ტარიელ ჭანტურია - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 18
  • 19
  • »
Форум » ლიტერატურა » ტარიელ ჭანტურია » ტარიელ ჭანტურია (ტარიელ ჭანტურია)
ტარიელ ჭანტურია
verikolatariaДата: კვ, 04.03.2012, 20:07 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
კარმენი

ვხედავ გზისპირას გამართულ კარვებს,
ვხედავ კარვის წინ მოწყენილ კარმენს:
კარმენი მღერის!
კარმენი ცეკვავს!
კარმენი კარმენს ახარბებს კაბებს!

და თუმც ღალატის ორჭოფულ ნიჭით
სავსეა ახლაც არსება მისი _
ვის უღალატოს! _ სადღაა ბიჭი,
მისი უკვდავი ღალატის ღირსი...
 
verikolatariaДата: კვ, 04.03.2012, 20:28 | Сообщение # 2
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
მოვკვდები, კი _ აბა! _
მეტი საქმე არ მაქვს!
ამ ცას მივატოვებ,
ჩემს თბილისს და არმაზს!

უცაბედი იცის
თუმც ოხერმა სარმა _
სვეტიცხოვლის პატრონს
შიში მაინც არ მაქვს!

მთლად საჩემო ღიამ _
თვით ედემის კარმა _
იჭრიალოს ჩემთვის! _
მე-ტი სა-ქმე არ მაქვს!

მეც ვაბრუნო ბელტი _
ტანმორჩილმა ხარმა,
და სიკეთე ვთესო _
მე სხვა საქმე არ მაქვს!

სიცოცხლისთვის ბეჯითს
და სიკვდილში ზარმაცს
არ მგონია მიხმოს
განშორების ზარმა!

მოვკვდები! _ კი-აბა! _
მეტი საქმე არ მაქვს!
ამ ცას მივატოვებ,
სამთავროს და არმაზს!.
 
verikolatariaДата: კვ, 04.03.2012, 20:29 | Сообщение # 3
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
ცა. ცა...

გადმოეშვა ცისარტყელა
და უეცრად ცა გაიპო!
სხვა სამშობლო დავინახე -
ზეციური. საკაიფო...

... სახე სახეს, ფიქრი ფიქრებს
და ღრუბელი ღრუბელს მიჰყვა...
რაც მე ამ ცის მეშინია!
მეშინია, მაგრამ... მიყვარს...
 
verikolatariaДата: კვ, 04.03.2012, 20:31 | Сообщение # 4
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
* * *

ვენაცვალე ცრემლის
ერთ, ერთადერთ წვეთს,
ცხოვრებაში ზოგჯერ
ყველაფერს რომ წყვეტს!

ერთადერთ წვეთს ცრემლისას,
ბავშვის თვალზე მომდგარს -
ცვილივით რომ მოალბობს
ტვინარეულ ხონთქარს...

სიცოცხლის და სიკვდილის
მხლებელი და მცველი -
იყოს ასე, იწვეთოს -
ვის რას უშლის ცრემლი...
 
verikolatariaДата: კვ, 04.03.2012, 20:34 | Сообщение # 5
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
* * *

უჭკუოს და ბეცს -
მეც ვემდური ბედს! -
როგორც შენ და ის -
გამიმეტა მეც...

თუ მოუნდა ბედს?
თუ დასჭირდა? ბედს? -
ოდრი ჰეპბერნს - მზეს -
დაუკარგავს პეწს!

უგულოს და ბეცს -
მეც ვემდური ბედს...

ხომ კითხულობ ბლოკს,
შოთას, კაფკას, ფეტს... -
ვინ, რომელი, სად -
არ უჩივის ბედს! -
თქვი - მოვუყრი მუხლს,
თქვი - მოვუხრი ქედს!

. . .
უგულოს და ბეცს -
მეც ვემდური ბედს
 
verikolatariaДата: კვ, 04.03.2012, 20:35 | Сообщение # 6
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
* * *

მთელი სახე მიცინოდა?
რატომ დაგანახე ცერი?
შენ არ გაგეხარდებოდა? -
დღეს სიკვდილზე ავიცერი!

სოკრატე და რუსთაველი,
შექსპირი და ავიცენა... -
უკვდავები! მაგრამ მე ხომ
დღეს სიკვდილზე ავიცერი!

მოვრჩი! მორჩა ხურდების თვლა -
ათი წელი... ასი წელი... -
სასწაული! კი-კი! ნაღდი! -
დღეს სიკვდილზე ავიცერი!

ვერაფერი შეიცვლება
მოშურნეთა ავი ცქერით!
მიხარია! მწყინს კიდევაც -
დღეს სიკვდილზე ავიცერი.

აქეთ - გოგლა ლეონიძე,
და, ცხადია, ტაბიძენი!
იქით... არ ვთქვა? ასეა და! -
დღეს სიკვდილზე ავიცერი...

სულ იოლად - პურის ჭრისას
თითქო თითი გავიჭერი -
ასე იყო, დამიჯერეთ -
დღეს სიკვდილზე ავიცერი...

არ არსებობს ჩემთვის არც დრო,
არც ყველაზე ავი სენი!
მარტო განშორება მტანჯავს -
დღეს სიკვდილზე ავიცერი...

თანაც - მარტომ ავიცერი...
 
verikolatariaДата: კვ, 04.03.2012, 20:37 | Сообщение # 7
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

გული არის ბევრნაირი,
უცნაურად ბევრნაირი!
ვთქვათ, კეთილი!
ვთქვათ, გულჩვილი,
ვთქვათ, ქრისტიან ბერნარდის...
მილიონში ერთი თურმე
გული არის ბოროტიც!
მოგზაურიც _ თავის კუკით,
თავის მარკო პოლოთი...
პატიმარიც _ ცხელ საკანში
უღვთოდ გამოკეტილი! _
სურს გაქცევა, მაგარამ უშლის
მკერდის მტკიცე კედელი...
გული არის ბერძნული და
ფრანგული და ქართული!
ერთნაირი _ ტკივილია! _
ბრძნული...
 
verikolatariaДата: კვ, 04.03.2012, 20:39 | Сообщение # 8
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
ინფარქტი

მესროლა ერთხელ! - ამცდა!
მეორედ! - ისევ ამცდა!
ახლაც მიზანში ვყავარ!

შიშით მოველი ამ ცდას!
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 15:22 | Сообщение # 9
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***
ვარ მდიდარი ღატაკი!
ვარ უმრევლო ქადაგი!
ცაო, ვალებს სულ მალე
გადაგიხდი! გადაგი...
ბრძენი — ვერ ვარ! ღადო — კი!
ვარ, როგორც ვთქვი, ღატაკი!
მიწა მაღიზიანებს,
მხიბლავს ცის იატაკი!
წუთისოფლის ბადაგი!
დღე! დღეები სადაგი!
აქეთ — მიწა, იქით — ცა! —
სად — იგი და სად — აგი!
ვლამობ, ცის საკადრისი —
მოვამზადო პატაკი....
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 15:34 | Сообщение # 10
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

“მოითმინე!” “გაუძელი!” რას გავუძლო! მოიცა რა!
არა, მაინც, ყველაფერმა ჩემთვის როგორ მოიცალა!
ვინც მე ხელი შემაშველა, ყველას ხელი მოეცარა!
შეიცვლება რაღაცაო! მაინც როდის! მოიცა რა!
შენ გინახავს? _ შენ, შენ, თვითონ,
ვინც ეს ლოდი მოიცილა!

ნუ მატყუებ! ხომ იცი, რომ არ ვტყუვდები! მოიცა რა!
ამურმაც რომ დამაცილა? _ “უებარმა მოისარმა!”
სიყვარული! კარგი ერთი! სიყვარული! მოიცა რა!
სიტყვა რაა, ერთი სიტყვა! სიტყვაც რომ არ მოიწერა?!
შორსააო! კი, შორსაა! იყოს იმ შორს! მოიცა რა!
უძილობამ დამანახა, მიწა როგორ ნელა ბრუნავს!
მე _ მხეცისგან შეჭმულს ვგავარ! და ლოგინი _ მხეცის
ბუნაგს!

“კარგია, რომ მაინც ბრუნავს!”
მოიცა რა! _ ბრუნავს! ბრუ- ნავს!..
 
Форум » ლიტერატურა » ტარიელ ჭანტურია » ტარიელ ჭანტურია (ტარიელ ჭანტურია)
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 18
  • 19
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость