მურმან ლებანიძე - Page 8 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 8 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • »
Форум » ლიტერატურა » მურმან ლებანიძე » მურმან ლებანიძე
მურმან ლებანიძე
nukriaДата: ოთხ, 02.09.2015, 18:16 | Сообщение # 71
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
“მე ჩემს წიგნს “მახსოვს” დავაწერე.
რადგან ყველაფერი მახსოვს.
ხსოვნა ღვინოსავით დავაძველე
და მოგონებები მახრჩობს.

ზოგი მოგონება ფრთხიალებს,
ზოგი__დაჭრილივით ბღავის.
ვიხსენებ მაგ თვალებს წყლიანებს,
ვიგონებ __უმწეო ყვავილს.

წლები გადის და ხმაურია__
ჩქარია ცხოვრება ჩვენი.
სადა ხარ , სად ხარ , თამუნია,
სად, რომელ ხეობას შვენი?!

ქმარ-შვილი ხომ არ დაგეხვია,
ცხოვრების თონე და ალმური?
ერთხელ დუმილი დაგერღვია,
მახსოვრობის ხე დაგერხია,
შენც, შენც დაგერხია თამუნი!

ჩიტუნა გამოფრინდა წალმიდან,
დასკუპდა შტოზე და გალობს.
მე შენგან არაფერი არ მინდა,
იხარე პაწია ქალო!

უხვად საქმეები გაიჩინე,
გაჯერდი ქმარ-შვილის მოვლით,
წარსულით გულს ნუ დაიმძიმებ,
მით უფრო__წყეული ხსოვნით.

მე კი…მიტკალივით თეთრია
ჩემი ღამეების ჯარი,
მე სხვა ვარ, პოეტების ხვედრია
გვახსოვდეს ცოცხალი და მკვდარი…

ასი მოგონება ფრთხიალებს,
ასი __დაჭრილივით ბღავის,
ასიც__ყვავილივით იალებს
და კუბოს ფიცრამდე ჰყვავის.”
 
nukriaДата: ოთხ, 02.09.2015, 18:22 | Сообщение # 72
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პირმოღუშული სახითა
აქ მრავალს ჩაუვლია...
შენ ამ ქალაქში რა გინდა,
პატარა თამუნია?!

ქალაქი - დიდი იმედის!
ქალაქი - ტყუპი მექის!
დადიან ბრძნული ხველებით
ვეტერანები ჭლექის...

მთაში ირემი აყვირდა
ტირილი გაურია...
შენ ამ ქალაქში რა გინდა,
პატარა თამუნია?!

სად უცხო ჭალაკი არი
და სად ვიწროში ბღავის
არაგვი - არაგვიანი,
იქ უნდა კრეფდე ყვავილს!..

პირმოღუშული სახითა
აქ მრავალს ჩაუვლია...
შენ ამ ქალაქში რა გინდა,
პატარა თამუნია?!

ანანურზეით სოფელი...
წელში გაჩრილი წალდით
ტყეს წავა მამა მშობელი -
მუშტისტოლაა დარდით...

მთაში ირემი აყვირდა
ტირილი გაურია...
შენ ამ ქალაქში რა გინდა,
პატარა თამუნია?!
 
nukriaДата: შაბ, 05.09.2015, 18:21 | Сообщение # 73
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიყვარს, როდესაც მიბრალებენ შენი თვალები,
მაშინ ვმშვიდდები თანაგრძნობით პატივნაცემი,
რადგანაც შენს გულს არასოდეს არ ვებრალები,
მიტომ ჩაიცვეს მაგ თვალებმა შავი ძაძები.

ისე არასდროს არ ეცვლება ცასაც იერი,
როცა მნათობი აფერადებს ცას მოკრძალებით,
ისე არასდროს არ მშვენდება დასალიერი
მწუხრის ვარსკვლავის დიდებული ამობრძანებით,

როგორც შენ სახე დაგიმშვენეს ჩემზედ მოზარე,
შავმა თვალებმა - ჩემი ბედის ჭირისუფლებმა.
შავი თუ გშვენის, დაე, გულსაც ძაძა მოსავდეს,
შენს გულცივ გულსაც მიეც ჩემზე გლოვის უფლება.

მაშინ თამამად შემეძლება, ჩემო ხატებავ,
მშვენების ფერად, შავი ფერის გამოცხადება.

უილიამ შექსპირი
 
nukriaДата: შაბ, 05.09.2015, 19:19 | Сообщение # 74
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარად ანთებულ ჩირაღდანთან სძინავს კუპიდონს
და შეხეთ, ნიმფამ გადაწყვიტა ერთი მზაკვრობა:
სურს, რომ ჩირაღდანს ცეცხლის ძალა გამოუფიტოს
და ყინულოვან ღელის წყალში ცდის მის ჩაქრობას.

უზენაესი სიყვარულის ცეცხლი რა იქნა?!
წყალს გადაედო რაც ჩირაღდანს ძალა ებადა,
უბრალო ღელე სამკურნალო წყლად გარდაიქმნა,
განმკურნებელად ათასნაირ სნეულებათა.

ღმერთმა ის ცეცხლი კვლავ აანთო სატრფოს თვალთაგან,
მკერდზე მომადო ჩირაღდანი ალის ნაკადით,
მეც სიყვარულის შემოტევამ მყისვე გამთანგა
და ჯავრიანი სამკურნალო წყლისკენ გავქანდი.

შველა ვერ ვპოვე. ახლა უკვე იმ აზრს ვადგივარ, -
მხოლოდ მიჯნური თუ მომირჩენს მძიმე სატკივარს.

უილიამ შექსპირი
 
nukriaДата: შაბ, 05.09.2015, 19:22 | Сообщение # 75
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბრმა სიყვარულო, რად წამართვი სინათლე თვალთა,
თუმც ვიყურები, აღარ ძალუძთ ხილვა ამ თვალებს,
მშვენიერებას ხომ ყოველთვის ვხედავდი ნათლად,
მაშ, სიმახინჯე სილამაზედ რატომ ჩავთვალე?!

მზერამ თვალები მოისყიდა უკუღმართები,
ყველასთვის ღია მოუძბნა ნავსაყუდარი,
თვალთა სიცრუემ გამოჭედა რკინის ხლართები,
ჩემი გულისთქმის საბორკავი და სახუთავი.

ადგილი, სადაც ყველა ბრიყვი დაბოდიალობს,
გულმა ნაკრძალად შეძლო მისი გამოცხადება,
თქვენ ამას ხედავთ, მაგრამ ცდილობთ, თვალნოტიალნო,
ამ გონჯი სახის გასაღებას ნამდვილ ხატებად.

ჩემთვის სიცრუე გადაიქცა ამ ბილწ მორევად,
და აღარც გულის, აღარც თვალის ძალმიძს მორევა.
 
nukriaДата: შაბ, 05.09.2015, 19:30 | Сообщение # 76
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუ ფიქრობთ
ნასვამს
ფეხი დამიცდა,
ან სახელისთვის
ასე დამჭირდა.
ცდებით,
უბრალოდ
ერთი წამიც და...
სავსე მთვარეში
ღია ფანჯრიდან...

ბ. აბუთიძე
 
nukriaДата: შაბ, 05.09.2015, 19:31 | Сообщение # 77
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პირველი ის იყო, რომ
ერთ მშვენიერ დღეს
საქორწილო ოქროს
ბეჭედი მიართვა.

მეორე – გამთენიისას რომ გამოეღვიძა,
იდაყვებზე დაყრდნობილმა კარგა ხანს უყურა,
მერე დაიხარა და აკოცა.

ხოლო მესამე და უკანსკნელი
ის გახლდათ, რომ
სიყვარულს თავი დაანება
და სიკვდილამდე ცხოვრობდა მასთან.

რობერტ კრილი
 
nukriaДата: შაბ, 05.09.2015, 20:02 | Сообщение # 78
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ვარ კვაზიმოდო,
მე მთელი ცხოვრება მხრებით დავთრევ
უხეშ ტომარაში ლიდივით ჩაგდებულ კუზს.
თქვენ შეგიძლიათ მახინჯი მიწოდოთ,
მაგრამ მოდით, მოუსმინეთ წუთით
კვაზიმოდოს
მას ერთი რამეს თქმა სურს.
ნუ გაეცინება იმ ლამაზ ბიჭუნას და
ნუ გაეღიმება იმ ცისფერ თვალება გოგონას,
თუ ვიტყვი , რომ ყველაზე ლამაზი
ეს მე ვარ თქვენში.
მე არ ვარ რომეო და გრძნობის უზიერს
ვერავინ მომიწამლა სულის ამულეტი,
ჩემი სიყვარული კი ეგ კუზია
ჩემი მონტეგი და ჩემი კაბულეტი
მე მიჯნური ვარ, მიჯნური ვარ და
ჩემი სიმუნჯე მტანჯავს .
ო,რა მძიმეა მიჯნურის სიმუნჯე
როდის გრძნობას ყელში გაიყუჩებენ
ფოფხვით და კანკალით, სულამოუთქმელად
ტაძრის სამრეკლოზე ავალ და
შეასკდებიან ზარები ერთმანეთს და
თქვენ შეგიძლია მიწოდოთ ლამაზი -
როდესაც ღვთისმშობლის ჟანგიან
ზარებში
ვაბღავლებ სიყვარულს
კოჭლი, კუზიანი, ნაზი
კვაზიმოდო.
 
nukriaДата: შაბ, 25.06.2016, 17:19 | Сообщение # 79
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაცხრი გულო! - ხმალჩაგებით, 
    გასწი, იარ, უკელ ძგერას! 
დაცხრი, გულო! - წასაღები, 
    წაუღია 
       უკვე ძერას! 

ყოველ ხისძირს ყაჩაღები!
    ყოველ შტოდან გველი გვზვერავს!
დაცხრი, გულო! - წასაღები
    წაუღია
         უკვე ძერას!

არც მეტი და არც ნაკლები -
    მზე ჩასვლის წინ ღრუბლებს ფერავს... 
დაცხრი, გულო! - წასაღები, 
    წაუღია 
        უკვე ძერას!
 
nukriaДата: ორ, 11.07.2016, 01:05 | Сообщение # 80
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
\"ლექსის მწერალი ხშირდება,
სამწუხაროა რაიც!
რამდენი რამე სჭირდება
პოეტს, ჩვენს დროში მაინც!\" -
ეს კონსტანტინემ, იძრო რა
შაბათს, მწერლების ბაღში,
მგოსნებისაკენ ისროლა
განხეთქილების ვაშლი.
დიდოსტატები სწყალობდნენ
ბაღს, და აქ ისხდნენ ხშირად,
სუროში შაშვი გალობდა,
რაღა თქმა უნდა, ფრთხილად.
სთქვა ბესო ჟღენტმაც: \"მრავლდება
დღეს ლექსის მოწადინე,
ცამდის მართალი ბრძანდება
ბატონი კონსტანტინე\".
ცოდვილი ვაშლი გაგორდა
და, უკვე წასწვდნენ რადგან,
მათ დემნა მიუახლოვდა,
ასე, ორ მეტრში დადგა.
ირაკლიმ ხელი ჩაჰკიდა
ბაღის ბოლოში სიმონს,
გოგლა ხიდს მოდგა გაღმიდან,
შემოუერთდა იმ ორს.
მესმე რანგიც მოხროვდა,
მეორე რანგის გარდა,
და დიალოგზე მოგროვდა
გამსახურდიას სკამთან.
\"ლექსის მწერალი ხშირდება,
ლექსი კი არ ჩანს მაინც!
რამდენი რამე სჭირდება
ნამდვილ პოეტს და რაინდს!\" -
საკითხი განსახილველად
და ვაშლი ცხვირწინ ედოთ,
და სთქვა ირაკლიმ პირველმა,
ეს გახლდათ მისი კრედო:
\"პოეტი წლობით ღვინდება,
მართლა პოეტი თუა!
პოეტს იღბალი სჭირდება
და, რა თქმა უნდა, ჭკუა!
სიმხნე და გამჭრიახობა,
ფხიზლად განჭვრეტა დროთა!
სიბრძნე და პატრიარქობა -
ამას გვასწავლის შოთაც!\" -
არ დაეთანხმა ირაკლის
და იუარა გოგლამ:
\"სად სიყრმე ყირაყირა ჰქრის,
იქ სიბრძნემ ლექსი მოკლა!
პოეტს ჯერ სიმხნე სჭირდება,
მყვირალობა და ბუკი!
ლექსს ვინ მისცაო დიდება
გარეშე სიჭაბუკის!\"
სიმონმა გოგლას ღიმილი
ჰკადრა და მოჰყვა სწრაფად:
\"პოეტს სჭირდება ტკივილი,
პოეტს სჭირდება ჯაფა,
სჭირდება ვრცელი გზაშარა,
ბევრი წვა, ბევრი ფიქრი,
ინტელექტი და განსწავლა,
მწიგნობრობა და წიგნი!\"
სუროში შაშვმა დასტვინა,
მზე შუბისტარზე იდგა,
ვრცლად აღარავინ არ ცდილა,
მოკლედ მრავალი ითქვა.
თან კვერს უკრავდნენ ირაკლის,
თან თაკილობდნენ თმობას -
მუხრანმა: \"გრძნობა სიახლის!\"
გრიგოლმა: \"ფორმის გრძნობა!\"
ალიომ: \"მხოლოდ იდეა!\"
(კოლაუ იდგა განზე...)
კარლომ თქვა: \"საქმე ჰკიდია
წერასთან ერთად ფხაზე!\"
სთქვა მარგიანმა: \"მარილი
მთავარიაო სვანში!\"
სთქვა ნონეშვილმა: \"ყვარელი
და სტუდენტობის ტაში!\"
თავისთვის იჯდა ჩრდილში,
არას იტყოდა ანა...
- ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! -
გალაკტიონმა ბრძანა.
 
Форум » ლიტერატურა » მურმან ლებანიძე » მურმან ლებანიძე
  • გვერდი 8 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость