არჩილ სულაკაური - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » არჩილ სულაკაური (ელენე ახვლედიანს)
არჩილ სულაკაური
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 21:48 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline

ო, როგორ უნდა, თქვენს ნახატს ჰგავდეს
ამ სახლს,
აივანს,
დათოვლილ კრამიტს,
ხოლო მე — ცისფერ ნამქერში ვჩანდე
სულ ერთი წუთით ან ერთი წამით.
ძველ სახლებს შერჩათ თავისი სევდა,
ძველ ქუჩებს მიაქვთ დარდი თავისთვის,
რომელსაც ვხედავთ, ანდა ვერ ვხედავთ,
რასაც განვიცდით, ან ვერ განვიცდით.
თოვს, ქალბატონო!
და ჩუმი თოვლი
ეს დაწეწილი ჩემი ფიქრია,
წარმავალობა ამ წუთისოფლის
უკვდავ ფერებად რომ დაგიღვრიათ.
იასამნების,
იის,
იელის
თოვლი ჩემს სულშიც მინდა ჩავტოვო...
თოვს, ქალბატონო!
რა მშვენიერი
თოვლი მოსულა, ო, ქალბატონო!

ამ ქუჩას უნდა, თქვენს ნახატს ჰგავდეს.
ამ სახლს,
აივანს,
დათოვლილ კრამიტს,
ხოლო მე — ცისფერ ნამქერში ვჩანდე
სულ ერთი წუთით ან ერთი წამით.
წვიმიანი საღამო

მთელი დღე წვიმდა...
წვიმს ახლაც ისევ...
დაძენძილია ღრუბლებით ზეცა.
ფიქრებს ძვირფასი წიგნივით ვიძენ,
წიგნივით ვფურცლავ,
წიგნივით ვკეცავ.
მე ჩემი ტვირთი სხვასავით მიმაქვს,
მიმაქვს მძიმე და ყრუ ამინდები,
მოწყენის ტყვიებს მიმიზნებს წვიმა
და სველი ფრთებით სად გავფრინდები?!
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 21:48 | Сообщение # 2
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
მამული

არ ვიცი, ამას რა ჰქვია,
როცა მთაწმინდა აქვეა,
როცა აქვეა მტკვარი...

ახლავე მივდგებ-მოვდგები,
მაცალე, ვიდრე მოვკვდები,
გადაგიხადო ვალი.
არ ვიცი, ამას რა ჰქვია,
როცა არაგვი აქვეა,
როცა აქვეა ჯვარი...

ახლავე მივდგებ-მოვდგები,
მაცალე, ვიდრე მოვკვდები,
გადაგიხადო ვალი.

არჩილ სულაკაური
 
verikolatariaДата: ოთხ, 07.03.2012, 03:58 | Сообщение # 3
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
მხოლოდ ერთხელ

გიორგი ლეონიძის მონატრება

მინდა, ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო.
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო?!

მივდივარ და სად მივდივარ,
სადაური საითა?
ლელო ერთხელ გავიტანე,
განა კიდევ გავიტან?!

გუმბათს ერთხელ ჩამოვკიდე
მოგუგუნე ზარები
და დარუბანდს მხოლოდ ერთხელ
ჩამოვხსენი კარები.

მხოლოდ ერთხელ აღვაშენე
სვეტიცხოვლის ტაძარი
და ლაშქარი დიდგორისკენ
მხოლოდ ერთხელ დავძარი.

მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა
სიყვარულის სიზმარი
და განმეხვნა ერთხელ მხოლოდ
კარნი სამოთხისანი.

მინდა, ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო,
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო?!
სადაური სად გაფრინდა,
ვის ცერზე ზის ტიალი,
ვის შეუდგა და ვის ასმევს
შარბათს ოქროს ფიალით?

ახლა გუმბათს მან დაჰკიდოს
მოგუგუნე ზარები
და დარუბანდს ახლა ერთხელ
მან ჩამოხსნას კარები!

ახლა სხვამან აღაშენოს
სვეტიცხოვლის ტაძარი
და ლაშქარი დასძრას დიდგორს,
როგორც ერთხელ დავძარი!

ახლა სხვასაც დაესიზმროს
სიყვარულის სიზმარი
და განეხვნეს ერთხელ სხვასაც
კარნი სამოთხისანი!

მინდა, ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო,
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო!
 
verikolatariaДата: ოთხ, 07.03.2012, 03:59 | Сообщение # 4
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
 
nukriaДата: ოთხ, 30.05.2012, 00:17 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

მთელი დღე წვიმდა...
წვიმს ახლაც ისევ...
დაძენძილია ღრუბლებით ზეცა.
ფიქრებს ძვირფასი წიგნივით ვიძენ,
წიგნივით ვფურცლავ,
წიგნივით ვკეცავ.
მე ჩემი ტვირთი სხვასავით მიმაქვს,
მიმაქვს მძიმე და ყრუ ამინდები,
მოწყენის ტყვიებს მიმიზნებს წვიმა
და სველი ფრთებით სად გავფრინდები?!
 
nukriaДата: კვ, 09.12.2012, 23:42 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი და შენი
ერთად ყოფნა გარდუვალია

შენ ხარ,
რადგანაც მე ვარსებობ...
ანდა - პირიქით....
ამ მაღალ ღამეს
ციკლოპივით ერთი თვალი აქვს.
მის შუქზე ბრწყინავს და
სიმივით წივის ბილიკი.
ჩვენ ერთმანეთის გარდუხდელი
ძველი ვალი გვაქვს.
ჩვენ ერთმანეთი
ჯერ ვერაფრით შემოვირიგეთ.....
და მაინც:
ჩვენი ერთად ყოფნა
გარდუვალია
მე ვარ,
რადგანაც შენ არსებობ
ანდა - პირიქით......
 
nukriaДата: პარ, 14.12.2012, 22:54 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
წვიმს...
აფრიალდნენ ქოლგები ისევ
შავი ქოლგები - ღამურას ფრთები...
მე არ დავეძებ ამ წვიმის მიზეზს,
და არც შემზარავ ქუხილზე ვკრთები,
სახლების თავზე კიდია ელვა,
ქრება,
ინთება...
და ქრება ისევ,
მე არცა ვშფოთავ და არცა ვღელავ,
და არც დავეძებ ქუხილის მიზეზს,
წვიმა კი ხეებს არხევს და არხევს,
და ფოთლებს თბილი წვეთები სცვივა...
შეფარებული შენობის თაღებს,
მე ვუცდი როდის გადიღებს წვიმა,
მე ვფიქრობ,
მაგრამ წვიმაზე არა,
მე ვფიქრობ მაგრამ
ელვაზე არა...
გოგონას სხეულს და სავსე ნაკვთებს,
სოველი კაბა ვეღარა მალავს...
მე ვუმზერ ,
მაგრამ გოგონას არა,
მე ვუმზერ წვიმას
ფილაქანს,
სახლებს,
და თბილი წვიმა ქუჩებში წყნარად,
გაწუწულ ხეებს არხევს და არხევს...
და მაინც :
თაღქვეშ ჩვენ დავრჩით ორნი,
სხვები გარბიან, და არ იცდიან,
და იმის გამო ,
რომ დავრჩით ორნი,
სხვაზე ვიფიქრო -არ შემიძლია...........
მე ახლა ვფიქრობ:
გოგონას სხეულს,
ამჟღვანებს სველი კაბა და ... წვიმა
რომ ეს დღე მისთვის - პირველი არის
რომ მას ჩემსავით არ გრძნობდნენ წამით,
ვერ მალავს სხეულს ამ სველ ამინდში,
წვიმა წვიმაა და არა ბინდი,
და მე მგონია, ფრთხილი ნაბიჯი,
ჯაჭვებით ბორკავს დარცხვენილ სინდისს
მე არდავეძებ ამ წვიმის მიზეზს,
და არც შემზარავ ქუხილზე ვკრთები.....
და შრიალებენ ქოლგები ისევ
როგორც საღამოს - ღამურას ფრთები!..
 
nukriaДата: პარ, 20.09.2013, 23:49 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როდის - არ ვიცი,

ადრე, თუ გვიან,

მაგრამ ოდესმე იქნება,


ვიცი:

დაგრჩება გულის კარები ღია

და დაგაფიქრებს ტკივილი:

რისთვის?

რისთვის ან ვისთვის ხარჯავდი ღიმილს,

წმინდა სხეული ვის დაანებე?

მოვა,

დარეკავს წვეთები წვიმის

და ჩამორეცხავს ღიმილს თვალებზე.

ღირდა თუ არა იგი რაიმედ,

ვისაც კარივით გაუღე გული?

მოვა, დარეკავს წვიმა, ვაიმე,

გადაგეშლება ვარდივით წყლული.

როდის - არ ვიცი

ადრე,

თუ გვიან,

მაგრამ ოდესმე იქნება,

ვიცი:

დაგრჩება გულის კარები ღია,

როგორც ოდესღაც დატოვე სხვისი!
 
nukriaДата: ოთხ, 19.02.2014, 03:06 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახსნა

დიდი ხნის წინათ რაც უნდა მეთქვა,
ანდა ის,
ახლა რაც უნდა გითხრა,
ნუ გაგაოცებს.
ჩემი სათქმელი ისე ძველია,
როგორც ყვითელი, ბებერი მთვარე
და ახალია,
ვით თანამგზავრი,
ამ ხნიერ მიწას თავბრუდამხვევად
ირგვლივ რომ უვლის და აჭაბუკებს.
შენ გძინავს მშვიდი და ფრთხილი ძილით,
ხოლო მე უფრო ფრთხილი ნაბიჯით
გიახლოვდები
და ჩემი სუნთქვა,
ახლა რომ ქვეყნად არავის ესმის,
ვხედავ,
გაღვიძებს.
ასე ცისკარი,
რომელიც ჯერეთ ღამის მიღმაა,
აღვიძებს ხოლმე ტყეში ფრინველებს.
შენ იშმუშნები და იღიმები
ბავშვის ღიმილით,
ბავშვის,
რომელიც ახლა დაბრუნდა
ფერად-ფერადი სიზმრის ქვეყნიდან.
უკვე არაფრით არ მაგონდება,
თუ სად და როდის გნახე პირველად.
აღარცა ვცდილობ, რომ გავიხსენო,
რადგან ჩემს გულში დაგუბებული
შენი სიზმრების ფერთა გრიგალი
იმ პირველყოფილ ხილვის ტოლია;
რადგან სიშლეგე გარდავქმენ სიბრძნედ
და სიყვარული ვუწოდე მერმე.
მე დღემდე მიკვირს,
რატომ არა ვთქვი
აქამდე,
შენთვის რაც უნდა მეთქვა,
ეგების სიტყვას გაუჩნდა ბზარი,
ვით სოფლის ბოლოს ეკლესიის ზარს,
რომელსაც დიდხანს უაზროდ რეკდა
ყველა გამვლელი და გამომვლელი?
ეგების სიტყვა დაცარიელდა,
ვით ძველი სკივრი,
ანდა ზანდუკი,
სადაც დედოფლის მზითევი ეწყო?
ეგების სიტყვას წავართვით მადლი,
როგორც ხვატი და ქარნი ხორშაკნი
ბარაქას ურცხვად ართმევენ მიწას?
ეგების სიტყვა დავშრიტეთ ისე,
რომ დავამსგავსეთ დამწდარ კალაპოტს,
სადაც მდინარე
თავის გზით აღარ მიედინება?
იქნებ გავთიშეთ სიტყვა და საქმე
და უღრან ტყეში
ეს მეოცნებე დიდი ბავშვები
ერთმანეთს ხმობენ,
დაეძებენ და ვერ პოულობენ
და უგზო-უკვლოდ დატანტალებენ?

მაგრამ მე ვიცი,
ეს ორი ბალღი,
ის მეოცნებე დიდი ბავშვები,
თუ ერთარსებად გარდიქცევიან,
მას ჭეშმარიტი ცხოვრება ჰქვია,
ან უფრო სწორად:
სიცოცხლის აზრი,
ანუ მიზანი,
საითაც მარად უნდა ილტვოდეს
გაჩენის დღიდან ადამიანი...
ვიტყოდით:
„მივალ,
ო, უსათუოდ! დღეს მაინც მივალ!“
და არასოდეს არ მივდიოდით.
ვიტყოდით:
„აჰა, გული მაქვს სავსე!“
როცა დაცლილი და დაწრეტილი
გული ცხოვრების გზებზე გვათრევდა.
ვიტყოდით:
„მჯერა!“
და ურწმუნობის ჯიუტი მატლი
გულმოდგინებით ღრღნიდა და ნთქავდა
ქარით გაფანტულ რწმენის ნაფლეთებს.
ვიტყოდით:
„მომწონს!“
და მშიერ გულში კმაყოფილებით
ვიღიმებოდით, რომ არ მოგვწონდა.
ანდა ვიტყოდით:
„არა, არ მჯერა!“
მაგრამ ჩვენს სულში სულ მისხალ-მისხალ
წვეთავდა შურის მწვანე წვეთები...
ო, მწუხარებავ და ჭმუნვავ სხვისა
კეთილსა ზედა!

ვიტყოდით:
„დღესვე!
დღესვე!
ო, დღესვე!“
თუმცა ხვალინდელ დღეს ვგულისხმობდით.
რა დროს ვფლანგავდით დამშვიდებულნი,
როგორ გავთიშეთ სიტყვა და საქმე!
და უღრან ტყეში
ეს მეოცნებე დიდი ბავშვები
ხმობდნენ ერთმანეთს,
დაეძებდნენ და ვერ პოულობდნენ
და უგზო-უკვლოდ დატანტალებდნენ.

შენ გძინავს მშვიდი და ფრთხილი ძილით,
ხოლო მე უფრო ფრთხილი ნაბიჯით
გიახლოვდები,
და ჩემი სუნთქვა,
ახლა რომ ქვეყნად არავის ესმის,
ვხედავ,
გაღვიძებს.
ასე ცისკარი,
რომელიც ჯერეთ ღამის მიღმაა,
ტყეში აღვიძებს ფრინველებს ხოლმე.

გითხარი:
„მოვალ,
დღეს უსათუოდ მოვალ, ძვირფასო!“
აჰა, მოვედი და მოგიტანე
ბარტყივით თბილი და ჩვილი რწმენა.
ამ ბარტყს სხეული ბუმბულის ნაცვლად
შემოსილი აქვს ნაზი ბუსუსით
და ნებზე ცოცხალ გულივით ფეთქავს.
რა მშვენიერი ბარტყია, ხედავ?!
ჩვენც გამოვკვებოთ და დავაპუროთ,
მერმე სუსტ მხრებზე შევასხათ ფრთები
გავწვრთნათ,
გავწაფოთ
და სივრცეებში ფრენა ვასწავლოთ...

შენს ტანს მთრთოლვარე ხელით ვეხები
და შენი მკერდი, თეთრი და მკვრივი,
ვით გაზაფხულზე მთაწმინდის უბე,
მოულოდნელად აყვავილდება.

მადლობელი ვარ, რომ დამიჯერე
და დამიბრუნე ის, რაც დავკარგე!
ამ მზეს უშენოდ ვერ ვიპოვიდი,
ამ მზეს უშენოდ არ ჰქონდა აზრი,
რამეთუ ჩვენ ვართ ის ორი ბავშვი,
გუშინ რომ ტყეში დატანტალებდა
და განწირული ხმობდა ერთმანეთს.
აი, მოვედი და მოვიტანე
ბარტყივით თბილი და ჩვილი რწმენა.

დიდი ხნის წინათ რაც უნდა მეთქვა,
ანდა ის,
ახლა რაც უნდა გითხრა,
ნუ გაგაოცებს.
ჩემი სათქმელი ისე ძველია,
როგორც ყვითელი, ბებერი მთვარე
და ახალია,
ვით თანამგზავრი,
რომელიც ახლა გარშემო უვლის
ამ ხნიერ მიწას და აჭაბუკებს...
 
nukriaДата: პარ, 18.04.2014, 17:32 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უკვე მოგეცი,
რაც მქონდა
რაც მაქვს,
და რაც ოდესმე მექნება - ისიც...

მე ვარ შენს სულზე გაკრული ჯვარცმა,
შენს ლურჯ სიზმრებში დანთქმული ნისლი...
ახლა შენ იცი,
თუ როგორ მტანჯავს
ამგვარი ყოფის გარდუვალობა
რომ შენს ტაძარში დილამდე დარჩა
ჩემი სუნთქვა და ჩემი გალობა...
ახლა შენ იცი...
თუ როგორ ვფიქრობ,
როგორ ვოცნებობ,
ვცხოვრობ და ვკვდები...
ღამეულ სივრცეს ან როგორ ვიპყრობ
შენს თეთრ სხეულზე დალეწილ ფრთებით...
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » არჩილ სულაკაური (ელენე ახვლედიანს)
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость