სულხან წულიკიძე - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » სულხან წულიკიძე
სულხან წულიკიძე
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 22:16 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
დამაბრალებენ

ღამე, არაყი, ზღვარი ივლება,
ახლა სიცხადეს წერენ თვალები,
შენზე ოცნებებს გადავივლებ და
-”პოეტიაო” - დამაბრალებენ.

არა, ძვირფასო, მოვრჩი, გავნელდი,
მხოლოდ შენს ხატებს ვუწერ ტროპარებს,
ლექსი კი მაშინ გადაგრანელდა,
როდესაც ღამეს ფიქრი მოვპარე -

გარდაცვალება. ხვალ რა იქნება,
ალბათ იტირებს ღმერთი ხელახლა,
იცი ძნელია იმის მიგნება,
რასაც იქ ეძებ, სადაც ვერ ნახავ,,,

არა აფსურდი, რადგან მე ასე,
ბევრი დილა და ღამე ვათიე,
ისევ ტკივილი მოდის მეასედ,
ისევ გეძახი, გთხოვ, მაპატიე!

ღამე, არაყი, უცხო სიზმრები,
კვლავ მაშინებენ მუქი თვალებით,
ვიცი, ხვალ რომ გულს ამომივსებენ
და უგულობას
დამაბრალებენ...
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 22:16 | Сообщение # 2
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

ხორცის ტკივილამდე რაღაც გამიხარდა,
გრძნობის ასახსნელად სიტყვა აღარ მყოფნის,
შენ კი ჩემო როი გასაყოფი ხარ და
მთელი პოეზია არის განაყოფი.

ვწერ ლექსს გუშინდელი გრძნობით დაზაფრული,
უკვე აღარ მარცხვენს სხვათა ირონია,
შენში ბევრად მეტი არის გაზაფხული,
შენში ბევრად მეტი გალაკტიონია.

ვწერ და მოპოეტოს მათრობს სტრიქონები,
თვალებს აელვებულს მძიმედ ვახამხამებ,
თითქოს ამ სტრიქონებს დიდხანს ვიგონებდი,
თითქოს ბევრი დილა ასე დავაღამე.

ვიცი სირცხვილია სიტყვა ნაქურდალი,
ვიცი სიტყვის არ ვარ კარგი აკრობატი,
მაგრამ მაინც ვიტყვი - როი გენაცვალე,
მერე შავ ღვინოსაც დავლევ დათრობამდე

ხორცის ტკივილამდე რაღაც გამიხარდა,
გრძნობის ასახსნელად სიტყვა აღარ მყოფნის,
რადგან ყველა ლექსის ყველა სტროფი ხარ და
მე კი ამ სტროფებით უკვე ავადმყოფი.

სულხან წულიკიძე
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 22:16 | Сообщение # 3
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
დედას

ქუჩებს შემოდგომის ქარი მოსდებიათ,
ხეებს შეუსახლდათ კვნესა აქტიური,
დგანან ფერწასული მანდილოსნებივით,
ვამბობ - მენატრები - და რომ ფაქტიურად,
მეც ეს შემოდგომის ქარი მიმალეწავს,
უხმო მოგონებად გასულ საუკუნეს,
იცი მეშინია რადგან ამდენ სევდას,
მე შენს წინსაფართან ვეღარ ვასლუკუნებ.

სულხან წულიკიძე
 
nukriaДата: ორ, 23.01.2017, 19:06 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმაა ახლა რემბრანტის ფუნჯი,
უნდა დაგხატოს,
მე კი მოლბერტი
ვდგავარ,
ჰო ვდგავარ და რაღაც ფუჭი
მოგონებებით უკვე მოვბერდი.

წვიმს და ცრემლებად ილევა ზეცა,
ყველა წვეთი კი ბოროტად მიტევს,
პერანგებივით ოცნებებს ვკეცავ,
და ვხედავ როგორ გიხატავს თითებს

წვიმა -
ჩემს მკერდზე,
შენ კი ძლიერად,
მიჭერ და გულში მეკვრები ისე,
რომ დაეკარგა წვიმას იერი
და შემოღამდა ფიქრებში ცისებრ...

ვინა ვარ? ქვეყნად მოვედი რატომ,
საით მივდივარ ან რაღა მინდა,
როდემდე უნდა ვიარო მარტომ?
რემბრანტი ხატავს,
ფერადად წვიმს და

შავი ღრუბლები წვეთებს მესვრიან,
მე ვდგავარ ისევ, როგორც მოლბერტი,
ვდგავარ და ვიცი რომ ეს ლექსია,
ჩემი სიკვდილის წინამორბედი.
 
nukriaДата: ორ, 23.01.2017, 19:26 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არხოტის მკერდზე ჩაძინებულ სიზმრის სადარო,
მდუმარედ გიმზერ სიმაღლიდან ქისტის აულის.
მკლავზე დაწვენილ შვილთან ერთად იტევ სამყაროს,
ყველა დილას კი გადაარქვი დღესასწაული.

მზე ჩაბნელებულ ფერდობიდან ამოიწვერა,
გადაიშალა ოქროსფერი, ფარშევანგივით,
სულის ღრიჭოებს ჩაეფინა ლოცვად, სიმღერად,
მე კი არ ვიცი -რა მაფითრებს ასე, ან კიდევ

ჩემი ფიქრები ეჭვეულად რატომ შიშობენ,
როდესაც ირგვლივ სიცხადეა ყველა ოცნების,
როცა თვალები უყურებენ თვითონ ღვთისმშობელს
მარად მომღიმარს და ფერებით გასხივოსნებულს.

არხოტის მკერდზე ჩაძინებულ სიზმრის სადარო,
მდუმარედ გიმზერ სიმაღლიდან ქისტის აულის.
შენს სისპეტაკეს მე ვუწოდე მთელი სამყარო,
ყველა დილას კი კურთხეული დღესასწაული
 
nukriaДата: ორ, 23.01.2017, 19:39 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტყუპები იყვნენ, საოცარი ნიჭი აქვთ ტყუპებს,
თუმც უსახელოდ, სუნთქავდნენ და სუნთქავდნენ ჰაერს,
ჰაერს რომელიც ერთმანეთის სუნთქვიდან წრუპეს,
ჟანგბადს რომელიც დაბადების მოლოდინს ერთვის,
მაგრამ არ იცი, არასოდეს არ იცი თურმე,
ხშირად ბჭობს კაცი და ნაკლებად იცინის ღმერთი.

შემთხვევაც ესე მე რომელიც გიამბოთ უნდა,
ერთ დილით მოხდა, საშინელ და დაწყევლილ დილით,
ზოგს ახსოვს კარგად, ზოგიც კიდევ იხსენებს ბუნდად,
მოასკდა ქალაქს ნიაღვარი, იქუხა ცაზე,
ყველაფერი კი ყველაფერი დაიწყო იმით,
რომ ათ საათზე ყველაფერი დაიწყო ასე -

ეძინათ ტყუპებს, მერე ფეხში ტკივილი იგრძნეს,
ჩაჰკიდეს ხელი ერთმანეთს და მეორე ხელში
სიფრთხილე შეკრეს, გაეღვიძათ მოშორდნენ სიზმრებს
და უცებ ერთ ტყუპს ღვარად წასკდა ზურგიდან სისხლი,
დაიფშვნა საფრთხე და მეორეს ერთგვარად შეშლილს,
გადაეფარა ის პირველი, თავისი ღვიძლი.

გაგრძელდა ბრძოლა თუმც ეს ბრძოლა არ ჰგავდა ბრძოლას,
მათ მხოლოდ იმის ჰქონდათ შანსი დაეცვათ თავი,
იფიქრეს კიდევ, კიდევ ერთი ძმის ან დის ყოლა
და როცა მაშინ როს კაცი ბჭობს და ღმერთი ტირის,
თავგანწირულად, იძულებით, საათზე თერთმეტ,
დაეცა ასე დაგეგმილად ორივე გმირი.

.............. ............ ...............

დღე იყო ცივი, ქარი ფოთლებს ხეებში ხევდა,
იყო პალატა, თეთრ ხალათით შევიდა მაცნე,
გამოაღვიძა და ტკივილით გადაღლილ დედას,
წარმატებული და მორიგი აბორტი ამცნო...

როინ აბუსელიძე
 
nukriaДата: ორ, 23.01.2017, 20:04 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვხედავ ანარეკლს, საკუთარი თავის ნაქურდალს,
კვირის მწუხრიდან ვემზადები - კვლავ საკვირაოდ,
ვდაგავარ მიწაზე და თან ვწევარ ჩრდილში საკუთარ,
იმიტირებულ ფრენით ვცდილობ შევკრა ირაო.

შევიმოსები და აღსდგება ჩემში მესია,
დავემგვანები ბნელ უღრანში ცოდვით დატორილს,
ღამე კორიდას წესებივით უმკაცრესია,
იღბალი ჩემი ემსგავსება ბედს მატადორის.

მინდება თავი დავაღწიო უქირურგიოდ,
როგორც იონამ, მესამე დღეს მუცელს ვეშაპის,
სჯობს საკუთარ თავს ფერი უფრო მუქი ვურჩიო,
და მოვიხადო სასჯელივით ცოდვის ეტაპი.

ცოდვა - კეთრივით დამემართა - წლის ოცდაორი,
ორასორმოცდახუთი დღის და წუთების უკან,
დაბადებიდან ბედი მიწვევს მასთან საომრად
და მატრიალებს მის კოლბაში - ვით ცენტრიფუგა.

ბავშვივით თვალებ ამღვრეული ვებღაუჭები
სევდას, ვერაფრით წარმოვიდგენ ჩემ თავს უმისოდ,
ბედუინივით დამსკდარი მაქვს მზისგან ტუჩები,
დედის რძესავით მასაზრდოებს სევდა კუმისით...

მინდება თავი დამაღწიოს მელანქოლიამ,
და სურვილების მოძალებამ შუაღამისას,
ოქტომბრით სველი მივაშურებ ზღაპრულ ოლიანდრს,
სადაც სურვილებს მძივებივით სულზე ავისხამ.

თვალის ბადურებს შეეფინოს ნისლი ნოტიო,
მწიფე სისველით ის ყოველთვის ახარებს რტოებს,
იტყვიან, გულს ვერ მოუფრთხილდა იდიოტიო,
და ვერც სიცოცხლეს - ისევ გულით ნახავერდოვნებს.

მდუღარე სუნთქვაც სიწმინდეზე ისე დავადნე,
რომ ჰაეროვნად სრიალებდა სისხლში სტიქია,
საპნის ბუშტივით გასკდა გული, ოხ, ეს - სადარდე,
ამ დასასრულის დასაწყისიც სწორედ იგია...

ვწევარ... ვიღვიძებ...დილა... ღმერთი... ლოცვა... ყავა და...
ცოდვა... შენდობა... პოეზია... მერე სხვა დილა...
წარსულს, რომელსაც უკანასკნელ ლოცვას გავატან,
ბედი, რომელიც უბედობას სჯობდა ნამდვილად.
ბოლოს კი ისევ მარტო ვრჩები - ჩრდილთან საკუთარ,
იმიტირებულ ფრენით ვცდილობ შევკრა ირაო...
ვუმზერ ანარეკლს, საკუთარი თავის ნაქურდალს,
მეღიმება და ვემზადები - კვლავ საკვირაოდ!..

გიორგი გაბაიძე
 
nukriaДата: ორ, 23.01.2017, 20:14 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ავად გვახსენდება ჟამი უწინდელი,
სწორედ ამიტომაც არ გვსურს გახსენება,
ისე გაგვიფრინდა ხელთგან სატანები,
სულმა ვერ მოასწრო მგლურად გამგელება.

სისხლის აბაზანებს იღებდნენ ცხელ ცხელს
ხალხის გულებით ზურგსაც ისაპნავდნენ
ასე გასაპნული ჩვენს ძვლებზე თქარუნობდნენ,
მერე იმ ძვლებით ეშმაკს იქარგავდნენ.

მშობელს შვილს უკლავდნენ მართლაც უმიზეზოდ,
მიზანი ჰქონდათ ბნელი, ისეც უკუნეთში,
მღვდელი გაეყვანათ ხალხში უწვერებოდ,
იმას სამშობლოსთვის გული ეწვის მკერდში.

ქართველ დედისათვის ტანჯვა მოეგონათ
ყველა სატანჯველზე ბევრჯერ უარესი
შვილის მოსაკლავად ფულს ახდევინებდნენ
და გულს უგმირავდნენ ვით ქუსლს აქილევსის.

ჩემს სამშობლოში ყოფა ძნელდებოდა,
კვიცი ქართულ გვარზე ლაღად ვეღარ ხტოდა
სამჯერ ათი ვერცხლი ვერ ვიკმარეთ და
სამი მანეთი ვისღა ეყოფოდა?

გაფრინდა წლები, როგორც ნიავი
თან გაიყოლა ბნელი ანარქია
ღმერთო დასწყევლე ის დრო და ჟამი
სამი მანეთი რომ ღირდა ტყვია.

(ოლეე) ლევან გელაძე
 
nukriaДата: ორ, 23.01.2017, 23:42 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ელია მელია თვალი გამიხელია,
არითვლიო ათამდე ტყუილია ზღაპარი,
მდინარეთსან ნუ ჩახვალთ იქ სირბილი ძნელია,
ვინც არ დაიმალება ჩემი ბრალი არ არის.

ასე გეძებდი გსდევდი უღლელად,
მხოლოდ შენ, სხვისი დარდი არ მქონდა,
დაგასწარიო, ხარო სულელი,
მეძახოდნენ და კოცონს აქრობდნენ.

დავქროდი. ვთელე გზები, მინდვრები,
ჩემთან შემოდი - ამბობს წისქვილი,
ვჩერდები, ესვლა მართლა მინდება,
ვაიმე დედა ჩემი სიკვდილი.

მაქ ხომ მგელია და დიდი ვირთხა,
რომელიც ბავშვებს დიდ ჯოხებს უშენს,
აქ არ იქნები, შენ ისევ იქ ხარ,
სადაც გიპოვე, დაღლილი გუშინ.

მივედი, არა იქაც არა ხარ,
ამდენი მალვა რაღა წესია,
სახლში ვბრუნდები გულის კარნახით,
შენ კი სირბილით წამომეწიე.

ერთად ვართ, ხელის ხელზე დაჭერით,
ამბობ წისქვილში რა უნდა ვირთხას,
არა, მატყუებ, შენი არ მჯერა,
-ჩემი არ გჯერა? ბაბუას ჰკითხე.

ასე გეძებდი, ასე დაგსდევდი,
დილის საუზმე მთელ დღეს მყოფნიდა,
სანამ რატომღაც უკანასკნელად,
არ წაგიყვანეს ჩვენი სოფლიდან.

---------------------------------------------------

-რა ლამაზია, რამდენისაა?
-სამის, აპრილში ოთხის გახდება,
მეღიმება და დროის ისარით,
ისევ წისქვილის ქვასთან ვსახლდები.

სულხან წულუკიძე
 
nukriaДата: სამ, 24.01.2017, 00:13 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გენი ევასაგან მოგდგამს ვინაიდან,
დგახარ მოაჯირზე ცოდვას ეპირები!
ქალი -
მოვარდნილი ღვარი მდინარიდან.
კაცი -
წინ აღმდგარი ლოდი ჯებირების...

მართლა კარგად მესმის მას რაც შეუძლია,
ერთხელ მეც გავბედე, (უნდა ვთქვა კიდავაც)
კაცი -
გაცრეცილი ლექსის რვეულია,
ქალი -
ამ ლექსებზე ცეცხლის წაკიდება.

ჭიამაიების ერთი ოცეული
ამინდს გავუცვალეთ, ჰოდა დღესდარია,
ქალი
ყვავილია ნორჩი - ბროწეულის,
კაცი?
კაცი ალბათ ფუტკრის ნესტარია,

ფუტკრის, ყვავილებს რომ გულში ჩარჩენიათ,
გული სიყვარულით როცა დაიმტვერა,
ქალი
შენია და თითქოს არც შენია,
კაცი
გპატიობს და თითქოს, მაინც ვერა!

უკვე აფრინდი და მეცხრე ცას მიტოპავ,
მზერა დამფრთხალია, როგორც მეხში - შველი
კაცი
წვიმა არის
ქალი -
წყალდიდობა!..
შენსკენ მეც მოვტოპავ ღრმად და ... ფეხშიშველი -

მთვარე შენს ნაწნავში ვერ გამოეტია,
ცისკენ მიგაქანებს ფიქრთა ნიაღვარი,
კაცი ყოველთვის და ყველგან პოეტია
თუკი გაუგებს და თავსაც შეაყვარებს

ქალი - მოვარდნილი ღვარი მდინარიდან,
ტალღას აქაფებულს ჩემკენ მოაჯირი-
თებდა, თებერვალი იდგა ვინაიდან
კადრში გაიყინეთ შენ და მოაჯირი!

გენრი დოლიძე
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » სულხან წულიკიძე
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость