იოსებ გრიშაშვილი - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
Форум » ლიტერატურა » იოსებ გრიშაშვილი » იოსებ გრიშაშვილი (ჩემი აღმართი)
იოსებ გრიშაშვილი
nukriaДата: შაბ, 28.12.2013, 23:21 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"ძმათა საფლავზე ვიყავ პარასკევს, სადაც ისვენებს მოღლილი ჯარი, 
აი, გწერ მკვდართა ნალაპარაკევს: დავკეცეთ დროშა, გავტეხეთ ჯვარი.
 ბაგრატიონი და ფეიქრები, არ მინდა ერი სხვა ერს მიებას,
 დახეულ ქუდად მოდის ფიქრები,ოცნება საზღვრავს უსაზღვროებას. 
ძმაო, არ მინდა, შენც დამაობლო, ჩემი ლექსები სხვის კარზე ჰქროდეს,
თუ პოეზიას არ აქვს სამშობლო, პოეტს სამშობლო ხომ უნდა ჰქონდეს? 
და დღეს არ ვიცი, თუ რომელ ალაგს ამოვა ისევ დილა-აისი,
 დღეს გორგასალის სატახტო ქალაქს მხოლოდ სახელი შერჩა თავისი"
 
nukriaДата: შაბ, 28.12.2013, 23:24 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აანთეთ ჩქარა შუშხუნები და მაშხალები.

გაშალეთ სუფრა, გადმოჰფინეთ ბანზე ხალები
უთხარით ლოთებს, რომ აკურთხა მღვდელმა ალავი,
რომ სიძეს მისცეს ფალუსტაკი დაუხალავი,
რომ მზითვის ბიჭებს ჩამოართვეს ტაშტი და სარკე.
ხოლო თუ დღეს აქ რომელიმე გადგება ცალკე,
თუ დღეს არავინ არ გადიქცა ჩემებრ ქორწილად -
მას აზამბარი მივუსაჯოთ კიდევ ორწილად,
რომ წითელ ვაშლში არ მალავდეს თეთრ უზალთუნებს.
აი, გამოჰყავთ პატარძალი ლამაზ ხათუნებს,
ის ნეგოსავით უმძრახია,მზესავით ღია
და თუმც მის ბეჭებს არ ამშვენებს ქალაღაია
და რაც სახე აქვს თეთრი ხრილით გადაფქვილული-
მაგრამ ის მგოსანს თვით სიზმარშიც არ ჰყავს ხილული.
ისე კრძალულობს ცის ნინველა, აქ დანაბადი,
თითქოს მის ტუჩებს არ ეგემოს აღჯანაბადი,
თითქოს ღიმილით მზის ჭრილობა არც კი განკურნა!
და ეჯიბი კი სულ ღრიალებს: “სად არი ზურნა!
ღვინო და ზურნა! სხვა დღეს მეფეს არ უნდა რა!
ბანზედ: ხან თარფი, ხან შაბაში, ხან უზუნდარა,
ქვეშ კი მწვადისთვის აშიშინდა ცეცხლის მაყალი.
გათენდა! მისწყდა ჟრიამული, აყალმაყალი,
ქვიშისფერ მელნით აიწინწკლა აისი ნაზი.
დუდუკმა ბანზე ერთხელ კიდევ დაჰკრა შაჰნაზი.
და ,,მშვიდი ღამე” კვლავ უსურვეს ნეფეს და ცოლსა .
და როცა მეფემ მიაშურა თავის საწოლსა -
პატარძალს მხოლოდ ეს აღმოხდა: ,,ახ, აქ რა გვინდა!,,
მაგრამ მყის ტუჩი პატარძლისა კოცნით აღვინდა
და გაიფანტა მარგალიტი ბადახშეული
საბნის ნაოჭში დაიმალა მათი სხეული.
 
nukriaДата: სამ, 11.02.2014, 02:15 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გენიოსების ბედი თბილისის ბაზარზე

ქვევით, ბაზარზე, კვირადღით, ვანქთან,
მტვრიან ქუჩებში, დამპალ ჰავაზე,
წონით ვიყიდე ექვსი გირვანქა:
შოთა, აკაკი და ჭავჭავაძე.
"მე თეკლასი ვარ"-ასე ეწერა
ერთ წიგნს, დაბეჭდილს ვახტანგის თეგზე;
და მეორეზე-ყრუდ, ალამცერად:
ნუღა ვიფიქრებ ილიას თერგზე!"
სხვაში-კვნესოდა ქართველ რომეოს
და ჯულიეტას წმინდა წარსული;
ერთშიც-თუთუნი იდო, რომელსაც
ჰქონდა მუშკამბრის ქალწული სუნი.
და გავიფიქრე, ვინ არის ნეტავ
მის პატრონი და გამყიდველი
რომ პარკებისთვის გამოიყენა
დავით რექტორის ნაწერი ძველი?!
იქნებ მის ბედი ბეწვზე ჰკიდია?
ან დამათხოვრობს, ან ავად არის-
და გროშის ფასად გაუყიდია
წიგნი სათუთი, ნათავადარი.
აი, სად ყრია ჩვენი დიდება!
ლამის სირცხვილით ამეწვას ლოყა!
აი, ქართლის ხმა სად იყიდება,
ჯავახიშვილო და ინგოროყვა!...
და მე არ მჯერა ის მწარე აზრი,
ის ბედისწერა დაუდგომელი,
რომ ჩემს წიგნებსაც ვანქის ბაზარზე
ეს სამწუხარო ბედი მოელის!
მე ვილეოდი, ვით მწუხრის სხივი,
მერმისის ფიქრი კვალდაკვალ მდევდა-
და იზრდებოდა გულში შხამივით
ბესიკის ბაღში გაზრდილი სევდა.
 
nukriaДата: ორ, 10.03.2014, 12:51 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აშპაშხანისკენ

აშპაშხანისკენ, სადაც კლდის ქიმზე
დგას ნარიყალა ჯავრით მზირალი,
ჩავივლი დაღმართს და ერთ ნადიმზე
შემხვდება ორი ნაჯიბგირალი.

”დაგვლოცე, ფირუზ!” “ვახ, გამარჯობა?!”
მეც მიმიწვიეს, მეც დამასამეს...
ხოლო, თუ ღვინომ რომელს გვაჯობა-
განმარტებისთვის ვკითხოთ ამ ღამეს.

მოქეიფენო! ძველმა თბილისმა
მეც ჩამომართვა უძარღვო ხელი-
მაგრამ სად არის ძველი ღვინის სმა,
სად არის ძველი ყარაჩოღელი?

გრძნობა ყალბი აქვთ, ხმა-ნაქურდალი,
ბრაზით შევყურებ ამ სურათს უჩვევს,
და მერიქიფე, ლოთი, მურდალი,
ტუჩზე დამადებს გაქონილ ტუჩებს.

გავტეხავ ჭიქას, რომ ვათქმევინო:
ახლებში არ მყავს ძმა-მოყვარული,
და ავტირდები, როგორც ეს ღვინო
კინტოს პერანგზე ჩამოღვარული.
 
nukriaДата: პარ, 25.04.2014, 01:29 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოხუცის დარიგება

მატყუარას, ფლიდს და ორპირს
ნუ გაიხდი თანამგზავრად,
თორემ ბოლოს დაინანებ
და ჩაგყვება გულში ჯავრად.

ვიდრე სიტყვას წარმოთქვამდე,
გაცხრილე და თქვი შერჩევით,
ამით ტყუილს განირიდებ
და სიმართლეს შეეჩვევი!

და თუ რამეს დააშავებ,
თამამად თქვი: „მე ვიყავი!“
სხვას ნუ ერჩი... დამნაშავედ
აღიარე შენი თავი!

ტყუილ მოწმედ არვის გაჰყვე,
ქედი არსად დაიხარო;
ტყუილის თქმას გირჩევნია
გულში ტყვია დაიხალო!

ჩემო ბალღო, ჩემო შვილო,
ჩემო ნორჩო მეგობარო,
გთხოვ, მოხუცის დარიგება
ანდერძივით მიიბარო!
 
nukriaДата: კვ, 27.04.2014, 17:49 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
 
nukriaДата: კვ, 27.04.2014, 18:20 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline


Сообщение отредактировал nukria - კვ, 27.04.2014, 18:22
 
nukriaДата: პარ, 24.10.2014, 19:52 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენი ყელი... ამბობენ, რომ შენი სწორი ყელი
ლერწამია შარბათისა ძველი, მაშრიყელი.
არა! უფრო ამსგავსებენ... რას? არ ვიცი, თუ რას:
მარმარილოს ცისარტყელას, თუ სადაფის სურას?!
მე კი... მე კი გამოვძებნი სურათს ჯერ არყოფილს:
შენი ყელი მე მაგონებს გედის ათლილ პროფილს.
ორჯერ გნახე! და ორჯერვე ისე ავკეკლუცდი,
რომ ბუნებრივ სიკვდილს, ჩემო, რა ვქნა - აღარ ვუცდი.
მსურს გიმზირო და ამ მზერით გაგარჩიო სხვაში,
რომ გავქვავდე, როგორც ბუზი მარგალიტის ქვაში.
აი, ეხლაც თეატრში ხარ... და თეატრის სკამებს
შენი ყელის არემარე მორცხვად აკამკამებს!
ისე ნაზად აძლევ სალამს ყველას... ყველას... ყველას...
რომ წარბების მათრახებით ჰხატავ ცისარტყელას:
და ლორნეტის ორი მინა ისე ხარბად მზვერავს,
რომ არ ვიცი, რით გავუძლო მაგ ჯადოსნურ მზერას.
ისე გშვენის მძივ-გულქანდა ყელზე მონართავი,
რომ... ახ, ნეტა, მე შენს ყელზე ჩამოვიხრჩო თავი.
 
nukriaДата: პარ, 24.10.2014, 19:56 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა კარგი ხარ, რა კარგი! კოხტა ზღვისფერთვალება
თმებზე ღამე გიცინის პირზე დღის ბრწყინვალება!
რა კარგი ხარ, რა კარგი! შუშპარა და მჩქეფარე
როცა მოვკვდე გენაცვა, ძეგლად გადამეფარე!
სიომ ძლივს ინახულა, სადაც გძინავს ის ბინა
და შენს ტუჩზე გულნარას ვარდი ააბიბინა.
სპილომ ძვლები დაგიფშხვნა რამდენიმე წვრილ კბილად
და მარჯნებში ჩაგიბა მარმარილოს ბორკილად.
რა კარგი ხარ, რა კარგი, კოხტა, ცელქი, მჩქეფარე,
როცა მოვკვდე გეთაყვა, ძეგლად გადამეფარე!
სუნთქავ და მაგ სუნთქვისგან, რომ მიბრძანო შენს მწერალს,
ფსალმუნს დავწერ, ღვთის ფსალმუნს, საგალობელ-სამღერალს.
მზე შიშობს რომ მასზე წინ იას არ შეეყარო,
შენს სიარულს აჯავრებს დარხეული მთის წყარო.
რა კარგი ხარ, რა კარგი! კოხტა, ცელქი, მჩქეფარე,
როცა მოვკვდე, ლამაზო, ძეგლად გადამეფარე!
თუმც ქალის სიყვარული მთის წყალივით ჩანჩქარა,
ისე სწრაფად გაირბენს, ისე სწრაფად და ჩქარა...
ვით სარკეზე ნაორთქლი, ვით სრიალი ტყის გველის,
ან ვით თითი კლავიშზე რომელიმე დამკვრელის.
ვის არ ვხედავ შენს გვერდით, შენსა გარეშემოსა,
ეგ სიტურფე მითხარი, ქვებით ვინ არ შემოსა.
ვის არ უნდა შენს გვერდით ადგილი დაიჩემოს,
ვის არ უნდა მითხარი, შენი ტრფობა იგემოს?
მე კი რით გაგაკვირვო, რომელ ქათინაურით,
მე ჩუმი ვარ გენაცვა, ვერ მოგხიბლავ ხმაურით.
ვერ მოგხიბლავ სიტყვებით, ვერ მოგხიბლავ... და მგონი,
სიტყვა ჯერ არ არსებობს, შენთვის გამონაგონი!
და მიტომაც მე მინდა, რომ ეგ სახე ლამაზო,
ჩემის ფრჩხილით დავკაწრო, ჩემის კალმით დავხაზო,
ლოყებზე დაგიბღაჯნო, რაღაც უცნაურება,
რომ სარკეშიც შეგზარდეს, შენი სახის ყურება.
მაშინ ბრბო მყის დაგტოვებს, ბრბო წუთით ანათრთოლი,
გაგეცლება, როგორც ხეს შემოდგომის ფოთოლი.
და დამრჩები მხოლოდ მე, ვით სიცოცხლეს საწუთრო
და შევიძლებ რომ ერთმა ერთი დაგისაკუთრო.
მხოლოდ ჩემთვის იცოცხლებ, მხოლოდ, მხოლოდ და მხოლოდ
და დარჩები მგოსნისთვის გამოუცნობ სიმბოლოდ...
რა კარგი ხარ, რა კარგი! კოხტა ზღვისფერთვალება!
თმებზე ღამე გიცინის, პირზე დღის ბრწყინვალება,
რა კარგი ხარ, რა კარგი! შუშპარა და მჩქეფარე,
როცა მოვკვდე განაცვა, ძეგლად გადამეფარე!
 
nukriaДата: პარ, 24.10.2014, 20:00 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შეითანბაზარს რომ გასცდება თათრის ფლორცი,
ტრიოლეტივით დავყიალობ გაღმა-გამოღმა.
და ვით აშოღლანს ეტმასნება ქალი ავხორცი
(შეითანბაზარს რომ გასცდება თათრის ფოლორცი),
არც მე მასვენებს საქართველოს დარდი და ბოღმა:
სიტყვა – მზის ნაღმით ნარიყალის ნაშთზე ნატყორცი?
შეითანბაზარს რომ გასცდება თათრის ფოლორცი ,
ტრიოლეტივით დავყიალობ გაღმა-გამოღმა!

ამ ქუჩაბინდში მე მინახავს ძველი ამქარი,
ხელში დროშებით გადაჭდობილ-გადანამწკრივი,
უსტაბაშს ჰშვენის მოფარფარე მზის ყალამქარი
(ამ ქუჩაბანდში მე მინახავს ძველი ამქარი),
და ჰგალობს ზურნა დილის საარს ჰანგღვთაებრივი.
დღეს კი ამოტყდა მეყსეულად გრიგალი-ქარი
და სადღა არი ყარაჩოღელთ ლხინი თუ კრივი?...
ამ ქუჩაბანდში მე მინახავს ძველი ამქარი,
ხელში დროშებით გადაჭდობილ-გადანამწკრივი.

ძველ პოეტებში მეც მყავს ჩემი გულის მურაზი,
მაგრამ ქვრივ რითმას არ გავყვები არასდროს ქმარად!
არ მომწონს რითმა ბესიკისა:”გაზი” თუ “რაზი” -
(ძველ პოეტებში მეც მყავს ჩემი გულის მურაზი)
რითმა ყოველთვის ხმალში იწვევს აზრს საომრად,
მომწონს მაჯამის ამირბარი თეიმურაზი
და შოთას სიტყვის ჰარამხანას ვდარაჯობ მარად!...
ძველ პოეტებში მეც მყავს ჩემი გულის მურაზი,
მაგრამ ქვრივ რითმას არ გავყვები არასდროს ქმარად!

მიყვარს თბილისი! ირაკლივით მუდამ მშფოთარი!
და მსურს აქ მოვკვდე, რომ მისი მზე სწვავდეს ჩემს კუბოს,
ან მსურს მტკვრის ტალღამ ორთაჭალის ხრამს დამაგუბოს
(მიყვარს თბილისი!... ირკლივით მუდამ მშფოთარი!).
და მე არ მინდა სხვა ანდერძი არავითარი;
ახლიჩეთ მწვადი... სთქვით ლექსები...აჟღერეთ თარი...
რომ საიქიოს საიათნოვა არ წამეჩხუბოს!
მიყვარს თბილისი!... ირაკლივით მუდამ მშფოთვარი
და მსურს აქ მოვკვდე, რომ მისი მზე სწვავდეს ჩემს კუბოს.
 
Форум » ლიტერატურა » იოსებ გრიშაშვილი » იოსებ გრიშაშვილი (ჩემი აღმართი)
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость