ლაშა გახარია - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ლაშა გახარია
ლაშა გახარია
nukriaДата: სამ, 20.11.2012, 14:52 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარგალური ჯვეშ ნინა რე -
ქორთულიში ჯერღვი - ჭვერხი,
ორჩქილეთ - საღორონთო,
ვაუწყორუაფ ჭვახე რეხი.

მინ - ზესქვიშ ჩილამური,
მინ - პელეტი დო მერეხი,
ქოთ - პეული, ქოთ - ჭუჭელი,
გურც ეფალირ შურ-ბინეხი.

მარგალურ გვალო შხვა რე, -
ართო ბჟა დო ართო ცა რე,
დიდაშ ფართო კართე რე დო
მუმაშ yვანა დო ფაცხა რე.

yოროფაში წყურგილე დო
ღორონთიში აბარწა რე,
უჩა ბორჯიშ ალნანგარა,
გურიშ ელნაკარკაცა რე.

ჩქიმ მარგალურ სხუნილი რე -
კაჭალია ლაკადური,
ყამბარულო ნაფურცელა, -
სოთინ ვახოლ ნახაფული.

ხათე მანჯღვერც დუგორუნც -
სიტყვას შარა აკართუნი...
ნჯღელ ზღვას ხოლო მიშარჩქინდ -
წკონდა წყურგილ ქაკათუნი.

ნინას ხოლო ნოკობუე
ბარგუა დო მაჟირუა,
ტყაში გითოტიტონუა,
წყარუა დო ლაჟირუა.

უმინჯ yვანა, გამგონებუ,
სარდაკიაქ დაჟღირუა...
ქემინჯი დო გაქშაბირცხე -
უმოღე დო ნაჟირუა.

ბრელც ვაუჩქ მარგალური,
მიშემონტყორ ძათანძალო,
წოლერ yვალი ცხვინც მებუ დო...
თუდო ღუმუს ნტყვილუნც - ფალო.

გინძე ხერხალც ელაბირძღ -
ათოღანძგილ ხაჯიცალო,
უმოღეს ბურდღინუნც -
ქიანაში გაძიცალო.

ნინა ჯგირო ვაიჩქუდა,
ჭარაშ ძიცას ვეიაზადა,
სქან ტაბაკის ქიგნაჯინი,
გეგნილერჭყვე გინძე მადა.

ღორას წყარი მესქირუნი,
ქიგილადგუმუ სქიბუს ზანდა,
ლერსი ვარი, ლებია ვერგ -
ოგურიათ ელნაზადა.

მინ მელერსე მარგალურც
ტუტას მიშუტყურუანც,
ჭყონიშ დაჩხირც - ალიაკონც,
თხომუს მიშუტურუანც.

მარჩქილეს ორტინუანც,
წისქვილც ქიმკარულუანც,
თიცალს თქუანს, ყვარიას
კუდელც გეუფურუანც...

მინცი თოფო გილუღ, მარა
იშენ ვა რე მონადირე,
შხვაშ ნოტყელც გაზუმინუ
მუჭოთ ჭანდი - მოლადირე.

თოლი არძას ალაბრსხუნა,
მარა ზღვა-ქვინც აკა ორწყე...
ჭიფელია ჭინიშ ღობერ
სქვამას ირკოც ვაწკიროწკე.

ბრელ იბურჭულ, მარა ლარჩვი
ბოყვ-ყამბარო ვადაროწკე,
გეშქირატილ ყებურიშო
ხინკ-ლახვაცა ვაკაბოწკე.

ანწ ქიკითხით: მუ ოკონი,
კვანწილ ლერსიშ ღობუას,
დორჯგიმილ ბარჯგეფიშ
ზღონდით გინოზღონდუას.

წვანდიშ მოზგუმონჯუას დო
ლაბახათ ჭოფუას,
უხუჯური ქარეფიშა
ბირცხაში მიკოსოფუას?!
 
nukriaДата: სამ, 20.11.2012, 14:53 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ევას კურცხალი

უკვე ქალი ხარ
და არ გრცხვენია
იმ სიმორცხვის და
იმ ურცხვი ხვადის

ყველა ქალი ხომ
ევას ცრემლია...
შენც იმ უპიდან
გადმოკურცხალდი.

რა უბედთეფშოდ
გადაგიარა
ტალღამ -
დანაშავ-უნაშაულის...

და ერგო ადამს:
პანტა კი არა -
სამოთხე უბის
თურაშაული!
 
nukriaДата: სამ, 20.11.2012, 14:53 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აბსურდის სურდო

ღვთის ცრემლები ჩამომწიფდნენ თუთებად,
როს წვიმები გადაწყნარდნენ შხაპუნით;
ყელს, საცაა, გული აებურთება –
ბოლო აბზე ადრეგადაყლაპული.

მალე სული ვნებას აავერტერებს,
ანდა, სულაც გაფრინდება, გნოლივით;
მაგნოლიებს შეშტერებულ ჰეტერებს
პლაჟს გაუშლის პაჟი – გამოგონილი.

მერე... გოდოც მოვა – დარდის გოდრით და
ბოლო სცენას გაასრულებს აბსურდის;
ამოიცან, ავიცენას გოგრიდან:
ლექსის სურდოდ გავრცელება რას უდრის!..
 
nukriaДата: პარ, 08.02.2013, 19:23 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამორალური მორალი

მეგობარო "საგზურისთვის" გმადლობ
განაჩენზეც მომესაწყლა ხელი;
ვიცი, ნანობ, თუმცა, უკვე რა დროს...
ჩამოცლილა მადლის საწნახელი.

რა უჩუმრად გაიბზარა გობი,
გაიპარა ჩანაწობი წლები...
ქუდის ხურდად მაინც არ მეთმობი -
უბნის ქურდად მონათლული ძმების.

ვხედავ: ცასაც უღალატა მიწამ,
საძმო ფული აწ ფუფულოდ ხარჯე...
სერობამდე გაგცა მამლაყინწამ
და ცხრა წელი შემოადნა მაჯებს.

ბობორიკა "ქსანის ჰამაკს" მიქსოვს,
რომ ნარიდან ავიკრიფო ძვლები;
აბეზარი ბუზი - ტუზის სიმსხო -
გაუშვა და... გადმომხედა შვებით.

ობობასაც კი ჰქონია გული -
მაცდურ ქსელთა მბეჭავ ბაბაჭუას;
გისოსიდან მიმზერს - გაფუყული:
რა უგულოდ ვლოღნო პურის ყუას.

არა, ძმაო, არ გიკითხავ მორალს,
არც შეგიქცევ გოფრე გრამაფონით.
მაგრამ: წყალი რომ წაიღებს ბორანს,
მებორნესაც ახსენდება ფონი...

შენც ეძებე: თუმც ვერაფერს შეცვლი...
წითელ "პრიმით" ვერ ამინთებ მწვანეს;
იუდასიც არ ყოფილა ვერცხლი -
ჩამშვებაძის თამბაქოზე მწარე!..

ოცდამესამედან

მუზამ ბოლომდე დამაღალატა:
ლექსები ვერც აქ მოვისახადე...
ოცდამესამეს ვიცვამ – პალატას,
ოცდამეორე სხვაგან გამხადეს.

გაბორჯღილი ვარ ჯვარზე იმ ბორჯით...
ვერ გარდმომხსნიან თვით სატანებიც.
არა უშავს რა: თუკი კიბო მჭირს...
ლუდსაც ხომ უნდა – მისატანები.

უკვე ბედთანაც აღარ ვნიძლაობ,
სიკვდილს სიფათში ვენაფაზები
და ყელში ლექსად ამომდის ძმაო,
ამ წუთისოფლის მეტასტაზები.
 
nukriaДата: შაბ, 12.07.2014, 12:18 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვალი უფლისა მიწაზე ვწერ და ცაში ვათეთრებ,
მაგრამ სულ თოვლად მაცრის უფალი,
რა წაგაკითხოთ :ძმებს და ქალღმერთებს,
ვით შემოგკადროთ ეს ნასუფრალი... ლექსიც ქალივით აქეთ-იქეთობს,
თუ დაიგულა გული ვნებული;
სული როგორღა ამოვითეთრო-
ბოღმა-ბალღამში ამოვლებული!.. მორჩა!.. აწ ლექსს არ გაგაცრევინებ,
და არც კირსა გთხოვ, ვით კირითხურო,
ოღონდაც, ერთხელ მეც მათქმევინე:
რომ აქ ვწერ, მაგრამ...ცაში ვკითხულობ!...
 
nukriaДата: პარ, 24.10.2014, 00:08 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თ.მ. – ს ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს,
რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,
როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.
წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც, ჩვენს უკან
აელვებული იდგა თბილისი.
ორთაჭალაში ყვაოდა ნუში,
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,
და შენც, ძვირფასო, ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, მოჰგავდი ხვითოს.
ნუ მომწერ. ისეც ვიცი, რა გვარი
ფერებით ყვავის თბილისი ახლა,
რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით
და დილისათვის ამწვანებს ნახნავს.
მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს
მოაქვთ გულების საამო ფეთქვა
და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს,
თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, -
გეტყვი, რომ მოვედ ბროძლანახული
და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,
რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,
ბრძოლების შემდეგ – მზე გამარჯვების.
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ლაშა გახარია
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
ძებნა:

მოგესალმები Гость