არჩილ სულაკაური - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » არჩილ სულაკაური (ელენე ახვლედიანს)
არჩილ სულაკაური
nukriaДата: ხუთ, 03.07.2014, 23:37 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს გაზაფხული მოვიდა ისე,
ვერ მოვასწარი გამოღვიძება,
გადაყოლილი ნაზამთრალ სიზმრებს
ქუჩებში რბილი ღამე ირწევა.

მე გამახსენდა ძველი ტკივილი,
მტკიოდი მართლა, თუ მე ვინატრე?
და ჭრილობიდან ცისკრის სხივივით
ამოდიოდა შენი სინათლე...
 
nukriaДата: ხუთ, 03.07.2014, 23:38 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *

" იას უთხარით ტურფასა:

მოვა და შეგჭამს ჭიაო."

. . . . . . . . . . . ვაჟა

ვუთხარი,
განა არ ვუთხარი,
მაგრამ არ დამიჯერა პატარამ
და გაზაფხულზე მაინც მოვიდა,
ლურჯი თვალებით გაუღიმა ქვეყნიერებას
და ფეხშიშველი გზას გაუდგა...
გზას გაუდგა...
გზას გაუდგა...
მთაწმინდას მიაშურა
დედოფალივით ფეხშიშველმა.

ეს რა ანდერძი დამიტოვე, მაღალო კაცო?!

რამდენჯერ უნდა ვუთხრა,
რომ დამიჯეროს პატარამ
და გაზაფხულზე აღარ მოვიდეს?

მე ვეუბნები ისე,
როგორც დამიბარე:

შენ ნუ გგონია სიცოცხლე
სამოთხის კარი ღიაო;
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,
მოსვლაში არა ყრიაო...

და მაინც ყოველ გაზაფხულს მოდის,
ქვეყნიერებას უღიმის ლურჯი თვალებით
და მერე
დედოფალივით ფეხშიშველი
მთაწმინდისკენ მიეშურება...

რატომ იღიმება პატარა?
უთუოდ იცის ჩემზე მეტი და მიმალავს,
არ მეუბნება....
 
nukriaДата: ოთხ, 28.01.2015, 23:29 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თეთრი საბანი წამოუბურავს ქედებს,
ზღაპარს ჩამოგავს, ზღაპარზე მეტსაც,
სულში ვინ ჩაგახედებს.
თოვლი მოსულა, თეთრმა ლეჩაქმა
გამიმზეურა ფერი,
ზვიადი მთები დგანან გულსავსედ,
მკაცრი იერი შვენით.
თოვლიან ტაბლას მიწყობენ მთები,
ჯიხვები თოვლზე თვლემენ,
ზამთარს გაუდგამს ფეხები დინჯად
მხრებს დასწოლიან ქედებს.
თოვლი მოსულა, ნიჩაბს პაპისას
გზის გასახრილად ვირგებ,
დაკოჟრილ ტარზე პაპის კოჟრები
ხელისგულს მოხვდეს იქნებ.
მერე კი ერთად გავხრილოთ გზები,
ვიგრძნო წინაპრის სითბო,
პაპის ნიჩაბი პაპის მაგიერ
სულში ფათურობს თითქოს.
მარინა ხუჭუა 07 01 2015
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » არჩილ სულაკაური (ელენე ახვლედიანს)
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ძებნა:

მოგესალმები Гость