შოთა ნიშნიანიძე - Page 11 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » შოთა ნიშნიანიძე » შოთა ნიშნიანიძე (შოთა ნიშნიანიძე)
შოთა ნიშნიანიძე
nukriaДата: კვ, 26.01.2014, 17:37 | Сообщение # 101
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გიორგობის თვეში
ნუნუა წვიმს ჩვენში,

გალეშილი ოჩოკოჩი დაჩინდრიკობს ტყეში,
გარბიან და გამორბიან გზები ალთაბალთას
და ღლაბუცობს ოჩოკოჩი ოქროსთმიან ალთან.

რა ხანია არღნის ხმები აღარ ესმის იმერეთს,
დოლ-გარმონით აფიცხებენ მაჭახელა სიმღერებს.

ეჰ არღანო, ჩემო "კუკლა", ვინ ოხერმა გიყელა,
მო, შურთხივით ამიფრინე მოკრიახე სიმღერა.

თქვენი ძველი პატრონები, თითქო არაფერია,
გადიებულ სურათიდან ჩუმად გადმოგვცქერიან.

მაშ, არღანო, ძველებური ჰანგი დასხლიტე,
გაიხსენე სახლიკაცთა ომში წასვლის დღე...

გიორგობის თვეში
გულს გაუდის რეჩხი,
გინდ ყოფილხარ იმერეთში, გინდა - სამოთხეში.

იმ დღეს ღვინო მოიწყურა ნაღვლიანმა გლეხკაცმა,
მერე არღანს ეკურკურა და ცხენივით შეკაზმა.

გადავარდა... სოფელ-სოფელ დაიარა მოყვრები,
იქეიფა, მოიოხა გული მოსაოხები.

არ დაღლილა არც სიმღერით, არც ხუმრობა ხარხარით,
აჭახჭახა, აზლუქუნა, აღრიალა არღანი.

(სანამ ტყვია დაცხრილავდეს ჯარისკაცის ფარაჯას...
თავის წილი სიხარული იმ ორ დღეში დახარჯა).

ჰკოცნიდა და ეხვეოდა ვაზის რქას თუ ხარის რქას,
სიმინდს ფეხზე აყენებდა, წამოჩოქილს ქარისგან.

მაღლარსა და გუდა ლეღვებს შესცქეროდა ქვემოდან,
ალბათ გული თუ უგრძნობდა, ვეღარ დაბრუნდებოდა...

...
ეჰ, არღანო, ახლა მივხვდი, თურმე რანაირი ხარ,
ეს რა მოგდის, შე ბებერო, მღერიხარ თუ ტირიხარ?
...
გიორგობის თვეში
გულს გაუდის რეჩხი,
გინდ ჩასულხარ იმერეთში, გინდა - სამოთხეში.
 
nukriaДата: ოთხ, 29.01.2014, 00:23 | Сообщение # 102
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა ჩქარა, რა ჩქარა, რა ჩქარა დამთავრდა
ეს ნელი რონინი გაზაფხულ-ზამთართა.
ბავშვობაც რა ჩქარა, რა ჩქარა დამშორდა,
რა ჩქარა მოვიდა სიბერის ბავშვობა.
მე კიდე სულ რბენა, სულ ფრენა მინდოდა,
გრიალი ჩანჩქერთა, ტრიალი მინდორთა.
რაც იყო ან კიდევ, არც იყო აშკარად _
რა ჩქარა დამთავრდა, რა ჩქარა, რა ჩქარა!
რა ჩქარა გავთენდი, რა ჩქარა დავღამდი...
სალამიც ვერ გითხარ... ნახვამდის... ნახვამდის...
 
nukriaДата: კვ, 02.02.2014, 16:55 | Сообщение # 103
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სახლში თამაშობენ, კარში თამაშობენ,
რა ქნან, თამაშია მთავარი.
სიზმრებში ცხოვრობენ, ზღაპრებში ცხოვრობენ,
ცხოვრებაც ჰგონიათ ზღაპარი.
მხოლოდ ისინია, მხოლოდ ისინია
ჩვენი ხალისი და მიზნები,
ეზოში დარბიან, ხტიან, იცინიან
ჩვენი ახდენილი სიზმრები.
ფერადი ჩიტები,
ფერადი აფრები,
როგორც სიზმარში და ზღაპარში,
მხოლოდ სიმღერები
და მხოლოდ ზღაპრები
და მხოლოდ თამაში,
თამაში.
დაე გაიზარდონ,
გაიგონ მთავარი,
გაიგონ რისი ვართ ყაბული,
თუმცაღა ცხოვრება არ არის ზღაპარი,
მაგრამ შესაძლოა -
გავხადოთ ზღაპრული.
 
nukriaДата: პარ, 14.02.2014, 01:38 | Сообщение # 104
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პუშკინმა სკვერი აირჩია,
ლერმონტოვს ჰკლავენ ტრამალში,

სიკვდილისაკენ გასწია
ლორდ ბაირონმა ლამანშით.
პეტეფიც მაგათ მხარშია,
ისიც ქარშია ფრთამალში,
გვწამს ფედერიკო გარსია -
უხორცოსავით მამაცი!
ვთქვათ, ტრაგედია არც კია:
თავგაყოფილი დრამაში,
ვახსენოთ, ხარჯი ხარჯია,
ესენინ, ბიჭი ლამაზი!
პოეტი - სხვაგან ასია,
საქართველოში სამასი,
გალაკტიონი თავშია,
რაღა თქმა უნდა, ამაშიც...
დიდი პოეტი მსგავსია
და ყველა ერთი მთავარში:
სუყველა დიდი ბავშვია,
უყვარს სიკვდილთან თამაში!
 
nukriaДата: კვ, 16.02.2014, 01:07 | Сообщение # 105
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გთხოვ, მომატყუო თუკი დაგჭირდეს,
გაგიჩუმდები,

რას ვიქმ უკეთესს...
ოღონდაც ისე ნუ გამიჭირდეს,
შენ ჩუმად იყო,
მე-გატყუებდე...
 
nukriaДата: კვ, 16.02.2014, 01:08 | Сообщение # 106
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პატარა იყავ და ამიტომაც,
თუ ვერ გამჩნევდი მეპატიება.
რას ვიფიქრებდი არ დამინდობდა
შენი ქალური შურისძიება.
და თუ გიყვარდი, როდია ჭორი,
ან ქარაგმულად თქმული იგავი,
მიუწვდომელი და შორზე შორი,
შენს თვალში დიდი ვინმე ვიყავი.

და როცა ეშხი შეგმატეს წლებმა,
როცა სიმწიფის ფერი გაჩუქეს
შენ დაგინახა სუყველამ ერთად,
თვალებმა, გულმა და სიჭაბუკემ.

და შეიცვალა ჩვენი როლები,
შენ გამირბოდი, მე გდევდი ბოლოს
შენ წითლდებოდი და ათრთოლებით
უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ.

ერთხელ კი გზაზე აღარ გაგიშვი,
ლამაზ თვალებში ჩაგხედე დარდით.
ამხელა ბიჭი მე შენს თვალებში
რა პატარა და უმწეო ვჩანდი.

მას შემდეგ მუდამ გხედავდი მცინარს,
თითქოს მიმზერდი კიდეც ზემოდან.
გავიწყდებოდა სალამი ხშირად
და ძეველებურად აღარ გრცხვენოდა.

ბოლოს გავიგე როგორ დაგკარგე,
დაგკარგე...დამრჩი ნატვრა მარადი.
თვალებში როცა ჩაგხედე , კარგო,
შენს თვალში მაშინ დავპატარავდი.
 
nukriaДата: კვ, 16.02.2014, 01:09 | Сообщение # 107
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე სიყვარულში აწი ვეღარ გამოგიტყდები...
ვეღარ გაგიმხელ ჩემი გულის მწარე იარებს ...
და თუ სიყვარულს წმინდა გულით არ დამპირდები,
წადი!!!! იარე!!!

საუბედუროდ, შენთან ახლოს ვერ გავჩერდები...
გრძნობები ჩემი ცივი ხელით დაარიალე...
ვიცი, რომ ტკბილად ორივენი ვერ დავბერდებით,
გასწი!!! იარე!!!

ო, საბოლოოდ მივხვდი ყოველს, მივხვდი და ვნანობ...
დამახრჩობს, ალბათ შავ გრძნობების ავი მდინარე
მე შენ გეძახი , მაგრამ , რადგან წასვლა გიბრძანე ...

მოიცა....

ანდა....

ვაი,

რა ვქნა...

წადი..................

იარე!
 
nukriaДата: კვ, 16.02.2014, 01:09 | Сообщение # 108
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მახსოვს,იგრძენი ხეივანი, მთვარის ღიმილი,
და სიყვარული შემომფიცე ღიმილით მერე.
მე დაგიჯერე, რადგან არის ქვეყნად ტყუილი,
რომელიც გინდა გჯეროდეს და არ დაიჯერებ.

და აი, ახლა, როს უმთვარო ღამეს მინათებ,
შენ გაიღიმე და ის ფიცი უარყავ მერე,

არ დაგიჯერე, რადგან არის ქვეყნად სიმართლე,
რომელიც გინდა არ გჯეროდეს და არ იჯერებ.
 
nukriaДата: კვ, 16.02.2014, 01:10 | Сообщение # 109
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიყვარდე, ეს ნიშნავს
გადავწვა მარხილი,
თვითონვე ავუსვა ირმები,
თოვლსა და ყინულზე შისველი ფეხებით ვიარო.
დელფინი-ზღვის ტალღით,
წერო ღრუბლის ფთილით დაჭრილი
გინახავს? - სირმებად
კანზე ჩრდილოეთის ციალი...

მიყვარდე, ეს ნიშნავს
სიტყვებისიტყვებისიტყვები
დავშალოავაწყოდავშალოავაწყოდავშალოავაწყო
შიშის ნაფეხურებს
ქვიშიან მუცელზე მიქრობდე
ენით-
ზღვის სელაპით-ამ ხაოიანი საშლელით,

მიყვარდე, ეს ნიშნავს
თავიდან ვწყვეტდე და ბოლოდან
ვაწყობდე და მერე
ხელახლა ვიწყებდე შუიდან
და მივხვდე უბრალოდ, რომ ერთი
საწყისი ბგერაა
ფუგა და პიესა
ვალსი, სომფონია, სუიტა...

მიყვარდე, ეს ნიშნავს,
ერთ დღესაც რაღაცსა ნისნავდეს
ტესტში ბანალური:
"წვიმები", "შენ", "კოცნა", "მთვარე",
ვცადო შეგუება აზრის,
რომ გადაწყდა- მიყვარხარ
და ფაქტის-
"ბოლო დროს დაწყებულ ლექსს ვეღარ ვამთავრებ".

მიყვარხარ-ეს ნიშნავს
ვცდილობდე-ხან არ, ხან ვერ და
მაინც ვარდის ბუჩქზე
თავისით მიხორცდეს ვარდი.
 
nukriaДата: კვ, 16.02.2014, 04:45 | Сообщение # 110
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
.. მე დავინახე: ყბა მოემტვრა ბოლოს ბულდოზერს,
აუზში ჩექმა დავინახე, ლანჩის ტივტივიც.
მე დავინახე: კარაბინის მბოლავ ლულაზე
მოკლულის სული შემომჯდარი დაჭრილ ჩიტივით.

მთაშიც, წიგნებშიც დედა-ირემს სტკიოდა ცური,
ტიროდა ვაჟას დეკა და ღვია
და მუზეუმში ილიას სურათს
კვლავ დაეძებდა წიწამურში ნასროლი ტყვია.

მე ვნახე უფლის ანგელოზთან ეშმას პოტინი,
ვნახე დასჯილი სათნოება ყველგან მორჩილი,
ვნახე სიავეც შემართული ეშაფოტივით,
თავისუფლებაც _ ტახტისათვის ყელგამოჭრილი.

მითხარით, რა ქნას, რა იღონოს ტყვიის წვიმაში
ზურგშექცეულმა პოეზიამ ან ეკლესიამ?
ერთიც, მეორეც უძლურია ამ ბრბოს წინაშე,
მაცხოვარივით ჯვარცმულია და ... ეკლებზეა...

ახალწელს ღამით არ ისმოდა სიმღერის ხმები,
ცუდად ეძინა გამწარებულ იმერ-ამიერს.
გარეთ კვნესოდნენ დაჭრილები... ეყარნენ მკვდრები...
შიგნით, ბუნკერში გუგუნებდნენ მრავალჟამიერს...
 
Форум » ლიტერატურა » შოთა ნიშნიანიძე » შოთა ნიშნიანიძე (შოთა ნიშნიანიძე)
ძებნა:

მოგესალმები Гость