ქუჩიშვილი (ჩხეიძე) გიორგი - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ქუჩიშვილი (ჩხეიძე) გიორგი
ქუჩიშვილი (ჩხეიძე) გიორგი
nukriaДата: ორ, 21.12.2015, 22:38 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გავყურებ ყანის ოქროსფერ თავთავს,
და ვწუხ, ზაფხული მორჩა, წავიდა,
შენ რომ გეგონა, ხანჯალი დამკარ,
მე გულზე ვარდი ამიყვავილდა.
მოდგა მაცილი ბინდისფერ ნაბდით
და თან ეკლიან ჭანგებს მიწვდიდა,
შენ რომ გეგონა, დავეცი, დავბნდი,
მე სხვა სიმაღლით აღვსდექ მიწიდან.
შორს ღვთაებრივი ირხევა ჰანგი
და აღსადგენად უხმობს ოზირისს,
მე რას მაშინებ მაგ ბასრი ჭანგით,
მე სხვა სინათლით ვარ შემოსილი.
 
nukriaДата: ორ, 21.12.2015, 22:38 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მოსახვევად მკლავები კი არ გაგიშალე,
მარტოობის და
შეჩვენების
ჯვარზე გავეკარ...
 
nukriaДата: ორ, 21.12.2015, 22:40 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცაო,
" იწილო – ბიწილო"...
რაც გინდა,
ბევრი იწვიმო,
მაინც,
არასდროს იციო,
თუ, რა
აწუხებს ტირიფს...
პირველმა,
სულ რომ იცინოს,
მეორემ,
სულ რომ იცინოს...
ვაი,
ასეთო სიცილო,
თუკი,
მესამე ტირის...

ბადრი სულაძე
 
nukriaДата: ოთხ, 23.12.2015, 20:01 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბურთიც ფეხებზე მკიდია,
დათვიც და ენოტებიც;
მე არაფერი არ მინდა,
მე _ დედას ველოდები!

მასწავლებელი _ მქუხარე,
გამოცხადება უფლის:
_ ვინ გააფუჭა ჰაერი!!
_ ვინ დაგვიწუნა სუფი!!

სუფიც ფეხებზე მკიდია,
დათვიც და ენოტებიც;
მე არაფერი არ მინდა,
მე _ დედას ველოდები!

რამსიგრძე დღეები იყო...
ახლა ისეთი სად არი...
_ აბა, მარჯვენა ლოყა!!
_ აბა, მარცხენა სანდალი!!

მარცხენაც ფეხზე მკიდია,
დათვიც და ენოტებიც;
მე არაფერი არ მინდა,
მე _ დედას ველოდები!

და ერთადერთი ნუგეში,
შვების მომგვრელი ნოტა, _
პირმოკუმული კისელი,
იისფერი და ცოტა;

კისელიც ფეხზე მკიდია,
გამგეც და ენოტებიც,
და შურა დამლაგებელიც...
მე _ დედას ველოდები!

ვსკუპივართ ღამის ქოთნებზე,
შუადღის კუკებს ვცდილობთ;
ჰყვება ერთ-ერთი მექოთნე
ვითომდა, _ სასაცილოს.

კუკებიც ფეხზე მკიდია,
დათვიც და ენოტებიც;
მე არაფერი არ მინდა,
მე _ დედას ველოდები!

ან დედას აღარ ვუნდივარ,
ან _ დრო დააბეს სადმე;
ასეც და ისეც, ცხადია,
სატირლად არის საქმე.

ტირილიც ფეხზე მკიდია,
დათვიც და ენოტებიც;
ვბზუი სასხვათაშორისოდ,
თან _ დედას ველოდები!

თვით ლენა მასწავლებელიც!
დათვიც და ენოტებიც;
სუყველა ფეხზე მკიდია!!
მე დედას ველოდები...
*********
არა, მონატრება მერე დაიწყება,
დღეს კი სულში მხოლოდ წვიმის შხეფებია,
საით, საით მიხვალ სულის სინათლიდან,
გულის სიკეთიდან, დაო ეფემია?!
,,ოსანას" გალობდა შენი ანგელოზი,
მადლი ზეციური შენს სულს ზე ჰფენია,
შენ ხომ ამაღლება გდევდა ავგაროზად
აქაც, ამ მიწაზე, დაო ეფემია!...
სულო უცოდველო, მზეო სიკეთისა,
სხეულს გაექეცი განა, შე ფრენია?!
ვხედავ, ანგელოზებს ციურ ბილიკებზე
მიჰყავთ სასოებით დაი ეფემია...
***
ვინ არის საუკეთესო მასწავლებელი? _ ტანჯვა.
ვინ არის ცუდი მასწავლებელი? _ განცხრომა.
რისი უნარია იშვიათი? _ გაცემის.
რისი უნარია ყველაზე უკეთესი? _ პატიების.
რა არის ყველაზე ძნელი? _ დუმილი.
რისი უნარია ყველაზე მნიშვნელოვანი? _ შეკითხვის.
რისი უნარია ყველაზე საჭირო_ მოსმენის.
რომელი თვისებაა ყველაზე საზიანო _ ლაყბობა.
რომელი ადამიანია ძლიერი? _ ვინც ჭეშმარიტება შეიცნო.
რომელი ადამიანია ყველაზე სუსტი? _ ვისაც თავი ყველაზე ძლიერი ჰგონია.
რომელი ჩვევაა ყველაზე საშიში? _ საკუთარი სხეულით ტკბობა.
რომელი ადამიანია ყველაზე ღარიბი? _ ვისაც ყველაზე მეტად უყვარს ფული.
რომელი ადამიანია ყველაზე ძლიერი? _ საკუთარი თავის დამმარცხებელი.
***
ვარდებს გაჩუქებ მხოლოდ მილიარდს,
ნახევარ წამში დაგიწერ ლექსებს,
ხელებს შემოგხვევ წელზე, ჯინიანს,
როს უშენობის ლექსს დავწერ შემდეგს.
იას, გვირილას მოგიტან დილით,
მშვიდ ცისარტყელას ჩამოვსვამ სკამზე
და ოცნებათა ქუჩებში ვივლით
მე და შენ ერთად, საღამოს სამზე.
მზე დამაქვს გულით, ძალიან ყალბად,
პატარა ზღაპარს ოცნებით მივსდევ
და დასასრული იქნება, ალბათ
უშენობა და უაზრო სივრცე.
ჭადრის ხველებაც ფეხზე მკიდია,
მე შენს გზას მხოლოდ ზღაპრებში ვეძებ,
ვარდებს გაჩუქებ მხოლოდ მილიარდს,
ნახევარ წამში დაგიწერ ლექსებს.
***..
ლერწამი ხარ !...
ლერწამი ხარ ტბის ასული, ცად ასული, ატყორცნილი:
მყინვარი ხარ საცნებო, მზის სხივთაგან დაკოცნილი.
და დღეს, როცა სიო ფრთხილი
ოქროს ქოჩორს გიხუჭუჭებს,
ეს მიტომ, რომ ვითა რთვილი
მე ვადნები შენსა ტუჩებს.
მთის თოვლი ხარ, ნაზ-ნარნარი, ჩამომდნარი, ცივი..ცივი...
ვარსკვლავი ხარ, ცის წიაღით მოწყვეტილი, ღვთაებრივი.
იცი, ეგრე სანთელივით
ვნების ცეცხლზე რად დამდნარხარ?
ეს მიტომ, რომ გმოსავ სხივით.
ეს მიტომ, რომ მე მიყვარხარ!
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ქუჩიშვილი (ჩხეიძე) გიორგი
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
ძებნა:

მოგესალმები Гость