საყვარელი პოეტები(თარგმანები) - Page 7 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 7 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • »
Форум » ლიტერატურა » საყვარელი პოეტები » საყვარელი პოეტები(თარგმანები)
საყვარელი პოეტები(თარგმანები)
nukriaДата: კვ, 15.06.2014, 17:14 | Сообщение # 61
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს სიყვარულზე
მხოლოდ წყალთან მისაუბრია,
აქვე ნელა რომ მიედინება
და ყურს მიგდებს მისკენ გადახრილს;
ჩემს სიყვარულზე
მხოლოდ ქართან მისაუბრია,
რომ იცინის და თან ხის ტოტებს ეჩურჩულება;
ჩემს სიყვარულზე ჩიტუნასთანაც მისაუბრია,
ქარს რომ მიყვება და ნაზად გალობს;
და ექოსთანაც მისაუბრია

თუ რამ მიყვარდა ისე ძლიერად,
რომ მუდამ ვიყავ სევდითა და ხალისით სავსე,
მე მიყვარდა შენი თვალები;
თუ რამ მიყვარდა ისე ძლიერად,
მე მიყვარდა შენი ტუჩები, უმართლესი და უტკბილესი
შენი ტუჩები
თუ რამ მიყვარდა ისე ძლიერად,
ეს იყო შენი თბილი სხეული და კიდევ შენი გრილი ხელები,
შენს ლანდს დავეძებ.

ანრი დე რენიე(1864–1936)
თარგმანი ბადრი თევზაძე
 
nukriaДата: სამ, 17.06.2014, 23:45 | Сообщение # 62
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თარგმანი გერმანულიდან
რაინერ მარია რილკე
ჩვენ ბაგე ვართ

ჩვენ ბაგე ვართ. გულს ვინ უმღერს, შორეულს,
ყველგან მსუფევს, დაცულსა და ფრიადს?
ვინაწილებთ ძგერას მისას, დიადს,
გულისცემად. ხოლო მის დარდს, მორეულს,
ანდა ლხენას, გაჯერებულს გზნებით,
გავურბივართ დიდი მონდომებით
და ვართ ოდენ ბაგე.

მაგრამ არდად
ის დიადი ძგერა ჩვენშიც მოვალს,
გვაიძულებს გლოვას...
ქმნილი არსად, ცვლილებად და ხატად.

Wir sind nur Mund

Wir sind nur Mund. Wer singt das ferne Herz,
das heil inmitten aller Dinge weilt?
Sein grosser Schlag ist in uns eingeteilt
in kleine Schläge. Und sein grosser Schmerz
ist, wie sein grosser Jubel, uns zu gross.
So reissen wir uns immer wieder los
und sind nur Mund.

Aber auf einmal bricht
der grosse Herzschlag heimlich in uns ein,
so dass wir schrein —,
und sind dann Wesen, Wandlung und Gesicht.
 
nukriaДата: ოთხ, 18.06.2014, 01:53 | Сообщение # 63
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთ ბაყალს ჰყავდა თუთიყუში ენაწყლიანი,
მწვანე ფერებით მორთული და ერთობ ჭკვიანი.

იგი საბაყლოს დარაჯობდა, იჯდა კართან და
ყველა ვაჭართან ვაჭრულ სიტყვა-პასუხს მართავდა.

არვის ტოვებდა უპასუხოდ, ყველას ართობდა,
თუთიყუშური ოსტატობით მასლაათობდა.

ერთხელ საბაყლოს მეპატრონე წავიდა სახლში
და თუთიყუში დუქნის მცველად დატოვა დახლში.

უცებ დუქანში შეიპარა კატა ცბიერი,
ის თაგვს მისდევდა, თუთყუშს კი შიში ძლიერი

ჰქონდა კატისა... აიქნია ფრთები, აყარა
და ვარდის ზეთი თუთიყუშმა დაბლა დაღვარა.

მალე დაბრუნდა, უდარდელად დაჯდა ბაყალი,
თუმც სუნი ეცა და ატეხა აყალ-მაყალი.

დაღვრილი ზეთი ნახა იქ და რომ არ ელოდა,
ჩიტს დაჰკრა თავზე... გაპუტა და გაამელოტა.

ჰოდა, ფრინველი მთლად დამუნჯდა, ენა დაება
და სინანულით იმ ბაყალმა მორთო ვაება.

სიმწრით იგლეჯდა წვერს: "წავართვი ჩემს ჩიტს ენაო,
ჩემი მზე თითქოს შავ ღრუბლებში ჩაესვენაო.

ჩემი სიკეთე რად გავცვალე ცუდზე და ავზე?!
რატომ ეს ხელი არ გამიხმა, რომ დავკარ თავზე?!"

დერვიშებს სთხოვდა დახმარებას: "რა მეშველება,
თუ თუთიყუშმა კვლავ ვერ შეძლო ამეტყველება?!"

და აი ასე სამი დღე-და-ღამე ჩიოდა,
უიმედობა გულში საზღვრებს გადადიოდა.

ფრინველს აჩვენა ნაირგვარი სათამაშო და
სცადა საუბრის საღერღელი კვლავ რომ აშლოდა...

და აი, ერთმა დაძონძილმა, სულ მთლად მელოტმა
იქ ჩაიარა კაცმა და რომ არვინ ელოდა,

ალაპარაკდა თუთიყუში მთლად უნებურად
და თავმოტვლეპილ კაცს გასძახა წინანდებურად:

"ეი, ქაჩალო! რად ვართ მსგავსნი ჩვენ ერთმანეთის?
მიზეზი შენი სასჯელისაც დაღვრაა ზეთის?!"

ამ შედარებით ხალხმა ძლიერ ბევრი იცინა -
ნახეთო, ჩიტმა რა გუმანი გამოიჩინა!

* * *
გარსით მსგავსება ხშირად ხდება არსისთვის ჭირი:
რძეც არის "შირი", როცა დაწერ, და ლომიც - "შირი".

მთელი ქვეყანა დღეს გარეგნულ მსგავსებას მისდევს
და, ჭეშმარიტ გზას აცდენილი, დიდ ცოდვას იდებს.

ჯალალ ედ-დინ რუმი
 
nukriaДата: კვ, 22.06.2014, 00:40 | Сообщение # 64
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თარგმანი გერმანულიდან
ჰერმან ჰესე
სინამდვილე გვიზიდავს მშვენი, ამაღლებული, არაბესკის ფერებით,
ეს ცხოვრება ფერიის ცხოვრების საფერია,
ბრუნავს ნეტარ ფერხულში, სადაც არაფერია,
და ამას ვეწირებით აწმყო ყოფიერებით. სილამაზე ზმანების, ქროლვით მონადინების,
ამო თავშესაქცევი და ხმაშეტკბილებული,
ლაღი ზედაპირების მიღმა დაგუბებული
ჟინი ღამის, სისხლის და ველური აღტკინების. ამ სიცარიელეში ბრუნავს არდაძალებით
ეს ცხოვრება, თამაშის მომლოდინე მარადჟამს,
თუმც, სუყველას, მალულად, სინამდვილე გვიზიდავს -
ჩასახვით, მოვლინებით, ვნებით, გარდაცვალებით. Doch heimlich dürsten wir ... Anmutig, geistig, arabeskenzart
Scheint unser Leben sich wie das von Feen
In sanften Tänzen um das Nichts zu drehen,
Dem wir geopfert Sein und Gegenwart. Schönheit der Träume, holde Spielerei,
So hingehaucht, so reinlich abgestimmt,
Tief unter deiner heitern Fläche glimmt
Sehnsucht nach Nacht, nach Blut, nach Barbarei. Im Leeren dreht sich, ohne Zwang und Not,
Frei unser Leben, stets zum Spiel bereit,
Doch heimlich dürsten wir nach Wirklichkeit,
Nach Zeugung und Geburt, nach Leid und Tod.
 
nukriaДата: ხუთ, 03.07.2014, 20:45 | Сообщение # 65
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
რატომ ვსვამ?
იმიტომ, რომ ასე ლექსებს ვწერ. ზოგჯერ,როცა ყველაფერი დროში იწელება
და ყველაფერი, რაც უშნოა, მცილდება
ღრმა ძილში,
მეღვიძება
და რაც მრჩება, სიმართლეა.
როცა სხეული ნადგურდება,
სული ძლიერდება. მაპატიე მამა,რომ ვიცი,
რას ჩავდივარ. უკანასკნელი პოეტის უკანასკნელი ლექსისი
მოსმენა მინდა. (ჯიმ მორისონი)
 
nukriaДата: ხუთ, 03.07.2014, 20:46 | Сообщение # 66
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უსასრულო ძიება,
სათვალთვალო კოშკებისა და ციხესიმაგრეების
სიფხიზლე
ზღვისა და დროის წინააღმდეგ.
გაიმარჯვე?
შესაძლოა.
ჯერ კიდევ დგანან და
ჩუმ ოთახებში დაძრწიან
გარდაცვლილთა სულები,
რათა დააკვირდნენ ცოცხლებს.
სულ მალე, შესაძლოა, მათ შევუერთდეთ.
სულ მალე, შესაძლოა, დროის კედლებში გავიაროთ.
არაფერი მოგვენატრება,
ერთმანეთის გარდა. (ჯიმ მორისონი)
 
nukriaДата: ხუთ, 10.07.2014, 13:37 | Сообщение # 67
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა დრო გავა, დაინგრევა კოშკი მაღალი,
როცა დრო გავა, სიელვარე ვარდის ჩაქრება,
როცა დრო გავა, ძველ ხელმწიფეს შეცვლის ახალი,
როცა დრო გავა, ზღვა დაშრება, თევზი გაქრება,
როცა დრო გავა, დაბლაგვდება ბასრი ალმასი,
როცა დრო გავა, მთის მწვერვალი ჩამოიშლება,
როცა დრო გავა, გახუნდება გრძნობა ხალასი
და სიყვარული ამ გულიდან ამოიშლება.
როცა დრო გავა, თვითონ მზესაც, მეუფეს ზეცის,
სურვილი მარად წრეზე ბრუნვის გამოეცლება,
საღი გონება გადიქცევა თვისებად მხეცის
და ძუნწ ქორვაჭარს სიმდიდრისთვის აღარ ეცლება.
როცა დრო გავა, ყველაფერი გამოიცვლება,
მხოლოდ მშვენება შენი დაჭკნეს - არ შეიძლება.
ჯაილს ფლეთჩერი
 
nukriaДата: პარ, 11.07.2014, 13:56 | Сообщение # 68
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შარლ ბოდლერი
Sed non satiate ჟინიანო ღვთაებავ, ფერით გიშრის სადარო,
დაგდევს სუნი, ნაზავი მუშკისა და თუთუნის,
სავანათა ფაუსტის ხელით ნაქანდაკარო
აბანოზის გრძნეულო, პირმშოვ ღამის, უკუნის, მე ყველაფერს ვარჩიე ღამე, ბანგი, სურვილი,
ე მაგ ბაგის ბადაგი, სიყვარულის პავანა,
ჩემთა აღტყინებათა მოგელტვის ქარავანი
შენი შავი თვალებით რომ მოიკლას წყურვილი. სულის სარკმელებია ეგ დიდრონი თვალები,
ეშმავ, დაუნდობელო! მომარიდე ალები,
თორემ, განა სტიქსი ვარ, ცხრაჯერ რომ ჩაგეხუტო, ვაგლახ! არ შემიძლია, კახპავ, ვნების მხედარო,
შენი ჯადო დავძლიო, განგიდგე, გაგებუტო,
ანდა შენს სარეცელში პროზერპინას ვედარო. Sed non satiate Bizarre déité, brune comme les nuits,
Au parfum mélangé de musc et de havane,
Oeuvre de quelque obi, le Faust de la savane,
Sorcière au flanc d'ébène, enfant des noirs minuits,
Je préfère au constance, à l'opium, au nuits,
L'élixir de ta bouche où l'amour se pavane;
Quand vers toi mes désirs partent en caravane,
Tes yeux sont la citerne où boivent mes ennuis.
Par ces deux grands yeux noirs, soupiraux de ton âme,
Ô démon sans pitié! verse-moi moins de flamme;
Je ne suis pas le Styx pour t'embrasser neuf fois,
Hélas! et je ne puis, Mégère libertine,
Pour briser ton courage et te mettre aux abois,
Dans l'enfer de ton lit devenir Proserpine!
 
nukriaДата: შაბ, 30.08.2014, 01:32 | Сообщение # 69
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბარიკადებზე (ვიქტორ ჰიუგო)
ბარიკადებზე, შუა ქუჩაში               სადაც სიკვდილმა უმძვინვარესმა              ცოდვილის სისხლი ხალხის სპეტაკი              და უცოდველის სისხლით წარეცხა,              კომუნარების გვერდით შეიპყრეს              პატარა ბიჭი ასე თორმეტის.              -შენც ამათთან ხარ? - მან უპასუხა:              _დიახ, მე ამათ ვერ მოვშორდები.              -შენ ჯერს მოუცდი, ყველას დაგხვრეტენ.              -ასეთი იყო სიტყვა ოფიცრის.              და იდგა ბავშვი ტყვიის კაშკაშში,              რომ გაემართა მზერა თოფისთვის.              ის შეჰყურებდა თუ კომუნარებს              როგორ ხოცავდნენ სახლის კედლებთან.              იმ ოფიცერთან მიიჭრა ბიჭი              და მის თვალებში იყო ვედრება,              უთხრა: გამიშვით, თუ შეიძლება,              მე საათს აქვე დედას მივუტან.              - გაქცევა გინდა? - მე დავბრუნდები...              - იმეორებდა ბავშვი ჯიუტად.              - ხომ არ შეშინდი, სად ცხოვრობ ლეკვო?               - აქვე შადრევნის წინ, რომ სახლია.               გთხოვთ კაპიტანო, მე დავბრუნდები...               - ჯარისკაცები სიცილს აყრიან.               - წადი ჯანდაბას! - თქვა კაპიტანმა               - ჯილდო გეკუთვნის ეშმაკობისთვის!                და მთელ მიდამოს ეფინებოდა                ხარხარი რაზმის და იმ ოფიცრის.                ის ირეოდა ხროტინში                და იცინოდა თითქოს სიკვდილი,                მაგრამ უეცრად შეწყდა ხარხარი,                ბავშვი ამაყი და ფერმიხდილი                კვლავ აღიმართა მოულოდნელად,                უკვე არავინ ელოდა რადგან,                - აი მოვედი - უთხრა კაპიტანს                და ქედმაღალი კედელთან დადგა.                მაშინ კი შერცხვა უგუნურ სიკვდილს                და ოფიცერმა ბავშვი დაინდო.                ამ ქვეყანაზე, სადაც გრიგალი                ასე მძვინვარებს, ბავშვო-რაინდო,                და ერთმანეთში ურევს ყველაფერს -                გმირს და ყაჩაღს, ბოროტს და კეთილს,                შენ ვით ჩაები ორთაბრძოლაში                და რამ გიბიძგა მითხარი ერთი.                ეგ შენი სული იყო უმწიკვლო,                ამაღლებული აფრქვედა ნათელს,                შენ უყოყმანოდ მოხვედ მამაცი                და ჩაბნელებულ უფსკრულთან დადექ.                დედისკენ წადგი ერთი ნაბიჯი                და მეორეთი სიკვდილს მიუხველ.                კაცს გაუღვიძა ქენჯნა სინდისის                კეთილშობილი სულის სიუხვემ,                რომ ეღალატა შენთვის მხნეობას                ქვეყნად ვერავინ გაგამტყუნებდა,                მაგრამ შენ იყავ ბავშვი ამაყი                და ქედმაღალი გქონდა ბუნება.                სიცოცხლეს, დილას, ბავშვებთან თამაშს,                გაზაფხულს, სულში, რომ იხედება,                შენ ამჯობინე, მეგობრებს გვერდით                ამოსდგომოდი პირქუშ კედელთან.                შენ გეამბორა შუბლზე დიდება                და მარადიულ სინორჩეს ოდა                უმღერა, ასე ძველ საბერძნეთში,                სად სიმამაცით გულები თრთოდა,                სახელგანთქმული არგოსის კართან                ელინთა ყრმანი შენი ასაკის                ქალაქის კედლებს იცავდნენ მკერდით                და სჩადიოდნენ საქმეს გასაკვირს.                ყრმავ პირნათელო, შენი ადგილი                არის ღმერთების საბრძანებელში,                ასეთი იყო პატივი გმირთა,                გინდ მესენაში, გინდა თებეში.                შენ მათ ეკუთვნი ვით თავგანწირვით                ადამიანთა მოდგმას აოცებს                და ელინები ვის სახეებსაც                ჭრიდნენ თითბერზე ან ბრინჯაოზე.                შენ თავი უნდა იქ მოიდრიკო,                სადაც ტირიფი დგას დაქანცული                და იმის ჩრდილში მოსული ჭასთან                დოქს გადმოიღებს მხრიდან ქალწული.                ის დაგინახავს და ვერ შეამჩნევს,                თუ როგორ იკლავს წყურვილს კამეჩი                და ფიქრიანი გამოგაყოლებს                მზერას საღამოს სიკამკამეში.
 
nukriaДата: კვ, 14.09.2014, 02:58 | Сообщение # 70
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დასანანია,რომ ის,
რაც გახდა ჩემთვის შენი არსებობა,
არ გახდა შენთვის ჩემი არსებობა. იოსიფ ბროდსკი жаль, что тем, чем стало для меня
твоё существование, не стало
моё существование для тебя. Иосиф Бродский
 
Форум » ლიტერატურა » საყვარელი პოეტები » საყვარელი პოეტები(თარგმანები)
  • გვერდი 7 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость