ირაკლი დეისაძე - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ირაკლი დეისაძე
ირაკლი დეისაძე
nukriaДата: პარ, 04.05.2018, 21:55 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ირაკლი დეისაძე

ცრუ ფიქრებს შობდი შენში ..

ცრუ ფიქრებს შობდი შენში, თითქოს გყავდა დაკინი
და შენი გული ელფოფილურ განცდამ დაკირა...
ჩემმა აზრებმა სენსაციით გული გატკინეს,
მე კი, მანამდე შენმა ფიქრმა გული მატკინა.
 
nukriaДата: პარ, 04.05.2018, 22:16 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ირაკლი დეისაძე - ფოტო
ირაკლი დეისაძე

პოეტი
ცრემლივით რიგდები

ხომ გახსოვს? დაგწერე ლექსივით ზეპირად. დაგწერე რა ტყვილა...
უწვდომი იყავი, თავი კი მეგონა მზექალის მიმგნები.
მას შემდეგ წუთები წამების მიშვებით იმდენად გარყვნილა,
რომ ახლა ყველასთვის, ყველგან და ყოველთვის ცრემლივით რიგდები.

ხომ გახსოვს? დაგხატე, სულ შენი ფერებით დავსვარე მოლბერტი,
ჩუქურთმებს სახეზე დალალის ხავსივით სიცოცხლით გივსებდი,
ახლა კი შიშველი, საქვეყნოდ კიდია ის შენი პორტრეტი,
რა დონით დაეცი, იდეალქალწული რად ჩამოღირსევდი?

გულს ერთხელ ვუთხარი:,, სიყვარულს ვინ ეძებს, ის მასზე მეტია,
იმისი მიმგნები უდაოდ ჩავთვალოთ ზეარსის მიმგნებად."
მას შემდეგ სურვილი, შენობით აღძრული, ჟამს გაუხვეტია,
რადგანაც რიგდები ცრემლივით და ჯარი იმწკრივე რიგებად.
 
nukriaДата: პარ, 04.05.2018, 22:34 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცამდე მართალი გიყურებდი ..

ცამდე მართალი გიყურებდი ცამდე დახრილი,
ცამდე ამაყი მიმტკიცებდი ცამდე სიცრუეს,
და თუმც არ გქონდა არც ალიბი და არც სამხილი,
და თუმც იცოდი, ბევრჯერ სხვებმაც რომ წამიყრუეს,

მაინც ავსებდი მოთმინების თასს, მე მორჩილად
გიცქერდი, მხოლოდ მზერა ცამდე მქონდა ღრუბლიან
და წვიმის წვეთის შესადარი, თვალებს მოჭრილი
ცრემლი მდიოდა. როცა სხვა დროს გვისაუბრია,

არ დაგმჩნევია არც ამდენად ჩემი მოყირჭნა,
არც გჩვევია და არც უბრალო გქონდა საბაბი,
რა სიძნელეა, შენი ხელი უნდა მოვიჭრა
და მარტომ უნდა გადავაძრო ლოგინს საბანი.

რა სიგიჟეა, რასაც გიხსნი, რისიც არ გჯერა,
თითქმის ვიჯერებ, რომ დამჯერი თვითონ მე არ ვარ,
უბრალოდ ვცადე, სიყვარულის გადასარჩენად
ჩვენი მართალი ისტორია შენთვის მეამბნა.

და ცამდე მართალს, ცამდე, ცამდე, ჰო, ცამდე დახრილს,
ცამდე ამაყი მიმტკიცებდი ცამდე არაფერს,
და მეც დაღლილი აღარ ვეძებ საშენო სამხილს,
არამედ გეტყვი, სიყვარული ჩემი გფარავდეს.
 
nukriaДата: პარ, 04.05.2018, 22:48 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ირაკლი დეისაძე - ფოტო
ირაკლი დეისაძე

ცადე

იქნებ ჩამწვდე, სულის სიღრმე მოიარო,
ყველა ტკივილს შეეხო და რა იცი?
რომ მაძაგებ, ეგებ დაამგლოვიარო
შენთვის მარად უდარდელი მაისი.
ჩემი სუნთქვა, დარდიანი, გეძრახება,
არ კითხულობ, გულში რა სვლა ქირქილებს,
მიდი, ერთხელ შენც გაბედე შეჯახება
ტკივილთან და აუხდენი იმ ქვრივებს,
თუ, რატომ წევს მათი ქმრები საფლავში და
რად ზეობენ უსამართლო მისნები?
პაწიების მოკვდინება რად გახშირდა?
მაგრამ არ გსურს მიხვდე ჩემი მიზნები.
დამპალ ყოფას შენეული ნდობით უმზერ,
ბედს უღიმი, თითქოს ისიც გიღიმის.
მე კი, ყველა ტკივილ-განცდას ერთად ვუძლებ
და ცხოვრება გროშად აღარ მიღირის.
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ირაკლი დეისაძე
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ძებნა:

მოგესალმები Гость