ლიპო ლიპარტელიანი - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 3 დან«1234»
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ლიპო ლიპარტელიანი
ლიპო ლიპარტელიანი
nukriaДата: ხუთ, 16.03.2017, 00:18 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16668
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ძნელია,როდესაც ქარებთან ჭიდილში შეხვდები ალიონს,
როდესაც ცის კართან,თითქმის არ ანათებს ეული ვარსკვლავი.
ამ ფერთ გასაყარზე დრომ იქნებ სიცოცხლე წამივით გალიოს
და ვეღარ ავაგო,მთის თავზე,ეგ ჩემი ნანატრი კარავი.


თუ ასე მეწერა,ასე თუ ინება ბედმა ეს ფინალი,
ვეცდები,ამაყად ჩვეული ღიმილით დავუხვდე,აღსასრულს.
ოხერი რომ მოვა ბილწი ხმის კანკალით,იკითხოს \"ვინ არის?\"
უბრალო გვარი აქვს და მეფურ ღიმილით,უღიმის დასასრულს.


მე გეტყვი მეფე ვარ,ოღონდ სისხლით არა,მეფური სული მაქვს.
ამ სულის სამეფოს იცოდე არააქვს სიკვდილო საზღვარი.
ღიმილის მიზეზი,ეს ხორცად ქცეული,ქვასავით გულია.
შენთვის სამასპინძლოდ სხეულში ვაშენე სიკეთის ტაძარი.


მიდი ჰე ლაჩარო,დავშორდეთ ერთმანეთს ასიოდ მეტრით და
დუელი გავმართოთ,სადაც მარცხის გემო ჯერ არ გაგიგია.
გიმიზნებ სიყვარულს,ძმობას მართალ კაცის და შენი ხელიდან
მოველი სიძულვილს,მაგრამ მკერდ საფარი აღარ დამიგია.


და აი დავმარცხდი.როგორ გაგიხარდა,განა ეს ძნელია?
ამ ლეშის სიკვდილმა ეს კუშტი ტირანი,როგორ გაგაცინა?
მაგრამ ეს იცოდე!მეფურ სულს ცის იქით,სულ სხვები ელიან.
შენ გქონდეს ფიტული,უსულო სხეული ჩემგან დასაცინად.


მე ასე,ამ სულის სილაღით ვაჯობე ბუმბერაზ არსებას.
ფრთაგაშლილ ფიქრების ამაყი ჭენებით,გავქუსლე შორეთში.
შენც თუ კი გიმზადებს, იგივეს ეს ჩვენი წყეული განგება.
სული ალამაზე,მაგ ლეშის გაპრანჭვას როგორმე მოეშვი.
 
nukriaДата: ხუთ, 16.03.2017, 18:36 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16668
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩინდაკარგული თვალების იმედიანი მზერა.
მწვანე სამყაროს დალევის წყურვილს,რომ ვერ გრძნობს ვერა.
გადაქცეულა წყვდიადის დაუსრულებელ ერად.
დედამიწა, რომ მოხატა უფერადებელ ფერად,
მე ამ ჩამქრალი თვალების იმედიანი მზერის,
გულში ანთებულ ალების უალობით, რომ მღერის,
ვერ დავივიწყე,სითბო და ეს გადამექცა წერად,
რადგან მე მათი მოთეთრო თვალკეთილობის მჯერა.
ჩინდაკარგული თვალების ბევრისმეტყველმა მზერამ,
თეთრი ხელჯოხის ცეცებით ჩიტისებურმა ფრენამ,
თვალდაფჩენილი დამტოვა და შენგან ვითხოვ შველას,
მინდა,რომ არ მიმატოვო,რომ გავაგონო ყველას:
მე თვალხილული საბრალო,ფერების დოქით მსმელი,
ვნატრობ შენს გულს და სამყაროს და დაბრმავებას ველი.
 
nukriaДата: ხუთ, 16.03.2017, 18:38 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16668
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჭადრის ხეებს გაუხუნდა საცვლები,
სადაცაა გაშიშვლებას აპირებს,
არ დათესო სიყვარულის მარცვლები,
მოთმინებით დაელოდე აპრილებს.
ნეკერჩხალსაც გამოუჩნდა კერტები,
ფოთლის გემი,მიადგება ნაპირებს.
არ იფიქრო ნაადრევად ბერდები
და სიყვითლის უგულობით დაღლილებს,
დაუცადე გაზაფხულებს შფოთიანს,
შეგარიგებთ შემოდგომით გაყრილებს.
კერტკვირტობას მოგილოცავს ლოთიანს
გაგიმწვანებს,ფოთლებს დაბლა დაყრილებს.
მაგრამ ახლა ელოდები ზამთარს და
გაშიშვლების გაყვითლება დაგცვივდა,
შემოდგომა როგორ მალე დამთავრდა.
ტოტებს ვერ გრძნობ,ისე ძლიერ აცივდა.
 
nukriaДата: ხუთ, 16.03.2017, 18:44 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16668
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ დაჭრილი ხარ ჩემო ქვეყანავ.
სისხლი გდის სისხლი, წვეთ-წვეთ იცლები.
ბედმა უკუღმართ დროსთან შეგყარა
და შენც მორჩილად ისე იცვლები,
დასამარხადაც აღარ მიღირხარ,
ასეთ უკუღმართს, რომ გხედავს გული,
ცრემლი მიშრება,ვიწყებ ღიღინსა და
საცხედრე მიწას უკუღმა ვუვლი.
გადაგვარების გზაზე ხარ მაგრამ,
ციცქნა იმედი, მაინც მოგიჩანს,
შენ კვლავ დატკეპნი დაჩვეულ გზა კვალს,
ეგ წყლულები თუ მალე მოგირჩა.
ღვთისმშობლისა ხარ მიწა რჩეული,
და მეც ამ მიწის ვარ ღვიძლი შვილი.
აჰა,სისხლიც და ჩემი სხეულიც
ზვარაკად გქონდეს,უხორცოდ ვივლი.
 
nukriaДата: ხუთ, 16.03.2017, 18:50 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16668
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთებლამაზო,ხარ ორმოცი საუკუნის,
ამ მუხლმაგარ საქართველოს მესაზღვრე.
მუდამ იყავ ქუდის მოხდით ჩამუხლული,
ლოცულობდი შენი მიწის ბედ კარგზე.
ლილეთი და სვანურ ნანით გაგიზრდია
ვაჟკაცები,მირანგულას სადარი.
ზვიად მთებზე ძმობის ხიდი გაგიდია,
შენს ბეთქილებს,არ ჰყოლიათ ბადალი.
გიომია,დიდგორიდან- შამქორამდე
მარად იყავ საქართველოს მედროშე.
ბევრს ეგონა, ფრთაკალმებით ჩაგქოლავდნენ,
ეტრატებად შემოგდებდნენ ჭერხოზე.
ყველგან შლიდნენ,შენი მოდგმის ნაფეხურს და
შენი ჯიშის თავგანწირვას,არნახულს.
გიწუნებდნენ კაცურ სიტყვას გაბედულს და
ბრძოლის ველზე,მტერს მტერივით გალახულს.
დაგიხოცეს საარაკო მეომრები,
უმარილოდ ჩამოგკიდეს ჩიყვები.
არ იფიქრო სადმე კიდევ მეორდები,
ერთგულების აღთქმულ ბილიკს მიჰყვები.
ისტორიის ჯურღმულებში დაკარგულო
არ იდარდო,ყველაფერი გამოვა,
აპატიე,ჩაეხუტე საქართველოს
და ლილეც კი მზეზე მაღლა ამოვა.
 
nukriaДата: ხუთ, 16.03.2017, 18:56 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16668
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ ვარ ორგული,არც ერთგულებს არ ვგავარ ქცევით,
არ მაქვს ნამუსი,ულვაშიც მაქვს და ცოტა წვერიც.
ვარ პურიტანი,თან უხამსად ვაგინებ ყველას,
ჭირთამთმენი ვარ,ყოველ წამს კი მოვითხოვ შველას.
მიყვარს სამყარო და ვერ ვიტან ადამის მოდგმას,
ვარ აზრიანი,თან ვერ ვიშლი უაზრო ბოდვას.
არ ვარ პოეტი,თან ლექსებს ვწერ,თან მინდა ვიყო.
ცბიერი ვარ და მეძახიან:ბოთეს და ბრიყვოს.
ურჯულო ვარ და დაწოლის წინ ვლოცულობ ღამით,
ტვინი არ მაქვს და ნეტავ ,რატომ მისკდება თავი.
ფრთები არ მაქვს თან გამუდმებით დავფრინავ ცაში,
საერთოდ არ ვჭამ,ნეტავ რატომ მეზრდება ფაშვი.
სულ დავიბენი,დავიკარგე,საერთოდ ვინ ვარ?
ნეტავ საიდან გავიგონე ოხვრა და გმინვა?
ეს მე ვარ ალბათ,ან მეორე მემ დამიძახა
-მიწა იყავ და აჰა ხედავ?ისევ მიწა ხარ.
არც ჭკვიანი ვარ ,არც უჭკუო,არც მადლიერი,
არც უმადური,არც სუსტი და არცა ძლიერი.
ერთი უბრალო წერტილი ვარ მრავალწერტილის...
ალბათ ჩემს გამო სულ არავინ,არავინ ტირის.
 
nukriaДата: ხუთ, 16.03.2017, 19:03 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16668
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაშინ ავდარიც გვახარებდა,მადლს თოვდა ზეცა,
უმანკო სულებს ვატარებდით მომცრო სხეულით,
მაგრამ უეცრად,გადიდების სურვილი გვეცა
და ჩვენც დავჯღაბნეთ,ეს ბავშვობის სუფთა რვეული.
ნაზ,ბავშვურ სულში,წვეთ-წვეთობით ვიპკურეთ შური,
სულ ერთი ციცქნა, ბოროტების მარცვალი ვთესეთ,
ის კი გამრავლდა,აზრს მოედო როგორაც წყლული
და ჩვენც უტიფრად,ზარ-ზეიმით მივაწყდით მესერს.
მესერს აგებულს,სიკეთეს და სიძულვილ შორის,
ვუმსხვრევდით კარებს, ვესწრაფვოდი საზღვრების რღვევას,
ზღაპრების მსგავსად ,ყოველივე გვეგონა ჭორი
და გვჯეროდა, რომ მესერს იქით ვპოვებდით შვებას.
როცა დავლეწეთ ეს საზღვარი,როცა სულ მოვსპეთ,
გავაქრეთ მისი არსებობის ყველა ნიშანი .
ხელებში შეგვრჩა სიბინძურე,სუყველა მოძმე
სადღაც გაგვექცა,მკერდში დაგვრჩა გული მშიშარის.
ბავშვურ სილაღეს ვანაცვალეთ,მყრალი ჭაობი
და შევეფეთეთ პირდაფჩენილ,მშიერ სამყაროს,
მორყეულ აკვნებს ნელ-ნელა ჭამს ხავსი და ობი,
დიდობას უნდა, რომ სინდისი სულ მთლად აგვყაროს,
რომ უმოწყალოდ,დაუნდობლად ვგესლავდეთ ძმობილს,
მერე სისხლნაბან ხელით ვთხრიდეთ მიწას აყალოს
და დაგვარწმუნოს,რომ არ ღირდა დანგრევა ღობის,
შემდეგ იმ თხრილში საკუთარი ძვლები ჩავყაროთ.
ჩვენ დიდობანას ვთამაშობდით, დრო გადიოდა,
ლურჯი ცა წითელ საღებავით გავაფერადეთ,
ვნატრობ იმ წამებს,მზეთვალებით რომ დადიოდა
ჩემი ბავშვობა,ზღვის ფსკერიდან-მიწის ჭერამდე.
 
nukriaДата: ხუთ, 16.03.2017, 19:07 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16668
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დინჯად იარე და არ დააგვიანო,ფრთები არ გაშალო ადრე,
სიცოცხლის გორაკი რომ გადაიარო,უნდა ილოცოო პადრემ.
მადლი აკეთე და აღარ დაელოდო უკან დაბრუნებას ციდან,
ზურგზე მოიკიდე შენი წილი ლოდი და გზა ასე განვლე წმინდად,
ყველა აზვირთებას უკან მოიტოვებ,იმღერებ როგორაც გინდა,
ოღონდ ბოროტება სადმე მოისროლე,სიკეთე აკეთე ციდა.
ნუღარ გაკანკალებს თვალებ ნამიანო,მალე გადაივლის ქარი,
ღმერთი მოგდგომია კარს ადამიანო,აღარ გამოხურო კარი,
სული ასუფთავე,ციდან ჩამძახოდა ტკბილი მელოდია ქნარის,
ხორცი სიბინძურეს მაინც ესწრაფოდა,ხორცი ხომ გახრწნადი არის,
გვარი არ შეგირცხვეს შე გვარმადლიანო,ეშმას არ დაუდო ზავი,
რაც უნდა ისაქნას,ვერ დაგაზიანოს,შენც არ დაუხარო თავი,
ვილოცოთ დღე და ღამ,ღვთის თანაზიარნო,ქართულო ერო და ბერო,
გავმრავლდეთ,გვიყვარდეს დიდებით ვიაროთ,შენ კი გეშინოდეს მტერო!











 
nukriaДата: ხუთ, 16.03.2017, 19:58 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16668
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოდი უშიშრად ნათქვამ სიტყვას გაუმარჯოს და
დიდება იმათ,სამშობლოსთვის ანთებულ თვალებს.
ზოგი, ამ თვალთა ელვარებით უკვე გაოცდა.
სხვებს გააკვირვებს მათი ალი ,უთუოდ მალე.
მოდი,ძარღვებში აზვირთებულ,სისხლს გაუმარჯოს.
რომ მიაწყდება მეწყერივით,სხეულის კიდეს.
იქნებ, თაობას არასოდეს არ გავიაროს
ამ სისხლის ზვავმა და ვამსხვრევდეთ,უტიფრად ხიდებს.
ხიდებს გადებულ უზნეობად და უგულობად.
ბურჯებს ნაშენებს უცოდველთა თავის ქალებით.
მოაჯირებად შემოწყობილ უბედურებას,
მალე ვიხილავთ მიმოფანტულს,სისხლით დალეწილს.
მოდი ქართულად აძგერებულ გულისცემას და
არა მონურად დაბლა დახრილ ღვთისთვის თავების,
იყოს დიდება,გამარჯვება გვქონდეს დევიზად,
აღარ ეხუროს ჩვენს ქვეყანას ქუდად ჩალები.
მოდი ძილიდან გამოსვლასაც დღეს გაუმარჯოს!
რომ დავუმსხვრიოთ შარლატანებს წელის მალები.
მთელი ქართული ენერგია რომც დაიხარჯოს,
ვერ შეგვაშინებს ტკივილები ხორცის წვალების.
და გაუმარჯოს!ჩვენს სამშობლოს,ლამაძს,ერთიანს.
ვეღარ ახშობდეს თვალთახედვას,ქვიშის ქარები.
ხელი ჩამკიდე,ერთმანეთს ხომ ასე ერთვიან,
რუდ მიმავალი,საბობოქრე სისხლის ჯარები.
იცი?ამ სისხლის ნაკადულებს,ერთად შეყრილებს,
მდინარედ ქცეულს,გადარჩენის ძალა აქვს დიდი.
ეს თუ შევძელით,მერე ვნახავთ გულში დაჭრილებს,
ქვეყნის მაქცევართ,გაიყოლებს მათივე \"ხიდი\".

ერთი თხოვნა მაქვს,ყველა თხოვნის თხოვნაზე დიდი,
რომ არ გაჩერდე,გამარჯვებით ფინიშთან მიდი!
 
nukriaДата: ხუთ, 16.03.2017, 20:03 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16668
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიტოვებული მიწისაგან,
დატყვევებული წყალში.
მიმოფანტული კუნძულების
აგონიური მარში.
ჭორფლებივით,რომ დასჩენიან
ამ დედამიწას შუბლზე,
თითქოს ექიმებს დავიწყნიათ
მეტასტაზები გულზე.
უსწორმასწოროდ ჩამოღვრილი
მიწანარევი ლავა.
პოლარულ ღამეს მოგაგონებს
კანარიული ჰავა
და ეს უმსგავსო წერტილები,
ჩვენ გავიხადეთ სახლად.
სიცოცხლის ხაზზე წყვეტილები
ემიგრანტობა გახდა.
ეხ ნეტავ ვინმემ ამოკვეთოს
ეს ორგულობა,თავში.
ვიდრე ვულგანმა ამოხეთქოს
მანამ დავბრუნდეთ სახლში.
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ლიპო ლიპარტელიანი
გვერდი 3 დან«1234»
ძებნა:

მოგესალმები Гость