი ჟამი —
მოჩუხჩუხე, თავაღერილი,
უღრუბლო და
ვარსკვლავებით მოკირწყლულ გზებზე
ულაგამო, ურა ტაიჭს თავმიცემული...
ჩირაღდნები ციცნათელების,
ჭრიჭინების სერენადები,
სარკმელიც და სამერცხულიც ყურთამდე ღია
და ქარშოშინს ამოყოლილი,
მწიფე ყანებში თავჩახრილი
ყაყაჩოს სუნი...
ფხაალესილებს
შეჰკიდებენ კაცები ცელებს
მაღალ-მაღალი ქლიავების ტოტთშესაყარზე —
ემანდ მორბედი
ან დედაკაცი არ დამარცხდესო
და სავახშმოდ ხელს დაიბანენ...
ვაი, ყანას შეყუჟული
მწყრის ჩოჩრების და
ჩამთბარ ბუდეში ჩარჩენილი
ჭორფლიანი კვერცხების ბრალი —
ფეხდაფეხ მისდევს
მკაში შესულ პატრონს მწევარი...
იმკის ზაფხული,
ნაყოფს იმკის ხელხვავიანი!
ნაყოფი მისი თაველია,
სავსე თაველი...

ბაღის კიდეში,
დამსკდარ ნაჭიდან ამომხტარი,
კაკალი ყრია,
გატეხავ და... ჯერ ნედლია,
ისევ რძიანი...
რამდენიმე კვირაც და ბაღებს
უკვე კარგა შეყვითლებული
კომშები თუ გაანათებენ...
დღეს-ხვალ კი
წყლიან ღორქლიავას,
ლურჯ ღოღნაშოებს,
ჩაყურჭებულ ჭანჭურებსაც ჩამოკრეფავენ...
ზოგს გაჩირავენ,
ზოგსაც დიდხანს ათუხთუხებენ,
მერე საჩირეს
და სატყლაპედ დამდგარ ჰარისას
გრძელ-გრძელ ლასტებზე გაფენენ და
მზეს მიუშვერენ...
სათესლე კვახებს,
ღობის ძირებში
არხეინად დაგორებულებს,
სულ ცოტას კიდევ დააცდიან
და როგორც კი პირველი ცივი ქარი დაბერავს,
როგორც კი მარნის გრილი კედლები
მაჭრის ნაჩქეფით გაიჟღინთება,
მაგ ბღენძებსაც მიაკითხავენ...
სევდის მდინარე
ჩამოღვენთილ ფოთოლს უკვე
იმდენს მიარწევს,
ვაშლის კრეფის ჟამიც დამდგარა!
შემოდგომის შემოძენძილ,
შემხმარ კალთასაც
ჩამტკბარი ვაშლის სურნელი ასდის —
ჩვენი გამზრდელი დიდედების უბის სურნელი...
შემოდგომის თავი ნაყოფი
ვაშლია, ვაშლი...

ზამთარია.
უქმი ზამთარი!
გამოღალული ისვენებს მიწა,
გულის ძილით სძინავს ბუნებას!
ქათქათა თოვლზე ჩამოღვრილი
ბინდიც, სიჩუმეც
მსუსხავია და შიშისმგვრელი...
აღმოსავლეთით, არ მეჩვენება,
კვლავ კაშკაშებს ცაზე ვარსკვლავი —
დიდი შვების მაუწყებელი
და სოფლის თავში მდგარი სახლისკენ
გარბის ქალი
მელოგინე ქალის საშველად...
ჩვილის სურნელი
ასდის ზამთარს,
ხოლო ნაყოფი —
ზამთრის ნაყოფი
„სიტყვაБ არს“,
მხოლოდ სიტყვა —
ხორცშესხმული,
მადლით სავსე და ჭეშმარიტი..
 
nukriaДата: სამ, 25.09.2012, 21:24 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თავქვე

თმაში მივლის
სავარცხელი წიწვის
/ვბრიყვობ ჩემთვის,
განა დავთმე ცანი/.
ყელყელაობს
უხედნელი მიწის
მშვენიერზე
მშვენიერი ტანი.
ატამივით გადაიპო ხევი,
თითქოს თვალწინ
ამასხეპეს ტყენი.
აი, ახლა
მომიტაცებს დევი,
აი, ახლა
გადამაგდებს ცხენი!
ერთი გზაა,
ერთი გზაა მარტო,
მარტო ერთი
სამანია თურმე,
მერე თოვამ
მთებზე გადამფანტოს,
მერე ქარმა
გადამკიდოს ურმებს,
არაფერი,
არაფერი მშველის,
ხევია და
შემოდგომის რული,
აი, ახლა
გადამაგდებს ცხენი,
აი, ახლა
გამისკდება გული!
 
nukriaДата: სამ, 25.09.2012, 21:26 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაგ უდარდელ სიცილს,
ჩამონამსხვრევს ბროლის,

როგორ ისმენს მშვიდად
შენი თეთრი ცოლი?

ალმოდებულ მკლავებს
უხმოდ მოხვევ როცა,
არ დასცდება ნუთუ
უფლის მიმართ ლოცვა?

შუაღამის წიგნმა
გატაცება იცის,
მეყურება ხმები
ჭიხვინივით კვიცის.

ჩათვლილია ათი,
ჩათვლილია ოცი,
დაიხრები, ხელზე
უხერხულად მკოცნი.

ჯერ ბიბინებს ფეხქვეშ
შემოდგომის მოლი,
როგორ გიმზერს მშვიდად
შენი თეთრი ცოლი!
 
nukriaДата: სამ, 25.09.2012, 21:27 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნუ დამპირდები,
ნუ,
ნურაფერს ნუ დამპირდები,

ჰგავს საჩხაკუნოს,
აკვნებზე შებმულს,
ვაშლის კვირტები.
ეს გაზაფხულიც,
გაპუწული,
ყვითელქოჩორა,
დღეს ჩემი სულის ასაწეწად
მიწამ მოჭორა.
მიწამ მოჭორა
თეთრი მტრედი,
ზეცის ნაღები,
დღემოკლე ჩრდილიც,
ეფარვიან რომელს გლახები,
გულისა ცემით
და შარაგზით გაბეზრებული
მეოცნებენი,
მელექსენი -
გიჟთა კრებული!
ყველა,
ვისაც კი
ქარიანი ცეცხლი ეკიდა.
მე ვწყევლი,
ვწყევლი,
ვინც სიყვარულს
მიმცა შეგირდად…
გესმის გრიალი?
გული გასკდა,
განა კვირტები!
ნუ დამპირდები,
ნუ,
გაზაფხულს
ნუ დამპირდები…
 
nukriaДата: სამ, 25.09.2012, 21:41 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
შემოდგომაა.
საღამოა.
არვის არ ველი.
გადავშლი წარსულს
აბრეშუმის ყვითელ ზონარით...
უნდა გავიდეს
კიდევ ნეტა
წელი რამდენი,
რომ აღარ დამრჩეს
თქვენზე რამე მოსაგონარი...
ვით ზეცა ყრმობის,
ვით შუადღის ალერსი _ალხი,
როგორც ქორწილის ყვავილები
მინდვრებს ნაღვლიანს,
მახსოვხართ მუდამ
და ეს გახლავთ უუმწარესი,
თუმცა თქვენს ბილიკს
ხენი უკვე
ფოთოლს აღვრიან...
შემოჩვეული ჩქარობს ჟამი,
ვითა მპარავი,
მიაქვს ზაფხულის ალმასები,
ძოწი, მარჯანი..
მარტოობაა,
საღამოა გულშემზარავი
და წვიმს ცათაგან
დაგროვილი, დაუხარჯავი...
ამიერიდან
უკვდავია თქვენი სახელი,
ეს ამღვრეული შემოდგომაც _
სარკმელს მოხლილი,
ღუის კედელზე
შარშანდელი ტოტი ძახველის,
კვლავ მშვენიერი,
მაგრამ უკვე
წელში მოხრილი...
 
nukriaДата: კვ, 04.11.2012, 19:31 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხომ მომერიე

ხომ მომერიე,
ხომ აღარც ვიბრძვი,
ხომ შემომხვიე ცეცხლის ხელები,
ხომ არაფერი არ გენაღვლება,
არც გემძიმები,
არც გეძნელები.

სიკვდილმისჯილი და ბედნიერი,
უმისამართო შენს გზებს გავცქერი...
ო,შენი მზერა მუდამ მშიერი,
მუდამ მშიერი და...ალმაცერი!–იზა ორჯონიკიძე
 
nukriaДата: ოთხ, 21.11.2012, 15:44 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"და აი, დილა
გამოაღებს უჩინარ ხელით
მეწამულ ფონზე
სარკმელივით
შეჭრილ ხეობას...
სიკვდილზე უფრო
საშინელი იყო წუხელი
შენი ღიმილი,
მოგონილი ჩემი მხნეობა...
ისე ცხადია აზრი,
თითქო შენ არ გეხება.
ხელში მიჭირავს
შემოდგომის ყვითელი ტომი.
გამოფხიზლება ჰგავს
უეცრად კარის შეღებას,
საკუთარ თავთან
სამარცხვინოდ
წაგებულ ომებს
 
nukriaДата: ოთხ, 21.11.2012, 22:47 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩაქრა, ჩამოჭკნა კენტი ნარცისიც,
გაფშეკილ ღეროს აწვალებს ქარი...
რაც გულმა გითხრა, ვითომ არც იცი,
აბ, რად გინდა ახალი შარი?!
ჩამოხუნძლული ტოტივით ტყდება
სიჩუმე – ვახშმის ცივი ნარჩენი
და ცეცხლს ჰგავს შენი სიბერის ვნება,
ცარიელ სახლში უცებ გაჩენილს.
 
nukriaДата: კვ, 09.12.2012, 17:09 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
სასწაულია
შეხვედრა ჩვენი!
მე ხომ დიდი ხნის
გახლავართ მკვდარი!
შენ სიჭაბუკის პერანგი გშვენის
და მკერდში გიდგას მკათათვის ქარი...
მე საუკუნე დავყავ შენამდე,
მე მზეც მაკლია და
ნათესავიც
და თუ ერია ჩემს ცას ფერადი,
ისიც დაღამდა
ყრმობის მზესავით.
დაბადებიდან
სიკვდილის დღემდე,
ქართლის გულიდან
მიწამდე ქართლის
მიყვარდა მხოლოდ,
და ვენდე, ვენდე
და აქამომდე ვიარე
სანთლით...
დღეს შენ ამხადე
კუბოს სარქმელი!
არ გეშინია,
რაც მიწას ეფლა, _
მას საუკუნის წინეთ აღთქმული
შეეხოს სიო
და იქცეს ფერფლად?!
არ გეშინია ცხოვრების ხავსის,
ნასამარევი გულის წყვდიადის,
თუ ბროლის სასმისს
იმიტომ ავსებ,
რომ შიგ ჩააწო
ლურჯი ხმიადი?...
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ორჯონიკიძე იზა
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость