ვახტანგ ჯავახაძე - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ვახტანგ ჯავახაძე
ვახტანგ ჯავახაძე
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 21:58 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***
მაშინ, როცა ნაზარეველს მიუსაჯეს გოლგოთა,
ოცდაათი მეტი ღირდა ვერცხლი - ვიდრე ოქრო - და
თქვენ, რომელთაც ვერცხლი გიყვართ - ციმციმა და კიაფა, -
თუ გამყიდით, არ გამყიდოთ - ოცდაათზე იაფად!
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 21:58 | Сообщение # 2
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
აიეტი! - აიეტი!

ბატონ აიეტს ვახლავარ ორმოცდაათი არხით:
ხალხით და ბაირაღით და ჯანყით და იარაღით.
მორთმეულია სამყარო გობით, სულო და გულო:
მარელისი და მარსი და ხურცილავა და ხულო.
ხორვატებსა და ხომალდებს ქარი არხევს და არყევს
და ვიცვლით დონჟუანივით საყვარლებსა და არხებს.
სუეცი გინდა, ბი-ბი-სი, პანამა, სი-ბი-ესი,
მივყვები საკაბელოს და შევდივარ სიბერეში.
კოლხეთს ვიხსენებ, მედეას, უკუღმა ტრიალს ჩარხის:
ერთი რომ მაინც ჰქონოდა აიეტ მეფეს არხი?!
ერთი რომ მაინც ჰქონოდა არხი კაპიტან ნემოს?! -
კიდევ კარგი, რომ არ ჰქონდა თავისი არხი ნერონს!

ვახტანგ ჯავახაძე
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 21:58 | Сообщение # 3
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***
რაც დრო გადის და რაც უფრო ვბერდები,
რაც უფრო მეტ ბებერს შევეფეთები
და რაც უფრო სწუხან ახალბედები, -
უფრო ხშირად მავიწყდება გოეთე და
უფრო ხშირად მახსენდება პეტეფი.

ვახტანგ ჯავახაძე
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 21:59 | Сообщение # 4
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
ტრიალებდა,ტრიალებდა,ტრიალებდა კარუსელი

ტრიალებდა,ტრიალებდა,ტრიალებდა კარუსელი.
ქარს მიჰქონდა ხეების და ხეივნების ნამუსრევი.
ბეღურები ეშვებოდნენ კოპიტების კენწეროდან,
იდგა ძაღლი და გოგონას გაკვირვებით შესცქეროდა.

გოგონა კი ჩამჯდარიყო თავის სათამაშოებთან,
მაგრამ კი არ თამაშობდა,მამას თვალს არ აშორებდა.
მამაც იქვე, სადაც დიდი ჩრდილი ეგდო კოპიტების
ვიღაც უცნობ მანდილოსანს შესცქეროდა მორიდებით.

ის უცნობი ძაღლს უცქერდა,ძაღლი იდგა ბეღურებთან,
ძაღლი - გოგოს,გოგო - მამას,მამა - უცნობს შეჰყურებდა.
ამ მზერაში იყო რაღაც უცნობი და აუხსნელი...
ტრიალებდა, ტრიალებდა, ტრიალებდა კარუსელი.

ვახტანგ ჯავახაძე
 
nukriaДата: სამ, 15.05.2012, 00:41 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

კარგი წესი აქვთ ადამიანებს:
არ კითხულობენ სხვების წერილებს.
მკაცრმა ქარებმა გადაიარეს,
რწმენა მაინც ვერ შეაცვლევინეს.
გული კი
ისე მძაფრად წრიალებს,
ახალ მეგობრებს შეგაძენინებს.....
ცუდი ჩვევა აქვთ ადამიანებს:
ერთმანეთს ძვირად წერენ წერილებს
 
nukriaДата: ხუთ, 07.06.2012, 02:06 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

გულში იზრდება უკვდავ ვენახად,
სულში ანთია უქრობ სანთლებად,–
მე ძველ წერილებს არ ვხევ–ვინახავ,
გამახსენდება–გამიხარდება.
დამძიმებული,
წყნარი ხელები,
მონატრებული უღრუბლო ამინდს,
ასეთ წერილებს გაიხსენებენ
და დაეძებენ წვიმიან ღამით...
ზოგჯერ კი ხევენ,–
როცა ნისლიან
ფიქრებში ეჭვი მოიკალათებს,
ან როცა ბინას გამოიცვლიან
ან იყიდიან ახალ კარადებს.
მე სტრიქონების შუქმა დამინდო,
როცა დავკარგე კვალი კინაღამ,
სწორედ ამიტომ,
სწორედ ამიტომ
მე ძველ წერილებს არ ვხევ,ვინახავ...
მძიმე წუთებში–
დარბაისელი
კაცები ძვირფას დღიურებს ხევენ,
მე კი გავივლი
და გავიხსენებ
წერილებს–როგორც გამოწვდილ ხელებს.
 
nukriaДата: პარ, 24.08.2012, 14:53 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
..პოეტი პოეტის არქივში თავის გვარს ეძებს და შლის,
ატყუებს საკუთარ ქვეყანას, ატყუებს საკუთარ შვილს...
ეტყობა, უფალი გაგვიწყრა, როდესაც, როცა და როს -
თავისი ცნობილი სახელის წამშლელი დასჭირდა დროს....
 
nukriaДата: სამ, 28.08.2012, 01:12 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქვს ფანტაზია ბავშვის,
ცაში დაეძებს სოროს,
სამსართულიან სახლში
მეცხრე
სართულზე
ცხოვრობს.
 
nukriaДата: სამ, 28.08.2012, 01:15 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზარი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა

რეკავს, რეკავს ტარიელის მობილური რეკავს,
რეკავს, ნაპერწკლები სცვივა ფირუზისფერ ეკრანს.
უცნაური ხმით გაივსო სახლი ანუ ქვაბი,
სმენად იქცნენ ხეები და კლდეები და ქვები.
სმენად მხეცნიც მოვიდიან - ამა ზარის ზართა,
შავი ცხენიც გაკვირდა და გა-ცა-უმეცარდა.
რეკავს, რეკავს, ტყენი დგანან, რეკავს, მთანი სხედან,
იგი სტირს და არა ესმის, ჩაჰღვრის ცრემლთა ცხელთა.
სოფლის გაღმა გააბიჯა - უცხო მდინარესთან...
- ცოტა გვიან გადმორეკეთ, ქალბატონო ნესტან!
 
nukriaДата: სამ, 28.08.2012, 01:16 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მომკლავს არა კაცი

მე მომკლავს არა კაცი,
არამედ - არაკაცი,
წავა და გაერევა
მკვლელების მარაქაში.
ბევრნი არიან, ბევრებს
მიემატება ჩემიც,
მეორედ დააბერებს
მესამე განაჩენი...
კარგი! მოგცლია ერთი,
ვინ გაძლევს გარანტიას:
ვის დაკარგვიხარ, შენთვის
ვინ გააფუჭებს ტყვიას?!
სხვამ მოიდრიკოს მუხლი
ან თავი მოისაწყლოს, -
შენ ვერ ასცდები მუხის
სარეცელს ანუ საწოლს.
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ვახტანგ ჯავახაძე
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость