სონეტები - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » საყვარელი პოეტები » სონეტები
სონეტები
nukriaДата: ოთხ, 09.05.2012, 14:44 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
109 სონეტი

გემუდარები ორგულობა
არ დამაბრალო,
არ დაიჯერო განშორებამ
გრძნობა გასრისა,
არ დაივიწყო რომ ოდესღაც
გული საბრალო
შენსავე მკერდში შევინახე
შენგან წასვლისას.
შენი მკერდია ჩემი გრძნობის
თავშესაფარი,
შინ დაბრუნება იცის თურმე
ჩემისთანამაც,
შენზე ოცნებით მოვიარე
ქვეყნად მთა ბარი,
მაგრამ ცოდვების განსაბანად
წყალიც თანა მაქვს.
არ დაგიმალავ,მეც სხვებივით
ლხენას დავეზებ
და ახლაც სენთან უცოდველი როდი მოვედი,
მაგრამ არასდროს დაიჯერო-
ისე დავეცე,
გადავიწყვიტო სენი სულის
სვეტი ცხოველი.
შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა,
ამ უნაპირო სამყაროში
მხოლოდ შენა ხარ.
 
nukriaДата: ოთხ, 09.05.2012, 14:44 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
102

რაც უფრო მეტად მეყვარები, გეტყვი მით ნაკლებს,
მდიდარ სიყვარულს გადავმალავ ღარიბ სიტყვაში;
მე ვერ მივბაძავ ყველა ყბედს და ქალაქის ამკლებს
გრძნობების ზღვიდან ცრუ სათქმელის გამორიყვაში.

ვეღარც გაზაფხულს შევადარებ სიყვარულს ჩვენსას,
ის აღარც ვარდს ჰგავს, აღარც იხდენს იას ტოლივით,
ვეღარ შევკადრებ შემოდგომას ყმაწვილურ კვნესას
და დავდუმდები ვალმოხდილი იადონივით.

თუმცა ნაკლებად ღამის წყვდიადს არ ვეტრფი ახლა,
თუმცა ბატონობს შმაგი ვნება კვლავაც ნებაზე,
მაგრამ ვაი, რომ სიყვარულსაც დაეტყო დაღლა
და გონზე ყოფნას ვეღარ გავცვლი გაოგნებაზე.

ბულბულიც ზოგჯერ გალობისთვის ყელს კი იღერებს,
მაგრამ თუ სატრფოს ვეღარ ხიბლავს, აღარ იმღერებს.
 
nukriaДата: ოთხ, 09.05.2012, 14:45 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
140

რა ვერაგიც ხარ, ისეთივე იყავ ჭკვიანი
და ნუ გწადია, ჩემს სატკივარს ახსნა აღვირი,
ნუ მათქმევინებ, რაგინდ იყოს ძალზედ გვიანი,
თუ რა გვალვიან ტრფობაზე ვარ ცრემლად დაღვრილი.

ნუ დაივიწყებ, მოწყალება თუ რამ გებადა,
ნუ გეყვარები, მომეპყარი ოღონდ პატივით...
მე სნეულს ვგავარ, ვინც სიკვდილის გზას მიჰყვება და
მკურნალის რჩევას მაინც ვერ თმობს ანდამატივით.

ნუ გამკიცხავ და სიძულვილს ნუ მისცემ სადავეს,
მე ხომ სიგიჟე შენი ტრფობით შემომეყარა,
ბრბოს საამებლად ნუ დაუდებ იმ ჭორს სათავეს,
რომ ჩემს სირცხვილზე ქირქილებდეს მთელი ქვეყანა.

გულს თუ არ მანდობ, თვალი მაინც გამოიმეტე
და, ზოგჯერ მაინც, თვალთმაქცობით დამაიმედე.
 
nukriaДата: ოთხ, 09.05.2012, 14:51 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

44 სონეტი

ფიქრად მქცეოდა თავი ნეტავ,ეს დამენახა,
და არ ჩავთვლიდი გზას შენამდე მე დიდ მანძილად,
და გამოვწევდი სწარაფად იქით, სადაც შენა ხარ,
და შენს წინაშე გავჩნდებოდი უცებ ადვილად.
ვინ შეუკრავდა ჩემს სანუკვარ ოცნებას ხელებს,
ვინ შემბორკავდა უშორესი ქვეყნების სტუმარს!
გადმოლახავდა ფიქრი ჩემი ზღვასა და ხმელეთს
და შენს წინაშე გაჩნდებოდა განზრახვის უმალ.
მაგრამ ფიქრი მკლავს,რომ ნამდვილად არ ვარ ფიქრი,
ვერ გადმოვივლი იმ სიშორეს სადაც წახვედი,
მიწის და წყლისგან წარმოქმნილი ვერსაით მივქრი
და მიმორჩილებს ჟამთასრბოლის ბედი შავბედი.

და ერთადერთი ამ ძალთაგან რაც გავიცანი
ეს ცრემლებია სტიქიონთა გლოვის ნიშანი.

გივი გაჩეჩილაძის თარგმანი
 
Форум » ლიტერატურა » საყვარელი პოეტები » სონეტები
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость