ჯაილს ფლეთჩერი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » საყვარელი პოეტები » ჯაილს ფლეთჩერი
ჯაილს ფლეთჩერი
verikolatariaДата: სამ, 13.03.2012, 02:45 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***
როცა დრო გავა, დაინგრევა კოშკი მაღალი,

როცა დრო გავა, სიელვარე ვარდის ჩაქრება,

როცა დრო გავა, ძველ ხელმწიფეს შეცლის ახალი,

როცა დრო გავა, ზღვა დაშრება, თევზი გაქრება,

როცა დრო გავა, დაბლაგვდება ბასრი ალმასი,

როცა დრო გავა, მთის მწვერვალი ჩამოიშლება,

როცა დრო გავა, გახუნდება გრძნობის ხალასი,

და სიყვარული ამ გულიდან ამოიშლება.

როცა დრო გავა, თვითონ მზესაც , მეუფეს ზეცის,

სურვილი მარად წრეზე ბრუნვის გამოეცვლება,

საღი გონება გადაიქცევა თვისებად მხეცის

და ძუნწ ქორვაჭარს სიმდიდრისთვის აღარ ეცლება.

როცა დრო გავა, ყველაფერი გამოიცვლება,

მხოლოდ მშვენება შენი დაჭკნეს, არ შეიძლება!
 
Форум » ლიტერატურა » საყვარელი პოეტები » ჯაილს ფლეთჩერი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость