მურმან ლებანიძე - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » მურმან ლებანიძე » მურმან ლებანიძე (ჭეშმარიტება)
მურმან ლებანიძე
verikolatariaДата: ოთხ, 07.03.2012, 03:35 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
ათასჯერ მიგასაკლავებენ,
ათასჯერ სამართებლით დაგკლავენ,
საჯაროდ მიგასაფლავებენ,
საჩქაროდ, ფაციფუცით დაგფლავენ,
მწუხარედ გოროხებს დასწვდებიან,
წესი არისო და მოგაყრიან,
აღაპშიც სუპრის თავს დასხდებიან
და ცრემლებს,
ყალბ ცრემლებს, მოგაძღვნიან,
მაგრამ რის მკვდარი და რა ცხედარი..
სამარხი ყლორტებით გაგიჭრია,
გაიხედავენ და რას ხედავენ,
ამაყად ფრთები გაგიშლია,
საკუთარ საფლავზე ამოსულხარ,
და რაკი საფლავში წოლილხარ,
უკორძო, უხინჯო გამოსულხარ,
კორძის ჭადარივით სწორი ხარ!
ზეცისკენ შუბივით წამახული,
მწარე ხარ, მაგრამ მოწყალეც ხარ,
ათასჯერ ღალატით დამარხული,
ათას მეერთედ ცოცხალი ხარ!
შენი ნაფოტიდან გამოთლილი,
ეს ჩანგიც ჯიუტად ენამწარობს,
მურმან ლებანიძე მოგიკვდეს,
მურმან ლებანიძე გენაცვალოს
 
verikolatariaДата: ოთხ, 07.03.2012, 03:37 | Сообщение # 2
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline

***

მე ჩემს წიგნს "მახსოვს " დავაწერე,
რადგან ყველაფერი მახსოვს,
ხსოვნა ღვინოსავით დავაძველე
და მოგონებები მახრჩობს,

ზოგი მოგონება ფრთხიალებს ,
ზოგი-დაჭრილივით ბღავის,
ვიხსენებ მაგ თვალებს წყლიანებს,
გიგონებ უმწეო ყვავილს.

წლები გადის და ხმაურია,
ჩქარია ცხოვრება ჩვენი.
სადა ხარ, სადა ხარ თამუნია,
სად რომელ ხეობას შვენი?!

ქმარ-შვილი ხომ არ დაგეხვია,
ცხოვრების თონე და ალმური,
ერთხელ დუმილი დაგერღვია,
შენც, შენც დაგერხია თამუნი!

მე კი...მიტკალივით თეთრია,
ჩემი ღამეების ჯარი,
მე სხვა ვარ, პოეტების ხვედრია,
გვახსოვდეს ცოცხალი და მკვდარი...

ასი მოგონება ფრთხიალებს,
ასი დაჭრილივით ბღავის,
ასიც ყვავილივით იალებს
და კუბოს ფიცრები ჰყვავის.

მე ჩემს წიგნს "მახსოვს " დავაწერე,
რადგან ყველაფერი მახსოვს,
ხსოვნა ღვინოსავით დავაძველე
და მოგონებები მახრჩობს,
 
nukriaДата: ორ, 26.03.2012, 00:32 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ვშლი, ვფურცლავ ედგარს, კიპლინგს, ბაირონს,
(აქ პოეზია ნაირნარობს!)
მიუსეს, ვერჰარდს, ვიონს, ბოდლერს,
(აქ პოეზია სხვადასხვას ჰგოდებს!)
ძველებს - ხაიამს, ნიზამის, ჰაფიზს
(აქ პოეზია აბრეშუმს გვაფენს!)
ახლებს - პოლ ვალერს, ელიოტს, ლორკას
(აქ პოეზია სხვა ცეცხლით ბორგავს!)
რამდენი ოქრო, რამდენი ვერცხლი
გულის რამდენი ნამდვილი რეჩხი
ბლოკს, საფოს, მისტრალს, მარინას, ბელლას...
ბოლოს რიგ რიგად გადავდებ ყველას.
დავწვდები ტატოს, დავწვდები გალას,
გადავშლი ლადოს, გადავშლი ანას...
შენ, შენ! მაინც შენ, ქართულო წიგნო!
ბოლოს შენ გაგშლი, შენ გაგშლი ვინძლო
საკუთარ სიტყვის ფერი და ხორცი,
საკუთარ სისხლის თქრიალი ვიგრძნო
 
nukriaДата: ოთხ, 25.04.2012, 23:08 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

დილის ბინდში ვერის ხიდზე მოვხვდით...
თოვდა,თოვდა...რა კარგია თოვა...
გადამიდგა და ბოდიშის მოხდით,
გამაჩერა სიგარეტი მთხოვა...
მივაწოდე გაიხარა კაცმა,
მოვუკიდეთ,-მთვრალი ვარო,მითხრა,
გავაბოლეთ,-გულის ფსკერზე დათბა,
სთქვა მადლობა,რა დროაო,მკითხა...
მე ვუთხარი,-ხუთი იყო დილის,
ხიდზე დავრჩი,ის გავიდა გაღმა,
ეჰეჰეი!"შეუძახა თბილისს
და ღიღინით ვერის აღმართს აჰყვა...
თოვდა,თოვდა,სიგარეტი გვქონდა,
თოვდა,თოვდა..რა კარგია თოვა...
რა კარგია-რა ბევრი და ცოტა...
თოვლში კაცმა სიგარეტი მთხოვა!
 
nukriaДата: კვ, 29.01.2017, 19:57 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა სიზმარი, რა გზა ან რა ფანტომი,
ცხადად, თითქმის ყველაფერი ცხადად, -
საქართველოს არ ჰყოლია ბატონი,
საქართველოს ერთგული სპა ჰყავდა.

ვინ რა ბრძანა, რა ქადილი, რა ტონი,
ვინ ხარკს თხოვდა, ვინ ღველფს ანუ ღადარს, -
სვანურ ლილეს არ ჰყოლია ბატონი,
სვანურ ლილეს დალ-ქალღმერთი ჰყავდა!

იყო სიტყვა, იყო სიტყვის გამგონიც,
იყო სცენა, იყო ფარდის ფარდაც, -
დედანას არ ჰყოლია ბატონი,
დედაენას დედაერი ჰყავდა!

შთაგონება, როგორც ირმის ნახტომი,
თამარ მეფე მეუფედ და ხატად, -
პოეზიას არ ჰყოლია ბატონი,
პოეზიას რუსთაველი ჰყავდა!

მორის ფოცხიშვილი
 
nukriaДата: კვ, 29.01.2017, 20:11 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ ანთია შუქი არსად,
არც რა ბჟურტავს მწუხრში ერთობ,
ეს არ ნიშნავს მაინც, ღმერთო,
სადღაც ვიღაც რომ არ ენთოს.

აღარც ეზო, აღარც სახლი,
არც რა გზა და არც რა ახო,
ეს არ ნიშნავს, სადღაც ახლო
გული გულში რომ არ სახლობს.

თითქმის აღარავინ არ ჩანს,
სიმს ამაოდ ვხერხავ ხემით,
მაინც ვფიქრობ, ალბათ დარჩა
ვიღაც, ვისაც ესმის ჩემი.
 
nukriaДата: კვ, 29.01.2017, 22:33 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისე ცივა - ღდინი არ ჩანს ან მარტის და ან აპრილის... (ისევ მიჩქარდება მაჯა, ვსვამ კორსიზს და ანაპრილინს! ) ისევ ქარის ვისმენ ქაქანს, ისევ ყინვის კიაფი..მტერი ენდო ამინდს (და ქალს) დაამ წამლებს - იაფიანს!)
 
nukriaДата: კვ, 29.01.2017, 22:38 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბეჰე, შენ არ გაგიგია?ტყეში ჭორი გავარდა, თურმე ლომმა საცხოვრებლისქირა ორჯერ გაზარდა. კუკნავ, ეგ ვინ მოგახარა?სინამდვილე თუ არი? როჭომ მთხოვა გადმომეცა,ვერ ვუთხარი უარი. მერე რაში გენაღვლება როჭოების კაკანი? ჩემი ბინა ტლაპოა და შენი კიდევ ბაკანი
 
Форум » ლიტერატურა » მურმან ლებანიძე » მურმან ლებანიძე (ჭეშმარიტება)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость