ვლადიმერ მაიაკოვსკი - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
Форум » ლიტერატურა » საყვარელი პოეტები » ვლადიმერ მაიაკოვსკი
ვლადიმერ მაიაკოვსკი
nukriaДата: ოთხ, 29.06.2016, 18:44 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეტევა გაშლილ ნაბიჯებში ქუჩის ვერსტები.
მაინც სად წავალ, ჯოჯოხეთის ალში ჩამლღვალი!
წყეულო! რომელ ზეციურ ჰოფმანს
მოაფიქრდა და
შეგქმნა ამგვარი?!

ხვეტა და ხვეტა მორთულები დღესასწაულმა.
ვიწრო აქვს ქუჩა ვნების ქარიშხალს.
ვფიქრობ.
ცხელი და ავადმყოფი სისხლის კოლტები -
ჩემი აზრები -
მოძვრებიან თავის ქალიდან.

და მე,
შემოქმედს ყველა ზეიმის,
არავინა მყავს გვერდით ჩემფერი.
ჰო და ახლავე,
ავდგები და დავენარცხები
და ტვინს დავასხამ ნევის ქვაფენილს!
 
nukriaДата: ოთხ, 29.06.2016, 18:45 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

როგორც დუქანი – ისე მზარავს თქვენი სამსჯავრო, 
ცეცხლმოდებული შენობიდან მოთქმა-გოდებით, 
მე - ერთადერთს, წმინდანივით ამიყვანენ და 
თავისმართლებად წარმადგენენ ღმერთთან ბოზები. 
 
nukriaДата: ოთხ, 29.06.2016, 18:46 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ედოთ მუცლები წყლის ზეწრებზე 
და თეთრი კბილით ტალღებად გლეჯდნენ. 
იდგა ღრიალი საყვირების, 
თითქოს საყვირი – 
ცხელი ვნებების სპილენძისგან ისხმება დღემდე. 

ფერდის აკვნიდან ნავები მჭიდროდ 
ეკვროდნენ რკინის დედების ცურებს 
და დაყრუებულ გემებს ყურებზე 
უელვარებდათ ღუზის საყურე.
 
nukriaДата: ხუთ, 07.07.2016, 00:23 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიზმარია ცხოვრება
- ხვალ არ გემახსოვრება.
"მიყვარს, ჩემი ქალია"
- ამბობს, სანამ მთვრალია. როცა გამოფხიზლდება,
უკვე შვილიც იზრდება.
მერე ისევ დათვრება,
უკვირს: რა ემართება? ნატრობს ფულის მარწუხებს,
სხვა სულ აღარ აწუხებს.
ყველაფერს ცოლს აბრალებს,
დარბის, ეძებს სხვა ქალებს. პირჯვარს იწერს ტაძარში,
მერე კაცს კლავს აზარტში.
სხვის ცრემლებზე არ ღელავს,
გადაგივლის, გაგთელავს. ვერ მეტყველებს ქართულად,
ვერც ლექსებით გართულა.
მისთვის ტლუ და ცუდია
- ვინც არა ხელმრუდია. სინდისზე აქვს ნიჟარა.
მგელთან არის მშიშარა.
კრავებთან კი მგელია
- ნამდვილი ქართველია! მოკლედ, არის არსება,
მე რომ არ მევასება.
 
nukriaДата: ხუთ, 07.07.2016, 00:49 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყურთასმენა წაიღო და როგორც ჩრჩილმა,
ჭორმა როგორ გამოგვჭამა, ხედავთ?
ხმები დადის, გაძვირება ყველაფერს რომ შეეხება,
ალკოჰოლს და შარვალს, თურმე, ,,გაცილებით მეტად”.

ბუზებივით ჩვევა აქ
ხმები დაქრის იქ და აქ.
უკბილო და მოცუხცუხე
ბებრუხუნებს გადააქვთ.

_ გაიგონე? მიწისქვეშა ქალაქს აშენებენაო!
ატომური ომის სუნი უდის თურმე მაგას.
_ შეხე-შეხე, ზუსტად ვიცი, მაგას წყალი არ გაუვა,_
აუქმებენ უმსგავსობებს საუნებისმაგვარს.

ბუზებივით ჩვევა აქ
ხმები დაქრის იქ და აქ.
უკბილო და მოცუხცუხე
ბებრუხუნებს გადააქვთ.

_ მამიკინსაც მოუწია! არ იცოდით? უკვე ხსნიან,
ლოთობით და სკანდალებით გაიჩინა მტერიო.
_ შენს ბედოვლათ მეზობელსაც, ნახე, თუ არ აიყვანენ,
იმიტომ, რომ ეგ კლიენტი ძალიან ჰგავს ბერიას.

ბუზებივით ჩვევა აქ
ხმები დაქრის იქ და აქ.
უკბილო და მოცუხცუხე
ბებრუხუნებს გადააქვთ.

_ ერთიც, ამასწინეებზე მაგენს მიწა გოუთხრიათ,
ღმერთი! რჯული!
ამოხეთქა კონიაკის მდინარემ.
_ მასონების დაკვეთაა, თევზის ქერცლის პურს გზავნიან
წყლის მაგივრად დღეს გვასმევენ მის მოწამლულ მინარევს.

ბუზებივით ჩვევა აქ
ხმები დაქრის იქ და აქ.
უკბილო და მოცუხცუხე
ბებრუხუნებს გადააქვთ.

გამოცდილი _ ათუხთუხებს ალიაქოთს _
შარი-შური. ხმები არ ცნობს ჩარჩოებს...
ჭორი ამბობს, ხმები წყვეტენ არსებობას ამას იქით.
ხმა გავარდა:
ხმები ჭორებს ვაჩმორებთ.

ბუზებივით ჩვევა აქ
ხმები დაქრის იქ და აქ.
უკბილო და მოცუხცუხე
ბებრუხუნებს გადააქვთ.
 
nukriaДата: ხუთ, 07.07.2016, 01:38 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მხოლოდ წვრილმანი თუ შევძელი ლექსებით მეთქვა,
ვერ მოვახერხე მძლავრისა და მძაფრის ასახვა.
მე ქორწინების სინანულმა და გულისხეთქვამ
ცოდვით და ოფლით დამძიმებულ ღამეს ჩამსახა.

კარგად ვიცოდი, რომ რაც უფრო მოვწყდებით მიწას,
ვხდებით მით უფრო სასტიკები, უფრო გულქვები.
ვეტოლებოდი სამეფო ტახტს _ უმაღლეს მიზანს
და ვსარგებლობდი უფლისწულის ყველა უფლებით.

კარგად ვიცოდი, იქნებოდა, როგორც მე მსურდა,
გულნაკლულობა არასოდეს დამაღონებდა.
მე მსახურებდნენ მეგობრები ისე, ვით სულტანს,
სიტყვით თუ საქმით, მსახურებენ მისი მონები.

ასჯერ არასდროს გამიზომავს, ვიდრე გავჭრიდი,
არ ვგავდი იმათ, ვინც სიტყვის თქმას ეჭვობს და შიშობს.
ვიცოდი, თავსაც შემომწირავს, თუკი დამჭირდა,
სამეფოს ყველა თავმომწონე თავადი პირმშო.

ღამის გუშაგებს ჩვენი ხილვა აფრთხობდათ უმალ,
ეპოქას, როგორც სნეულება, ისე მოვედეთ.
ტყავზე მეძინა, ნანადირევს ვღეჭავდი უმად
და ველურ ულაყს დაუნდობლად ვუჭერდი ღვედებს.

კარგად ვიცოდი, ჩემი რიდი ყველას მართებდა,
დაბადებიდან შუბლს მიწვავდა რჩეულის დამღა.
და ფლოქვებს ვცემდი შებორკილი ოქროს ხლართებით,
არ დაგიდევდით წიგნებით და სიტყვებით დაღლას.

ღიმილის ნაცვლად ბაგეს გვერდზე ოდნავ გავწევდი
და ალმაცერად ტყორცნილ მზერის შხამს და სამსალას
ზრდილი, ხუმრობით სულ იოლად გავაქარწყლებდი;
ხუმარა მოკვდა. . . ეჰ, იორიკ, ჩემო საწყალო.

მაგრამ ერთ დღესაც უარვყავი განცხრომის გემო,
გემო ჯილდოსი, გამარჯვების და განდიდების.
ერთ დღესაც გული ჩამწყდა პაჟის სიკვდილის გამო,
ერთ დღესაც ხეზე შევამჩნიე მწვანე კვირტები.

ერთ დღეს გულიდან გადამვარდა მტაცებლის გეში
ცხენი, ნადავლზე მიშვებული, უკან დავხიე.
შემჯავრდა ყველა სისხლის მსმელი, მჭამელი ლეშის,
მეძებრების და შევარდნების ავი ჯახირი.

კარგად ვხედავდი, რომ ჩვენს თამაშს ჩირქი მოეცხო
თანდათან გახდა უფრო ბილწი, უფრო უშვერი
და დღის ცოდვები რომ როგორმე ჩამომერეცხა
ტანს ღამღამობით გამდინარე ნაკადს ვუშვერდი.

მემატებოდა ხანთან ერთად მხოლოდ სიბრიყვე,
მომქანცა კარის ინტრიგების მიეთ-მოეთმა.
გარყვნილი იყო ჩემი დრო და გარყვნილნი იყვნენ
მისი შვილებიც _ ვცადე სული წიგნით მომეთქვა.

ჩემი გონება, ვით ობობა, ჩაებღაუჭა
ცოდნას და წიგნის ტყუილ-მართალს ხაპავდა პეშვით.
მაგრამ დაგრჩება ნაფიქრიც და ნაკითხიც ფუჭად,
როცა თავადვე გაებმები ცხოვრების ქსელში.

დაიძენძა და გაწყდა ისე, ვით არიადნეს
გორგალი, სიყრმის მეგობრებთან ჩემი ერთობაც
ყოფნა-არყოფნის თავსატეხი ყველგან თან დამდევს
მუდმივ დილემად _ ვეღარც ვხსნი და აღარც მეთმობა.

ჩვენ, ჩათრეულნი უბედობის მღვრიე მორევში,
ვტრიალებთ, როგორც ომში _ ხმალი, საცერში _ ფეტვი.
და იმ ორჭოფულ შეკითხვაზე, რომ ვერ მოვეშვით,
მოჩვენებითი, ცრუ პასუხის გამოცრას ველტვით.

წინაპართა ხმა შემომესმა გაბმულ ზრიალად,
გავყევ მათ ძახილს, შემომატყეს ალყა იჭვებმა.
და მტანჯველ ფიქრთა ტვირთმა თუმცა ცას მაზიარა,
სილაღის ცოდვამ ჯოჯოხეთის ფსკერი მიჩვენა.

სიბრძნის წყაროდან წყლის მომტანი დამემსხვრა დოქი,
ბზარი გაუჩნდა ჩემი ყოფის მყიფე თაბაშირს.
და სხვების მსგავსად, მეც დავღვარე სისხლი მეტოქის,
სამკვიდროს გამო მეც ჩავები უღირს თამაშში.

და სიკვდილის წინ ჩემი ზესვლა დაცემას ჰგავდა.
ო, ოფელია, არ მოვუშვებ გახრწნას ამ სულთან.
თუმცა კაცისკვლამ გამატოლა მეც ყველა მათგანს
ვისთან ერთადაც ერთ მიწაში წოლა არ მსურდა.

მე ჰამლეტი ვარ. მე სიკეთე მენდო და მეძმო
და მე ფეხებზე დავიკიდე ჩემი პრინცობა.
და მაინც, მაინც ყველა როგორც ტახტისთვის მებრძოლს,
როგორც გულგოროზს და ულმობელს, ისე მიცნობდა.

ღვთიურ ნააზრევს ბრბო უგულოდ და უნდოდ ისმენს,
დაბადებიდან სულ სიკვდილი გვიმზერს ალმაცრივ.
ჩვენ კი ვერაგულ პასუხს ვისვრით ისევ და ისევ
და შესაფერი კითხვის პოვნას ჟამი არ გვაცლის.


Сообщение отредактировал nukria - ხუთ, 07.07.2016, 01:41
 
nukriaДата: ხუთ, 07.07.2016, 01:41 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქართველები გიყვარდა და
პატივს ცემდი საქართველოს!
დღეს გვჭირს გულზე იარები,
ღმერთმა მალე გაამრთელოს!
აღარა გვაქვს დღეს ერთობა,
დავიშალეთ... დავრჩით კენტად!
მეზობლები კარგ საქმეებს
არ ვაკეთებთ ვაგლახ-ერთად!
წამოდექი საფლავიდან,
კვლავ ისროლე ზღვაში ბადე!
ივერსა და რუსეთს შორის
მეგობრობის ხიდი გადე!
 
nukriaДата: პარ, 19.08.2016, 21:15 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნაღვერდალიდან    ამოღებულ
კარტოფილის  სიფათით,  შავით,                         
იმ ზანგზე უფრო,
აბანო რომ არ უნახავს
თვალით -  საერთოდ,                                                             
                                                                   
ღვთისმოსავი  კათოლიკე,
ექვსი ასკეტი -
გემი  „ესპან”-ის  ბორტზე გაეძრო.                                             
                                                                       
                                                                       
                                                                       
                                                                       
                                                                       
                                                                       
                                                                       
         
გინდა წინიდან,
გინდ უკნიდან -
ლარივით სწორი.
მხრებს, 
როგორც  ლურსმანს -
ჰკიდია  შალი,                                                               
სახეები კი -   
მოვლებულა  ქათქათა  გოფრით,
ვით სააღდგომოდ -
ხელსახოცით გოჭის ბარკალი.                                                         
                                                                       
                                                                       
                                                                 
აივსოს წლებით
ცხოვრების კვოტა,
სანახაობა  ამდაგვარი
ეყოფა მარტო -
გაიხეს პირი მთქნარებისაგან                           
მთელი მექსიკის ყურეზე ფართოდ.
ზესუფთა -
როგორც ბორაქსის ხსნარი,
ჯარი - ერთად რომ იწყებენ კვებას,                                                     
თავს აფარებენ, ჭამის მერე, საპირფარეშოს.
ერთი ამთქნარებს -
ამთქნარებს ყველა.                                                                 
                                                                       
                                                                       
     
ცნობილ ადგილას-
სიმეტრიულად,
სადაც ქალებს აქვთ  ბორცვები (მკერდი)
ამათ  ღრმულები ამოუვსიათ -                                   
ვერცხლის  ჯვარითა და პიუსის მედლით.                                                                       
როს სამოთხეში -
ნაადრევად გადაჭვრეტილებს,
ცოტა ზედმეტი წაძინება წასცდება თვალებს,
უდირიჟორო ორკესტრივით -
ექვსეული აირევა და,
ექვს სახარებას (გზად საკითხავს)
ამოალაგებს.
შეხედავ ღამით -
ჩამომსხდარან და პრუტუნებენ,
და ყოველგვარი გადამეტებით:
დილას, საღამოს,
შუადღეს -
სხედან
და  პრუტუნებენ, პრუტუნებენ -
ღვთის ჩერჩეტები.
ჩავლენ, იცვამენ 12 გალოშს,
მაშინვე, როცა -
დღის იერს ოდნავ გადაკრავს ბინდი,
მერე  ამოვლენ კაბინებიდან
და ისევ -
შეხმატკბილებული წკმუილი მიდის.                                             
ვიცოდე  ენა - ესპანური,
ვკითხავდი ბრაზით:
ანგელოზებო,
უპასუხეთ პოეტს მარტივად:
თუ თქვენ  ხალხი ხართ,
ვინ არიან ყვავები მაშინ?
თუ ყვავები ხართ,
რად არ დაფრინავთ?
აგიტატორო!
ნუ ძვრები კანში,
მოავლე თვალი მთელ დედამიწას.
საუკეთესო ათეისტიც კი -
ვერ მოიფიქრებს ამაზე კარგ შარჟს.                                                                           
ო, გიხაროდენ,
ჯვარცმულო ქრისტე!
ნუ დაუსხლტები
შენი ძელის სამსჭვალებს,
გიჯობს!
თუკი მეორედ მოხვალ ამქვეყნად,
დარდისგან -
ნაღდად -
თავს ჩამოიხრჩობ.
 
nukriaДата: პარ, 19.08.2016, 22:53 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღსარებაცაა და
აღსარებაც,
ზოგი კლავს,
ზოგი მრუშობს,
ზოგი იპარავს,
მე კი -
მიყვარხარ
 
nukriaДата: პარ, 19.08.2016, 22:57 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გასწორდით საერთო მარშით,
ყბედებს ენა დავუსერ,
ჩუმად,ორატორო!
თქვენ გაქვთ
სიტყვა,
ამხანაგო მაუზერ.
კმარა ძველი წესებით თრევა,
წარსული: ადამ და ევა,
ჯაგლაგ ისტორიას შეემთხვა მარცხი!
მარცხნივ!
მარცხნივ!
მარცხნივ!
ლურჯხალათიანნო!
ფრთებით,
ზღვებს გადაშორდით მარდად!
ანდა,
იქნებ დიდ ხომალდებს პორტში
მკერდი დაუჩლუნგდად ? მორჩით!
კმარა,
ბრიტანეთის ლომო,
ბრაზით მყეფარო,დაცხრი!
კომუნას ვერ მოსპობ,ომო!
მარცხნივ!
მარცხნივ!
მარცხნივ!
გაღმა,
მთების იქით,
მოსჩანან მზიური ბაღები.
შიმშილის,
სიკვდილის ზღვის იქით,
დაარტყით უთვლელი დაღები!
მოგვადგნენ მოსყიდულ რაზმებით
მდუღარე ტყვიების ფარცხით---
ევროპა ყვირის გაბრაზებით!
მარცხნივ!
მარცხნივ!
მარცხნივ!
არწივის თვალი არ ჩაქრება,
წარსულთან კავშირს ვერიდებით,
და ქვეყნის
კისერს
ემაგრება
მძლე პროლეტარების თითები!
მკერდით წინ,ამაყად,მოშვებით
ზეცას მიაფანტეტ დროშები,
მარჯვნივ ვინ გაბედა ? მარცხნივ!
მარცხნივ!
მარცხნივ!
მარცხნივ!
 
Форум » ლიტერატურა » საყვარელი პოეტები » ვლადიმერ მაიაკოვსკი
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость