ანტონ I - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ანტონ I
ანტონ I
nukriaДата: კვ, 04.08.2013, 03:38 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პოემა
წყობილსიტყვაობა

წყობილსიტყვაობა

თვის დავით III დავითიან-ბაგრატოვანისა

აქა დუმილი, თუ სთქვა, უმჯობეს ვჰგონე,
ესე საბრძნო არს წინადადება, რომელ,
სადა სიტყვასა ყოვლად უზევდეს საქმე,
დუმილი ჰხამს მუნ, რამეთუ ძლეულ - სიტყვა,
გარნა ცხადყოფა ღმრთივ იდუმალთა ჯერ არს.

სარწმუნო მონად ბრძენი ღმრთისა იქმნა აქ,
ელევთერ წმიდა, ოლვისიონ ღირს საქებ,
ფიალ სურნელ, ღმრთივ ნელსაცხებელ ნარდისა,
ესგვარს ჰშვენის, ვით ძისგან დიდება ღირსსა,
მეფესა დავითს უძნობ ქებასა ამას.

დავით მესამე - ფილოსოფოსი მეფე,
ვინ ჰქმნა გონება უზადოისა მზის სეფე,
სიტყვიერს წალკოტს სულისა ყვავილთ მკრეფე,
მტერთა ჯვარითა მადენ, მდიდრად სისხლთ მჩქეფე,
ღმრთისმეტყველ, მგალობელ, იადონ მსტვინავ-მყეფე.

აქა ჩანს ერთად იასპ-სადაფ-მინანი,
მჭირვალ-სპეტაკნი, სხვა ფერნი სალხინანი,
მუდამ სიწმიდე, არ ოდეს საწყინანი,
ლამაზ-მჭირვალნი, კრძალვანი სასმინანი,
ხოლო სიმხნენი, დახსნილთ დასაკმინანი.

დავითის ომთა ხშირად ჰკრთიან ელვანი,
შეტევებითა მტერთ შეხვდების ქელვანი,
სპართ სიმრავლისა ანაზდ ცხრების ღელვანი,
მუსვრა უღმრთოთა, მმათით ველთა სველვანი,
ეს მძლეობს მუდამ, იმათ არ აქვსთ შველვანი.

საქართველოს შორის სპარსთა სავსება,
ადგილთა წმიდათ საძაგ მიზგით მსგავსება,
მრავლად ადგიდ რწმუნვის ნათლის დავსება,
საკურთხეველთა ქმნილი შეცვულ სავსება,
ესე შემთხვევა ჩვენდა ღამეს შავს ება.

მაგრამ წარგვხადნა დავით ჯვარით მორთხმულმან,
სიმხნით კაზმულმან, უვნებობით მორთულმან,
აფხაზით ქართლად ჭირთა მიხდად მოსრულმან,
სხვა მოსემ, ისუმ, სხვა დავით ვინ ყო სულმან,
სხვამ ვინ გედეონ, სიმხნეთა შინა სრულმან

ტბილისს პალატნი - ჩვენნი გოდოლ-ტაძარნი,
სოფელთ ყანობნი, ვენახ-ორმო-ტაგარნი,
სპარსთა, არ ჩვენნი, ესე ხსოვნად საზარნი,
ჩვენდა არ გზანი, მთანი, კლდენი სატარნი,
ესე სახივნი არ ადვილ აღსაყარნი.

უკვიზღო დავით სიბრძნით, სიმხნით განქველმან,
მათ მძლავრ მიჰხადა შურის ცეცხლით დამწველმან,
ჩვენდა აქცინა ესენი ჩვენმან მცველმან,
თავისუფალ გვყვნა ანაზდად ადვილ მშველმან,
განსწმიდა კალო ქრისტესი ბიწთ განმგველმან.

გაენათისა შენება - წმიდათ ვანი,
აქა სხვა ცაი, ზესთ სამეფოდ არმყვანი,
წვალებით რღვევა, კეთილმსახურ დაცვანი,
მიზგითთ ოხრება-ქცევა, ყურანთ დაწვანი
ჰქმნა დავით, ვინ გვყავს ქრისტეს მიმართ წარმძრვანი.

შესაბამ თვისთა სიბრძნედ მოძღვარ არსენი
იყალთოელი ჰყვანდა, ღირსად სახსენი,
რომლისა ფრასი არს შვენიერ სასმენი,
ღმრთისმეტყველებრნი მისნი წერილ-საქმენი,
გარნა დავითის ქმნილნი არს ყოველ საზენი.

რომელთა ზედა მეფობდა ვახტანგ დიდი,
ამანვე ჰპოვა მეფედ დავითცა მშვიდი,
რომლით სახელი მიიღო განსადიდი,
მაგრა ბოლოსრე ვალი არგანსაკიდი,
მოჰხადა ამას, შეჰხვდა სიკვდილი ფლიდი.
თვით მამისა არსენი კათალიკოსისა

არსენი ტკბილსა ადინებს ნაკადულსა,
არსენი ოხრის ეკლესიისა შორის,
არსენი გალობს, ღმრთისმეტყველებს, რიტორებს,
არსენი ჟღერავს გონებისა განსაცხროდ.
ჭეშმარიტ ტკბილ არს პირსა ხსენება მისი.

ჰოი, მამაო, მამრისა ერთსახელო,
მამებრ-წულებრივ, ჭაბუკებრ მხნეო, ქველო,
მოციქულებრივ მადლით კაცო მდიდარო,
ნების აღძრვათა განმაღვიძო რიტორო,
საგულისხმო ძალთა ბრძენო მომნადირებო.

გავრცომა შენი შვენიერ თქმითა შინა,
ხოლო ხელყოფა ყოვლად სასურველ ჩემდა,
შენთა ფრასთაგან დამეთრობის გონება.
შენ გალობითა შეამკევ ეკლესია,
მეცა გიგალობ, არსენი, ძალისაებრ.
 
nukriaДата: კვ, 04.08.2013, 03:38 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თვით მამისა არსენი ნინოწმინდელისა

არსენი დიდსა, მთიებსა ქართველთასა,
ეპისკოპოსსა სიბრძნისა მოყვარესა,
ორღანოქმნილსა სულისა ღმერთმთავრისას,
თარგმანს წერილთას, მწყემსსა მოციქულებრსა -
ვაქებ სურვილით, ვუძნობ წადიერებით.

არსენი დიდი - ანგელოსებრი კაცი,
სულთა ცად მყვანი, სწავლით მომრწყველი სოფლის,
ღრმათ გამომეტყვი, ძნელთა ადვილ არმსნელი,
მმარხველობისა უცდომელი კანონი -
ღირსი ქებისა ჯეროვნად იქებოდნენ.
 
nukriaДата: კვ, 04.08.2013, 03:39 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თვით მამისა იოსებ ტბილელის, სააკაის ძისა

იოსებ თუმცა დაშვრა ამაოთათვის,
ვითარმედ ესე არა თანაედვა მას,
მაგრა გონება მისი ქვემდებარებდა
თავისუფალთა ცნობათა, რომლითაცა
სთქმიდა შვენიერ საქებელ შეწყობითა.

იოსებ კმადღა გამოცდილ იყო სრულად
პიიტიკოსტა ხელოვნებათა მიმართ,
საყვარელ იყო მეფეთა მაშინდელთა,
საყვარელ იყო ერთაცა ყოველთაგან,
აქებდეს მისსა სიბრძნისმოყვარებასა.
 
nukriaДата: კვ, 04.08.2013, 03:39 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თვით მამისა იოანე ფილისოფოსისა, პეტრიწისა-ჭირჭიმელისა

,,ორთაგან ერთი უეჭველად თანა გვაძს:
ან ფილოსოფოს-ყოფა სიბრძნის მოყვარედ,
ან პატივს-ცემა სხვათა ფილოსოფოსთა“, -
ამას გვასწავებს ღმრთისმეტყველი გრიგორი
ირონის მიმართს შინა ფილოსოფოსს.

აწ რაი შევეხე კალამსა, იოანნი,
დამათრო შენმან ხსენებისა სურვილმან.
რაი ვთქვა შენდამი განლიგებულმან ამით?
ბრძანებისაებრ მოძღვრის შენდა პატივი
მწადს, მაგრა ღირსი სადა ვპოვომცა სიტყვა?

არ შესაძლო არს ჩემდა ესე, მამაო,
რათა ვამსგავსო ფრასთა შენთა სიტყვანი,
ხოლო თუ არა ფრასთავე შენთა მაღალთ
იქებოდემცა, რაი სამართალ ესე,
ვინა დუმილი სათანადოებს აქა?

მაგრა ვინაითგან სურვილი არს უდიდეს
ყოველსა შინა და შენდა მსურს ფრიად,
ამისთვის არა კადრისა ოდენ ქონვა
არს შესხმად შენდა, უბრძნესო ბრძენთა შორის
არამედ თქმული შენდა ოდენ სურვილი.

ბზინვენ მარცვალნი ხმეულნი შენგან, დიდო,
რომელნი დაჰრთენ ლექსთა განმავითარად,
ელვენ ლექსები ძვირფას სპეკალთ უმჯობეს,
ბრწყინვენ სიტყვანი, ვარსკვლავმდგომარეობენ,
თავნი მზეობენ შარავანდთა განმტევნი.

ცობენ წერილნი შენნი, სამყაროობენ,
წინადადება ყოვლად დაურღვევლობს,
აღმოჩინება - ყოვლად მიუახლებელ,
დამტკიცებანი ძლიერებენ ყოვლითურთ,
ხოლო უკუთქმა ვერავინ დაამტკიცოს.

შენ ფილოსოფ სამართლად იზედწოდე,
ამად, ვითარმედ - არათუ ოდენ ნივთნი
იცნი განყოფით არამედ - მიზეზნიცა,
მყოფად და ქმნილთად ზედმიწევნილენ კმადღა.
ამისთვის ხარ შენ ჭეშმარიტ ფილოსოფოს.

ასტრონომოსებ კეთილგანუგმობელად
ასტროლოღიათ ჭეშმარიტთ გარდმომცემი,
დიადოხოსებ პროკლეს, განსაკვირვებო,
ვით იგი პლატონს ენაცვლა, იოანე,
ეგფერ შენ პროკლეს ედიადოხე ღირსად.

განმარტებანი კავშირთ ღმრთისმეტყველებითთ
ღმრთისმეტყველ აღძრცვილ ჰქმენ, იოანნი დიდო,
სტიხოლოღოსებ მოკლეთა შინა დიდთა:
ათთა შაირთა შორის თვითოთა კიბეთ
იოანესთა, ერთსახელისა შენის.

მეტაფრას-თქმანი სათვეოთანი, დიდო,
აპიიტიკე, ასაირ-ალამაზენ,
ატიკელობა ქართულებრ დალექსულ ჰყვენ,
რიტორებისა ავქსონ უმაგალითოვ,
ღრამატიკოსებ წიგნთ მთარგმნე მაღალ ფრასად.

იოანისნი ბრწყინვენ ლექსნი ბზიანნი,
წალკოტ-ყვავიან, მწიფენ ხილნი ხიანნი,
ფშვიან სურნელთა მისნი შროშან-იანი,
მისნი დათხზვანი დიოს-კრონოსიანნი
სიმაღლით სხვათა უზნეს, ყოვლად ციანნი.

შენ ფილოსოფოსთ საქმე მონასმინანი,
შენ სტოიკებრნი სიტყვით სპეკალ-მინანი,
შენ პერიპატოს ცნობანი სალხინანი
მოაქართულენ, ქართლი ჰქმენ ათინათი,
ჭირნი წარგვხადენ უმეცარ-საწყინანი.
 
nukriaДата: კვ, 04.08.2013, 03:40 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თვის შოთა რუსთაველისა

შოთა ბრძენ იყო, სიბრძნისმოყვარე ფრიად,
ფილოსოფოსი, მეტყველი სპარსთა ენის
თუ სამ სწადოდა, - ღმრთისმეტყველიცა მაღალ,
უცხო, საკვირველ პიიტიკოს-მესტიხე,
მაგრა ამაოდ დაჰშვრა, საწუხარ არს ესე.
 
nukriaДата: კვ, 04.08.2013, 03:40 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თვის ჩახრუხაის ძისა

ჩახრუხაის ძე - უცხო პიიტიკოსი,
თამარ დიდისა მმკობი შაირებითა,
შოთას შაირთა, თუ სთქვა, უკეთესსთაცა,
მთქმელი მესტიხე, დიდი სიბრძნისმოყვარე,
ყოვლად საქები, რიტორთ-მესტიხთ გვირგვინი.
 
nukriaДата: კვ, 04.08.2013, 03:40 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თვით სულხან-საბა ორბელიანისა

საბას არ ვაქებ ამად, ვითარედ ესე
ეკლესიასა წმინდასა მტერ-განუდაგა,
წინააღმდგომ - მბრძოლ ექმნა ჭეშმარიტებას,
,,სამოთხის კარი“, გარნა ჯოჯოხეთის ბჭე
აღწერა სულთა წარწყმენდათ, თვითცა წარსწყმდა.

მაგრა შაირნი მისნი საქებელობენ,
შაირთა ვაქებ, სადაცა არა ლათინთა
განხეთქილება ან შეჰრია წვალება,
უცხო არს იგი საქებელ პიიტიკა,
რაცა სოფლიოთ გამოთქვა სულხან-საბა.
 
nukriaДата: კვ, 04.08.2013, 03:41 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თვით ვახტანგ ორბელიანისა

ვახტანგ შაირთა დაღათუ ამაოთად
შვრებოდა, მაგრა საბას უკეთეს სთქმიდა,
უცხოდ შეაწყვნის, განსაკვირვოდ დალექსნის
დასატკბობად მსმენელთა გონებისა.
ჩემდა იქმნა მოძღვარ სწავლათა რათმე.

ვახტანგ - სიბრძნისა ქვემდებარები კაცი,
რიტორ შვენიერ, მჭევრ-მეთქვი საკვირველი,
ფილოსოფოსი, პიიტიკოსი უცხო.
მგელთ წარიტაცეს ორთა მიერ წუხილთა,
დავშთი მე მისტვის, მირწნუნე ესე, მსმენო!
თვის ვახუშტი ნათესავისა ჩემისა

ვახუშტის ვუქებ ღეოღრაფიის ცნობასა,
ისტორიატ თქმას, ვრცელ-ბრძნად გარდამოცემას,
ამან დაწყებით ქართველთა ისტორია -
კახთ, მესხთ, აფხაზთა, მეგრელთა, სვან-კავკასთა
აღწერა, დაშვრა, შეეწია ქართველთა.

დავითიანთა მეფეთა ხე გვარისა
შეჰქმნა ვახუშტი წესიერ და კეთილად,
თუმცაღა მდურვა მიიღო სამართლადრე,
რამეთუ ვითმე მტერობითნიცა თქმანი,
მისდა გამოჩნდეს წერილთა შინა მრავალ.
 
nukriaДата: კვ, 04.08.2013, 03:41 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეპიტაფია დათა ჩემთა, მეფის ასულთა - ანასტასია და მარიამისა

ჰოი, რაბამ არს ამისთვის თქმან ჩემნი,
ვითარმედ: ხელი შეხებული კალმისად,
აღმოწებანი ჩემნი უფროისად ნაღვლის,
ლექსთა შეწყობა, მნიშვნელთა მოგონება
ყოვლად მქისე არს, მწარე დაუთმენელი.

მოვედით, მეცნნო სიყრმისა ჩემისანო,
ნახეთ წალკოტი მშობელთა ჩვენთან მეფეთ,
ყვავილნი, ძირით დავითისით ნაცენნი
ვერ-მაწამულნი, ია-შროშანნარევნი
მკილინ მანგლითა ხრწილებისაით მძვინვარედ.

ესენი ფშვიდეს, სუნნელებდეს ჩემდამო,
განხმეს, ლპეს, დაჭნეს,აღარ არიან,მე ვარ.
სადაფნი იგი - ენი მარგარიტთა,
სხეული მათი - მპყრობი მშვენიერ ასოთ
იხრწნა მძვინვარედ საბავთო-სატირალად.

არ მრცხვენის თქმანი თქვენტვის მე გლოვისანი,
ვინმცა ისმინონ არ მკდემის არავისგან,
ამად, ვითარმედ თქვენ - შვილნი მეფეთანი,
ორმეფობითთა ძირთაგან ნაწარმონი,
ყრმანი ჰასაკით, მშვენიერ მორფ-ნაკვეტით.

ანასტასია, აღდგომის თან-სახელო,
ეს ხამდა შენდა,რათა გრძელს ცხოვრებისა
მისწვეთ სიმრთელით, მოგეზღო ჩემდა ცრემლნი.
შენ დაჰხედ ადგიდ დავიწყებისად მწარედ
მე დამიტევე მეცნთაგან შესაწყალად.

შენდამი ჩემი, იცოდი, ტრფიალება
არმცირე იყო, განდიდნებოდა ფრიად,
ამად, ვიტარმედ მეფეთა შენთა მეშვთა
შენ ჩემდა მოგცეს საკუთარ უსაკუთრეს
მწყუროდი, გტრფობდი, ვხარობდი, გახარებდი.

შენ მიყვავოდი კიპაროს სარდ-დამყნილი,
შენ-შროშან ფერით, სპეტაკნარევ ყარამფილ,
სენ-თმით ლადანა, იასპნაზავ მარგარიტ,
შენ-ქრისტეს სჯულთა მეცნიერ, მკაცრვით დამცველ
არღარა მივი, ვარ საწყალობელ ამით.

შენ-ჩემდა სუნნელ, ჩემდა შვენიერება,
ჩემდა დიდება, ჩემდა ნათელ-სიხარულ,
ჩემდა მზე მნათობ,ჩემდა დღე დაუღამო,
ჩმდა სიკეთე, ჩემდა ბედნიერობა
არღარა მივი, ვარ საწყალობელ ამით.

მარიამ, კეთილო ტრედო სოლომონითო,
მადლის თანსეხნავ,მოკრძალულო სიმკაცრით,
ჩემო წალკოტო, საცილებო არვისგან,
მე შენსა, შენდა ნასაკუთრევს ბუნებით,
მახარე შენდა, იხარე ჩემდა მომართ.

შენ ასულობა დავითისი სამართლად
მოგმადლა ღმერთმან,რამეთუ შვენიერად
ხარ შენ აღგებულ, ლამაზ-მიმადლებულად,
გშვენის შროშანი,ნაზავი ფერით ვარდსა,
და მარგარიტნი იაკინთს თანა ხშირად.

ვაი არს ჩემდა, მივხედო რაი საფლავსა
შენსა შემცველსა, სად ნარნა კიპაროსი
გარდაქცეულებ რტოდაცვივნულ,დალპობილ.
იანი შენნი აღარ ჰფშვიან სუნნელთა
და კბილთა ფერი ფერი ბაგითურთ წარგხდომიეს.

შენ სადა წარხველ, ჩემდა მწვეთი მურისა,
მე სად დამაგდე მარტოდ მტერთაც შესაწყალ?
შენ თავსა ვფიცავ,მშვენიერი სხვა ვინმე
ღაწვ-წარბ-წამწამთა, თვალთა ვნახე ვერავინ.
სად დაჰხედ, მზეო ანტონის გულს სალახვროდ?

თქვენ ორნი ეგე მართვენი ტრედისანი
სოლომონითმან შეგიწყნარნა ბუდემან,
აქა-წიაღმან სადავითომან ღირსად,
ზენა-სიბრძნისა ღმრთისა სასუფეველმან,
ამად, ვიტარმედ ყრმანი წარხვედით აქაით..
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ანტონ I
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость