ლერმონტოვი მიხაილ - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » საყვარელი პოეტები » ლერმონტოვი მიხაილ (ლექსები)
ლერმონტოვი მიხაილ
nukriaДата: ოთხ, 19.02.2014, 03:14 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლერმონტოვი მიხაილ
ლექსები
გმადლობთ!

მთარგმნელი აბჟანდაძე ანზორ


მადლობთ! _ გუშინ არ მოგგვარა ღიმილი
ჩემმა წრფელმა და მწუხარე ლექსმა,
და თუმც შენს გულს კვლავ არარა ესმა,
მაინც _ თითქოს რომ გესმოდა ყოველი, _
გმადლობთ!

ოჰ, რარიგად მატყვევებდი დიდხანს!
სიტყვა შენი, მზერა შენი მდაღველი,
გულს დამრჩება, ვით მარადი ნაღველი...
მაგრამ არ მსურს, შენც პასუხად მითხრა:
გმადლობთ!

მე მწყურია ძებნა ბედნიერების, _
ვით ვემატო ბედკრულ მონებს შენსას!
არ ვისურვებ, რომ ოდესმე მესმას
შენგან _ ნაცვლად გესლიანი ყვედრების _
გმადლობთ!

ცივმა მზერამ დამწვას შენმა _ ეს მსურს,
მოსპოს იგი ოცნება და იმედი,
რასაც გულში მიელვებდი, მინთებდი...
მხოლოდ მაშინ აღმოხდება ჩემს სულს:
გმადლობთ!

1830
 
nukriaДата: ოთხ, 19.02.2014, 03:15 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კავკასია

მთარგმნელი აბჟანდაძე ანზორ


გამყარა შენგან ბედისწერამ თუმცაღა ჩქარა,
ო, კავკასიავ, კვლავაც თან მსდევს ხატება შენი;
ვითარცა ჰანგი მშობლიური, ის მავსებს შვებით...
გულში რომ დარჩე _ შენი ხილვა ერთხელაც კმარა!
ო, კავკასიავ, შენ გეტრფი მარად!

მე სიყრმითგანვე უდედობა დამეცა ზარად...
და როცა ბინდში ვარდისფერი გმოსავდა ნისლი, _
მე შენს სივრცეში მელანდვოდა ჩურჩული მისი;
მიტომ მიყვარდა გარინდება შენს მთებთან წყნარად!..
ო, კავკასიავ, შენ გეტრფი მარად!

მე ბედნიერი ვიყავ მაშინ, _ შენს მთად და ბარად!..
ნაღველით მდაგვენ გარდასრულნი ის ტკბილნი წელნი;
იქ შემეფეთნენ ღვთაებრივნი თვალები მწველნი...
მათ ვიგონებ და _ აღმომხდება ლოცვისა დარად:
ო, კავკასიავ, შენ გეტრფი მარად!

1830
 
nukriaДата: ოთხ, 19.02.2014, 03:15 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარტოობა


მთარგმნელი აბჟანდაძე ანზორ


ვაი, რას მუხთლობს წუთისოფელი!

სურს მარტოობის ზღვაში გამრიყოს...

ლხენა გაიყოს მზადაა ყველა,

არავის არ სურს, დარდი გაიყოს!

მარტო ვარ, როგორც მეუფე ზეცის,

და გული სევდით მევსება ობოლს;

და ვხედავ, ვხედავ, _ მორჩილნი ბედის მიჰფრენენ წლები,

სიზმრები როგორც.

მევლინებიან ისევე მერე და ოცნებანი ჰშვენიან ფრთამალთ;

და ვხედავ კუბოს, რომელიც მელის...

რად ვალოდინო? ამქვეყნად რა მაქვს?..

მოვკვდები...

ჩემთვის ვინ დაღვრის ცრემლებს?..

ზოგს კი _ მოწამე არის გამჩენი,

გაუხარდება უფრო უმეტეს, ვიდრე ამქვეყნად მოვლენა ჩემი.

1830
 
nukriaДата: ოთხ, 19.02.2014, 03:16 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნატვრა

მთარგმნელი აბჟანდაძე ანზორ

ნატვრა ვაგლახ, ჩიტი რად არა ვარ, ან ყორანი მინდვრის, ზეცაში რომ დანავარდობს და შორეთში ილტვის? რატომ მათებრ თავისუფლად არ დამბადა ზენამ? ვაგლახ, რად არ შემიძლია მათებურად ფრენა! დასავლეთში, დასავლეთში გავჩნდებოდი უმალ, სადაც ჩემი წინაპრების სამარხები სდუმან, სადაც ჰყვავის მინდორ-ველი, მიწა-წყალი მათი და ნისლში ჩანს აწ ცარიელ ციხე-კოშკის ლანდი. ძველს კედელზე დამხვდებოდა სამემკვიდრო ფარი, იქვე ხრმალი ჟანგიანი, უმოქმედოდ მკვდარი; ფრთის შეხებით მტვერს და ნაცარს მოვაცლიდი ფარხმალს, ძვირფას ფარხმალს, უშიშარი რაინდების ნახმარს. შოტლანდიურ ქნარის სიმებს შევარხევდი ნელა და ბნელ თაღებს აავსებდა საამური ჟღერა, მარტოდ მყოფი მოვისმენდი ეულ ქნარის ბგერებს, _ როგორ ტკბილად იჟღერებდნენ, მისწყდებოდნენ მერე!.. მაგრამ, ვაგლახ, რა ამაოდ ამ ოცნებებს ველტვი! _ სასტიკია, სხვარიგ მიჰქრის წუთისოფლის ეტლი. სამშობლოის შორ მთებამდე რა ძნელია გზანი, რა უსაზღვროდ განფენილან ბობოქარი ზღვანი! უკანასკნელ შთამომავალს სახელოვან გმირთა, მაჭკნობს თოვლი უცხო ქვეყნის, შორს გავფრინდე მინდა, მე აქ ვიშვი, მაგრამ სული სხვანაირად მითრთის...… ვაგლახ, ჩიტი რად არა ვარ, ან ყორანი მინდვრის!.. 1831 .
.
 
nukriaДата: ოთხ, 19.02.2014, 03:16 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პოეტის სიკვდილი

მთარგმნელი აბჟანდაძე ანზორ



მოჰკლეს პოეტი! _ ჭეშმარიტი მონა ღირსების!..
ცილისწამების სდაგეს სახმილით...
წაჰყვა წყურვილი მიუზღველი შურისძიების,
და ტყვია, ამაყ გულში დახლილი…
ვერ აიტანა, ვერ იგუა პოეტის სულმა
წვრილმანი, ბილწი მიეთ-მოეთი,
და უგუნურთა უგულობას შეება უმალ,
მარტოდ შეება, როგორც ყოველთვის...…
და მოჰკლეს!.. მოჰკლეს!.. რაღას გვარგებს აწ მწუხარება?
ფუჭი გოდება გლოვის ჰანგების?
ან უგუნური, უსუსური თავისმართლება? _
ოჰ, გვიანია მდურვა განგების!
ხომ თქვენ იყავით, რომ სიავის სუსხით დააზრეთ
მისი დიადი, ელვარე ნიჭი!
ხომ თქვენ იყავით, მის სულში რომ ხანძრად დააგზნეთ
ნაპერწკალივით ნამცეცა იჭვი!
მაშ, გაიხარეთ! ამ წამებას ვერ მოერია,
აღსრულდა, გკლავდათ სურვილი რისიც:
ჩაჰქრა ლამპარი დიდებული უკვდავ გენიის,
დაჭკნა გვირგვინი დიდების ღირსი.

ო, რა გულგრილად დაახალა ტყვია ჯალათმა!
არ სჩანს საშველი!.. იმედიც მწირი!..
თუ ჰქონდა გული მკვლელს ქცეული ალბათ მჩვარადა,
რომ არც უთრთოდა დამბაჩა ცივი!
მაგრამ რად გვიკვირს? _ ის ხომ ჩვენში მოხეტიალდა,
ვით ათასობით მოდიან სხვანიც, _
ბედის საცდელად, თუ საძებრად ჩინთა ტიალთა...
ალბათ განგების ერია ძალიც...
ის კადნიერად დაგვცინოდა, და ამაყობდა
თვის უცხოობით; ცხოვრობდა ლხენით,
და სპობდა ჩვენსას რომ დიდებას, როდი ნაღვლობდა, _
როს სისხლიანი აღმართა ხელი.

ვაგლახ! რად დასთმო მეგობარნი მან საკუთარი!
რად ამჯობინა მაღალი წრე, ცრუ და მუხთალი!
იქ რას ჰპოვებდა მისი გული უმხურვალესი?
რად მიიკარა, რად ირწმუნა ყალბი ალერსი?
რად მისცა ხელი მათ, რომელთაც დასწამეს ცილი? _
კაცთა ავ-კარგი ხომ სიყრმითვე ჰქონდა განცდილი!

ძველი წაართვეს, თავს ახალი დასდგეს გვირგვინი,
დაფნის რტოებით, ოქროს კიანთით, _
მაგრამ ეკლებმა, მის ფოთლებში დამალულებმა,
დაუიარეს შუბლი დიადი.
მოსშხამეს მისი ამოსუნთქვა უკანასკნელი
ენით მქირდავით, გესლად დაღვრილით,
და მოკვდა იგი შურისგებით გულანაგზნები
და იმედების მსხვრევით დაღლილი.
მისწყდნენ ბგერები საოცარის მისი ჰანგების,
წყარო ანკარა უკვე არა დის...
ბინა პოეტის მიწაშია უკვე ნაგები,
ბაგეც შეკვრია აწ და მარადის...

თქვენ კი, ო, თქვენ კი, მზვაობარო მემკვიდრეებო,
ღვარძლით, სიბილწით განთქმულ მამების,
მონური ქუსლით რომ დასწიხლეთ, რომ გადასთელეთ
აწ დაჩაგრულნი მსხვერპლნი განგების;
თქვენ, ჯალათებო ნიჭისა და თავისუფლების,
ურცხვად რომ დაძრწით ტახტის გარშემო,
დღეს სამართალიც და სამსჯავროც თქვენთვის სუფევენ
და არვინ არის, რომ შეგაჩვენოთ;
მაგრამ უწყოდეთ: ზეციური გელით სამსჯავრო! –
იქ მიგეგებათ მისაგებელი!
ფუჭად ეცდებით, ოქროებით რომ გადასძალოთ
იგი _ ზენარი შურისმგებელი!
ფუჭად ეცდებით! _ ვერა! თავი ვერ დაიძვრინოთ
ბილწთა ენათა ავად სხმარტალით! _
მურდალი სისხლით ვერ წარხოცოთ, ვერ გადასწონოთ
დიდი პოეტის სისხლი მართალი!

1837
 
nukriaДата: ოთხ, 19.02.2014, 03:17 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline


საღამო


მთარგმნელი აბჟანდაძე ანზორ

ჩაესვენება ჰორიზონტს იქით მზე დაქანცული და ოქროსფერი, დაიყურსება სივრცე სიჩუმით, ჩაიძირება ბინდში სოფელი... მე კი ვოცნებობ პირმოქუშული და უბოლოო ფიქრში ვინთქმები... და მეუბნება ვიღაც ჩურჩულით: _ ბედნიერიო აღარ იქნები!.. და მზერა ჩემი ზეცას მიელტვის, და ცად სიკეთე ჩანს საცნაური, მაგრამ ზეცაშიც არ ხდება ჩემთვის ჩვენ რომ შეგვყაროს _ ის სასწაული. ჩემთვის, ვინც ისე უგუნურია, რომ თვალთა შენთა შორი ალერსი და გაღიმება შენი ჰგონია ციურ ჯილდოზე უძვირფასესი. 1830-31 .


ქნარი


მთარგმნელი აბჟანდაძე ანზორ

დავსტოვებ როდესაც უხანო ამ სოფელს და მწვანე ბალახი ჩემს საფლავს დაჩრჩილავს; როს მხოლოდ ბგერებად შევრჩები შენს ბაგეს, გულში კი დაგრჩები მარტოდენ აჩრდილად; როდესაც მოყვასთა ხსოვნაშიც გავქრები და არვინ წაუქცევს თავს ღვინის ფიალას, _ შენ მაშინ, ძვირფასო, აიღე ეს ქნარი, მეგობრად რომ მყავდა, ლხენად და ტრფიალად, და ფრთხილად, ო, ფრთხილად დაჰკიდე სარკმლის წინ, ნიავის შეხება რომ იგრძნოს სიმებმა; მას მაინც მოესმას უწყნარეს პასუხად გარდასრულ დღეების გამქრალი სიმღერა! შენ, ვაგლახ, იმ ჰანგებს ვერასგზით აღაგზნებ, _ მათ ქნარი თვის გულში მწუხარედ ჩარაზავს, _ რადგანაც, ვინც ტკბილად გიმღერდა ტრფობაზე, ბალახთქვეშ მძინარი იქნება მარადჟამს... .
 
Форум » ლიტერატურა » საყვარელი პოეტები » ლერმონტოვი მიხაილ (ლექსები)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость