საყვარელი პოეტები(თარგმანები) - Page 8 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 8 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • »
Форум » ლიტერატურა » საყვარელი პოეტები » საყვარელი პოეტები(თარგმანები)
საყვარელი პოეტები(თარგმანები)
nukriaДата: სამ, 23.09.2014, 21:20 | Сообщение # 71
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ალექსანდრ ბლოკი * * * ლოდინში გადის ჟამი მშიშარა,
სამწუხაროა და დასანანი,
თავი დახარა, ჩამოიშალა
ბუნდოვან მხრებზე მჩატე დალალი. მწირია ჟამი და წარმავალი,
ასე გვქონია თურმე მოსჯილი,
ნუ უსმენ, როცა ამბობს მავანი: _
დაელოდეო, იყავ მორჩილი. უცნაურია შენი გზა-კვალი
ან რას გვკარნახობს ბედის სიავე:
`მიდი, არწიე უცხო აკვანი
და ჩვილს საძულველს ელოლიავე!~ მეც ხომ აქა ვარ, ჩემი პროფილით
ჩანგზე დახრილი, როგორც წერაქვი,
გაავებული, უარყოფილი,
დამცირებული, განა ვერაგი. მწამს შენი თმების ბინდი დაღლილი,
ვერ გიღალატე და ვერ გაგცვალე
და ჩემი სული მორჩილ ძაღლივით
შენს ფეხთან ყმუის და ჯაჭვს აწვალებს. ბედნიერი ვარ შენი მნახველი,
მინდა, რომ შენი სუნთქვით აღვივსო,
მსურს დავიძახო შენი სახელი
და შენთან ვიყო სამარადისოდ. ნუთუ სიცოცხლე არის ზმანება
და შხამის კვალად შხამი მომელის,
ო, საღალატოდ შემენანება
თვალები, ასე მიყვარს რომელიც. უძველესია მთვარის ნათება,
ყველაფერს ძველი შუქი ედება,
რომ მკვდარი ისევ დაიბადება,
სიტყვასთან ერთად აღმოცენდება. ვინ ეკითხებათ, ვფიქრობდით რაზე, _
შენ რა მაჩუქე, მე რას ვპოვებდი,
როცა მოვკვდები, საფლავის ქვაზე
ამოკაწრავენ სიტყვას _ პოეტი! თარგმნა გივი ალხაზიშვილმა
 
nukriaДата: ოთხ, 01.10.2014, 13:18 | Сообщение # 72
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩიტის სურათის დასახატად თავდაპირველად დახატეთ გალია
ღია კარებით
შემდეგ დახატეთ
რამე ლამაზი
რამე მარტივი
რამე საჭირო ჩიტისითვის
მერე წაიღეთ ტილო სადმე
ბაღში ან ტყეში
დაკიდეთ ხეზე
თავადაც იქვე დაიმალეთ
ხმისგაუღებლად . . .
ხანდახან ჩიტი მალე მოდის
მაგრამ ხანდახან მის მოფრენამდე
ბევრი წყალი ჩაივლის ხოლმე
ფარ-ხმალს ნუ დაყრით
მრავალი წელიც დაელოდეთ თუსაჭიროა
ჩიტის ადრე ან გვიან მოსვლას
არავითარი
კავშირი არ აქვს თვით ნახატთან
როცა ის მოდის
თუკი მოდის ხოლმე საერთოდ
ყური დაუგდეტ უღრმეს სიჩუმეს
ელოდეთ ჩიტი თავად მოხვდეს გალიაში და
როდესაც უკვე შიგ იქნება
ძალიან ფრთხილად მიუხურეთ კარები ფუნჯით
და სათითაოდ გადაშალეთ ყველა გისოსი
ჯერ მოითმინეთ ჩიტის ბუმბულს ნუ შეეხებით
შემდეგ დახატეთ ხის სურათი
ჩიტს აურჩიეთ ტოტთაგანი საუკეთესო
დახატეთ კიდევ სიმწვანე დაქარის სიგრილე
მზიური მტვერი და
მწერთა ხმა ზაფხულის ხვატში
ელოდეთ ჩიტმა გადაწყვიტოს იქნებ სიმღერა
თუ კი არ მღერის ეს ცუდია
ნიშანი იმის რომ ნახატი არ გამოსულა
მაგრამ თუ მღერის ეს კარგია
ნიშანი იმის რომ თქვენ ძალგიძთ ხელის მოწერა
ჰოდა თქვენც აცლით უმშვიდესად
ჩიტუნას ბუმბულს
და საკუთარ გვარს აწერთ იქვე ტილოს კუთხეში. ჟაკ პრევერი
თარგმანი ფრანგულიდან - ზაალ ჩხეიძე
 
nukriaДата: ორ, 20.10.2014, 14:24 | Сообщение # 73
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიცოცხლე ერთადერთი შესაძლებლობაა,
რომ შეიფოთლო,
ქვიშაზე სული მოიბრუნო,
მკლავები გაშალო და გაფრინდე;
იყო ძაღლი,
ან მას თბილ ბეწვზე ეფერებოდე;
იცნო ტკივილი და განასხვავო
ყველაფრისგან, რაც ის არ არის;
იყო მოვლენათა შუაგულში,
ან სადღაც, ხედებში ჩაიკარგო,
ეძებო ყველაზე მცირე - შეცდომებს შორის.
განსაკუთრებული მომენტებია,
როცა შეგიძლია გახსენება,
რაზე იყო ეს საუბარი
ჩამქრალ ლამფებთან;
ერთხელ მაინც წაიფორხილო -
ქვას რომ წამოჰკრავ ფეხს,
დასველდე შემთხვევით წვიმაში მოხვედრილი,
ბალახებში დაკარგო გასაღებები;
და მზერა გააყოლო ქარში ნაპერწკალს;
და განუწყვეტლივ - არ ხედავდე
რაღაცას - ძალიან მნიშვნელოვანს. ვისლავა შიმბორსკა ,,მცირედი შენიშვნა"
 
nukriaДата: სამ, 30.12.2014, 15:06 | Сообщение # 74
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიწყდა ფოთლის შარიშური
მიიძინეს ჩიტებმა,
მეწამული ცისკიდური
ელვის ბწკალით ინთება.

აქეთ ჩხარი ქანჩახები,
დატბორილი ხნულები,
რეხთა რუხი წახნაგები,
წნორნი, თმადაწნულები.

იქით ველი და მის ბოლოს
არხი, წყლით მოსარკული,
დედაბერი მიკუნკულობს,
ტვირთით წელმოკაკული.

შორით შარა მიფოლორცებს,
სერებს გადევნებული,
დაკაული, ცისფერ ბორცვებს
ქობად შემოვლებული.
 
nukriaДата: სამ, 13.01.2015, 12:11 | Сообщение # 75
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქალბატონო

მაპატიეთ, ქალბატონო, სიყვარული...
მერე მზერის აპარება მკერდზე... მორცხვად...
თუ ქვეყანა ჩალით არის დაფარული
იცით, წვიმის გადავლამდე არ ღირს მოცდა

გამომყევით ამ თავსხმაში ოცნებების
და თუ თქვენი თვალების არ მომერიდა
იქნებ შევძლო, ჩაგჩურჩულოთ მოფერებით –
ქალბატონო... ბოდიში და... მყვარებიხართ...

მომიტევეთ ქალბატონო რომ... მიყვარხართ...
როგორც ცოდვა, უნებურად ჩადენილი...
წამობრძანდით... თქვენს ნატერფალს თუ იკადრებს
ტალახებით მოხატული ქვაფენილი

გზები უკვე გუბეებმა გადათელეს...
თქვენც ხომ თქვენთვის მიდიოდით... თქვენი დარდით...
ალბათ ფირქრობთ უმიზეზოდ გაგაჩერეთ...
უკაცრავად... ქალბატონო... შემიყვარდით...

ბაკურ სვანიძე
 
nukriaДата: სამ, 13.01.2015, 12:12 | Сообщение # 76
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
Из кожи лезу, чтоб твоей коснуться кожи.
Не схожи рожами, мы кожами похожи -
мы кожей чуем приближенье невозможного:
мороз по коже и жара, жара подкожная...
 
nukriaДата: შაბ, 24.01.2015, 08:42 | Сообщение # 77
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჯალალ ედ დინ რუმი

ზენავ, ნეტავ თვლემდე, რომ ვერ მიხილო მე,
იქნებ გაისამდრომდე ვერ მიხილო მე,
ღამევ, გინდაც მალიმალ გამომხედავდე,
განთიადის მოსვლამდე ვერ მიხილო მე
 
nukriaДата: შაბ, 24.01.2015, 11:52 | Сообщение # 78
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიყვარული არ არის ყველაფერი

ის არც ხორცია და არც ღვინო, არც კიდევ – ჭერი,
წვიმაში თავს რომ შერგავდი და დაიძინებდი,
არც მაშველ რგოლად გამოდგება, რომ დაგიჭიროს,
თუ იძირები და ტივტივებ და იძირები.
ის ჰაერით ვერ დაგიტუმბავს შეხუთულ ფილტვებს,
არც სისხლს გაწმენდს და არც დაშლილ ძვლებს არ გაამთელებს,
თუმცა რამდენმა აირჩია სიკვდილთან ფლირტი -
უსიყვარულოდ, ესე იგი, სხვა დანარჩენი
გაწირა… ზოგჯერ წარმოვიდგენ, ვთქვათ და მოხდა რომ
ტკივილებისგან გატანჯულმა ეს გრძნობა ფარსად
ვაქციე, როცა განსაცდელმა წელში მომხარა
და მთელი შენი სიყვარული სიმშვიდის ფასად
გავყიდე, ჩვენი ღამეები პურში გავცვალე.
შეიძლებოდა. თუმცა, არ ღირს. იყოს, რაც არის.
- ედნა სენტ ვინსენტ მილეი - (ამერიკელი პოეტი ქალი)
 
nukriaДата: სამ, 27.01.2015, 16:53 | Сообщение # 79
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფრაგმენტი ლექსიდან,,მექსიკური რომანსერო''–იოსიფ ბროდსკი

ბაღი აგროვებს ფოთლებს და მეც უეცრად ვცან ამ
ღალატის ფასი, თაკარა მზის მწველი შედეგი.
(ვიცი, რომ მაშინ ვარსებობდი ამ ქვეყნად სანამ
მხარს მიმშვენებდი, ჩემთან იყავ, გვერდით მედექი).

ჭვრეტ შადრევანზე ჭროღა ნიმფას და ფეხსაც ითრევ.
სანახაობას ეს ფერდობი გთავაზობს სხვაგვარს
(შენთან ვიყავი, გვერდით გედექ ამ ქვეყნად ვიდრე,
მხოლოდ პროფილში ვუყურებდი სუყველა საგანს).

მე ჯოჯოხეთის მღვიმეების სიმღერას ვმღერდი
თუ ჩემს ზურგსუკან ხმა ისმოდა სამოთხის მსხემთა?
(ამდენი ხანი გამუდმებით ვინ მედგა გვერდით,
როცა გიყვარდი და მარტოდენ შენ იყავ ჩემთან?)

ქათქათა კონვერტს მოწყვეტით რომ დალუქავს თიხა,
მეწამულ მთვარეს მცხრალი ზეცა ისე მინებდა...
(სანამ გიყვარდი და სანამდე შენ ჩემთან იყავ,
მე არც სიცოცხლე, არც სიკვდილი არ მაშინებდა)..
 
nukriaДата: ოთხ, 18.02.2015, 14:39 | Сообщение # 80
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეტაპს მივაღწიე, როცა აღარ მინდა
დრო ვკარგო იმაზე, რაც არ მომწონს
და ტკივილს მაყენებს. ვეღარ
ვუძლებ ცინიზმს, წრეგადასულ
კრიტიკასა და რაიმე სახის
ძალდატანებას. არავითარი სურვილი
აღარ მაქვს, თავი მოვაწონო მათ,
ვისაც არ მოვწონვარ. მიყვარდეს
ისინი, ვისაც არ ვუყვარვარ და
ვუღიმოდე მათ, ვისაც ჩემთვის
ღიმილი არ ემეტება.

/მერილ სტრიპი/
 
Форум » ლიტერატურა » საყვარელი პოეტები » საყვარელი პოეტები(თარგმანები)
  • გვერდი 8 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость