ტარიელ ჭანტურია - Page 16 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ტარიელ ჭანტურია » ტარიელ ჭანტურია (ტარიელ ჭანტურია)
ტარიელ ჭანტურია
nukriaДата: შაბ, 04.06.2016, 18:39 | Сообщение # 151
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შესავალი სიმღერა წიგნიდან
„ანდერძი ტარიელისა“

ყოველ ქართველში შენი გენია,
მარად ცოცხალი გენი...
ყოველ ქართველში სული, გენია
და ღიმილია შენი.

სისულელეა - შენს ტვირთს რა ასწევს...
მხრით შენ იმაგრებ ამ თაღს,
და უერთდება ცისფერ რვაას წელს
უსასრულობა ჟამთა...

ხმალს არ ეღირსა შენსას ჩაგება!
როგორ ჩაგეგო, ანკი...
ჟღერენ მსოფლიოს დიდი ჩანგები,
მეფედ - შენია ჩანგი!

მგონია, ჩემშიც შენი გენია,
მარად ცოცხალი გენი...
ყოველ ქართველში სული, გენია
და ღიმილია შენი!..
 
nukriaДата: შაბ, 04.06.2016, 18:41 | Сообщение # 152
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სამოცდაათი მილიარდი მიცვალებულით
დამძიმებული დედამიწა ბრუნავს და ბრუნავს!
რამდენი გმირი! მოღალატე! კახპა! ველური! _
დამძიმებული ცოდვა-ბრალით _
პლანეტა ბრუნავს!

ადექით ფეხზე! მე გპატიჟებთ! ისევ! თავიდან!
მე ყოველ თქვენგანს ვაპატიე დანაშაული!
ადექით-მეთქი! და აავსეთ ისევ, თავიდან
ქალაქი! დაბა! სრა! სასახლე! ციხე! აული!

თქვენი გვარები! ჯილდოები და ტიტულები!
თქვენი ქალები, მშვენიერი თქვენი ქალები!
თეთრი მიხაკი! თეთრი ვარდი! თეთრი ტულიპი!
ოქრო! ობოლი მარგალიტი! ლალები! ლალები!

ჩემო ბიჭებო! გოგოებო! ჩემო ბავშვებო!
დამღალეთ ისევ, გამაბრაზეთ თქვენი ხმაურით!
გრენადერებო! რაინდებო! კოხტა პაჟებო!
თქვენც, თქვენს მკვლელებსაც გეპატიათ დანაშაული!

დავემგვანები მე ყველაზე ბედნიერ სარდალს,
თქვენს დიდ არმიას გამწკრივებულს თუკი ჩავუვლი!
აბა, ყოჩაღად! აბა, მკვირცხლად! ღიმილით! მარდად!
სიცოცხლისა _ კენ! გეპატიათ დანაშაული!
 
nukriaДата: შაბ, 04.06.2016, 18:41 | Сообщение # 153
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(ეკლესიასტეს კითხვის მერე)
სული მეომრის - მარადიული ბოლავს!
ამტკივდ გული, მწუხარე ფიქრის ნაძალი:
მარადიული ცეცხლიც ჩაქრება ბოლოს! -
დარჩება მხოლოდ მარადიული ნაცარი!

ზაფხულს - ზამთარი, ნათელს - სიბნელე შეცვლის,
ზარს დაიდუმებს გაუქმებული ტაძარი.
მარადიულიც - ბოლოს ჩაქრება ცეცხლი! -
მარადიული - დარცება მხოლოდ ნაცარი!

არ გაიკვირვო - ბედის ბორბალიც შედგეს!
ცრემლში დაინთქას, რაც სისხლითაა ნაწერი!
მარადიული ცეცხლშიც მინავლდეს ერთ დღეს!
და დაშთეს ოდენ მარადიული ნაცარი...
 
nukriaДата: შაბ, 04.06.2016, 18:42 | Сообщение # 154
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვუძღვნი მე ამ ლექსს მეუღლეს -
ჩემს უერთგულეს სატელიტს!
კმაყოფილი ვარ საუზმით,
და უფრო მეტად - სადილით!
მზარეულია?! - პა-პა-პა! -
არ ტყუილია ქადილი,
ოღონდ დროდადრო იქუხებს,
თითქოს მფრინავი ცად „ილი“!
ნება მიბოძეთ, შეკვეთა
მივცე მეუღლეს - სატელიტს:
მიდგეს-მოდგეს და როგორმე
მეც გამიხერხოს სარდელი!
ისესხოს ფული დროებით -
კუპონის გაუქმებამდე!
მერე ამ ფულით იყიდოს
პოეტისათვის სანთელი!
 
nukriaДата: შაბ, 04.06.2016, 18:49 | Сообщение # 155
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ ჩემს სხეულს (იქნებ სულსაც)
ჩემზე მეტად, სარკევ, ფლობ!
შენი შესაძლებლობებით ზოგჯერ მეტად სარგებლობ!
ზოგჯერ ისე მიმეორებ, ვერც კი მოეგები გონს,
და ჩავცქერი, ვაკვირდები ჩემს უცნაურ ეპიგონს!
იმეორებ ნაოჭს, ღმილს, ცრემლებს, ახოვანებას,
ოღონდ... დღემდე ვერ ახერხებ კაცის გახმოვანებას.
ის, ვინც მბაძავს გარეგნობით, არც ჭკუით მგავს, არც გენით!

მე მარჯვენა ხელს ავუწევ - ის მპასუხობს მარცხენით!
თუ - პირიქით -ავდექი და მემარცხენე ვაჩვენე,
თითქო ჯიბრში ჩამიდგაო, ის ამიღებს მარჯვენეს!
სარკის გამოუცდელობამ, სარკის ეპიგონიამ
დიახ მეტად გამაკვირვა, ამირია გონება!
მიმეორებს სიტყვასიტყვით, როგორც ცუდი მთარგმნელი,
ანუ თერძი - ცუდი თარგის ცუდად გადამთარგველი!
არც ნაოჭი გამორჩება, არც თმა, არც ხნოვანება,
ოღონდ... რა ქნას: ვერ ახერხებს კაცის გახმოვანებას!
 
nukriaДата: შაბ, 04.06.2016, 20:54 | Сообщение # 156
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სანამდე არმაზს ახვევია მგლების ხროვები,
და მათ ყმუილზე იბზარება ძველი ქვიტკირი,
ოპტიმალური ვარიანტი ჩემი ცხოვრების -
მხოლოდ სიკვდილი!
ვიმეორებ:
მისთვის სიკვდილი!
ავარდა კვამლი ღრუბლის ცისფერ სამრეცხაოებს!
ღარიბი დედა ჯაფას უძლებს ბალღის ტიტინით…
და ერთადერთი მართალი გზა ბიჭის ცხოვრების -
მისთვის სიცოცხლე!
ვიმეორებ:
მისთვის სიკვდილი!

ქართლის ტყეებში ძველებურად კრიფე მოცხარი!
კვლავ შეახიე ველურ ეკალს ბლუზა სატინის!
იცოცხლე ასე! ოღონდ სანამ გქვია ცოცხალი,
ერთი აზრი აქვს შენს სიცოცხლეს:
მისთვის სიკვდილი!..
 
nukriaДата: შაბ, 04.06.2016, 21:13 | Сообщение # 157
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რომ გადავხედე იმ დღეს დილით
მშვიდ, აუმღვრეველ, ამაყ სენას,
ჩემი მტკვარი და სცენა მისი
და ტაშისცემა გამახსენა...

გამიღიმა და მოწონების
ნიშნად მიჩვენა ქალმა ცერი!
რა იყო მაინც იმ დღეს სენა -
ზედ მზის ციალი ალმაცერი...
 
nukriaДата: შაბ, 04.06.2016, 21:14 | Сообщение # 158
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორც ბოლოს გამოირკვა - დებულების თანახმად,
ყველაფერში უნდა ვიყო დებილების თანახმა!
მონაა თუ თანამონა, ყმა არის თუ თანაყმა,
ყველაფერში უნდა ვიყო ყმის და მონის თანახმა!
თან - ცაში და თან - მიწაზე, თან - დაღმა და თან - აღმა,

სადაც უნდა ვიყო, ვიყო უნდა მათი თანახმა!
რო გავჩუმდი, როგორ ფიქრობ - მე არ მქონდა განა ხმა?
მაგრამ რა ვქნა! - უნდა ვიყო მეც ყველაფრის თანახმა!
ბოღმამ ტვინი შემიშუპა, დარდმა გული დანაღმა!
თანახმა ვარ! კი ბატონო!
თანახმა ვარ!
თა-ნა-ხმა!
 
nukriaДата: შაბ, 04.06.2016, 21:17 | Сообщение # 159
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გადის ჭადარზე ჭადარი.
გადადის ხიდზე ხიდი.
წვება საფლავში საფლავი.
ჩადის მთვარესთან მთვარე.
ცურავს ღრუბელი ღრუბლებში.
თთს - თითს უკაკვავს თით.
სიზმარს ნახულობს სიზმარი.
მტკვარს უერთდება მტკვარი.
ბიჭს ისევ მოსწონს ბიჭი და
ქალს ისევ უყვარს ქალი.
ცეცხლს უკიდია ცეცხლი და
ალს ავარდნია ალი.
თმამ გაიწეწა თმები და
შუბლმა შეიკრა შუბლი.
ბორბალს ბორბალი მოძვრა და
ტუფლს ფეხზე უჭერს ტუფლი.
აქ ხორბალს არჩევს ხორბალი.
ყავარს ხურავენ ყავრით.
სვამს საწამლავი საწამლავს.
ჯავრი გათავდა ჯავრით.
ხავსს მოსდებია ხავსი და
წვეთს გამობმია წვეთი.
ბაღი მიმჯდარა ბაღში და
სვეტს შესდგომია სვეტი.
სმა ვეღარ შეძლო თითმა -
თითს მოუკაკვავს თითი.
გადის ჭადარზე ჭადარი.
გადადის ხიდზე ხიდი...
 
nukriaДата: შაბ, 04.06.2016, 21:28 | Сообщение # 160
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უმრავლესობა... - ქრისტე ჯვარს
უმრავლესობამ აცვა,
და სოკრატესაც ის შხამი
უმრავლესობამ ასვა!
მე შენს ხროვასთან რას გავხდე -
მთათხეთ, ესა ვარ, რაც ვარ!
რაც იცით, მაგრა გამოგდით -
მოკვლა. დაჭრა. დაწვა...
იცით თვალთვალი. ჭიტინი.
საკნის კარების რაზვა...
იცით, საწყალმა ტუსაღმა
რა თქვა, რა ჭამა, რა სვა...
უმრავლესობის წევრი ხარ.
სული იმათით გიდგას.
უმრავლესობა... ქრისტე ჯვარს
უმრავლესობამ აცვა...

თვით სოკრატესაც ის შხამი
უმრავლესობამ ასვა...
 
Форум » ლიტერატურა » ტარიელ ჭანტურია » ტარიელ ჭანტურია (ტარიელ ჭანტურია)
ძებნა:

მოგესალმები Гость