იოსებ გრიშაშვილი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
Форум » ლიტერატურა » იოსებ გრიშაშვილი » იოსებ გრიშაშვილი (ჩემი აღმართი)
იოსებ გრიშაშვილი
verikolatariaДата: ოთხ, 07.03.2012, 12:45 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
ჩემი აღმართი

ეხლა შენ ჩემთან აღარ დადიხარ!
ამბობ ‘შორს ცხოვრობ, აღმართი მღალავს!’
შენ რიოში ხარ, როგორც სადიხა,
და ჩვენს სიყვარულს არ უხდი ღალას!

როცა გიყვარდი, ვგავდი ია-ვარდს,
მე არ ვიცოდი, რა იყო დარდი!
ლექსად ვფანტავდი ფერთა ნიაღვარს,
როცა გიყვარდი... როცა გიყვარდი...

როცა გიყვარდა, ჩემი ხარფუხი
შენს შესახვედრად ფეხზე დგებოდა
და სუბსარქისის მკაცრი ქარბუქი
უნაზეს სიოდ გეჩვენებოდა.

როცა გიყვარდი, ბევრჯერ შევაქეთ
ჩვენი ტუჩების შირაზის ვარდი;
ჩემი აღმართი მიგაჩნდა ვაკედ,
როცა გიყვარდი... როცა გიყვარდი...
 
verikolatariaДата: ოთხ, 07.03.2012, 13:05 | Сообщение # 2
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 02:10 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აპრილი თბილისში


რად ავიხირე არხივი

სულის და გულის მდაღველი

ან რადა ვშრომობ ამდენსა,

განა ცოტა მაქვს ნაღველი?

მინდა ავცელქდე ვით უწინ

მაგრამ რომ არა მცალია?

სოსო, რა კარგი დღე არის!

სოსო, რამდენი ქალია!



რად ვეჭიდები ამ გუჯრებს,

ან ცხრა თავიან მდევებსა,

ერთ კარგ რითმაში არ გავცვლი

მე ამდენ გამოკვლევებსა!

ჰაერში ოქრო ლივლივებს,

მთებზე– ზურმუხტი, ლალია...

აფსუს, რა კარგი დღე არის!

აფსუს, რამდენი ქალია!



სადა ხართ ლამაზმანებო,

მოდით, დამათვრეთ ბუნებით.

ამივსეთ ტუჩის ყულაბა

მაგ კოცნის უზალთუნებით.

თორემ ვბერდები...

და გულმაც ლოდინის შხამი დალია.

ჰაუ, რა კარგი დღე არის!

ჰაუ, რამდენი ქალია!

 
nukriaДата: კვ, 13.05.2012, 23:11 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლენინის მოედანი

წამო, მითხარ, სადაური კაცი ხარ,
რას დაფრინავ ცაში კამარ-კამარა!
შეხე - ადგილს ნაომარს და ნაციხარს
რა ატლასი შემოუკრავს ქამარად.

რომ ახაროს ახალ ნერგებს მაისურს -
"არ არისო ძველებური ქარვასლა". -
აქ მერცხალსაც უჭიკჭიკოდ არა სურს
მთიდან მთაზე გადაფრენა, გადასვლა.

მხარბეჭიან ისნის აღმართს ემხრობა
ეს ფოლორცი - სიხარულის მთოვარი,
აქ ფიცს იღებს ჯუღაშვილის მხედრობა,
რომ დაიცვას ქვეყნის მონაპოვარი.

საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო
და თბილისი - შიგ ჩასმული ბადახში.
გავცქერ არეს უხინჯოს და უნაკლოს,
წერეთელის დინჯ შუბლივით გადაშლილს.

ასეთი ცა მე ჯერ არსად მინახავს!
ასეთი მზე მე ჯერ არ შემხვედრია!
ეს ჩუქურთმა ჩამოთლილი ინახად
თავისუფალ საქართველოს ხვედრია.

გულო ჩემო, აფეთქდი და დაიძარ!
ჩაეზრდე მშობელ მიწას ფესვებით.
ახალ თბილისს - ახალ კოკორს ნაღვიძარს -
უგალობე ნამუსიან ლექსებით..


Сообщение отредактировал nukria - კვ, 13.05.2012, 23:16
 
nukriaДата: კვ, 13.05.2012, 23:17 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გლარჯის მილი

ნუ სწევ თუთუნს! ნუ სწევ! ნუ სწევ! აბა, რად გსურს ააბოლო?
ვეჭვიანობ! და შენს მგოსანს მომეღება ეჭვით ბოლო.

როცა ქალი დივანზე ზის, ზის ჩანაფიქრ-ჩაღვრემილი,
როცა პირში უკავია სუნოვანი გლარჯის მილი,
როცა ფეხი ფეხზე უძევს კაცის თვალის მოსატაცად,-
და სწევს თუთუნს ხამუშ-ხამუშ, და სვამს ორთქლსა დაყოვნებით,
და სწევს ნაგრძნობ-ნაფაზითა, სწევს გიჟურად... ჟინით... ვნებით...
მაშინ გულში ვებრძვი ჩემს იჭვს, ვცემ ნაღარას, ვცემ ყიჟინსა,
ვამბობ, სჩანს, მცვლის, რომ ჩემს ნაცვლად ამ თუთუნზე იკლავს ჟინსა!

ნუ სწევ თუთუნს! ნუ სწევ! ნუ სწევ! აბა ,რად გსურს ააბოლო?
ვეჭვიანობ, და შენს მგოსანს მომეღება იჭვით ბოლო.


Сообщение отредактировал nukria - კვ, 13.05.2012, 23:19
 
nukriaДата: კვ, 13.05.2012, 23:19 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ გაირყვნები

შენ გაირყვნები... აშკარა არი...
ვგრძნობ შენს დაცემას წინასწარულად.
შენი სხეული ნაქანდაკარი,
ხელიდან ხელში წავა ფარულად.
შენ გაირყვნები, როგორც ბიანკა,
მე ასე ვფიქრობ... მე ასე მჯერა...
შენ გაირყვნები... ო, ისე ტლანქად,
როგორც არავინ გარყვნილა ჯერა!
შეკვეთილ გრძნობით სხვის ვნებას დაღლი,
დაგეწურება მკერდი მტევნებად -
და სადაც წახვალ - ვით ქუჩის ძაღლი,
სიძვა მრუშება, აგედევნება.
მოგენატრება ეს სიყმაწვილე,
როცა სულს შლიდი ლამაზ სხეულად,
და იტყვი: ``რისთვის დავანაწილე
მე სიყვარული ხარისხეულად!
რა მომელოდა და რა დამარქვეს!
ნუთუ ეს იყო ჩემი მიზნები?
სულის სალაროს რადა ვხდი სარქველს,
რისთვის ვინთები? რისთვის ვიგზნები?``
მაგრამ თუ შემხვდი, ო, სულის მეფავ,
სადმე აკრული ქუჩის ბნელ კუთხეს -
მოვალ და ჩემი კოცნით ავკრეფავ
მაგ შიშველ ტანზე დაყრილ ნაფურთხებს.
არც ჩამოკრული, არც საყვედური,
მკერდში ჩაგიკრავ, გულს დაგპირდები.
მე, ბედნიერი და უბედური -
წარბებს ჩამოვყრი და ავტირდები.
გეტყვი, რომ რა ვქნა, მიყვარხარ ისევ,
მომიახლოვდი... მომეცი ხელი...
თუ პირველობა მე არ მაღირსე,
ვიქნები მაინც უკანასკნელი.
 
nukriaДата: ხუთ, 19.07.2012, 01:01 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ძველო თბილისო


1
შენ აგიხსნია ბევრი ქარაგმა,
ქორონიკონის კენტი და ლუწი,-
მაგრამ არ იცი, ჩვენმა ქალაქმა
რა სურათები მოქარგა უწინ.
თუ ჩაგივლია სირაჩხანისკენ,
დაჰკვირვებიხარ ამ ქუჩებს კარგად-
გაგაოცებდა რუმბების სისქე
და ჭიანურზე დაკრული ჩარგა
სიძველისადმი გრძნობა, პატივი,
თუ შენში მაინც ოდნავ ელვარებს -
მიხვდები ასე ანდამატივით
რისთვის ვდარაჯობ თბილისის კარებს.
მიხვდები, რატომ არ დაერიდა
ჩემი ლექსები პოეტთა კილვას
და რატომ ვცდილობ ამიერიდან
ასე თამამად წარსულის ხილვას
აი სეირი ჯერ არნახული!
სადღაა ეშხი და სილამაზე!
არ სჩანს ურემი მოჩარდახული
ღამისმთევლები ბოლნისის გზაზე.
ღვინოს საფლავზე არავინ მიგიტანს
ჩამოიხია ბაღდადის ფოჩი,-
ეხ, სადღა ნახავ ელამ მიკიტანს
თავის დუქანთან მიბმული ყოჩით!
კრივი, ამქარი, ცეკვა, ართურმა,-
ეს ადათები ძველთაგან ძველი
გადაივიწყა სიტყვამ ქართულმა
და დამრჩა... სევდა წაუბაძველი.

2
აი, პარმაღზე ვწევარ გულაღმა.
ჩემი ოცნება ფრენას ვერ ითმენს.
აი, აფეთქდა აისი ნაღმად.
აი, ლექსისთვის ვეწვიე რითმებს.
ძველებურ განცდით ვდრაჯობ ნიავს,
რომ შორეული ჰანგი მომფინოს -
მაგრამ ზურნის ხმა ვიღაცას მიაქვს,
ვერ აღწევს ჩემი სახლის ლორფინოს.
დუდუკის ნაცვლად-ქარხნის საყვირი.
დუმბო და ზილი დაახშო რკინამ,
ბულბულს-ყაფაზა, გრძნობას-აღვირი.
აღარც დუდუკი... აღარც ყიჟინა...
და მე არ ვიცი ვიღას ვემონო,
ასეთ ყოფაში თითქოს მოვბერდი...
ვრჩები ოტელო უდეზდემონოდ
მე, სხვა ცხოვრების წინამორბედი.
ძველო თბილისო! დღეს ისე მკვეთრად
ვეღარ შეგაქებ...არ მაქვს უნარი...
მაგრამ ვამაყობ, რომ ჩემთან ერთად
დარჩები მუდამ გაუხუნარი.
ძველო თბილისო! ჩემი მიზნები
აღარ მაქვს,გულში რომ გინახავდი...
გადაწყდა, უნდა შევცვალო გზები...
ძველო თბილისო... გტოვებ... ნახვამდის...
 
nukriaДата: ხუთ, 19.07.2012, 01:10 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცოტნე დადიანი

მეგრულ სიმღერებიდან თუ მეგრული მოთქმიდან
ისმის ცხენის თქარუნი და ჭიხვინიც მოდიდდა.

იქნებ ელვა ავარდა ძველლაზური აფრიდან,
ანდა წმინდა გიორგი მარტვილიდან აფრინდა?

მთვარის ყაბალახიანი, ღამის ნაბდიანი
მიდის, მიიჩქარის ცოტნე დადიანი.

რახანია ეკლესიებს შესევია ჭილყვავი,
და ციხეებს აზიური სიმღერები ჭირხლავენ,
ცას უყეფენ კოცონები და კარვები მონგოლთა...
ვერ იქნება კოხტაგორა საქართველოს გოლგოთა!
– მაშ გაფრინდი, ბედაურო, გრძელფაფარა, კანჭვრილო,
ოჩოკოჩის გახედნილო და ჭინკების გაწვრთნილო,
არც ქერი გაქვს, არც არაყი, არც მოთმენა, არც ძილი, –
ახრამუნე ჰორიზონტი... გადახუხე მანძილი...
ჩქარობს, ჩქარობს, ჩქარობს ავსებული ურვით,
ცოტნე დადიანის რაინდული გული...
. . . .

. . . . . . .

. . . . . . .

. . . . . . .

. . . . . . .

. . .
ისევ ისმის თქარუნი და ჭიხვინი რაშის,
ვხედავ სამეგრელოდან ამხედრებულ აჩრდილს.
მოჭენაობს, მოგელავს თოხარიკით... ჩორთით...
ფაფარივით აწეწილა საუკუნის შფოთი...
ამ ყიჟინით, ამ სულით, ამ მარადი ლტოლვით
ისევ ფხიზლობს უძველესი მეომარი ტომი.
ისევ ფეთქავს, ისევ სცემს, ლეგენდებად თქმული,
პატარა საქართველოს რაინდული გული....
 
nukriaДата: ორ, 27.08.2012, 18:58 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს ლექს მღეროდი, შინაარსი კიარ იცოდი.
ღიმილ – ქათქათით უგალობდი გადაშლილ ტყე – ველს.
ვით ნამი ყლორტზე იცინოდი, სულ იცინოდი
რა ადგილი აქვს შენთან მგოსანს ცრემლების
მფრქვეველს?

რად შეგიყარე, ცავ ბნელ ღამეს რად მოგაშტერდი?
პეპელას ბედკრულს რად მომიძღვენ ცისა ეთერი?
სატრფოფ ! მე მაგ ლექს სულით თრთოლვით,
ცრელებით ვწერდი
და შენ კი მაგრე უდარდელად ღიმილით მღერი?....
 
nukriaДата: პარ, 14.09.2012, 19:53 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიყიდე

ისე ვერ გამოვსულვარ
მე შიგნიდან გარეთა,
რომ არ ამეკვიატო
გულსაკლავად, მწარედა.
ისე ვერ გამივლია
მაღაზიის წინარე,
რომ არ შემომწუწუნო
ცრემლებჩამომდინარე,
არ გაშინებს ნივთების
სიმძიმე და სიდიდე,
ყველაფერზე იძახი:
„მიყიდე!“ და „მიყიდე!“
შუშაბანდს რომ დაჰყურებ,
მორთულს ნაირფერებად,
ყველა ნივთის შენს ასაკს
განა შეეფერება?
რაც გეკუთვნის, მე ვიცი,
კიდეც შემიძენია,
ეს ხრიალა, ეს ბურთი,
ეს თოჯინაც შენია.
შენ კი რასაც შეხედავ,
სადაც უნდა მიხვიდე,
ყველაფერზე იძახი:
„მიყიდე!“ და „მიყიდე!“
კმარა, ჩემო შვილიკო,
კმარა, თორემ, იცოდე,
ნამდვილ სახელს წაგართმევ
და „მიყიდეს“ გიწოდებ.
 
Форум » ლიტერატურა » იოსებ გრიშაშვილი » იოსებ გრიშაშვილი (ჩემი აღმართი)
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость