ლიპო ლიპარტელიანი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ლიპო ლიპარტელიანი
ლიპო ლიპარტელიანი
nukriaДата: სამ, 14.03.2017, 00:48 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა ძილშიც ამას ჩაგძახიან,
როცა ხმის წასვლამდე ღრიალებენ,
რომ შენი სამშობლო ჩახმახია,
ბოღმით გატენილი იარაღის.

როცა გამუდმებით გაშინებენ,
როცა შენს ნერვებზე თამაშობენ,
რომ შენ ურჩხული ხარ საშინელი,
ერთი ჯოჯოხეთის დანაყოფის,

შენ კი ცდილობ ყველას დაუჯერო
და თან ყველაფერი გეზიზღება,
ფიქრობ რომ იმასაც დაიჭერენ
ვინაც ასადგომად გეზიდება...

ცდები მეგობარო,მწარედ ცდები,
ვიღაც არიფივით გაგოიმებს,
რასაც გაჯერებენ არ იქნება,
მიდის ცარიელი ვაგონებით,
ჩვენი თაობების ელმავალი,
ჩვენ ფეხით მივყვებით ლიანდაგებს,
სხვები "აღშფოთებას ვერ მალავენ„
როცა თავსატეხებს ვიათმაგებთ,
 
nukriaДата: სამ, 14.03.2017, 01:17 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქუჩები,ხალხი,გემოვნება ხარისხით მინუს,
თვალები-მღვრიე,უსინათლო,მკვლელი თვალები,
ჩუმი ღამეა,ოდნავ ბნელა,ბნელა და ყინავს,
ღამე, რომელშიც შავი კათაც ვერ იმალება
იმშვიდებს ნერვებს,სავსე მთვარეც გახუნდა,გაქრა,
თითქოს არც ცაა,თითქოს ზევით არაფერია,
პალმის ხეები ჰგვანან ჩიტებს,სიცივით დამფრთხალს,
რომლებიც მზის სხვივს,როგორც საკვებს ისე ელიან.
მე ვცხოვრობ აქ და ასეთია ჩემი სამყარო,
მე ვდარდობ,მტკივა,მიხარია თითქმის არასდროს,
უაზრო იმედს,არაფერზე აღარ ვამყარებ,
მხოლოდ ერთს ვფიქრობ-თვითმკვლელობა როგორ დავასწრო
ნაცრისფერ ქალაქს,დანგრეული სახლების მწკრივით,
სახლების სადაც უხალხობა არის ფობია,
მოდის მდინარე ამ ქუჩაზე, ჩემსავით მღვრიე...
ეს ქალაქი კი დედამიწის ეპილოგია...
 
nukriaДата: სამ, 14.03.2017, 01:18 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იცოდე პატარავ,შენ,ჩემი თვალების კაშკაშა სხივი ხარ
წარსული დღეები ძალაგამოცლილი,ჩავლილი შტორმია,
სანამ შენ გიყურებ,სიკვდილი ვერაფერს,ვერაფერს ვერ მიზამს,
ბოლო სტრიქონები ძალიან,ძალიან ძალიან შორია...
ღრუბლები მიდიან და ცაზე სილურჯე თანდათან მატულობს,
შენი არსებობა ჩემთვის ჰაერზე და ამ ცაზე მეტია,
რაც შენ აგიჩემე,მას შემდეგ ცხოვრებას სულ აღარ ვართულებ,
თავი დავანებე მთვარეს და ქუჩაში უაზრო ხეტიალს,
შენ იცი,იცი რომ ჩემთვის ეგ თვალები ღმერთისკენ ხიდია,
მე უნდა ვიფრინო,ჩვენ უნდა ვიფრინოთ, ჩვენ უნდა ვიფრინოთ!
ჩვენი ერთად ყოფნა არის,არსებობის მთავარი იდეა,
მე შენ მიხარიხარ და სხვებმა თუ უნდათ დღედაღამ იტირონ.
 
nukriaДата: სამ, 14.03.2017, 01:21 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დუმილი მოაქვთ სივრციდან ტალღებს,
ჰაერში ბორგავს სიცარიელე,
ცა ღრუბლით დახშულ დარაბებს აღებს,
სულ ცოტა ხანში უნდა იელვოს...

მე ამ დროს ვზივარ ხავსიან ქვაზ,
ქვაზე,რომელიც კუნძულს წააგავს ,
ჰორიზონტზე კი ციმციმა ხაზებს
უნდათ,რომ ღამე ქსელში გააბან,

და მზე ამოდის ფრთხილად,ჩვეულად,
თავს სიცოცხლეს და ღიმილს ვაძალებ,
შავი ცა თითქოს ძირს დაწეულა,
ალბატროსებიც ყვავებს ბაძავენ

და დასჩხავიან ფერწასულ პალმებს...
შორს აჩრდილივით გამოჩნდა გემი,
ჩემს და გემს შორის პარალელს ვავლებ,
ჩვენ ხომ ორივე ჩაძირვას ველით,

ყოვე წუთს ველით მოვარდნილ ტალღას,
ტალღას,რომელიც სახსრებში დაგვშლის,
დაბადებიდან ვატარებთ დამღას
სიკვდილმისჯილის(აქ ლოცვაც არ ღირს)

მავანს კი უკვირს ჩემი ფიქრები,
უკვირს,სამყაროს რატომ ვართულებ,
თავისუფალი როგორ ვიქნები,
თუ ფიქრიც არ მაქვს ნებადართული?!

განდეგილივით ვხვდები ალიონს,
ალბატროსების დამჩხავის გუნდი.
მთელი სამყარო არის გალია,
სადაც ჩიტობა არავის უნდა,
მე კი ვოცნებობ... უნდა ვიფრინო!
 
nukriaДата: სამ, 14.03.2017, 01:41 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღამე მთებს ნისლის საბანს უქარგავს,
წვიმის წვეთები,ნაძვის ხეს რთავენ,
მთელი არსებით გრძნობ,რომ უყვარხარ,
ფეხქვეშ გაგებულ,მშობლიურ მთა-ველს...

გრძნობ,რომ ბოლთას სცემს სისხლი ძარღვებში
და გულისცემა მაჯიდან გესმის,
მხოლოდ ეს გშველის ნერვებდაგლეჯილს,
ეს მთები,ზოგს რომ ჭკუიდან შეშლის.

სხვა ფერი დაჰკრავს აქაურ მინდვრებს,
სულ სხვაა ფიქრი ამ არყის ძირას,
ვდგავარ მთის წვერზე ხელებს (ფრთებს)ვიქნევ,
ამ დროს ქალაქებს მკვდარივით სძინავთ,

მე სხვა ხსნა არ მაქვს,ვირჩევ მარტივად,
სხვაგან სიცოცხლეს,აქ სჯობს სიკვდილი,
ჩემი სამოთხის ალტერნატივა
აქ არის,სადაც ვგალობ ჩიტივით.

ღამე, მთებს ნისლის საბანს უქარგავს,
წვიმის წვეთები ნაძვის ხეს რთავენ,
მე არაფერზე აღარ ვწუხვარ და
აღარც უაზრო ფიქრები მკლავენ...
 
nukriaДата: სამ, 14.03.2017, 02:04 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცა იცვლის ფერებს,გაბზარა სარკე,
ცის შავი სარკე გაბზარა სხივმა,
ჰაერში უცხო საკმეველს აკმევს,
სანამ მიწამდე მოაღწევს წვიმა,

დამტვერილ ქუჩებს,უხალხო ქუჩებს,
ღამენათევი ლოთივით სერავს,
(ამ პლანეტაზე სუყველას უჭირს,
მოკვდა ფორტუნაც და ბედისწერაც...)

უბრალოდ დილა ირეცხავს წვიმით,
ღამის სიგიჟით შელახულ სახეს,
მყრალ მდინარეზე ირწევა ტივი
და თითქოს ღმერთიც ახლაღა ახელს

თვალებს,რომელიც დახუჭა გუშინ,
რომელსაც ხუჭავს ყოველ საღამოს.
რადგან ლოცვებთ,ყალბით და ფუჭით,
თვით ყოვლისშემძლე ღმერთიც დავღალეთ...

ვადამიანობთ,ჩვენი რა მიდის?!
ნიღბების მწკრივი ამძიმებს თაროს.
ვაშენებთ ახალ სემირამიდებს...
და ერთმანეთის დაცინვით ვხარობთ.

ცა იცვლის ფერებს,გაბზარა სარკე,
ცის შავი სარკე გაბზარა სხივმა,
ჰაერში უცხო საკმეველს აკმევს,
სანამ მიწამდე მოაღწევს წვიმა...
 
nukriaДата: სამ, 14.03.2017, 02:13 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მდორე წყალზე დაცურავს,ნედლი სევდის ნაფოტი,
სიკვდილს ვეთამაშები,ვით ცეცხლის ალს ფარვანა,
ყოველ აისობაზე,ცაში ფრენა მაბოდებს,
მე გიჟი ვარ!ხო!გიჟი!გიჟი ვარ და არ ვმალავ!

ზეცა ნაკვერჩხლისფერი-უკურნელი სენია,
ღამე უფრო მინორულ განწყობაზე მაყენებს...
რაც არ უნდა ეცადონ,მაინც ვერ მიშველიან,
თუ საკუთარ ფიქრებში იმედს არ მივაგენი.

მაგრამ რა დროს იმედი,ან რაღა დროს ფიქრია?!
როცა გალაქტიკასაც რუქა აქვს და საზღვარი,
მინდა ფანტელისფერი ფრთები მარჯვედ ვიქნიო
და ვარსკვლავთა ყურებით ეს თვალები დავღალო.

დედამიწა?!-უფრთებო კრაზანების ბუდეა,
სადაცაა მოსწყდება ხმელი მუხის სახურავს,
ამ კრაზანებს კვერცხები ცაში არ დაუყრიათ,
გამრავლება-ვით ჯილდო,ვეღარ დაიმსახურეს...
 
nukriaДата: ოთხ, 15.03.2017, 18:48 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიმღერა ტირილად,ტირილად სიმღერა მინდება.
ბინდდება,ქვითინებს სოფელი.
\"ზარის \"ხმა მწვერვალებს ცას ზევით სცილდება.
ჭერხოში თავდახრით ჰკიდია თოფები.

ვაჟკაცი ,ვაჟკაცურ სიკვდილით მშვიდდება.
მოსთქვამენ, შავებში ჩაცმული დედები.
როდესაც ჭაბუკებს, გზად წაგვიბინდდება,
შორს სადღაც,ედემთან ,მღერიან გედები.

მაშინ ძმებს სიმღერა,ტირილად გვინდება .
ცაში მზე გვირილად,ძირს დაფნის ფოთლები.
თავნება \"ქურანი\" როს ყალყზე გვიდგება,
ჯერ ვითომ ვშფოთდებით,მერე კი ვლოთდებით.

ბოლოს ხომ სიცოცხლე უკუღმა იწყება?!
აისი ,დაისის საწყისად იქმნება.
ხოლო ჩვენ სიმღერა,ტირილად სიმღერა,
საფლავში ,ლეშის ქვეშ,თავიდან გვინდება!!
 
nukriaДата: ოთხ, 15.03.2017, 18:49 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გულსაკლავია ამ სოფლების მარტო დარჩენა,
ეს სახლები ხომ ყრუ კედლებად ქცეულან ახლა,
ნასახლარებს კი ღამღამობით ცრემლი დასჩემდათ
და ოთახებიც ვერ უცქერენ აისებს ახალს.

ნაკოშკარებზე ამოსულა მწვანე ჯეჯილი,
საკვამურებში თეთრი ბოლი არ ადის მაღლა,
მდუმარება ჰყავს სოფელს ჭირად შემოჩენილი
და არც გამვლელი არავინ სჩანს მდინარის გაღმა.

ბოსლებიდანაც აღარ ისმის,ძროხის ზმუილი,
არც არვეები არ ტკეპნიან ბილიკებს ახალს.
აღარ აყრუებს არემარეს ძაღლი ყმუილით
და ბაბუებსაც დავიწყნიათ ვენახის ჩაყრა.

მიტოვებული გუთანია აქ დარჩენილი,
უხედნავ მოზვრებს ელოდება რომ მიწა დახნას.
ბოგირები კი წყალდიდობას გადარჩენილი,
უფუნქციობით გადაღლილნი ნატრობენ მახრას.

სოფელი დარჩა უპატრონოდ,როგორც ობოლი,
ეკლესიაშიც არვინ სწირავს უფლისთვის საკლავ,
არც მარხილისთვის იქსოვება დიდი გოდორი
და აღარც რახი არ იხდება დარდი რომ ჩაკლას.

ნაკოშკარებზე ამოსულა მწვანე ჯეჯილი,
მომტვრეულია საკეტები საფლავის კართა.
და ეს სოფელი, დარჩენილი,როგორც ობოლი,
ისევ მოელის გუთნისდედას,რომ იქცეს ახლად...
 
nukriaДата: ოთხ, 15.03.2017, 19:01 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რკინა გაქვს გულად.გშვენის ფაფარი,
ფაფარი ლომის და არა ცხენის.
არაგაქვს შიშის თავშესაფარი,
და ისევ გხიბლავს, სიამე ფრენის.


არ იცი შური,ვერ ხარ აფთარი.
არ შეგიძლია დაფარვა წყენის.
გამხდარხარ,ძმების ფოლადის ფარი.
ეგ სიმამაცე რარიგად გშვენის.


შენ ხარ, სიმართლის რქებით გამტანი
და ძმობის სახლის, საყრდენი ძელი.
ჩვენ კი ვიქნებით,დარდის ამტანნი.
სადამდეც დაგვრჩა საწუთროს დღენი.


ვეცადე ეხლა მაინც რომ მეთქვა.
და ვწუხვარ, მაშინ ეს რომ ვერ ვქენი.
რომ შენი გულის ამაყი ფეთქვა.
ლამაზ სიმღერად ვერ გარდავქმენი.


მორჩა სიცოცხლე,გიგლოვთ ერთხმად.
უკურნებელი,შენ გახდი სენი.
ალბათ ოდესმე,ვიქნებით ერთად ,
ისევ ვიმღერებთ,\"არხოტოს\" სტვნით..
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ლიპო ლიპარტელიანი
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость