მურმან ლებანიძე - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 8
  • 9
  • »
Форум » ლიტერატურა » მურმან ლებანიძე » მურმან ლებანიძე
მურმან ლებანიძე
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 20:55 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline

***
რატომ მიყვარხარ, თუ ვიცოდე-
დამექცეს სახლი!
რატომ ვწერ შენზე, თუ ვიცოდე-
გამიხმეს ხელი!
ორი სიპი ქვა მიჭირავს და
საფეთქლებს ვახლი,
შენ გახსენებ და...გამოჭრილი
შენგნით მაქვს ყელი!
 
verikolatariaДата: ხუთ, 08.03.2012, 19:53 | Сообщение # 2
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
მელიქიშვილის გამზირი

მელიქიშვილის გამზირი,
ია, ვარდი და ბზა...
უშენოდ ვეღარ გავძელი,
ჩემი ბალღობის გზავ.

გზად სტუდენტობა იჩქარის,
მძებნელი მზის და გზის.
სად არის ახლა ის ქალი?!
ალბათ, აკვანთან ზის.

იქნებ რუსთავი არჩია,
იქნებ სამგორშიც ქრის,
იქნება ისევ ბავშვია,
თვალებიც შერჩა შვლის.

და ელანდება დამწველი
კვლავ სტუდენტობის გზა _
მელიქიშვილის გამზირი,
ია, ვარდი და ბზა.
 
verikolatariaДата: ხუთ, 08.03.2012, 19:54 | Сообщение # 3
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
 
verikolatariaДата: ხუთ, 08.03.2012, 19:57 | Сообщение # 4
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
გაზაფხული შემოსულა, ლენ

გაზაფხული შემოსულა, ლენ,
ბუდეები გაუწყვიათ ჩიტებს...
მე გიყიდი წითელ-ყვითელ ჩითებს
თეთრი ტილო მომიქარგე, შენ!
გაზაფხული შემოსულა, ლენ!
მოგანატრე სათიბი და ტყე,
სუნი ქუსლით გასრესილი ანწლის,
შორს გუმბათი ბეთანიის ტაძრის
და ცისფერი, უბორკილო დღე...
მოგანატრე სათიბი და ტყე!
აწი აღარ გაგაჩერებ შინ,
აწი ოჯახს ვერ დაარქმევ "დილეგს",
მკვირცხლი ბიჭი შეუყენე ბილიკს---
მწევარივით გამიხტუნე წინ!
აწი აღარ გაგაჩერებ შინ!
გაზაფხული შემოსულა, ლენ!
რია- რია გაუმართავთ ჩიტებს...
მე გიყიდი ყვავილიან ჩითებს,
თეთრი ტილო მომიქარგე შენ!
გაზაფხული შემოსულა, ლე
 
verikolatariaДата: ხუთ, 08.03.2012, 19:59 | Сообщение # 5
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
 
nukriaДата: შაბ, 28.04.2012, 14:09 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რუდაქი იტყვის . . .

პოეტზე იტყვის, –
ჯამი იტყვის, ფეჰლევი იტყვის.
რუდაქი იტყვის, –
სიტყვასიტყვით ამასვე თითქმის:

– შორიდან სალმით
შენს ხელმწიფეს დასდევი ფასი –
კაცია ისიც –
მაგრამ მაინც ქვეითად გასწი!

არ შეგეშალოს.
არ გაბრიყვდე.
არ იყო ბავშვი –
არამც და არამც
არ ჩაუჯდე
ხელმწიფეს ნავში!

ვთქვათ, გაწყრა ღმერთი.
ქარაშოტმა დაჰბერა ავმა.
მიემსხვრა მეჩეჩს.
ანუ ზღვაში დაყვინთა ნავმა.

იტყვიან ერთნი:
“აეკიდა ხელმწიფეს გზაში,
ვერ უვაზირა –
ვაზირობა იცოდა ნავსი!”

იტყვიან სხვანი:
“უყვარდაო ლიქნი და ტაში!”
შენ დაგბრალდება –
ჩავარდები დუნიის ყბაში . . .

არ შეგეშალოს.
არ გაბრიყვდე.
არ იყო ბავშვი –
არამც და არამც
არ ჩაუჯდე
ხელმწიფეს ნავში!

ხოლო თუ დაცხრა,
ვინც დღეებში ქარიშხლებს ურევს,
ნავმა მშვიდობით
მიაღწია დიდების ყურეს, –

დიდებას დიადს,
არ გაბრიყვდე, ხელმწიფე ჰპოვებს,
ხელმწიფის ჩრდილში
მოგიხდება დადგომა პოეტს . . .

კვარცხლბეკზე მდგარიც
და ქარიშხლით წყალწაღებულიც –
ასეც და ისეც –
ხალხის თვალში ხარ წაგებული!

მაშ, გასწი ფეხით!
პურს გიწვდიან ჩანგში და თარში!
სვი ხალხის ღვინო –
ხალხის შვილი ხალხადვე დარჩი! . .

არ შეგეშალოს.
არ გაბრიყვდე.
არ იყო ბავშვი –
არამც და არამც
არ ჩაუჯდე
ხელმწიფეს ნავში!

 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 02:16 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ამ ცხოვრებამ - ბრძნულმან, რთულმან,

ამ ბრძოლებმა - კრულმან, მტრულმან,

ამ შეკითხვამ - გველაძუამ,

იმ პასუხმა - იქედნურმან,

ძმობამ, ყმობამ, მტრობამ, შურმან,

აქეთურმან, იქითურმან -

ხომ არ - გამოგჭამა გული,

ხომ არ -

დაიღალე, მურმან?!

- ორად ორი ნაბიჯია

სიკვდილამდე დაღალვიდან...

ღმერთო, დაძინება მინდა,

გაღვიძება აღარ მინდა!


 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 13:31 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *

იწვის წიგნები და ბარათები,
ღაწვზე - თხიერი...
მიტოვებულიც, ნაღალატევიც,
ხარ - მშვენიერი!
იყუჩე! გაცვლა კაცისგან სხვაზე.
(ადვილად ითქმის!)
ბევრს ვერას იტყვის მშვენიერ ქალზე-
ვერაფერს თითქმის!
იყავი შენში დარწმუნებული:
თვალზე თხიერით,
გამგუნებულიც, დაწუნებულიც,
ხარ - მშვენიერი!
ის არ წასულა თავისი ნებით,
არც ჰაი ჰარად, -
თავს დაეღვარა ალერსით, ვნებით-
ზღვამ წაიყვანა.
მეც ... ზღვა მომესმის გამძვინვარებული
ზღვა შენმიერი...
სხვაზე გაცვლილიც, დამცირებულიც,
ხარ - მშვენიერი.
 
nukriaДата: სამ, 08.05.2012, 18:57 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გურამ თიკანაძეს

ვოი!
რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვოი!
რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ -
ყინულის ლოგინში!..

ვოი! კალა-უშგული შეკრებილა,
ვოი! ყანას და სათიბს მომცდარა.
მთელი სვანეთი შეკრებილა,
მთლად საქართველო შეკრებილა,
შხარასთან ღრუბელივით მომდგარა…
ვოი! შხარა სისხლით შეღებილა -
კოხტა თიკანაძე მომკვდარა…

ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს
გურამის ნეშტი უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს
მშრალი ბურთები
გასჩრიათ ყელში…

გურამ თიკანაძეს შხარა აუღია, -
რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:
საკუთარ ხელით პალო დაუგია,
საკუთარ პალოზე მომწყდარა…
ცოცხლისგან საყვედური აუგია -
თოკი – ერთადერთი ჩაუბია,
თავი – სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო! სიმამაცით მომკვდარა!..

ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს
გურამის ნეშტი უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს
მშრალი ბურთები
გასჩრიათ ყელში…

- ''ხოჩა საკაცე გამითალეთ,
დავაწყო ხორცი და ძვალი!
სიკვდილი სიცოცხლედ ჩამითვალეთ,
აღმართში – კვნესით ამიტანეთ,
ვაკეზე – მითხარით ზარი!..''

უშგულში გამოვარდა ივდითი ნიჟარაძე,
შეჰკივლა, გაიკაწრა ლოყა,
ფოსტლების ფლატუნით უხნესი დიაცი
საკაცეს ფეხდაფეხ მოჰყვა:

- ''თეთნულდმა რა მოგცა?! უშბაზე რა გქონდა?!
შხარაზე რა გინდოდა, გმირო?!
ვო, გურამ, რამხელა ბეჭები დაგქონდა -
რამ დაგაპატარავა, შვილო?!''

ასი ცხენოსნით უშგული გახლავს
და ბეჭზე მიდევს შენი საკაცე…
შენ დაგეუფლა ძილი და დაღლა,
შენ დასახარჯი უკვე დახარჯე…
შენ გაიელვე ღრუბლებზე მაღლა,
შენ საქართველოს ღამე გახაზე…
ასი ცხენოსნით უშგული გახლავს
და მიტივტივებს
შენი საკაცე…

ვოი!
რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვოი!
რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ -
ყინულის ლოგინში!..

გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,
რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:
თავი სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო, გურამი მომკვდარა…
ცოცხლისგან საყვედური აუგია,
ჩაუქი – მკვდარიც ჩაუქია!
ვარსკვლავი
ვარსკვლავებს მომწყდარა!
 
nukriaДата: შაბ, 02.06.2012, 14:03 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: ,,ვინ ვის?'' ბებერ გულში ლახვრად მაჩნია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!
 
Форум » ლიტერატურა » მურმან ლებანიძე » მურმან ლებანიძე
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 8
  • 9
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость