ანა კალანდაძე - Page 7 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 7 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 5
  • 6
  • 7
Форум » ლიტერატურა » ანა კალანდაძე » ანა კალანდაძე (ანა კალანდაძე)
ანა კალანდაძე
nukriaДата: ხუთ, 03.07.2014, 23:39 | Сообщение # 61
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა ვარ? სტვირი ვარ!

ეს სიხარულის ცრემლებია, როდი ვტირივარ?
ქარი ჩამბერავს, ავმღერდები: მე ხომ სტვირი ვარ
ქარში გაზრდილი, უგუნურთა
მოჭრილი მერე?
ხმით საამურით მპყრობი გულთა
ვუმღერი ველებს...
ატირებული მფლობელი ვარ
შენი გულისაც...
იალაღებით მობერილ ვარ
სიყვარულისად...
მხოლოდ შენს გულშიც მიპოვნია
ვანი სულისად...

მაგრამ... დახედეთ განჩინებას ამა სოფლისას:
მეტყვი, სცდებიო, პატარა ქალო...

შთამბერე, ქარო,
ნახონ ძალა ჩემი გრძნობისა!
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 14:54 | Сообщение # 62
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლაჰილე ისევ დიდებული,
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია -
ძველი მურყვამი, უშბა, თეთნულდი
და ლამარია...
ლაჰილზე ისევ დიდებული,
სავსე მთვარეა...
ლაშთხვერში კახთა აწვე უენო,
მუნჯი ზარია...
ქარები მისთა ჩუმთა ნაღველთა
განეკრძალვიან..
იმათ გვირგვინებს ძველთა რაინდთა
შუქი ავლია...
ტაძრის კედელზე ბადრი, ამირან,
სეფედავლეა...
ლაღამის შვლისაც აწ სილამაზე
თვალს მიფარვია...
ლაჰილზე, ალბათ, დიდებული,
სავსე მთვარეა,
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია -
ძველი კოშკები, უშბა, თეთნულდი
და ლამარია...
 
nukriaДата: პარ, 17.06.2016, 19:54 | Сообщение # 63
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ასპინძას მიდის მეფე ერეკლე,თათარზე მიჰყავს ქართლის ლაშქარი...
გადაიარეს ბებერ ხერთვისთან,
საათაბაგოს მტვერი აშალეს...
უკან დატივეს ძველი აწყური –
ისიც მრავალი ბრძოლის მომლევი...
ბევრი მტერი გყავს, დიდო მეფეო,
არავინაა შენი მომრევი!
მზე ბრწყინავს შენი ლაშქრის მარჯვენას,
მზე კელაპტარობს იმათ მახვილზე...
სულ გამარჯვებით, ძველით, მხედრებო,
ესმოდეს მიწას თქვენი ძახილი;
შენ გაგიმარჯოს, ხალხის ლაშქარო,
ქართლის ხსენება რომ არ წაშალე!..
გადაიარეს ბებერ ხერთვისთან,
საათაბაგოს მტვერი აშალეს.
 
Форум » ლიტერატურა » ანა კალანდაძე » ანა კალანდაძე (ანა კალანდაძე)
  • გვერდი 7 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 5
  • 6
  • 7
ძებნა:

მოგესალმები Гость