ლიპო ლიპარტელიანი - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ლიპო ლიპარტელიანი
ლიპო ლიპარტელიანი
nukriaДата: ხუთ, 16.03.2017, 20:36 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქ ჯერ ისევ უსაშველო ქარია,
ვერ მოძებნა მზემ ღრუბლებში დარაბა.
შენ კი გძინავს პაწაწინა მარიამ,
აქედანვე, მამას მეტიჩარა ხარ.
დროის ათვლას ,უკუჩათვლა ვარჩიე,
ორ თვეს ვაკლებ ყოველ წუთს და მეასედს,
ვვარაუდობ,ვგევარ სულელ მარჩიელს,
ნუთუ მართლა ვიმსახურებ მე ასეთ
დიად ძღვენს და ენით უთქმელ სიხარულს?
ფრთების გაშლას,თავაწყვეტით ჭენებას.
ერთი ვიცი,მინდა შენ რომ იხარო,
დაე იყოს როგორც უფალს ენებოს.

მოვა მარტი,გაიშლება კვირტი და
შენს თვალებში განახლდება სამყარო.
მზეც დარაბას გამოაღებს ბინდიდან
და ტირილით გვამცნობ,უკვე აქ ვარო.
 
nukriaДата: ხუთ, 16.03.2017, 20:40 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-დამთავრდება ყველა აზვირთება მოდუნებით.
აქ სიციცხლე,თუ კი გაძვირდება,მოვბრუნდები.
ვიცი,მონოლოგის ეპილოგი პათოსია,
მართლის მეომრები სიღნაღებში გათოშილან.
ყველა პილიონი საზეიმოდ დანგრეულა,
არწივს მილიონი ჭიაყელა დახვეულა.
სულის გადარჩენა,უტოპიას ემსგავსება.
აქ ხალხს დადუმება წამიერად ემართება.
ცოცხლად ატყავებენ,არაფერში დამნაშავეს,
ალბათ დაბადებით,ჩვენ სუყველამ დავაშავეთ.


მეტი სულიერი ამყრალება,რაღა გინდა,
ჩვენში ხომ უფალიც,ხურდა ფულზე გაიყიდა.
აი,ჩემეული მონოლოგის აპათეა,
შენ კი გეზარება,თვითმკვლელობა მაპატიო.
 
nukriaДата: ხუთ, 16.03.2017, 20:53 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენი მიტოვება ადვილია,
უკან დაბრუნება ძნელი.
ეს შენთან ყოფნის წადილია,
ყოველ რიჟრაჟზე რომ ველი.
ალბათ სიზმარიც კი ნამდვილია,
შენ რომ მესიზმრები ,მაშინ.
ფერდებს, რომ გიტკეპნი ყვავილიანს,
ქარად,რომ დავქრივარ მთაში.
იცი?რაც უშენოდ დავრჩენილვარ,
მუდამ საკუთარ ტავს ვწყევლი.
ალბათ,მეც უბედო გავჩენილვარ,
ან ვერ დაგიფასე ბევრი.
ყველგან მაგ მწვერვალთა მირაჟია,
დამდევს,მდინარეთა ხმები.
მაგრამ საქმე სწორედ იმაშია,
რომ მეც მწვერვალივით ვდნები.
ალბათ მაპატიებ სანატრელო,
სულ მთლად გული რომ ხარ ვიცი.
\"აღარ მიგატოვებ საქართველოვ\"
უნდა დამიჯერო ფიცი.
 
nukriaДата: ხუთ, 16.03.2017, 21:00 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოდის ხეიბარი გაზაფხული,
ახალ გულისტკივილს გვიქადის.
ფიქრი მოლოდინითთ დაზაფრული
სულ გამიგიჟდება იქამდის,
სანამ მოეთრევა მარტიანი
თავის ნასესხები ავდრებით.
მანამდე ვიქნები დარდიანი,
სანამ მე და თოვლი დავდნებით.
ალბათ კვლავ ეცდება ჩაგვითრიოს
ფერად კოკრებში და კვირტებში.
ვფიქრობ მოგაკითხავთ საიქიოს,
მელოდეთ,ნუ შემიშინდებით.
მაგრამ,ახლა ისევ ზამთარია,
ისევ თეთრ ფანტელებს მოველი,
გული ფიფქებივით დამფრთხალია
და ისევ აშინებს, ყოველი
მერცხლის გულსაკლავი წივილი და
ღრუბელდაფრენილი ცისკარი.
კახპა გაზაფხულის ღიმილიდან
სხვას რას მოველოდე მითხარი
 
nukriaДата: ხუთ, 16.03.2017, 21:08 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოდის ხეიბარი გაზაფხული,
ახალ გულისტკივილს გვიქადის.
ფიქრი მოლოდინითთ დაზაფრული
სულ გამიგიჟდება იქამდის,
სანამ მოეთრევა მარტიანი
თავის ნასესხები ავდრებით.
მანამდე ვიქნები დარდიანი,
სანამ მე და თოვლი დავდნებით.
ალბათ კვლავ ეცდება ჩაგვითრიოს
ფერად კოკრებში და კვირტებში.
ვფიქრობ მოგაკითხავთ საიქიოს,
მელოდეთ,ნუ შემიშინდებით.
მაგრამ,ახლა ისევ ზამთარია,
ისევ თეთრ ფანტელებს მოველი,
გული ფიფქებივით დამფრთხალია
და ისევ აშინებს, ყოველი
მერცხლის გულსაკლავი წივილი და
ღრუბელდაფრენილი ცისკარი.
კახპა გაზაფხულის ღიმილიდან
სხვას რას მოველოდე მითხარი
 
nukriaДата: ხუთ, 16.03.2017, 21:32 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უფსკრულებიდან ამოდიხარ
დღის სინათლეზე,ხარ მასპინძელიდა მეგზური ნაცნობ ლანდების.
ჭიანჭველები საარსებოტვირთს მიათრევენ,წვიმს...საფარს ვეძებ დამაშვრალი და...
იბადები.წამსვლელ-მომსვლელისგზას გავყურებ დიდი ხანია.ფხიზლობა მიწყივ...წვა
და შვება ქვეყნის ამბებით.ფიქრს შემატოვებ,დამანახებ ზეცას კვამლიანს,ისევ პირქარი,
ბეწვის ხიდი და... იბადები.ვიცი, ვინ ხარობს,ვის რა უმძიმს, საითკენ ვმგზავრობ,საიდ
ან მიხმობსჩემი მრევლი, ჩემი ხატები.მიჯაჭვული ვარყველა დროის უტყუარ ფუძეს,ყინავს..
.ცეცხლს ვეძებ დამაშვრალი და... იბადები.
ციგროშვილი ირაკლი


Сообщение отредактировал nukria - ხუთ, 16.03.2017, 21:33
 
nukriaДата: ხუთ, 16.03.2017, 21:40 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

შუაღამეა. ღამემ დამალაარე და ცხადის ფიქრში ებმები...რაღას ირწმუნებ ამ წარამარადა უთავბოლო შეპირებების.სიტყვა სალბუნი – ვერ მოისმინე,გაკრთობს სიბნელის უმოძრაობა.ჭალებზე ზამთრის ქარი სისინებს,ვერარა აკრთობს ღამეს მზვაობარს.
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ლიპო ლიპარტელიანი
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ძებნა:

მოგესალმები Гость