რამიშვილი შალვა - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » რამიშვილი შალვა
რამიშვილი შალვა
nukriaДата: სამ, 11.02.2014, 01:57 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ალქაჯი და რაინდი

რაინდი

რაინდს რაინდად სიკვდილი აქცევს
რაინდი ცხოვრობს სიკვდილთან
რომ არა სიკვდილი რაინდი ფილისტერი იქნებოდა
რაინდი ყოველდღე ხედავს სიკვდილს და არ ეშინია მისი
არა იმიტომ რომ მღვდელი სამოთხეს პირდება
ან სიცოცხლე სძულს
უბრალოდ რაინდს ნადავლი უნდა სიცოცხლეზე მეტად
ნადავლი არც ოქროა და არც ვერცხლი
არც სასახლე და არც ქალის საშო
ნადავლი – გამარჯვებაა
ნათელი და გასხივოსნებული რამ
ერთად ერთი რამ რაც რაინდს ატირებს


ალქაჯი

ალქაჯი ქალია
სამყარო მასშია
მისი ძუძუები ვარსვლავების მდინარეებს შობენ
მუცელი პლანატებითაა მძიმედ
თვალები ვარსკვლავებია
ალქაჯის ძახილი ფოთლების შრიალია
ძუ მგელის ყმულია ალქაჯის ძახილი
ალქაჯი ლამაზია
მისი გავა ავაზაა
ხოლო ფეხის თითები ვარდის ფურცელი


რაინდი და ალქაჯი

ალქაჯს არ უნდა გამარჯვება
ალქაჯისთვის გამარჯვება უსარგებლო სათამაშოა
რადგან ალქაჯმა უკვე გაიმარჯვა როცა იშვა
ალქაჯს უნდა რომ შთანთქას რაინდი
თუმცა ეს ალქაჯისთვის არაა რაინდის სიკვდილი
ეს რაინდის სამყაროსთან ზიარებაა
ალქაჯს ხომ ჰგონია, რომ ჭირვეულ ბავშვს არჯულებს ამით
აი ის ეხვევა რაინდს და ვნებიანი ლოკვით ადნობს რაინდის შემართულ შუბს
თვალსა და ხელს შუა ქრება რაინდის ამპარტავნება
ქარწყლდება ადრინდელი გამარჯვებები
და გოროზი რკინაში ჩასმული რაინდისაგან პოეტიღა რჩება..
არაფერია რაინდისთვის იმაზე საშინელი რომ პოეტად გადაიქცეს
მე რაინდი ვარ შენ კი – ალქაჯი
შენ ბევრი პოეტები უნდა ქნა
მე კი გამარჯვებები მინდა.
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » რამიშვილი შალვა
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость