Вс, 23.07.2017, 23:51
Главная
Регистрация
Вход
აბაშის ხმა
Приветствую Вас Гость | RSS
[ Новые сообщения · Участники · Правила форума · Поиск · RSS ]
Страница 2 из 2«12
Форум » ლიტერატურა » საყვარელი პოეტები » შანდორ პეტეფი
შანდორ პეტეფი
nukriaДата: Пт, 02.11.2012, 17:36 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ძარლების სიმღერა

ცაში ტრიალებს ბუქი
ქარი გიჟივით დაჰქრის
მოდის თოვლი და წვიმა
ორი ტყუპი ძმა ზამთრის.

ჩვენ არ გვაფიქრებს ქარი,
ბატონმა მოგვცა ბინა,
ვგდივართ კუთხეში ჩვენთვის,
და თბილ ბუხართან გვძინავს..

არც საჭმლისა გვაქვს დარდი,
როდი ვშოულობთ ძალით,
ბატონის სუფრას ჩვენთვის,
რჩება გახრული ძვალი,

თუმცა მწარეა შოლტი,
ზურგს რომ აგვიწვავს სტვენით,
მაგრამ დარტყმასაც იტანს
ძაღლური ძვალი ჩვენი,

ბატონს გაუვლის რისხვა,
ხლებას გვანიშნებს მშვიდად.
ფეხებს ვულოკავთ ენით,
ბედნიერი ვართ დიდად.
 
nukriaДата: Пт, 02.11.2012, 17:36 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მგლების სიმღერა

ცაში ტრიალებს ბუქი.
ქარი გიჟივით დაჰქრის,
მოდის თოვლი და წვიმა,
ორი ტყუპი ძმა ზმთრის.

უდაბნოსა გავს სტეპი,
ქარს აჰყოლია ზვავი
ბუჩქიც კი არსად არის,
რომ შევაფაროთ თავი.

ფერდებს გვილეწავს სუსხი.
გვინგრევს შიმშილით მუცლებს
ვერ გავექცევით ამ მტრებს,
ვიტანთ ვყმუით და ვუძლებთ.

არის მესამე მტერიც
თოფის ლულაზე ბოლი,
მოჩანს თეთრ თოვლზე ჩვენი
სისხლის წითელი ზოლი.

გვცივა გვშია და ვუძლებთ,
ერთით ვჯობივართ მრავალთ,
ყმად არ ვეკუთვნით არვის
თავისუფალნი დავალთ.
 
nukriaДата: Сб, 24.11.2012, 15:22 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორ მიყვარხარ! გრძნობას ვერ ვმალავ,
მკლავს უნდობლობა შენი ფარული,
რით დაგარწმუნო, არ მყოფნის ძალა,
რით დაგიმტკიცო ეს სიყვარული.
ჩემი უბრალო სიტყვის არ გჯერა,
რით გაგიფანტო ეჭვი ტიალი,
მიყვარხარ! თუგინდ გითხრა ასჯერაც,
მაინც არ გჯერა ჩემი ტრფიალი.
რატომ ოქროთი მდიდარი არ ვარ,
არ დავზოგავდი შენთვის ათასებს,
შემოგავლებდი ოქროს და ქარვას,
შემოგწირავდი დიდ-დიდ ალმასებს.
მეფე რომ ვიყო, ლალებით სავსე
გვირგვინს დავთმობდი, ოღონდ სუროთა,
ოღონდ ყვავილთა გვირგვინი თავზე
შენი ხელებით მე დამხურვოდა.
როს ცისარტყელა ვიყო შვიდფერი,
ჩუმად სიტყვასაც კი არ გეტყოდი,
მე დავტოვებდი ლაჟვარდს სიმღერით,
წელზე სარტყმელად შემოგერტყმოდი.
მზე რატომ არ ვარ, ღრუბლებში სადმე
მე დავტოვებდი სამყაროს ფართოს,
თვალს დავხუჭავდი ყველაფრისადმი,
რომ შნს თვალებში მეცქირა მარტო.
 
nukriaДата: Чт, 01.05.2014, 11:31 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვარდი ხარ?! ვარდის რტოდ ვიქცე მინდა,
ნამი ხარ?! ვარდად ვიქცევი უცებ,
რომ ეფრქვეოდეს ცის ნამი წმინდა,
ტრფობით ალეწილ ჩემს წითელ ფურცლებს. ცა ხარ?! ვარსკვლავად ვიქცევი კენტად.
ჯოჯოხეთი ხარ ჩემო ლამაზო?!
ჩავიდენ ცოდვას, ჩამოვალ შენთან,
რომ სული ჩემი შემოგთავაზო...
 
nukriaДата: Вт, 15.07.2014, 13:28 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი საუკეთესო ლექსი

ჩემს ლექსებს შორის ერთს ვარჩევ ყველას
მე ის მომიტანს სახელს, დიდებას.
ლექსი რომელიც ჩვენს ჯალათს, ვენას.
შურისძიებად წაეკიდება

ო, სიტყვა სიკვდილს ჩემი მახვილი,
ასი მტრის გულში აღბეჭდავს ასჯერ.
და ეს იქნება ლექსი ნამდვილი,
ლექსი რომელსაც ოდესმე დავწერ.


Сообщение отредактировал nukria - Вт, 15.07.2014, 13:29
 
nukriaДата: Вт, 15.07.2014, 13:30 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვარდი ხარ?!

ვარდი ხარ?!ვარდის რტოდ ვიქცე მინდა,
ნამი ხარ?! ვარდად ვიქცევი უცებ,
რომ ეფრქვეოდეს ცის ნამი წმინდა,
ტრფობით ალეწილ ჩემს წითელ ფურცლებს.

ცა ხარ?! ვარსკვლავად ვიქცევი კენტად.
ჯოჯოხეთი ხარ ჩემო ლამაზო?!
ჩავიდენ ცოდვას,ჩამოვალ შენთან,
რომ სული ჩემი შემოგთავაზო.


Сообщение отредактировал nukria - Вт, 15.07.2014, 13:30
 
nukriaДата: Вт, 15.07.2014, 13:31 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა მოვკვდები ჩემს საფლავს ალბათ,
ვერც კი შენიშნავს უცხო მნახველი.
ძვლივს დაინახავს პატარა დაფას,
ზედ წაწერილი ჩემი სახელით.

მაგრამ ეს ჯავრი ცივ ქვად რომ იქცეს,
ჯავრი რომელიც გულს მიჩხვლეტს ეკლით.
ცად ატყორცნილი გაჰკვეთდა სივრცეს,
პირამიდებზე მაგალი ძეგლი.
 
nukriaДата: Сб, 14.03.2015, 15:16 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორ მიყვარხარ! გრძნობას ვერ ვმალავ,
მკლავს უნდობლობა შენი ფარული,
რით დაგარწმუნო, არ მყოფნის ძალა,
რით დაგიმტკიცო ეს სიყვარული.

ჩემი უბრალო სიტყვის არ გჯერა,
რით გაგიფანტო ეჭვი ტიალი,
მიყვარხარ! თუგინდ გითხრა ასჯერაც,
მაინც არ გჯერა ჩემი ტრფიალი.

რატომ ოქროთი მდიდარი არ ვარ,
არ დავზოგავდი შენთვის ათასებს,
შემოგავლებდი ოქროს და ქარვას,
შემოგწირავდი დიდ-დიდ ალმასებს.

მეფე რომ ვიყო, ლალებით სავსე
გვირგვინს დავთმობდი, ოღონდ სუროთა,
ოღონდ ყვავილთა გვირგვინი თავზე
შენი ხელებით მე დამხუროდა.

რომ ცისარტყელა ვიყო შვიდფერი,
ჩუმად, სიტყვასაც კი არ გეტყოდი,
მე დავტოვებდი ლაჟვარდს სიმღერით
წელზე სარტყელად შემოგერტყმოდი.

მზე რატომ არ ვარ, ღრუბლებში სადმე
მე დავტოვებდი სამყაროს ფართოს,
თვალს დავხუჭავდი ყველაფრისადმი,
რომ შენს თვალებში მეცქირა მარტო.

შანდორ პეტეფი
 
Форум » ლიტერატურა » საყვარელი პოეტები » შანდორ პეტეფი
Страница 2 из 2«12
Поиск:


| Copyright MyCorp © 2017 | |