ტარიელ ჭანტურია - Page 18 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ტარიელ ჭანტურია » ტარიელ ჭანტურია (ტარიელ ჭანტურია)
ტარიელ ჭანტურია
nukriaДата: კვ, 05.06.2016, 00:52 | Сообщение # 171
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მილიარდობითა აქვს
გასაძრომი ცას ხვრელი! -
აიხედა - მოუნდა
სივრცე განუსაზღვრელი...

გამოეწყო. ჩაიცვა.
მოკლედ, გამოიწკეპა! -
დღეს სულ ბოლო ზეიმი -
გადაფრენა იწყება.
 
nukriaДата: ორ, 06.02.2017, 22:01 | Сообщение # 172
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კუმირები მამის _ლენინი და სტალინი!
კუმირები შვილის _
ლენონი და სტალონე!
მამას ჰქონდა ერთ დროს
ტალონები პურის!
შვილს მეტი აქვს: ყველის,
შაქრის, ხორცის ტალონი!

კოცნით გამშრალ ცრემლებს _
რეაბილიტაციებს
მონანიე ყმები
მიუტანენ აწ იებს! –
ბოდიშს უხდის პრესა
მამებს, მკვდრეთით ამდგარებს!
ფურცლავს გაზეთს შვილი _
_ აზმორებს და ამთქნარებს!
...
საუკუნე მკაცრი
სამუშაოს ამთავრებს...
 
nukriaДата: ორ, 06.02.2017, 22:08 | Сообщение # 173
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტალღის ზემოთ _ ხიდი, ხიდი.ხიდქვეშ _ ტალღის ხითხითი.
აივნიდან დანახული
წყალი. წყალი.
ხიდი. ხიდი.

გული მტკივა, მტკივა, მტკივა:
ისმის შუილი. შუილი.შუილი.
მე ვარ შოთას შვილის შვილის
შვილის შვილის შვილის შვილი...
მტკვარზე _ ტივი. ტივი. ტივი.
მტკვარზე ტივის ტივტივი.
ოუ ნანა! შოუ ნანა!
დივ-დივ-დივ-დივ!

ეფერება ხიდი ხიდებს!
ეხიდება ხიდი ხიდებს!
ხოლო ტალღა, მღვრიე ტალღა
ხითხითებს...
ხითხითებს...

გული მტკივა. მტკივა. მტკივა:
ისმის შუილი. შუილი. შუილი.
მე ვარ შოთას შვილის შვილის
შვილის შვილის შვილის შვილი...
 
nukriaДата: ორ, 06.02.2017, 22:12 | Сообщение # 174
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დილომატი სუყველა _ თუ კონსული, თუ ელჩი _გაოცდება, სიკვდილს რომ გამოვიწვევ დუელში!
მე რა მითქვამს დანტესის ბრიყვი სეკუნდანტის! _
ვიწვევ სეკუნდანტებად რუსთაველს და დანტეს!
გაგიკვირდეთ: დამბაჩა არ მიჭირავს ხელში,
არც შიშისგან ცრემლები ჩამდის გამშრალ ყელში...
არ ვაპირებ, რომელიმე პანთეონში ვიწვე! _
მე დუელში სიკვდილს განა ამისათვის ვიწვევ...
სანამ თვითონ მოვა და თავზე დამაცხრება _
ნახოს, რანაირია კაცთან დამარცხება!
დიპლომატი სუყველა _ თუ კონსული, თუ ელჩი _
გაოცდება: ხვალ სიკვდილს გამოვიწვევ დუელში...
 
nukriaДата: ორ, 06.02.2017, 22:15 | Сообщение # 175
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა ცოტაა ხელი,ჩანგზე ჩამომკვრელი!
რა ცოტაა ხელი,
სანთლის ჩამომქნელი!
რა ცოტაა მხვნელი,
მთესველი და მკელი,
და, სამაგიეროდ,
რა ბევრია მკვლელი...
მთელი საქართველო
თითქო იყოს ტირი -
ვისვრი, როგორც ტირში
და თუ მოხვდა, ვტირი...
 
nukriaДата: ორ, 06.02.2017, 22:21 | Сообщение # 176
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაიქცევა ეს ქვეყანა,დაინგრევა, როგორც ტროა!
დაიშლება სიყვარულის
პა-დე-დე და პა-დე-ტრუა!
შეიყვარეთ ერთმანეთი,
სანამ დროა! უკვე დროა! -
არც მეტი და არც ნაკლები:
ეს სამწუთრო - საწუთროა...

დამაძინოს, ვეხვეწები
სიკვდილს - ანესთეზიოლოგს!
მოეღება ბოლოს ბოლო
მწუხარებას უთავბოლოს!
რა შეგრჩება! - ხვიშტი ერთი!
რას წაიღებ! - მარტო ბოლოკს!
ამინ! იყავ ნება შენი!
ოღნდ სულმა სულ იბოლოს...
სულ იბოლოს...
სულ იბოლოს...
 
nukriaДата: ორ, 06.02.2017, 22:26 | Сообщение # 177
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სასაურველი მასალა პროვინციულიგაზეთების ბოლო გვერდისათვის

_ ორმოცი წლის წინ, საჰარაში, ზღვის თევზების
წვიმა მოსულა, ცვივოდა თურმე ციდან ლიფსიტა:
ჭანარის, კობრის, ქაშაყის, კეფლის...

_ ოცდაცხრა წლის წინ, ცეილონზე მონეტების
წვიმა მოსულა. ცვიოდა თურმე ციდან ფულები:
შილინგი, პესო,
ავღანი, ლევი, ტუგრიკი, ზლოტი, მანეთი, მარკა..

და ფეხშიშველა გლეხის ბიჭები, მაღალ პალმებს
შეფარებულნი, იცინოდნენ და ბოჭავდნენ ფულებს...

_ უკეთესს გეტყვი: იმ წელს, მარტში, ნამდვილი
ცრემლის წვიმა მოსულა. ცვივოდა თურმე ციდან
ცრემლები: მოხუცის,
ბავშვის, კაცის, ქალების... და წვიმდა თურმე
კოკისპირულად.
წვიმდა,
წვიმდა...
 
nukriaДата: ორ, 06.02.2017, 22:30 | Сообщение # 178
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს ქვეყანა - მაკრო და ის ქვეყანა - მიკრო დამისი ავანცავანი - მიქროდა და მიქროდა...

ყელი ყელს და მკერდი მკერდსმიტმასნოდა, მიკროდა.
მაგრამ დროც და ქვეყანაც მიქროდა და მიქროდა!

ქალაქი უსისხლოთა, ქალაქი უჯიგროთა,
ქალაქი უგულოთა - ის ქალაქიც მიქროდა!

ცოცხალ საფლავს ცოცხალი ყვავილები მიყროდა,
საფლავიც და ყვავილიც - მიქრო-მიქრო-მიქროდა!

არავის არ ადარდებდა, იქ რომ ძმა და იქ რო და
ღვრიდნენ ცრემლებს მდუღარეს - ის ცრემლებიც მიქროდა

ბევრდ ეგონა: ვერცხლი და ალმასი და ოქრო და
სხვაც - საუნჯე ათასი - მხოლოდ ჩვენსკენ მოქროდა!

ეს ქვეყანა - მაკრო და ის ქვეყანა - მიკროდა
მისი ავანჩავანი - მიქრის, როგორც მიქროდა...
 
nukriaДата: ორ, 06.02.2017, 22:31 | Сообщение # 179
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა ვქნათ, უკვე აღარ ვიცით: ღამიღ ვეღარ დაგვი-ძინია ხალხს - ლამის შუბლზე დაგვასკუპდეს თაგვი!

აღარა აქვს ბოლო მაგის ყურის წამღებ ფხაჭუ-
ნსა და წრიპინს - გაგვიოხრა კარაქი და ხაჭო!

მეორე დღეს, სამსახურში, დაღლილი და უძი-
ნარი ვგდივარ მაგიდასთან, როგორც წიფლის კუნძი.

შვილს ვფიცავარ, არ ვაჭარბებ, ლამის არის გადა-
გვრიოს! უნდა უსათუოდ გავიჩინოთ კატა!

მთელი ჩვენი ამოდენა სახლი, ვიცი დაგვი-
მადლის, თუკი მოისპობა ის ოხერი თაგვი!
 
nukriaДата: ორ, 06.02.2017, 22:46 | Сообщение # 180
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჰარიარა _ ლალე, ჰარიარა _ ლულუ,ჰარიარა _ ლილე, ჰარიარა – ლოლა!
სად არიან, ნეტავ, გურამა და რეზო,
გურამა და საშა, გურამა და ჭოლა!

მომიკითხეთ, ყველა, ვინც საფლავში არ წევს,
ვის საფლავზეც ქარი ყვავილს ჯერ არ არწევს!
ჩემო კარგო დებო, ვერ გივიწყებთ ვერც ერთს!
საყვარელო ძმებო, არ გივიწყებთ არც ერთს!

დივლიდალა _ ლალე, დივლიდალა _ ლილე,
დივლიდალა _ ლულუ, დივლიდალა _ ლელე!
უერთდება სუფსა გრიგოლეთში შავ ზღვას,
უერთდება სუფსას ჩემი ცრემლის ღელე...

ერთს ვეძახდით ლიას, და მეორეს _ ლიკას,
ერთს ვეძახდით დავითს, და მეორეს _ ულუს!
ჰარიარა _ ლალე, ჰარიარა _ ლოლა,
დივლიდალა _ ლილე, დივლიდალა _ ლულუ...

თავს როგორც კი დავდებ, ეს ბალიში წამსვე
გადამაქცევს ისევ თითისიგრძე ღლაპად...
ცრემლისაა, ნეტა, ეს სისველე თბილი,
თუ ზღვის მლაშე წყალი ახლაც ჩამეყლაპა...

ჰარიარა _ ლალე, ჰარიარა _ ლოლა,
დივლიდალა-ლელა, დივლიდალა-ლილე!
სადმე თქვენთან, ახლოს... ამ უბრალო ანდერძს,
რა თქმა უნდა, ძმებო, მეც ვუტოვებ შვილებს!

ჰარიარა-ლილი, დივლიდალა-ლოლა...
იოლია თქვენთან თვით საფლავში წოლა...



 
Форум » ლიტერატურა » ტარიელ ჭანტურია » ტარიელ ჭანტურია (ტარიელ ჭანტურია)
ძებნა:

მოგესალმები Гость