მივიწყებული ლექსები - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » მივიწყებული ლექსები (ვისაც შეგიძლიათ შეავსეთ გამორჩენილი ადგილები.ან გააგრძელეთ)
მივიწყებული ლექსები
verikolatariaДата: ოთხ, 07.03.2012, 15:12 | Сообщение # 11
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***
ვინც ბავშვს დაამსგავსებს ბედით ოიდიპოს
_უნდა მოითიბოს
ვინც ქართულ ვენახს გამოაცლის ჭიგოს
_წყეულიმც იყოს
გუშინ ჩავიარე ქაშვეთთან
და გაოცებული დავრჩი
ქაშვეთი გაუძარცვავთ წუხელის
ღვთიშობელს მოპარეს ბავშვი...

შოთა ნიშნიანიძე
 
verikolatariaДата: ხუთ, 08.03.2012, 02:40 | Сообщение # 12
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
ნუკრია

ღამე არის და ძილი არ არის
არ ვიცი რათომ არ მეძინება
რად მეზმანება შენი დალალი
ყოველგამ გულზე რად მეფინება.
წუხელ რომ წვიმდა ჩემს გულშიც წვიმდა
მე გახსენება არაფრის მინდა...

ალეკო შენგელაია
 
nukriaДата: სამ, 12.05.2015, 22:32 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეხ, რამდენი რამ დაგიხატია, გამდიდრებულხარ ფერის დოვლათით, ახლა ყველასთვის ცხადზე ცხადია: არც ვაჭარი ხარ, არც ბედოვლათი!
 
nukriaДата: სამ, 12.05.2015, 23:06 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იბერიელთა სოფელი... მაღალ-მაღალი ცხენები... ხალიბის ფოლადს ადნობენ მამაცი ხალიბელები, პირველყოფილი სამჭედლო – გრდემლი და ურო ძლიერი, ქართულ იარაღს აწრთობენ მამაცი იბერიელნი. კვერითხუროი ვეება, რვალის და რკინის მჭედელი და საბერველი, ვეშაპის ყბასავით გაუხედნელი. უგანივრესი ფილტვები, ჰაერი დაჟანგებული. ბაასი: ჭექა-ქუხილი და ერი აჯანყებული. ქურაში ცეცხლის ენები – წითელი აბრეშუმები, კედლებზე ახალთ-ახალი, თხუტმეტწყრთიანი შუბები, უზარმაზარი ფანჯრები, გაჭრილი თაღებამდისა, დასახარჯავი ხანჯლები და პერანგები ნაბდისა! იბერიელთა სოფელი... მაღალ-მაღალი ცხენები... ხალიბის ფოლადს ადნობენ მამაცი ხალიბელები. პირველყოფილი სამჭედლო – გრდემლი და ურო ძლიერი, ქართულ იარაღს აწრთობენ მამაცი იბერიელნი.
 
nukriaДата: ორ, 11.01.2016, 22:08 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ო მატა ჰარი. ო მატა ჰარი
ვინა ხარ ვინ მითხარი!
კაბარეს მოცეკვავე? მეძავი ლუდხანის?
ვინა ხარ მითხარი ან იმათ უთხარი
ვინც სცენა აგივსო ცისფერი პეონით
ვინა ხარ მკითხავი თუ მართლა შპიონი
მაშ ხირომანტიის ხაზებით თითები
რადა გაქვს მარტივი...
რად მოსჩანს ურჩხულის კუდი და თათები,
რომლითაც დაიწყე _ რომლითაც თავდები
ო, სულო ძლიერო, ო, მატა ჰარი
ვინა ხარ ვინ მითხარი!
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » მივიწყებული ლექსები (ვისაც შეგიძლიათ შეავსეთ გამორჩენილი ადგილები.ან გააგრძელეთ)
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ძებნა:

მოგესალმები Гость