ტარიელ ჭანტურია - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 18
  • 19
  • »
Форум » ლიტერატურა » ტარიელ ჭანტურია » ტარიელ ჭანტურია (ტარიელ ჭანტურია)
ტარიელ ჭანტურია
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 15:35 | Сообщение # 11
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

სიყვარული? _ ხურავს! სიძულვილი _ ტეხავს! _
სიძულვილი ბადებს წიწამურს და ტეხასს...
გიყვარდეთ და გწამდეთ! _ გევედრებით ყველას! _
ტარიკოს და სანდროს, ანანოს და ეკას!...

სიძულვილი – ტეხავს! სიყვარული – ხურავს!
ხედავთ? – აქეთ _ თამარს, იქით – დიდ მოურავს!
პატარა კახს... დიდგორს... ვაჟას იას, დეკას...
სიყვარული – ხურავს... სიძულვილი _ ტეხავს...

სიძულვილს არც ძმა ჰყავს და არც ძუძუმტე ჰყავს...
არ გადაშლის ოთხთავს... ყურს არ უგდებს ყურანს...
სიძულვილი _ ყრუა! სიძულვილი – ტეხავს...
სიყვარული ბრმაა! სიყვარული _ ხურავს...

ხედავთ? _ ნეფერტიტის უცხო თავსაბურავს!
ხედავ? – თუში ქალის ცრემლით ნაქსოვ თექას!
არა თრობა არ ჯობს მიჯნურობის ბურანს! –
სიყვარული _ ხურავს! სიძულვილი _ ტეხავს...
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 15:37 | Сообщение # 12
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline

***
შეჩვეული ვარ შექებას;
შეჩვეული ვარ ძაგებას;
შეჩვეული ვარ მოგებას;
შეჩვეული ვარ წაგებას;
შეჩვეული ვარ დანგრევას;
შეჩვეული ვარ აგებას;
გაჩენილი ვარ ტანჯვისთვის _
სამტროდ,
საცემრად,
საკეპად...

მიჩვეული ვარ ძაგებას;
მიჩვეული ვარ შექებას;
მიჩვეული ვარ ლოყაზე
ძვირფასი ხელის შეხებას;
შაშვი რომ გალობს ცისკრისას,
გალობა _ მეც შემეხება!
მზე რომ ამოდის _ მგონია,
მე შემხვდა,
მე შემეგება...

ვწერ სიხარულებს!
ვწერ ტანჯვას!
ვწერ საღამო ხანს!
ვწერ დილით!
ცხოვრების წიგნი მთავრდება,
აკლია მხოლოდ წერტილი....
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 15:38 | Сообщение # 13
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

უჭკუოს და ბეცს _
მეც ვემდური ბედს! _
როგორც შენ და ის _
გამიმეტა მეც...

თუ მოუნდა ბედს?
თუ დასჭირდა? ბედს? _
ოდრი ჰეპბერნს _ მზეს _
დაუკარგავს პეწს!

უგულოს და ბეცს _
მეც ვემდური ბედს...

ხომ კითხულობ ბლოკს,
შოთას, კაფკას, ფეტს...
ვინ, რომელი, სად _
არ უჩივის ბედს! _
თქვი _ მოვუყრი მუხლს,
თქვი _ მოვუხრი ქედს!

უგულოს და ბეცს _
მეც ვემდური ბედს....
 
verikolatariaДата: ორ, 12.03.2012, 23:27 | Сообщение # 14
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

ბავშვობიდან ვერიდები: კარგ ქალსა და კარგ ღვინოს...
კარგმა ღვინომ შეიძლება აზრი დაგაკარგვინოს
_კარგმა ქალმა შეიძლება ძილიც დაგაკარგვინოს.
ცუდი ღვინო,ცუდი ქალი _აი ჩემი სტიქია ...
ცრუ ლექსი და ცრუ სასმელი _ნამდვილივით მიქია...

_ხომ გითხარი...ვერიდები ...კარგ ქალსა და კარგ ღვინოს...
კარგმა ღვინომ შეიძლება ჭკუა დაგაკარგვინოს!
...კარგმა ქალმა... შეიძლება... თავიც დაგაკარგვინოს!
 
nukriaДата: ორ, 30.04.2012, 16:59 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა მოხდა, შე ქალო!

არ მაძლევს ეს ქალი,

არ მაძლევს ეს ქალი,

არ მაძლევს ეს ქალი

მოსვენებას!

თან დამდევს ყველგან და

თან დამდევს ყოველთვის,

სიზმრად და ლანდად და

მოჩვენებად!

არ მომცა ამ ქალმა,

არ მომცა ამ ქალმა,

არ მომცა ამ ქალმა

მოსვენება!

მოვკვდები, თუკი მას

სიკვდილი სურს ჩემი!

ვიცოცხლებ, თუკი ეს

მასვე ნებავს...

რა მოხდა, შე ქალო,

მომეცი, შე ქალო,

მომეცი, შე ქალო,

მოსვენება!
 
nukriaДата: ოთხ, 09.05.2012, 14:53 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ინფექციური ლექსი

გადამდებია სიცოცხლე! გადამდებია ჭირი!
გადამდებია ცრემლები, გადამედო და ვტირი!
გადამდებია აპრილი, ია-ენძელას ფერი!
გადამდებია სიმღერა, გადამედო და ვმღერი!
გადამდებია ღიმილი! გადამდებია ქალი!
გადამდებია სურვილი, ხურო ქვეყანა ჩალით!
ჩამოთავდება საცაა ჩემი ცხოვრების ფირი!
მიწას რომ ვჭამდი, იმ მიწით, ამომევსება პირი...
გადამდებია წითელა და სინანული მწარე,
გადამდებია ვარდობის თვის ორი კვირის მთვარე...
გადამდებია ეჭვების და უნდობლობის შხამი!
მომწამვლელია, დღის გამო რაც გიფიქრია ღამით!
კოცონს აჩაღებს ეჭვების უბრალო ნაპერწკალი!
ეს მწუხარება! ეს ვნება! ის დარდი! ის კურცხალი...
გადამდებია ვეება დარდი სამშობლო მთების...
გადამდებია სიკვდილი, გადამედო და ვკვდები.
 
nukriaДата: ოთხ, 09.05.2012, 14:54 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წარწერა ჯვარზე

ვცვლი ერთოთახიან მარტოობას
ოროთახიან მარტოობაზე

საკუჭნაო

ხოლო აზრების საკუჭნაოში
ემატებოდა ნაოჭს ნაოჭი

***

გაბრაზებულმა სილა გავაწანი
ღამე მომიშვირა.
 
nukriaДата: კვ, 13.05.2012, 20:46 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(წინ გვიდგას არაყი...)

წინ გვიდგას არაყი.
ვაყოლებთ არაქისს.
ვამტკიცებთ: არყოფნა,
არც ყოფნა — არა ღირს
 
nukriaДата: კვ, 13.05.2012, 20:47 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

მას უკან, რაც გაჩნდა ხალხი,
ერთს გემუდარები მიწყივ:
თქვი, თქვი, თქვი ღირს?
ღირს თუ არ ღირს?!
პასუხის გამხადე ღირსი!
უაზრო ხმაური არ მსურს,
უაზრო დუმილი მიჭირს,
უკეთუ არ გამცემ პასუხს,
შეკითხვის წამართვი ნიჭი.
 
nukriaДата: ოთხ, 22.08.2012, 14:59 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნაწყვეტი ბავშვობიდან
- - - - - - - - - - - - - - - - - -

- შენ თუ მეტყვი,ჩავაწებ
მე შენს სამელნეში!
- შენ თუ მეტყვი, ჩავწვები
მე შენს სამარეში!
- თუ ჩამრიცხავ, ჩამრიცხე
მეც შენს ამალაში!
- რა მოხდება - ჩავაწებ
მეც შენს სამელნეში...

თუ შენთან არ დამაჯენდნენ,
მე სიკვდილი მერჩია,
გულს მიკლავდა მთელ სკოლაში
მოფენილი წარწერები:
”დათო + მერცია!”
”ალე + მერცია!”
”გური + მერცია!”
”დათო + მერცია!”
 
Форум » ლიტერატურა » ტარიელ ჭანტურია » ტარიელ ჭანტურია (ტარიელ ჭანტურია)
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 18
  • 19
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость