ლია სტურუა - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ლია სტურუა
ლია სტურუა
nukriaДата: პარ, 26.02.2016, 19:51 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ანტიკური სონეტი

როგორ უყვარდათ, რა მზე იყო, რა თეთრი ჭირი,
რა ნექტარს სვამდნენ ვულკანების ცხელი ყელიდან!
ხალხი კლდოვანი, მარმარილოს მკრთალი ელიტა
და სისხლის ტბაში მობანავე ბრინჯაოს გმირი,
ზღვა იყო ღმერთი, მიწაცა და ჰაერიც ღმერთი,
ერთს რომ უყვარდა ჩვენი გმირი, მეორე კლავდა
ხან ქუსლი ჰქონდა მას უმწეო და ხანაც მკლავი,
რომელზეც ქალი დაეწვეთა _ მდინარე თეთრი,
ისიც გაზრდილი ბედისწერის ურძეო ხსენით,
ფუთ ბრინჯაოში ერთი სუსტი ქუსლის მჩხრეკავი,
სისხლის აღრევა, სისასტიკე, მრუში გენები
გველის წიწილებს _ მარმარილოს ტორსებს ჩეკავდნენ,
მერე, ყველაფრის პოეზიით გადამლეკავი,
თვალებდათხრილი ჰეგზამეტრი იდგამდა ენას.
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ლია სტურუა
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость