ოთარ ჭილაძე - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ოთარ ჭილაძე (ოთარ ჭილაძე)
ოთარ ჭილაძე
nukriaДата: სამ, 09.09.2014, 23:41 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენ ვხურავთ წიგნებს, უჯრებს და ფანჯრებს
და გაბრუებულ ფრინველის მსგავსად
ვაწყდებით კედლებს და უცებ ვამჩნევთ,
რომ წასასვლელი აღარ გვაქვს არსად. რომ აღარ გვახსოვს, რაც უკვე ვნახეთ,
რასაც ოდესღაც მივწვდით ფიქრებით....
და მაინც ვძერწავთ საკუთარ სახეს
იმ დღისთვის, როცა აღარ ვიქნებით.
 
nukriaДата: პარ, 03.10.2014, 19:24 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარინას თოვლი
თოვლი მოვიდა, მარინა, თოვლი.
არც ისე მკაცრი ყოფილა ღმერთი.
დედოფალივით სუფთას და მოვლილს,
ჩემთვის აგზავნის და მხოლოდ ჩემთვის.
მე თოვლს ველოდი ძალიან დიდხანს,
ცისკენ გარბოდა თვალი თავისით.
და აი, ისიც, მოვა და მკითხავს…
თუმცა, რას მკითხავს თოვლი, რა ვიცი.
მარინა, თოვლი შენი სულია!
და განგებაა გამოგზავნილი,
რომ ამირიოს გზები სრულიად
და გზის ნაპირას დამსვას მგზავრივით.
ვითომ მივდივარ, თორემ ნამდვილად
კი არ მივდივარ, შენ გელოდები.
და თეთრი სივრცე ფიქრს მიადვილებს,
მორთული ნაძვის მწვანე ტოტებით.
და თოვლი, ცივი ქურქით შეფუთვნილს,
თავზე მევლება ქალური თრთოლვით,
მაგრამ მე ვიცი, რომ შენ გეკუთვნი,
გარემოცულიც ამხელა თოვლით.


Сообщение отредактировал nukria - პარ, 03.10.2014, 19:25
 
nukriaДата: შაბ, 24.01.2015, 11:49 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე შენთან სტუმრად მოვსულვარ ახლაც,
აქ მიპოვია დღის დასასრული.
მე მიყვარს შენი პატარა სახლის
სიმყუდროვე და კედლების სუნი.
მე მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი რატომ,
ფესვი გადგმული სულში ისეა,
და იქნებ ჩემი სტუმრობა მარტო
ჩვეულება და სინდისია!
შენ ისევ ისე მიხდი მადლობას
და ისევ ისე ამზადებ ჩაის,
(ვინ იცის,თოვლი როდის გადნებადა
რა იქნება ვინ იცის გაისს).
როგორ ბერდები.როგორ ბერდები,
როგორ გეცვლება ხმა და იერი...
ჩემი გზებით და იმედებით
სულ სხვანაირედ ვარ ბადნიერი
.
და მაინც მიყვარს ეს ჩუმი სახლი,
ეს ძვლისძველი დიდი ბუხარი,
შენი ფერმკთალი და წყნარი სახე
ისე ლამაზად არის მწუხარე.
ერთ დროს შენც იყავ ნაზი და ჩვილი
შენც გერხეოდა ყურზე საყურე...
დადიხარ,ფიქრობ და გეჩვენება
როგორ ადაბლებს თოვლი სახურავს.
ასეა,როცა გაივლის ქარი
ტყეშიც ამგვარად დგება ზამთარი.
დრო,გაფრენილი საოცრად ჩქარა
შენს თმებში ვერცხლად არის ჩამდნარი.
და მე მგონია,იმიტომ მიშვებ შენთან,
მდუმარე და მწუხრისფერი,
რომ შენს მახლობლად მეც ვიგრძნო შიში
სადღაც მოარულ ჩემი სიბერის.
მე დღეს ბუხარი ვერაფერს მეტყვის,
მე დღეს სურვილებს გრიგალს ვატოლებ,
ის აიშენა მან,ვისაც მეტი
ჰქონდა წუხილი და სიმარტოვე.
გარეთ შრიალებს იანვრის თოვლი,
იძინებს ბაღი ქარით ნარწევი...
ახლა მშვიდობით.მე კიდევ მოვალ
შენი მსმენელი და ხმის გამცემი.
 
nukriaДата: ორ, 02.02.2015, 04:55 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მალე გაზაფხული მოვა
და შენ ყვავილები ქარში,
ალბად გეგონება თოვა
ქოლგას უნებლიედ გაშლი.

ჭრელი აბრეშუმის ჭერი
სად არ წამოგყვება თრთოლვით,
ვიდრე ჩამოდგება ჯერი
სულში უსასრულო თოვის.

რაღაც გარდაუვალს ბავშვი
შენდაუნებურად ხვდები,
ქოლგა გაშავდება მაშინ
როცა გათეთრდება თმები.

მაგრამ გირჩევნია ახლა
ფიქრში ჩაღრმავება უჩვევს,
წაჰყვე მანქანათა ნახნავ
თოვლში გამოხვეულ ქუჩებს.

მალე გაზაფხული მოვა
და შენც ყვავილები ქარში,
ალბად გეგონება თოვა
ქოლგას უნებლიედ გაშლი.
 
nukriaДата: ორ, 09.03.2015, 14:11 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვიდრე ხარ... ვიდრე გათოვს და გაწვიმს,
არ წარიკვეთო არასდროს სასო,
ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი,
ხან ოცდაათი _ ერთ ვერცხლად ფასობს.
მაგრამ იმედი, ეს უფლის ჩიტი,
კვლავ ისეთია, როგორიც იყო,
კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითის
და თხილისხელა გულს ყველას გვიყოფს.
არ ჩაიქნიო არასდროს ხელი,
ვიდრე ხარ... ვიდრე ხედავ და გესმის...
ძველს ცვლის ახალი, ახალს კი _ძველი
და ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის.
ხან ბროლის კოშკზე შემოგსვამს ბედი,
ხან გაბზრიალებს, ვით შოლტი ჩიკორს,
მაგრამ ღიმილი და ცრემლის წვეთი
კვლავ იგივეა, რაც ადრე იყო.
ო.ჭილაძე
 
nukriaДата: ხუთ, 12.03.2015, 03:05 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენ შორის, ახლა,
ღამის ხმებია,
გაღმით ხარ სულო
და მეშორები,
ნისლები ისე შეიხვევიან,
თითქოს ძერწავდა
ქარი ტორებით.
ვერ მოვიშორე შიში...
მეტადრე
უშენოდ წერტილს
ვერ მივაგენი,
უზომო სევდას,
რომ მომენატრე,
გამიყუჩებდნენ
შენი ბაგენი.
სულის წასვლამდე
მესურვილები,
ჰო, ისე ახლოს
მინდა გხედავდე,
დროა შეკრული
მძიმე ღილებით
და გელოდები
დაძახებამდე.
არის ქარი
და არის წყალთოვა,
მე მახსოვს
შენი სათნო უარი...
ღამეა, გნატრობ,
ისე მარტო ვარ,
რომ გათენებაც
სათუო არის...

საშა გველესიანი
 
nukriaДата: ორ, 06.04.2015, 22:51 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაც დასახარჯი არსებობს - ვხარჯავ,
რაც სანახავი არსებობს- ვნახე.
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.

ვერ დავარბიე ჩემში ველური,
კანდაშაშრული მზით და მარილით,
ვერ მივაჭედე სულს სახელური,
რომ გამოაღოს ყველამ კარივით.

ყველა ზეიმზე დავიგვიანე,
ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე.
არც მდიდარი ვარ და არც ჭკვიანი,
მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს.

მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს,
თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.

/ოთარ ჭილაძე/
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ოთარ ჭილაძე (ოთარ ჭილაძე)
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ძებნა:

მოგესალმები Гость