ევდოშვილი იროდიონ - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ევდოშვილი იროდიონ
ევდოშვილი იროდიონ
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 21:58 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ადამიანი

მამალი ყივის, თენდება ღამე,
მთა თექას იხდის, ბარი - შავ ზეწარს,
სამხრეთისაკენ გადადის მთვარე,
თვის ოქროს სხივებს იქით იკეცავს.
ნადირობიდან ბრუნდება მხეცი,
თავის ბუნაგში ის დაამდება,
იქ მოისვენებს, იქ მოინელებს,
ვიდრე ხელახლათ დაუღამდება.
აჰა, ჩამოჰკრა სადღაც ცისკარმა,
ხალხი იღვიძებს და იშმუშნება,
სისხლის მორევში ტრიალებს ლუკმა,
ისიც იქითკენ მიეშურება!
გაჰშლის თვის კლანჭებს, ვინ ვის ჩაახრჩობს...
ვინ უწყს, რამდენი გაითელება.
თავის ბუნაგში ზოგი მაძღარი,
ზოგი მშიერი გამობრუნდება!
მამალი ყივის, თენდება ღამე,
სამხრეთისაკენ გადადის მთვარე,
ბრძოლა არ სწყდება, ისევ გრძელდება,
ერთის ადგილას იჭერს მეორე!
ღამე სისხლის ტბას უცქერს გუშაგი.
დღისით - დაჰყურებს მას დღე მზიანი,
თენდება - მხეცი სტოვებს ბრძოლის ველს,
ბრძოლას აგრძელებს ადამიანი!
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 21:58 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამონაკვნესი

ბედო ტიალავ, აბა რათ,
რათ შემომიჩნდი ჭირათა?
არ გამალაღე არ იქნა,
ცრემლი მარგუნე წილათა.

რა ხანი გემუდარები,
არც თუ ჩამაგდე ჩირათა,
ჭაბუკი წელში მომღუნე,
გადამაქციე მწირათა.

მითხარ: რა მოგცე - მომშორდე,
თავს რათ მადგეხარ გზირათა?!
ჰაუ, ტიალავ, სოფელო,
ერთხელ მამღერე ტკბილათა!
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 21:59 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახალი წელი

ახალი წელი და სევდა ძველი,
ისევ სიმწარე, ისევ ნაღველი.
ახალი წელი, უღელი ძველი,
კვლავ ხალხის ქედზე მტარვალის ხელი!

წარსულის კვალი სისხლით ნაღები
იმედს თან მიაქვს მომავალშიაც.
იგივე ბრძოლა, ცხოვრების თრთოლა
კვლავად მოგველის ჩვენ ახალშიაც.

დღეს ვერ აღვნუსხავთ გამზადებულ მსხვერპლთ,
მაშ, მოვიგონოთ შეწირულები
თავისუფლების ბაირაღის ქვეშ,
ხალხის კალთაზე გაგმირულები!

ჩუ! ამ წყვდიადში, მიწის წიაღში
საფლავი საფლავს ეჩურჩულება:
ძმავ-მეგობარო, აქ სამარეშიც
ხალხის ქვითინი კვლავ გვეყურება!

გესმის ბარს სცემენ ჩვენსა სამარეს,
გახლართულ თოკით მართავენ ბოძსა,
ქურუმი ჯვარით, ჯალათი ნიღბით
ზედ ალურსმავენ კვლავ იესოსა!

გესმის ჩხარუნი, ეს რკინა არი,
მიდის ბორკილი, მილაპარაკობს
ის ძველ სიმღერას, ჩვენ გულის ძგერას
ტყვეობაშიაც მოსთქვამს და ამბობს!

და შენც ნუ სტირი, ჩვენო მშობელო,
ძაძით მოსილი ამ ახალ წელსა,
შვილებათ ძმები შენ დაგიტოვეთ,
და ძმებად დარჩნენ იგინი დებსა!

ჩუ! ამ წყვდიადში, მიწის წიაღში
კვლავად მართავენ წამების ბოძსა,
ქურუმი ჯვარით, მტარვალი ნიღბით
ზედ ალურსმავენ კვლავ იესოსა!

ისმის ჩხარუნი, ეს რკინა არის,
მიდის ბორკილი, მილაპარაკობს
ის ძველ სიმღერას, ჩვენ გულის ძგერას
ტყვეობაშიაც მოსთქვამს და ამბობს!

- საით, ძმობილო? - იქით, საითაც
კიდევ მოგელით მამული შვილებს,
ჩვენ ვივლით ასე მუდამ სიმღერით,
ვიდრე მთა-ბარი არ გაიღვიძებს.

დიახ, ახალი, ახალი წელი,
მაგრამ გზა იგივ გულდასაწველი,
ახალი წელი, ახალი წელი
და გოლგოთა კი კვლავ ძველისძველი!
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 21:59 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩამოწყვეტილი ფოთოლი

ჩამოწყვეტილი ფოთოლი
ჩამჭკნარი, კაეშნიანი,
მიჰქონდა ქარსა ჰაერში,
ობოლი, ობოლ-გზიანი!

ქარი კვნესოდა, გმინავდა,
ქარი ტიროდა, სიოდა
და ფოთოლი კი ცრემლების
ტალღებზე გადადიოდა!

თანაც მოთქვამდა: “მშვიდობით,
მშვიდობით გაზაფხულოვო,
სამს დროთა შორის ვარსკვლავო,
ხმელეთის თაიგულოვო!

მშვიდობით, ჭალავ, მინდორო,
ამწვანებულო მდელოვო,
ზურმუხტის ჩანგზე სიმებო,
შესაწყობ-დასამღეროვო!

მშვიდობით, მთანო ნაქარგნო,
მორთულნო ჭრელი კაბითა,
გულ-სახსოვარო, სალო კლდევ,
ამირან გმირის ამბითა!

მშვიდობით, წყაროვ არშიყო,
ვარდ-ზამბახის და იასი,
რაკრაკავ, ჰანგის შემწყობო,
ბულბულის ტია-ტიასი!

გემშვიდობებით მეგობრებს,
გემშვიდობებით ცრემლითა,
ზამთარმა შტოზე მომწყვიტა,
მომწყვიტა ბასრი ხელითა!

ნამი ნაღველად შემახმა,
ჩამიჭკნა გული ყვავილში,
ბედმა მიმუხთლა უდროვოდ
მე განთიადის ძახილში!

მშვიდობით, მზისა სხივებო,
და გარიჟრაჟო დილისა,
მივდივარ... შორ გზას გავივლი,
წამღები თქვენი ჭირისა!

მახსოვს და თანაც წამყვება
ჩემი ლაღობა, ნავარდი;
ბევრჯელ მესროლა ავბედმა
მახე და რკინის ქამანდი!

ბევრჯელ აუსხლტი, მაგრამ დღეს
მივდივარ ჩამოწყვეტილი;
გზა ნაცნობია... ბილიკი
აქ არის გამოკვეთილი!..

ჩანს გაუვლიათ სხვებსაცა:
ცრემლი აჩნია კვალზედა,
აქა-იქ სისხლიც შემხმარა
დაწყევლილ ეკალნარზედა!

თითქოს ხანდიხან ხმაც მესმის
ბანს მომძახიან წყობითა...
შორს... შორსღა... გრგვინავს სალი კლდე,
გრგვინავს, სჭექს ბობოქრობითა!

ერთსა გთხოვ: როცა შტოზედა
ამწვანდებიან ფოთლები;
ჩამოწყვეტილსა ღეროზე,
ამოფეთქდება კოკრები,

გაზაფხულს პირზე ღიმილი
აუმღერ-აუჟღერდება,
მწუხრზე დაუკრავს ბულბული,
ცისკარზე გამოთენდება,

ნიავს უთხარით დამღეროს
მაშინ ჩემს კუბოს ლხენითა,
ჩამოწყვეტილი ფოთოლი
დანამეთ დილის ცრემლითა!”


ასე მოთქვამდა ფოთოლი
ჩამჭკნარი. კაეშნიანი,
ჩამოწყვეტილი შტოზედა
და ბედუკუღმართ გზიანი!

ქარი კი ისევ კვნესოდა,
ქარი კი ისევ სიოდა,
და შორს... შორს... ცრემლის ტალღებზე
ფოთოლი გადადიოდა:
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 21:59 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩონგურს

ღამეა კაეშნიანი...
თვალი ვერ ხედავს ვერასა,
ქარი კვნესს. ქარი სისინებს,
ქარი დასტირის ბნელასა!

აქ მოდი, ჩემო ჩონგურო,
ერთო ნუგეშო გულისა,
მესაიდუმლევ უცვლელო,
ჩამყუჩებელო წყლულისა!

ისევ შენ განდობ ნაღველსა,
ისევ შენ განდობ ყველასა:
ქარი კვნესს, ქარი სისინებს,
ქარი დასტირის ბნელასა!

ფიქრი... ფიქრი... და ფიქრები...
არ შორდებიან გონებას,
გული სევდებმა წაიღეს,
სული მიეცა ღონებას!

შენ, ერთადერთო ნუგეშო,
მაინც შენ განდობ ყველასა;
ქარი კვნესს, ქარი ქვითინებს.
ქარი დასტირის ბნელასა!

ცრემლი დავღვაროთ ორთავემ?
ეს ხომ ლაჩარის წესია!
თუმცა ცხოვრების მდელოზე
მეტი რა დაუთესია?!

ან რა დროს ქებათ-ქებაა
გაზაფხულის და იასი,
კორდებზე გალაღებული
ბულბულის ტია-ტიასი!

არა, ამ მწუხარ ღამეში,
გარს რო მოისხა ვარდები,
მაშინ, ჩონგურო, სიმწარით
ხელიდან გამივარდები.

არა, ისევ და ისევა,
ისევ მას დავკრავ სიმებსა,
რაც რომ სიმწარით ნაღველსა
შეაკრთობს, გააღვიძებსა.

დავკრავ: ღამეა მწუხარე,
თვალი ვერ ხედავს ვერასა,
ქარი კვნესს, ქარი ქვითინებს,
ქარი დასტირის ბნელასა!

დავკრავ: ამ მწუხარ ღამეში
ისევ შენ განდობ ყველასა...
ქარი კვნესს, ქარი ქვითინებს,
ქარი დასტირის ბნელასა!
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 22:00 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩონგურზე

დავკრავ, დავძახებ ჩონგურზე;
შველო, ირემო, ჯერანო,
ქურციკო კლდეზე ნახტომო,
გაუხედნაო მერანო;
თქვენა მჯობიხართ ისევა,
დარბიხართ იალაღზედა,
მე კი მონა ვარ ბატონის,
თოკი მაბია მკლავზედა!

დავკრავ, დავძახებ ჩონგურზე,
ვიტყვი: ნიავო დილისა,
ფოთლების ტკბილო ჩურჩულო,
ვერხვო ალაზნის პირისა:
თქვენა მჯობიხართ ისევა,
ხარობთ და სტკბებით გულითა,
შე კი სხვის კარზე ვათენებ,
ნამგალ-ცელით და გუდითა!

დავკრავ, დავძახებ ჩონგურზე,
ვიტყვი: რა მწარე ბედია,
მეც ხომ კაცი ვარ და სხვის წინ
რათ მომიხრია ქედია!
შინ კერა გამციებია,
სხვის კარზე დავიარები,
ვწყვიტე და ვწყვიტე მაინცა,
ვერ მოვიშორე ვალები!

ეჰ, ამისთანა სიცოცხლეც
ზედ დამიხლია ქვისთვინა,
ჩონგურო, ჩემო ჩონგურო,
შენ რაღამ აგაქვითინა!
მოიცა რაღაც ხმა ისმის,
ცისკარიც წითლად ენთება,
იმედი არი გლეხ-კაცსაც,
რომ ერთხელ გაუთენდება!

მაშ არ გაგვიტყდეს ჩვენ გული
ჩონგურო, ტკბილო ხმიანო,
ველზე გასული ბიჭები
ბრძოლისთვის გვეძახიანო!
იქით გავსწიოთ, დავძახოთ,
ჩავაწკრიალოთ სიმები,
ვაქოთ, ვადიდოთ ჩვენთვისა
თავდადებული გმირები!

ჩონგურო, ჩემო ნუგეშო,
ჩონგურო, ტკბილო ხმიანო,
მტერზე მისული ბიჭები,
ბრძოლისთვის გვეძახიანო!
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 22:00 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ციხეში

ფანჯარავ, ჩემო ფანჯარავ,
ფანჯარავ ტუსაღისაო,
ხელის დადებავ, პაწიავ,
ნაჭერო ლურჯის ცისაო!

ფანჯარავ, რკინა-დაკრულო,
ჩარჩო გაქვს დუღაბისაო,
მაინც არ ვფიქრობ გაქცევას,
თუ გინდ რომ იყოს ხისაო!

შენს იქით რგოლი მარტყია
მაღალი, გალავნისაო,
გარშემო ყარაულები,
ხიშტები სალდათისაო!

ფანჯარავ, ჩემო ფანჯარავ,
სატრფო ხარ ტუსაღისაო,
შენთანა ვზივარ, გულს გაყრდობ,
შე მკერდო საყვარლისაო!

შენც, პაწა ხელის დადებავ,
ნაჭერო ლურჯის ცისაო,
ოხვრა და კვნესის ხატებავ,
გულმოკლულ ტუსაღისაო;

ქაღალდ-კალამო, საბეჭდო
იმისი ფიქრებისაო;
თქვენა ხართ ჩემი ერთგულნი,
დამთვლელნი ცრემლებისაო.

ოხერი, მაინც იწურის,
თუმცა გული მაქვს ქვისაო.
თქვენ გესმით მხოლოდ ქვითინი
ნაწრთობი ფოლადისაო:

ვაი, რა ძნელი ყოფილა
ტყვეობა არწივისაო!


ფანჯარავ, რკინის ფანჯარავ,
ლურჯო ნაჭერო ცისაო,
ჩამოვდნი, როგორც სანთელი,
ფთილა ვარ კელაპტრისაო!

ჯერ ცოცხალს ბედი მეწია
თვალებდახუჭულ მკვდრისაო
აღარ ვარ სატრფოს მნახველი,
გამგონი მისი ხმისაო.

გადამავიწყდა სიგიჟე
ის ჩემი ნავარდისაო,
ვიცოდი ელეთმელეთი
მოსეულ დუშმანისაო.

ფანჯარავ, სევდის ფანჯარავ,
იავ, ნაჭერო ცისაო,
ჩამოვდნი, როგორც სანთელი,
ფთილა ვარ კელაპტრისაო!

ეხ, ერთხელ ვნახე სიმები
გადმოსულ სხივებისაო,
მომლხენი ვიყავ, მსმენელი
მერცხლების ჟივჟივისაო!

ხმა ისევ ყურში ჩამძახის,
იმ ტკბილი ბულბულისაო!
უცებ მზეს დაჰკრა ღრუბელმა:
ჩრდილია ყორნებისაო,

მთიდან ღვართქაფმა იფეთქა:
გმინვაა კაეშნისაო.
ნეტავ თუ კიდევ გაებმის
ჩანგს სიმი სხივებისაო!

ფანჯარავ, რკინის ფანჯარავ,
ლურჯო ნაჭერო ცისაო,
ჩამოვდნი, როგორც სანთელი,
ფთილა ვარ კელაპტრისაო!

ფანჯარავ, სევდის ფანჯარავ,
იავ, ნაჭერო ცისაო,
ვაი, რა ძნელი ყოფილა
ტყვეობა არწივისაო!
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 22:00 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღიურს

შენთან ვსაუბრობ ყოველდღე,
მესაიდუმლევ გულისა,
შენა ხარ დამატკბობელი
აღშფოთებული სულისა.

ხშირად ცხოვრების ტალღებში
დასუსტებული ბრძოლითა.
შენ გიზიარებ სიმწარეს
წელში მოხრილი შრომითა!

ძველ ქვეყნის გველთა სისინზე
გული შფოთდება, ფრანგდება,
მაგრამ ბნელეთის ასპიდებს
დღიური გაუმკლავდება.

მას აქეთ, რაც რომ გულს მოსწყდა
სატრფო. წაიღო ტალღამა,
მითელ-მოთელა ცხოვრებამ,
სიცოცხლე ჩააბალღამა;

მის დარდ-ვარამსაც შენ განდობ,
შენ გიზიარებ, დღიურო,
შენ, ჩემი გულის საოხო,
ჩემო მანანავ ციურო!

შენი წიაღი ზოგ-ზოგან
ამტყდარი ქარიშხალია,
ზოგან - უმანკო სიცილი,
ზოგანაც - გლოვის ზარია!

სარკევ სულის და გრძნობების,
წარსულის გამხსენებელო,
აწმყოში ჩემი ფიქრების
მიმღებო, მომსვენებელო.

შენთან ვსაუბრობ ყოველდღე,
მესაიდუმლევ გულისა,
შენ მხოლოდ ერთადერთი ხარ
ჩამყუჩებელი წყლულისა!
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 22:01 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გამომშვიდობება გადასახლებულისა

არც აქა მქონდა სახლი და კარი,
საცა მივდივარ, არც იქ მექნება,
მაგრამ სამშობლო მე გაძევებულს
მომაგონდება, დამენატრება.
არც აქ მქონია ტკბილი სიცოცხლე,
საცა მივდივარ, არც იქ მექნება. -
იქ დანაღვლებულს და დაფიქრებულს
მაინც სამშობლო მომაგონდება!
მომაგონდება იმისი კვნესა,
ცრემლი, ვაება, მტრისა მახვილი
და მათთან ერთად ვით სთქვა პოეტმა,
ძილშიც კი მწარე ამოძახილი!
ვიცი შევხვდები ჩემებრ ბედში მყოფს
ჩემს მამულიშვილს გამოძევებულს,
ყინულის ველზე შორს ჩრდილოეთში
ჩემსავ ბედში მყოფს, ჩემებრივ ბედკრულს.
ხელს გამომიწვდის და მკითხავს: ძმაო,
მითხარ როგოა სამშობლო... ხალხი.
რას ვუპასუხებ, ნუგეშს რით მივცემ?
ისევ მონობა, ისევ მათრახი,
ყურში გაგვირბენს ტყვიის ზუზუნი,
ცეცხლის კოცონი ამოვარდება
და მტრის მახვილ ქვეშ დიდ და პატარას
სისხლის ღვართქაფი, კვნესა, ვაება!
იქავ კი ახლო სამშობლოს ვერაგ
შვილთა ქეიფი ქოხმახთ ნაცარზე,
ცალ ხელში ყანწი მტერთან კლავგაბმით
დაცლილი კულა მეორე მკლავზე.
მშვიდობით, ჩემო მორთულო მონავ,
ორი ზღვის ჯიღავ - კავკასიონო,
შენ, ალაზანო დარბაისელო,
და კლდის ნაფეთქო, ცელქო რიონო!
მშვიდობით, ვიცი შენი მთა, ველი
ბევრჯელ და ბევრჯელ მომაგონდება,
მაგრამ შენს მკერდის ჩასახუტებლად
მხოლოდ ოცნება გადმოფრინდება!
ის შემოგივლის ლამაზს გარშემო,
საღამოს მწუხრზე, დილის სიოზე
და კვლავ შეკრთება, როს ნახავს ჯვარსა,
ჯვარს გოლგოთისას კავკასიონზე!
შენ რაღა გითხრა, ყვავილის ლანდო,
კარგა ხანია გითხარ მშვიდობით,
მაგრამ მე მახსოვს შენს გულზე ვარდი
და ჩვენ ორივე იმას შევსტრფოდით.
მახსოვს მე ახლაც წყაროს წკრიალი,
ჯეჯილი თითქოს ახლაც შრიალებს,
მაგრამ ყვავილი ქარს წაუღია
და ის ჭაობის გულში ტრიალებს!
ყვავილის ლანდო, მაინც მშვიდობით
და როგორც სატრფოს არ გეძრახება:
გული ლომისა, ბუჩქი კი ჩიტის;
რაწამს ყორანი დაიყეფება!
დიახ, მშვიდობით და მოგონებაც
მხოლოდ მას სტირის, იმასა ოხრავს,
რომ ჩემი ჩანგი სამშობლოს მკერდზე
ვეღარ იჟღერებს, ვეღარ დაუკრავს.
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 22:02 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გავჩუმდე?!

გავჩუმდე?! თითქო ხელთა მქონდეს მე ჩემი გული,
განა თქვენ ძალგიძთ დაამშვიდოთ ზღვა აღგზნებული?!
მე დროს შვილი ვარ, მან გამზარდა თვის მთრთოლვარ მკერდზე
და ახლა თითებს ვათამაშებ მისსავ სიმებზე.
მე დროს შვილი ვარ, გამიტარა მან გულს ისარი,
და ისარითვე პასუხს აძლევს მას ჩემი ქნარი!
მე დროს შვილი ვარ, მან მაწოვა შხამი-სამსალა,
და აღვსებული აწ ფიალა გადმოიცალა!
მე დროს შვილი ვარ, მაგრამ ურჩი ჩემი მშობლისა,
დავგმობ მე მასში რაც ღირსია კრულვა-გმობისა!
გავჩუმდე?! თითქოს ხელთა მქონდეს მე ჩემი გული,
განა თქვენ ძალგიძთ დაამშვიდოთ ზღვა აღგზნებული?!
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ევდოშვილი იროდიონ
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость