მუხრან მაჭავარიანი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
Форум » ლიტერატურა » მუხრან მაჭავარიანი » მუხრან მაჭავარიანი
მუხრან მაჭავარიანი
verikolatariaДата: კვ, 04.03.2012, 22:56 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***
ვარ ცხრამთას იქით
მდუმარება მძვინვარებს ირგვლივ
...თბილისში ეხლა ღამეა და შინ არის იგი.
-აი მან უკვე დაიწვრილა თვალები ფართო
უსიამოვნოდ განირიდა თამბაქოს ბოლი
...არ ვტოვებ მარტო თუ მე იგი არ მტოვებს მარტო
არ ვიცი!
ვიცი ვარ მარტო-ვართ მაინც ორნი!
 
verikolatariaДата: კვ, 04.03.2012, 23:01 | Сообщение # 2
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***
რომ არ ამეღო ხელში წიგნი, თოხი მჭეროდა.

რომ არ გამედგა ფეხი ჩვენი კაკლის ჩეროდან.

რომ მეთოხნა და შემესარა მხოლოდ ვენახი.

დიდი ქალაქი რომ არ მენახა!

მეყოლებოდა ახლა ხარები.

შემოდგომაზე მთიდან შეშას ჩამოვიტანდი.

არ ვიქნებოდი აღარც ღარიბი, აღარც მდიდარი.

ცოლი ყოველდღე თიხის კეცებს გაახურებდა,

ცივ სოხანეზე გადმოდგამდა ლობიოს ქოთნით.

მეყვარებოდა როგორც მიყვარს მინდვრის ყურება -

აიზლაზნება მინდვრებიდან როდესაც ორთქლი.

პარასკევობით საჩხერეში გავყიდდი სიმინდს;

მეუღლეს ჩემსას ჩითის კაბას ვუყიდდი იმით.

სოფლის სკოლაში ორი ბავშვი ჩემიც ივლიდა;

ბიჭს ალბათ ვანო ერქმეოდა, გოგოს ივლიტა.

რომ არ ამეღო ხელში წიგნი, თოხი მჭეროდა.

რომ არ გამედგა ფეხი ჩვენი კაკლის ჩეროდან.
 
verikolatariaДата: კვ, 04.03.2012, 23:04 | Сообщение # 3
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline

***
ქალი შენგვარად აღმძვრელი მადის
-არ შემხვედრია დღემდე!
შუა ხნის კაცის მოისხი მადლი.
_მენდე!


wine
 
verikolatariaДата: ორ, 05.03.2012, 00:10 | Сообщение # 4
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline

***

ანდუყაფარო,
ლიპარიტო, -
დარნო მთათანო,
ბაგრატოვანთა ბანოვანის ტანო-ტატანო,
ბიჭო სესეო,
თოთიკაანთ ქალო მელანო,
ვაჟას არწივო,
შოთას ვეფხვო,
ტატოს მერანო;

ბზიფო,
ენგურო,
ალაზანო,
მტკვარო,
იორო,
აგერ ახლახანს გარდაცვლილო გალაკტიონო;
ქინძმარაულო,
ტიბაანო, -
ღვინოვ კახურო;
გამოსროლილო ხევსურეთით ლექსო ხალხურო,
დიდო კოლხეთო,
დიდო ქართლო,
დიდო შამქორო, -
ვერ დამადუმონ,
ვერ დამძალონ, -
თუნდაც ჩამქოლონ…

ვერ შეაჩერებს ვერაფერი სიტყვას გაბედულს –
ფრთები მასხია თქვენგნით, მხოლოდ თქვენგნით
რამეთუ.
 
verikolatariaДата: ოთხ, 07.03.2012, 01:17 | Сообщение # 5
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
ვახტანგ მეფის ნადირობა

ნედლი კვალი დარჩენია ირმის ნუკრის ფეფებს ,-
ცეროდენა ნატერფალებს დააჩერდა მეფე …
დააჩერდა …
გაეღიმა …
გადახედა იქ მყოფთ ,-
ისე , თითქოს ეს იმათ ნატერფალი იყო .

ვახტანგ ნადირს არ გასდევნის ,არ გასდევნის არა !-
თუ ნადირის ნატერფალი მეფის ტერფს არ ტოლობს .
და სტუმარი ,- ლიხთ – იმერი ,- ეუბნება ვახტანგს :
- ვერაფერი მოგვიკლავს და … ეგ არი , ბატონო !…

გაიარეს …
გაიარეს …
ტირიფებთან შედგნენ .
თითონ ?!- თითონ ტირიფები
წყლის ნაპირზე იდგნენ .
- ნადირითა ?!- ნადირითა მდიდარია ეს ტყე !
მაგრამ , მაგრამ … ფრინველითა უბადლოა ის ტყე !

მღვრიე წყალი გადალახეს ,- შეჰყვნენ რიყე – რიყე …
( მეფე იყო და მეფესთან მარეკები იყვნენ ).

მოდიოდნენ !

მოდიოდნენ !- მეფე მიდის პირველიო !
აუფრინდა !…
აუფრინდა !…
- ხოხობია !…
- ხოხობია !…
- ხო ყოფილა !
- ხოყოფილა
ამ ტყეშიაც ფრინველიო !

ხოხობს ქარი მიუსიეს , მიუსიეს , მიუსიეს !-
ამ უღრან ტყეს გადასცილდნენ ,- შეეფარნენ იმ უსიერს …
დაედევნენ … დაედევნენ …
და …
ჩავიდნენ თბილისში!
 
verikolatariaДата: ოთხ, 07.03.2012, 01:19 | Сообщение # 6
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე
მამულზე ფიქრი,
ხანდახან
გულში
ღიმილით
ვიტყვი: -

რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,
მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს! -
რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!
ანდა რომელი მსაჯული მისი!

პასუხად მყისვე,
ვითარცა სეტყვა,
ვინც კი რაც კი არსებობს ირგვლივ, -
იხუვლებს ხოლმე,
იხუვლებს ერთხმად -
ღალატიაო
მაგგვარი
ფიქრი!
 
nukriaДата: ოთხ, 25.04.2012, 04:46 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პუშკინი თბილისში

პუშკინი ტფილისის ქუჩებმა გაიტაცეს

ბაღში ქეიფია, თავადი თამადობს...

მძვინვარებს ქეიფი აზიურ ყაიდაზე

_ალექსანდრ პუშკინი

_იცნობდეთ თავადო!

...პუშკინს არ უნახავს ამდენი სიცილები,

თუმც ბევრი უმასხრია.

ნახვაზეც უზრუნია

უკვირს _

რაც უნდა თქვას _

ღიმილით აცილებენ,

ვერ მიხვდა:

ღიმილი – ქართველის რუსულია.

აქ ქალი ლამაზი, რონინებს რამდენი,

რომელზეც მან ერთგან დასწერა:

"Я кинжалом хорошо владею,

я близ Кавказа рождена."

დამდგარან ვირები ყურების დაშვებით,

კიტრებით სავსენი ჰკიდიათ გოდრები.

...რუსისგან საქულა მოელის მოგებას...

ვინ იცის, გადარჩეს საქო გაკოტრებას.

პუშკინმა დანახარჯი ღიმილით მიუთვალა,

საქომაც გაუღიმა პუშკინს - ნაცვლად ხურდის...

_რამ გაგათახსირა, საქო ავლაბრელო!

_რა ჰქონდა პუშკინს შენი გასაქურდი?

...თავადმა ცხენიდან ქალს თვალი მოლანდა.

ჩამოხტა.

ხეს მიაბა ცხენი.

მას კოცნა სწყუროდა

და მანდილოსანმაც

წყალივით მიაწოდა ხელი.

პუშკინი ტფილისის ქუჩებმა გაიტაცეს

ბაღში ქეიფია, თავადი თამადობს...

მძვინვარებს ქეიფი აზიურ ყაიდაზე

_ალექსანდრ პუშკინი

_იცნობდეთ თავადო
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 02:38 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

* * *
მიწას–
ჩემსას, შენსას მისას–
ცა დაჰყურებს არავისი.
აი, მთვარე
აი,წვიმა,
აი თოვლი,
აი ნისლი...
და ეს მთვარე,
და
ეს წვიმა,
და ეს თოვლი
და ეს ნისლი
(ჩემთან –ჩემი,
სხვასთან– სხვისი)–
არის ვისი?
– არავისი!
მიწას–
ჩემსას, შენსას მისას–
ცა დაჰყურებს არავისი.
 
nukriaДата: ოთხ, 09.05.2012, 14:56 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ

ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ,
იმ ერთის პოვნის თუ გახდი ღირსი,
არაერთს ისე მოეღო ბოლო,
თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის:
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ,
სად არის იგი,ეს ღმერთმა იცის,
იმე ერთის პოვნის,იმ ერთის ხილვის,
ათასში ერთი გამხდარა ღირსი
 
nukriaДата: შაბ, 12.05.2012, 23:11 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

აზროვნებს თუკი, ვინ არის რომ არ არის მარტო...
ვინც რომ მარტოა, განა მარტო იგია მარტო?
იცის კი ყველამ, ვინც მარტოა, რომ არის მარტო?
ფიქრობს კი ყველა, მარტო როა, მარტოა რატომ...
უფრო მარტოა, ვინც მარტოა, თუ ფიქრობს, რატომ!
 
Форум » ლიტერატურა » მუხრან მაჭავარიანი » მუხრან მაჭავარიანი
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость