სოჰრაბ სეფეჰრი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » საყვარელი პოეტები » სოჰრაბ სეფეჰრი
სოჰრაბ სეფეჰრი
verikolatariaДата: ორ, 12.03.2012, 18:42 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
სადა ფერი

ცა უფრო ლურჯი
წყალი უფრო ცისფერი
მე აივანზე ვარ
რანა - აუზთან
რანა სარეცხს რეცხავს
ფოთლები ცვივიან
დედაჩემი ერთ დილას ამბობდა:
გულის გამაწვრილებელი სეზონიაო
მე ვუთხარი - ცხოვრება ვაშლია, კანიანად უნდა ჩაკბიჩო - მეთქი.
მეზობლის ცოლი
თავისი სახლის ფანჯარასთან ბადეს ქსოვს და მღერის,
მე ვედებს ვკითხულონ,
ხანდახან ქვის,
ჩიტისა და ღრუბლის ესკიზებს ვხატავ.
მზე - ერთ მხარეს,
შაშვები მოვიდნენ.
ბოლო ხანს საკმევლებიც გამოჩნდნენ.
მე ბროწეულს ვმარცვლავ და გულში ვამბობ:
კარგი იქნებოდა ამ ხალხის გულის მარცვლებიც რომ ჩანდეს.
ბროწეულის წვენი მესხმება თვალში - ცრემლები ჩამომდის,
დედაჩმი იცინის,
იცინის რანაც.
 
Форум » ლიტერატურა » საყვარელი პოეტები » სოჰრაბ სეფეჰრი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость