ცისფერი ყანწები - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ცისფერი ყანწები
ცისფერი ყანწები
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 22:08 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტიციან ტაბიძე

* * *
მე ლექსს არა ვწერ, ...
ლექსი თვითონ მწერს, ...
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს,
მე ლექსს ვადარებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ წაგიღებს და ცოცხლად დაგმარხავს...
მე დავიბადე აპრილის თვეში...
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
ცვივა ცრემლებად ჩემს თვალებიდან.
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 22:08 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაფრთხილება ოცდამეერთე საუკუნის კარიბჭესთან
ოცდამეერთე საუკუნე ამერიკის ტრაგედიით დაიწყო, მანჰეტენის ცათამბჯენების აფეთქებით... თუკი ადამიანები ჰუმანიზმსა და გონიერებას არ მოუხმობენ, ეს საუკუნე შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს კაცობრიობის ცივილიზაციის ისტორიაში... პირველი, უნდა შეწყდეს რელიგიური და რასობრივი დაპირისპირებანი ტერიტორიების ხელახალი გადანაწილებისა და მსოფლიო ჰეგემონიის მიზნით. მეორე, კატეგორიულად უნდა აიკრძალოს შეიარაღებული კონფლიქტები და საერთოდ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება, ეს ეხება პირველ რიგში: ატომურ და ბაქტერიოლოგიურ იარაღს და გეოგრაფიულ ომს, რაც იწვევს არა მარტო ადამიანთა ხოცვას, არამედ გარემოს დაბინძურებას ასეულობით წლების განმავლობაში. და მესემე, ადამიანებმა და მსოფლიოში არსებულმა ყველა სახელმწიფომ უნდა მოითხოვონ ატომური და ბაქტერიოლოგიური იარაღების გამოცდის აკრძალვა. მოისპოს საერთო რელიგიური დაპირისპირებანი, რაც გამოიწვეს არა მარტო ადამიანთა უზარმაზარ სიკვდილიანობას, არამედ საერთო ეკოლოგიურ კატასტროფას. და ბოლოს, ადამიანებო, გიყვარდეთ ბუნება, გაუფრთხილდით ერთმანეთს და გადავარჩინოთ ჩვენი ყველაზე ძვირფასი და ერთადერთი სახლი-დედამიწა.
უტყუარი საბუთი მეფე თამარის დაკრძალვის შესახებ...
«მეოცე საუკუნის 40-იან წლებში რომის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წინამძღვრის ალბერტო ფორის ყურადღება მიიქცია ვატიკანის ფონდებში დაცულმა ფრანგი ჯვაროსანი რაინდის გ. დებუას წერილმა ქ. ბეზანსონის არქიეპისკოპოსისადმი. მასში ნათქვამია, რომ ჯვაროსნები შეხვედრიან ქართველთა ლაშქარს, რომელიც ახალგაზრდა უფლისწულის მეთაურობით იერუსალიმში მიასვენებდა სახელოვანი დედოფლის ცხედარს, მისივე ანდერძის თანახმად. ჯვაროსნებს პატივით გაუცილებიათ ისინი თავიანთი სამფლობელოებიდან. ლაშქარს მშვიდობით ჩაუღწევია იერუსალიმს-და დედოფლის ნეშტი დაუკრძალავს ქართველთა მონასტერში. წერილი 1220-1222 წლებით დათარიღდა. 1946 წ. ალბერტო ფორიმ მიიწვია არქეოლოგი ვირჯილიო კორბო, ზემოთ მოხსენიებული ქართული მონასტრის ტერიტორიაზე გათხრებისათვის. 1952 წ. ბეთლემის მახლობლად მიკვლეულ იქნა მეხუთე საუკუნეში პეტრე იბერის მიერ დაარსებული მონასტერი, რომლის არსებობა იყო ცნობილი საისტორიო წყაროებით (პროკოპი კესარიელი, «პეტრე იბერის ცხოვრება»). მონასტრის სათავსის იატაკზე აღმოჩნდა ქართული ასომთავრულით შესრულებული ოთხი წარწერა, რომლებშიც მოხსენიებული არიან ისტორიული პირნი, თავად პეტრე იბერი ერისკაცობის სახელით-მარუან (მურვანოს), მისი მამა-ბუზმირ და პაპა-ბაკურ. მონასტერი აშენდა დაახლოებით 433 წ. წარწერებიც იმავე პერიოდისაა. ისინი თითქმის ნახევარი საუკუნით უსწრებს ბოლნისის სიონის წარწერას».
(წიგნიდან: «ქართული კულტურის ისტორია», გ. ლორთქიფანიძე, ნ. ჩიქოვანი, გვ. 106)
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 22:08 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქილერი

სონეტი

ტრიალებს ბუღი დემონური და სატანური,
ნიღაბი მკაცრი, ბედისწერის გამწყდარი ძაფი,
სისხლის წყურვილი, ვნებიანი ალერსი მძაფრი,
ცივი მახვილი ულმობელი, კოცნა ფარული...

მსხვერპლი შემკრთალი, უცაბედი ღელვა, ხმაური,
წითელ წინწკლებზე განრთხმულია წამი წარაფი,
მზის რეკვიემი, უფსკრულები, წვა და ქარაფი,
მოგონებები, გაფანტული ქრის საზღაური.

დარდით დაქანცულს ელოდება სილის საათი,
ღამის ნამქერი და ლაქები შავი დარბაზის,
მაგრამ ის უკვე განწირულთა შორის ჩარაზეს,

მას ელოდება განაჩენი უკვე მრავალგზის,
ხეთა შრიალში იკეტება მთელი სამყარო,
თავად ცხოვრება აღარ უღირს ერთი აბაზიც.

ჯენეტ ვეკუა
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 22:09 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დასალიერი
სონეტი ორეულს


ბოშათა ბანაკს განკიცხული ზეცას მიჰყვები,
აქ სიბნელეა, სინანული და დავიწყება...
ან აღტაცება ღვთაებრივი ვით დამიწდება,
ანგელოსების გალობაა ცრემლთა ზვირთები...
მწველ სუდარაში სიამაყის სთვლემენ ვარდები;
და მისტერია მითიური ჰანგით იწყება,
წელზე მოხვეულ ვარსკვლავებთან თავდავიწყება,
ახლა მიწიერ კოშმარების ჯალათს ბარდები...

ვით ორეულთან დაკარგულთან ცეკვა-თამაში,
მოგონებანი გარდასულის ზღვაში იღრჩობა,
უდაბნოს ქვიშა, მხურვალება, წამთა განგაში,
ტრაგედიებით აღზევება, ურჩი მისნობა,
სასახლის კართან სადედოფლო გდია თილისმა,
ვით იგრძნო ფეთქვა პოეზიის დედა-თბილისმა...
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 22:09 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სონეტი

შენ შეიძლება დაგიმონოს მკაცრმა დროებამ,
ჩემი სხეული შურისგებად რომ გეფონება,
მაგრამ ცხოვრება არასოდეს განმეორდება,
და ჩვენ გულებსაც ჩაიკონებს ამაოება...

აღარც ზენიტში ფარფატი და განმეორება,
ჩვენ ვერ დაგვიშლის მეწყერს მივცეთ ჩვენი ქონება,
სიკვდილის ფერფლი, სიყვარული და მოგონება,
როგორც ოტელო-დეზდემონას დაემონება...

არარად მიჩანს მთელი ქვეყნის ავლა-დიდება,
შენს მკვდარ ღიმილთან, ამ სიცოცხლეს რომ ეხსომება
არას ვითხოვ უზენაისო, ალი მედება,
ვიდრე ეს აზრი დამტანჯვლი ჩემთან იქნება.

გესმის ბოროტი ვით დასცინის ამ ბედისწერას
და დაგვავიწყებს ამქვეყნიურ გულების ძგერას.
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 22:09 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საჰარა
სონეტი ელენე დარიანს


ოქროსფერ რაშებს ესიზმრებათ ცხელი საჰარა,
ჰარამხანასთან ალეწილი როსკიპი ბილწი-
და იმართება ორგიები ცისა და მიწის...
შიშველი მკერდი ვნებიანმა კოცნამ დაფარა.

ასე დაეძებს მეხისაგან შველი სამალავს...
მაგრამ ბრჭყალებში უვარდება აფთარს და ჰკივის,
რომ განერიდოს უსაშველო მსჯავრსა და ტკივილს,
დაეწაფება სისხლიანი ბობოქარ ლავას...

მიუსაფარი ქალწულობის მალულად ჰკარგავს...
ცრემლთა მძივები ბრჭყვიალებენ ვით ალმასები,
ღამის მკლავებზე გადატყდება ბროლის თასები,
ცეცხლი ედება სიყვარულსა და მეფის კარავს,
ბეჭდის თვალებზე ციმციმებენ ოცნების ფრთები
და შენც, სიგიჟევ, წარმოსახვის მტარვალს ნებდები.
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 22:10 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტრიოლეტი-ცხოვრება
ჩემს ძმას გია ვეკუას


საითკენ მიქრის ოქროს კარეტა...
ან ეს ცხოვრება ბორკილთა მტვრევით
აუხდენელი ოცნების ფრქვევით...
საითკენ მიქრის ოქროს კარეტა...
ან მოგონება დღეთა მწარეთა,
ვითარც ტრიუმფი უხილავ ღმერთის...
საითკენ მიქრის ოქროს კარეტა,
ან ეს ცხოვრება ბორკილთა მტვრევით?..
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 22:10 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აზრები უაზრობის მორევში

არ ღირს ბრძოლა ციტადელისთვის, რომელიც უკვე დანგრეულია და დამცველები დახოცილნი.
არ ღირს გახსენება იმისა, რაც დასავიწყებლად არის განწირული.
უაზრობაა ეს ცხოვრება, სადაც მოწყენილობა გვითრევს თავდავიწყების ორომტრიალში, სადაც წამიერ და მოჩვენებით განცხრომას ვეძლევით.
ვერაგობა იმდენად აღმაშფოთებელი ფაქტია, რამდენადაც თავად სიყვარულია აღმაშფოთებელი.
ოცნების დაკარგვა მაუწყებელია ცხოვრების აზრის დაკარგვის.
ყველაზე საზარელ ცხოველთა შორის უსაზარლესი თავად ადამიანია.
ჩვენ ყველაფერს ვკარგავთ მაშინ, როცა არაფერია დასაკარგავი.
შემწყალებელი ბრბო ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე შეუწყალებელი ერთი ჯალათი.
ფულით ნაყიდი გრძნობა ფულითვე გაიყიდების...
ცხენს ქვეყნის სიმძიმე აჰკიდეს აქლემივითა, რაღას აწვალებთ მაგ პირუტყვსა? თქვენ მართლაც და პირუტყვებო, თქვენა?..
შინაგანი კეთილშობილება გვირგვინია გონიერების.
ჩემი ცხოვრება კოშმარული სიზმრების გაგრძელებაა, მსურს ამ კოშმარს მშვენიერი წუთები მოვსტაცო...
ომი და მშვიდობა ტყუპისცალები არიან და უერთმანეთოდ დიდი ხანი ვეღარ იარსებებენ, ვით დღე და ღამე...
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 22:11 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლეკონტ დე ლილი
დაწყევლილნი


წყვდიადით სავსე იყო ღრუბელი, ვით დედამიწა,
და გარდაცვლილი ჩემი სხეული ბნელეთს ებრძოდა,
დახშულ სივრცეში მოგუდულივით ხვნეშოდა ვიღაც,
თითქოს გრძნობებით გათელილი გული ჰკიოდა...

სამარებიდან გარდაცვლილი მეგებებოდა,
ქალწულების და ჭაბუკებთა უხმო ლანდები,
რომელთაც ბედმა მხოლოდ მიწის კოცნა არგუნა,
და შმაგ ვნებათა აკროპოლი სისხლით ნაგები...

თითქოს დასჯილნი აუხდენელ ოცნების ნატვრით,
ორომტრიალში წამებათა და მრისხანების,
ვით უბედურნი მოდრეიფე ტალღებში ტანჯვით,
მათ ფსკერისაკენ მიათრევდა ხროვა ქარების...

როცა სულების სასაკლაოზე იდგა ამური,
და თავის მონებს სურვილების ალი დაუნთო,
სიყვარული კი საშინელი, თან საამური,
იმედის ფრთებზე ატარებდა მკვდართა საუფლოს...
ის გაუგონარ ბოროტებით იყო აღსავსე,
ერეკებოდა როცა სულებს სევდის საკანში,
და უსასრულო სივრცისაკენ ხმობდა წარმართებს,
მათ ვინც სიკვდილი ვეღარ შესძლეს ტრფობის ხანძარში...

თარგმნა ჯენეტ ვეკუამ
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 22:13 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პოლ ვერლენი
ბედნიერება


მე ამ ნიაღვარს თვალუწვდენელ ველთან მივყავარ,
შუა მინდორში აღმართულა სევდის ტაძარი,
კალაპოტიდან გადმოსული მდინარეს ვგავარ
სად საუკუნოდ ჩამცხრალა ვნების ხანძარი.

როცა შეიგრძნობ ოკეანის მრისხანე ტალღას,
მკერდზე მოწყვეტით დაგაცხრება, ვით სკარპიონი,
დუმილის ჯვარი აღმართულა ნისლებზე მაღლა,
კოშკის კედელთან იცრემლება, როგორც პიონი.

ზარების რეკვა და წკრიალი ვერცხლის თასების,
მე მაგონებენ გარდასულის უცხო გალობას,
მხვიარა სურო დავიწყებით გულს ეტმასნება
და დამსხვრეული ლარნაკივით ველი წყალობას...

თარგმნა ჯენეტ ვეკუამ
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ცისფერი ყანწები
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость