ანა კალანდაძე - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 6
  • 7
  • »
Форум » ლიტერატურა » ანა კალანდაძე » ანა კალანდაძე (ანა კალანდაძე)
ანა კალანდაძე
verikolatariaДата: კვ, 04.03.2012, 17:00 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***
- როგორ ხარ? - ჩუმად იკითხე,
(ძველი ნაღველი გშთენია... )
დაბნელდა ირგვლივ, მზის სხივი
მხოლოდ ბორბალოს ჰფენია...
- რა მიშავს, - თვალი მარიდე
დაფარულ ცეცხლთა მკრთომელი...
ჩანს არ ყოველი წაშლილა,
არც არაგვს მიაქვს ყოველი!
 
verikolatariaДата: კვ, 04.03.2012, 17:08 | Сообщение # 2
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***
და. . . როდესაც მზეს შევხედე გვირგვინოსანს,
ჩემო კარგო, ქვეყანაზე გავჩნდი ოდეს,
-- ბედი ჰქონდეს! – თქვა შავთვალა ანგელოსმა,
-- ბედი ჰქონდეს? ხა, ხა, ხა, ხა. . . არასოდეს! –
თქვა სატანამ, ზღვას ფოლადის ხმალი დაჰკრა,
ზღვამ წამიღო, უდაბნოში გამომრიყა. . .
სულში, გულში გრძნობა გაქრა, გრძნობა გაქრა,
ქვეყანაზე აღარავინ აღარ მიყვარს. . .
ჰო, როდესაც მზეს შევხედე გვირგვინოსანს,
იცი, თურმე ქვეყანაზე გავჩნდი ოდეს,
-- ბედნიერი იყოს უთქვამს ანგელოსსა,
სატანამ თქვა:
-- ხა, ხა, ხა, ხა. . . არასოდეს!
 
verikolatariaДата: ხუთ, 08.03.2012, 20:17 | Сообщение # 3
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline

საქართველოო ლამაზო

„სხვა საქართველო სად არი?“
გრ. ორბელიანი

ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველი სად არი?“
ცა ვარსკვლავებით ინთება,
ცა – არცა რისი სადარი...
მთვარე რომ ამობრწყინდება,
გული გაფრენად მზად არი...
დიდება, შენი დიდება,
„სხვა საქართველო სად არი?“
მინდვრები, ქართლის მინდვრები,
ქედები მხარგაშლილები...
მთაში – ტყე დანაბინდები,
ტყეში – ქორბუდა ირმები...
ბარად შრიალებს ჭადარი,
მზეს უმღერიან ჩიტები...
მხარევ მოსილო დიდებით,
„სხვა საქართველო სად არი?“
ლურჯი ბალახი მხარამდი,
მწყერი გოგმანობს ბალახში...
თეთნულდზე – მზე და ბადაღში...
სხვა საქართველო ვინ ნახა?
„სხვა საქართველო სად არი?“
როს ვარსკვლავები ხმაურით
აინთებიან ცათანი,
კლდეს მოაწყდება ზღვაური
მეშვიდე ცაზე ატანილს...
კლდეებში ჯიხვი დაფრთხება,
გორში იტირებს ატამი,
ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი,
„სხვა საქართველო სად არი?“
აქ დაიბადა „სულიკო“,
მზისკენ გაფრინდა „მერანი“...
და თუნდაც გადმოსულიყო
მტერი შმაგი და ვერანი,
მარჯვენს მოსჭრიდა ალუდა,
სით გაუშვებდა ლელაჲ?
აქ დაიბადა „სულიკო“,
მზისკენ გაფრინდა „მერანი“...
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
დაბლა შრიალებს მოლისებრ
ყანაი გაუყელავი...
ფიქრს დაუღლია ონისე,
ბახტრიონს მიდის ლელაი...
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველო სად არი?“
 
verikolatariaДата: ხუთ, 08.03.2012, 20:20 | Сообщение # 4
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
 
verikolatariaДата: ხუთ, 08.03.2012, 20:46 | Сообщение # 5
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
ჩემო მაგნოლია!

ვით ფოთოლი შენი, მზეზე მოციმციმე,
ქარებს აჰყოლია
და წასულა შენგან, გაფრენილა შენგან,
მიწას დაჰკონვია,
ისე გული ჩემი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა…
არ ვახსოვარ ალბათ, არ ვახსოვარ ალბათ,
ჩემო მაგნოლია!
ჩვენ ცხრათვალა მზეთა და მძვინვარე ზღვათა
ტრფობა გაგვყოლია…
მიგვატოვონ მარად მათ, სამხრეთის ქართა,
რაღაც არ მგონია…
მაგრამ… გული მისი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა…
მე არ ვიცი რატომ… არც შენ იცი, რათა,
ჩემო მაგნოლია?
ო, ასეთი წუთი, დაუბრუნებელი,
შენც ხომ არ გქონია?
დაბრუნდება ისევ, დაბრუნდება ისევ,
შენც ხომ არ გგონია?
მშვენიერი ზღვების, მშვენიერი მთების
ტრფობა გაგვყოლია…
როგორ მინდა შენთან, როგორ მინდა შენთან,
ჩემო მაგნოლია!
 
verikolatariaДата: ხუთ, 08.03.2012, 20:46 | Сообщение # 6
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
 
nukriaДата: შაბ, 28.04.2012, 22:46 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
 
nukriaДата: ოთხ, 09.05.2012, 15:25 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ... თითქოს შეკრთი

მე მომეჩვენა, ჩემო მჟაველავ,
შენ თითქოს შეკრთი...
შიშით შეირხა შენი ყვავილი
ისეთი თეთრი,
როგორც თოვლია დათვისისა და
მოწმაოს მთებზე...
აქ ვინ გაივლის? არავინ... მხოლოდ
ტყის ბილიკებზე
ფშები გადმოვლენ, შეშას წაიღებს
ქერა ფშაველი...
მე მომეჩვენა, შენ თითქოს შეკრთი,
ჩემო მჟაველავ...
 
nukriaДата: ოთხ, 09.05.2012, 23:12 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
და რა ქალი

და რა ქალი?! ხელის გულით სატარები...
რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი...
ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები...
შეხედეს და... შეუკურთხეს გამჩენი...
მეზღვაურებს გამომწვევად გვერდს აუვლის,
ეტყვიან და... ისიც ეტყვის ურიგოს...
ხელგაშლილი გადუდგება მეზღვაური:
- მხოლოდ ერთხელ მაკოცეო, სულიკო!..
ეს პაწია, სიყვარულის დოსტაქარი,
განა დარდობს, თვალებს ცრემლით იოსებს?
მხიარული, ფეხშიშველი ბოშა ქალი
სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე...
 
nukriaДата: კვ, 13.05.2012, 15:48 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
შეჩერდი, მოიცა, მომისმინე,
ცოტა მაქვს სათქმელი,
ქაშუეთს ვიყავი, დავანთე სანთელი,
ნეტარგყავ, გაღმერთე, ვილოცე...
ესაა, ეს მქონდა სათქმელი!
 
Форум » ლიტერატურა » ანა კალანდაძე » ანა კალანდაძე (ანა კალანდაძე)
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 6
  • 7
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость