ომარ ხაიამი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » საყვარელი პოეტები » ომარ ხაიამი
ომარ ხაიამი
verikolatariaДата: ორ, 12.03.2012, 18:30 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***
მითხრეს როდესაც გაიხსნება სამოთხის ბჭენი,
დაგვხვდება ღვინო,ფერიები,ლაღი და მშვენი,
ბოლოს თუ მაინც იმავ საქმეს უნდა ვეწიოთ
ვეღარ გავიგე,რაღა არის ცოდვები ჩვენი.
 
nukriaДата: სამ, 21.08.2012, 17:00 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *

ვინ გადაურჩა უცოდველი დღეების დენას,
ვინც არ შესცოდა, როგორ შეძლო მან თავის რჩენა?
მე რომ ცუდს ვშვრები და შენც, ღმერთო,
ცუდად რომ მიხდი, -
შე დალოცვილო, ღმერთი ხარ, თუ კაცი ხარ შენა?!
 
nukriaДата: სამ, 27.01.2015, 17:03 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიზმრად ვნახე ვიღაც ბრძენი, მითხრა - "რა დროს ძილიაო?
აქ სიცოცხლის ვარდი ჭკნება, ცხადში გადაშლილიაო;
ძილში ყოფნით ვერ შეიცნობ მას, ვინც ყოფნის შვილიაო,
სანამ დროა, გამოფხიზლდი! - ძილი მიწის წილიაო".

ორ სამყაროში მოწანწალე მგზავრებსა ვგავართ,
თავსა და ბოლოს ვერ ვხედავთ და შუაზე დავალთ;
არავინ ამბობს ჩვენთან მართალს - ვინ ვართ და რა ვართ,
რა გზით მოვედით წუთისოფლად და რა გზით წავალთ. / ომარ ხაიამი/
 
nukriaДата: ორ, 16.02.2015, 00:07 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"გირჩევ ქვეყნად ძლიერ ცოტა
მეგობარი გყავდეს,
ნუ თვლი მოძმედ ყოველ გამვლელს,
ვინც კი დაგიზავდეს,
იქნებ ხალხში ის გფიცავდეს
მეგობრობას ნამდვილს,
ნამდვილად კი მტერი იყოს,
საქმით დუშმანს ჰგავდეს."
 
Форум » ლიტერატურა » საყვარელი პოეტები » ომარ ხაიამი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость