გალაკტიონ ტაბიძე - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 12
  • 13
  • »
Форум » ლიტერატურა » გალაკტიონ ტაბიძე » გალაკტიონ ტაბიძე (გალაკტიონი)
გალაკტიონ ტაბიძე
verikolatariaДата: კვ, 04.03.2012, 19:55 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
ახსნა

ღამეს ელვარე დღე შეუცვლია თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი,
ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია? დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი,
მომკალით ყოფნა მაინც შუქია თქვენზე აღმართულ სადღეგრძელოთა,
შეხვედრა ენას ვერ აღუქვია, შეხვედრა განა ასე გველოდა?
ო, გაიხსენეთ, ო, გაიხსენეთ, ო, გაიხსენეთ, ამ სიტყვებს იქით,
რამდენი რამე ვერ ამიხსნია ვერც ლალის ჭიქით, ვერც ჩუმი ცრემლით,
რისთვის მიყვარხართ მე არ მაქვს ნება ამნაირ გულით და სინაზეთი,
არის ამ ქვეყნად დაგვიანება, მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი?
არის ამ ქვეყნად ვერხვი და სვია, არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით,
ამ რევოლვერშიც არის რვა ტყვია, ერთს გაიმეტებტ? მე გთხოვთ მომკალით.
 
verikolatariaДата: ორ, 05.03.2012, 00:34 | Сообщение # 2
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
წარწერა წიგნზე "მანონ ლესკო"

მარად ისმის:მარადისი
სიყვარუ;ი ძნელია
ვის მოხვდა მისი
მუდამ ცრემლის მღვრელია
ვარდთა კონის.ბნედა გონის
ტავერნების ნდომანი...
დე - გრიესა და მანონის
სევდიანი რომანი.
დღენი ევრის და პარიზის,
უდაბნოთა ჩვენება
მწუხარება კიპარისის
ყვაბილთ შემოშენება.
ველად გაჭრას ხელად რონინს
ცვლიან შემოდგომანი
დე - გრიესა და მანონის
სევდიანი რომანი.
ყველაფერი იგი გაქრა
ვით სიზმარი გვიანი.
დრომ ახალი ძალით დაჰკრა:
სხვაა ადამიანი
რუსოს ხანა,ოხვრა რონის,
ტრიანონის ცდომანი
დე - გრიესა და მანონის
სევდიანი რომანი.
მაგრამ წიგნი მაინც დარჩა
ვაჟისა და ასულის,
როგორც სარკე,როგორც ფარჩა
დროის ფერგადასულის,
და იწონის წიგნის დონეს
წიგნთა მრავალთ კვდომანი...
დე - გრიესა და მანონის
სევდიანი რომანი.
 
verikolatariaДата: ხუთ, 08.03.2012, 03:17 | Сообщение # 3
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***
დედაო ღვთისა, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.

შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა -
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

ღამენათევი და ნამთვრალევი
მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,
შემოიჭრება სიონში სხივი
და თეთრ ოლარებს ააელვარებს.

და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე! დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, -
ღამენათევი და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიებით!

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაოცები
შენს ფეხთით კვდება, როგორც პეპელა.
 
verikolatariaДата: ხუთ, 08.03.2012, 03:18 | Сообщение # 4
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
 
verikolatariaДата: ხუთ, 08.03.2012, 19:39 | Сообщение # 5
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
მზეო თიბათვისა

მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები,
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით.
ფრთებით დაიფარე ამას გევედრები.

ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.

ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა, ამას გევედრები.
 
verikolatariaДата: ხუთ, 08.03.2012, 19:39 | Сообщение # 6
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
 
nukriaДата: ოთხ, 25.04.2012, 04:50 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ცხოვრების ეტლის სადარებელი

საცაა გავა მატარებელი.

მიემგზავრება იმედი ჩემი

ბედის ვარსკვლავის სადარებელი.

ვიცი, ამ წასვლას რა ეწოდება, -

რა საჭიროა ეხლა გოდება.

მატარებლისგან როს მიმიღია

ან თანაგრძნობა, ან შეცოდება?


მატარებელი თვლემს, როგორც ლავა,

მატარებელი ხუთ წუთში გავა,

ვინც სხვებს აცილებს, დროა ჩასვლისა,

მატარებელი ხუთ წუთში გავა.


აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები,

მივდევ ვაგონებს, მახრჩობს გრძნობები.

გემშვიდობები სამარადისოდ,

სამარადისოდ გემშვიდობები!

ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი,-

ყოველჟამს ვკარგო თითო იმედი,

გამოსალმების ხელოვნებისთვის

ნუთუ არვის არს პოეტის მეტი?
 
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 04:25 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გულო ოცნებას მალავ

"გულო ოცნებას მალავ ,
ცაო,ლურჯდება ზოლი.
ვაჟი: -დაიცა,ქალავ?
ქალი: -დაგიბრმა თოლი?
შორით ბრუნდება წყალი,
ნისლი იცრება მთაში,
-არა,-ჩურჩულებს ქალი.
-კარგი!-ამშვიდებს ვაჟი.
გულო ოცნებას მალავ,
ცაო,ლურჯდება ზოლი,
ისევ: -დაიცა ქალავ!
ისევ: -დაგიბრმა თოლი!"
თუნდა წაიყვა ჯოგი,
კიდენ დამრჩება მრავალ,
ბროლ–ღიკილასაც მოგი,
როცა ქალაქში ჩავალ.
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 02:43 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წუხელი ღამით…


წუხელი ღამით ქარი დაჰქროდა

და დიდხანს, დიდხანს არ დამეძინა:

მე მქონდა ბინა, თავშესაფარი,

მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.

ხან კარებს უკან ატირდებოდა,

ხან დარაჯობდა სარკმელის წინა.

გადამიშალა თვალწინ წარსული

და მწარედ, მწარედ ამაქვითინა.

მისებრ პოეტი ვიყავ უცნობი,

ვეხეტებოდი სევდიან ღამეს,

რამდენ ტკბილ ფიქრებს მოეღო ბოლო,

რამდენ ოცნებას, რამდენ სიამეს.

წუხელი ღამით ქარი დაჰქროდა

და როცა დილით გამომეღვიძა,

ყვითელ ფოთლებს და დამსხვრეულ რტოებს

მიმოეფარათ ყამირი მიწა.

ბაღში გავედი... იქაც ბილიკზე

ფენილი იყო ფოთოლი რბილი,

და დიდხანს, დიდხანს ვხეტიალობდი

წარსულ სიზმრებში გადაფრენილი.
 
nukriaДата: ოთხ, 09.05.2012, 15:30 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიკვდილს მე როდი შევუშინდები

სიკვდილს მე როდი შევუშინდები,
იგი ძმა,მუდამ ჩვენს მხარეზეა,
მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის,
სიკვდილს რომ გავს და უარესია.
აქ გაზაფხული არავის ჰკოცნის,
არც მაისი და არც პოეზია,
მაშ გაუმარჯოსს იმგვარ სიცოცლხეს,
სიცოცხლეზე რომ უტკბოესია!
 
Форум » ლიტერატურა » გალაკტიონ ტაბიძე » გალაკტიონ ტაბიძე (გალაკტიონი)
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 12
  • 13
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость