იაკობ პოლონსკი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » საყვარელი პოეტები » იაკობ პოლონსკი
იაკობ პოლონსკი
nukriaДата: ოთხ, 16.12.2015, 10:17 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კოცნა

განსჯის, გრძნობების და თვით ხსოვნის უარმყოფელი,
შენ არ გეგონოს, რომ მხურვალედ ტყუილად გკოცნი,
მე შენა გკოცნი ახლა ყველა იმ ქალის ნაცვლად,
ვისკენაც წინათ მიილტვოდა სული და ხორცი.

მის ნაცვლად გკოცნი, შეხედვას რომ ვერ ვუბედავდი,
სურვილს ვმალავდი, სიყვარულის ცეცხლით დამწვარი,
მის ნაცვლად, ვისი ერთგულებაც დამიფარავდა,
მაგრამ ახლა თვით მას იფარავს საფლავის ჯვარი.
მის ნაცვლად, ვინც მე ჯოჯოხეთის სამსალა მასვა,
ჩემზე მზაკვრულად იცინოდა და მაწამებდა.

... ეს ყველაფერი, რაც იმათთვის ჩემს გულში ენთო,
იქნებ ჩააქროს შენთან ყოფნის ტკბილმა წამებმა.
 
nukriaДата: ოთხ, 16.12.2015, 10:19 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როდესაც მკოცნი საქმეებით უზომოდ დაღლილს
და შენი კოცნა ჩემში ექოდ აღარ ხმიანობს,
ნუ გეგონება, სიყვარულის არ ვიცი ყადრი,
ნუ იბუტები, ნუ წყრები და ნუ ეჭვიანობ!

სიყვარულს ჩემსას გაუვიდა ოცნების ჟამი,
ფრთები დასცვივდა, მაგრამ მაინც ფხიზელი არის,
არ გეფერება, მაგრამ გფარავს გასაჭირისგან,
ვით დარტყმებისგან დაჭყლეტილი ლითონის ფარი.

არ გიღალატებ და ისევე საიმედო ვარ,
როგორც მოხუცი რაინდისთვის ბექთარი ძველი,
ბრძოლის ქარცეცხლში ის ერთგულად გემსახურება,
ხმლისგან დაგიცავს, მაგრამ სითბოს მისგან ნუ ელი!

და თუ შენ გამცვლი, თუ შენ ჩემთან არ გედგომება,
გადაეყრები ჭუჭყს და ტალახს, დღემდე დაფარულს,
თვითონ მიხვდები, რარიგ ძნელი არის ცხოვრება
და გაიხსენებ, დააფასებ ჩემს ცივ სიყვარულს.

იაკობ პოლონსკი
 
nukriaДата: ოთხ, 16.12.2015, 10:25 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წყვდიადს ჰკვეთენ ნაპერწკლები.
როგორ უნდა დაგტოვო?
ღამით არვინ შემოგვხვდება,
ხიდთან გამოვეთხოვოთ.

გავა ღამე, აიყრება
მომთაბარე ბანაკი,
და ხმაურით გაიელვებს
სტეპის გზებზე ჩარდახი.

გამინასკვე მკერდზე ჭრელი
შალი ფოჩებიანი,
გამახსენოს იქნებ ჩვენი
შეხვედრები გვიანი.

ბედისას ვინ რას გაიგებს?_
არც ჩვენ გვესმის რაიმე
და ხვალ, ჩემო შევარდენო,
ამ ნასკვს გახსნის სხვა ვინმე.

მომიგონე, თუ სხვა ქალი,
ჩემებრ შეყვარებული,
ხვალ გიმღერებს სხვა სიმღერას,
შენს მკერდს შეფარებული.

წყვდიადს ჰკვეთენ ნაპერწკლები.
როგორ უნდა დაგტოვო?
ღამით არვინ შემოგვხვდება,
ხიდთან გამოვეთხოვოთ.
კომენტარები
 
nukriaДата: ოთხ, 16.12.2015, 10:26 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღამის ჩრდილები ჩემს კარებთან
დგანან დარაჯად,
მისი თვალების წყვდიადი კი
ჩემს თვალებს უმზერს,
თმებიც ბალიშზე ბეჭდის რგოლად
თითქოს დალაგდა,
ნაზ ჩურჩულს ვისმენ და მალამოდ
მედება გულზე.

ნუ წახვალ, ღამევ, შენთან ყოფნა
სიყვარულს შვენის,
ბნელით შემოსე ჯადოსნური
მისი სამყარო,
დროვ, შეაჩერე შენც საათი
ბებერი ხელით,
ამ საოცარი ღამით ტკბობა
რომ დამაცალო.

მაგრამ თენდება და ჩრდილები
იხევენ უკან,
მიბნედილ თვალთა მზერა თითქოს
უკვე დამორცხვდა.
ის აცახცახდა, სახით მკერდზე
მომეკრა მწუხარს.
ო, რა იქნება, დააყოვნე,
მზეო, ამოსვლა!
 
nukriaДата: ოთხ, 16.12.2015, 10:27 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბავშვური სახით, შავი თმების გვირგვინით თავზე,
კდემამოსილლმა, უნაზესმა, მორცხვმა, გამგონემ,
შენ მომაგონე შორეული სიზმრები სიყრმის,
ჩემი ბავშვური სიყვარულიც შენ მომაგონე.

შავი თვალების მცხუნვარებით შენ მომაგონე
აღმოსავლეთის ღამეების ჩრდილები მუქი,
მთვარიან ღამით აყვავებულ ბაღების ხიბლი,
პირველი ვნების ქარიშხალში გამკრთალი შუქი.

ასე უბრალომ, თალხ სამოსში გამოწყობილმა,
შენ მომაგონე მე მრავალი ძვირფასი ლანდი,
ცრემლიც, საფლავიც, ხეტიალიც მარტოობაში
და ღამეული ოცნებების მთენთავი ბანგი.

რაც კი ცხოვრებამ ჩემთვის უხვად გამოიმეტა
და რაც უკვალოდ დაიფანტა დღეთა წყებაში,
რაც კვდებოდა და რასაც ისე ძლიერ უყვარდა,_
შენ მომაგონე. _ დამეხმარე დავიწყებაში.
 
nukriaДата: ოთხ, 16.12.2015, 10:28 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წინ ყრუ სტეპი და შორი გზა არის,
ქარში დატალღულ მინდვრებსღა ვხედავ,
მოწყენილია ბურუსში გულიც
და უმიზეზო მიმონებს სევდა.

თვალწინ უცვლელი სურათი მოჩანს:
სტეპი და სტეპი. ველს მოსდევს ველი.
სულ მეჩვენება, ზოზინებს ეტლი.
ნეტავ მეეტლე რატომ არ მღერის?

პასუხად მესმის, შავი დღისათვის
გვაქვსო სიმღერა შემონახული.
"და რა გახარებს?" "ახლოა ხატა.
ნაცნობ გარემოს გრძნობს უკვე გული".

ვხედავ: შევდივართ უკვე სოფელში.
დგას დახურული ყვითელი ჩალით
ნაცნობი ქოხი. ნეტავ რას შვრება,
ნეტავ ცოცხალი თუა ის ქალი?

სითბოს და ალერსს საკუთარ ჭერქვეშ
ჰპოვებს მეეტლე და ვახშამს გვიანს.
მე დავიღალე. სიმშვიდეს ვნატრობ,
მაგრამ არსად ჩანს... ჰა, ცხენებს ცვლიან.

ცოცხლად, ცხენებო! ბნელია ღამე
და ვემზადები ისევ გზისათვის.
ვშფოთავ, არა მაქვს რადგან სიმღერა,
შემონახული შავი დღისათვის.
კომენტარები
 
Форум » ლიტერატურა » საყვარელი პოეტები » იაკობ პოლონსკი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость