ვაჟა ფშაველა - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
Форум » ლიტერატურა » ვაჟა ფშაველა » ვაჟა ფშაველა (პოეზია)
ვაჟა ფშაველა
verikolatariaДата: ხუთ, 08.03.2012, 02:45 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
არწივი

არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა,
ცალს მხარს მიწაზე მიითრევს,
გულისპირს სისხლი სცხებოდა.

ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, გაფანტულს ველადა! 

 ოპტიმისტის პასუხი:

ვაჟავ დაჭრილი არწივის 
წყლული დღითიდღე მთელდება.
ყვავ ყორნებს ისევ ფრთასა სცემს
და ბნელი ღამე თენდება.
ლომის და ვეფხვის ნაშენი
განა მგლად გადაშენდება?
სალი კლდის მაღლა ნაპრალზე
არწივის ბუდე შენდება
 
verikolatariaДата: ხუთ, 08.03.2012, 02:47 | Сообщение # 2
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
 
nukriaДата: პარ, 27.04.2012, 15:24 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

"კაი ყმა იყავ სჯობია, ათას თუმანის შოვნასა
გიჭრიდეს სიტყვა, მუშებიც ნუ ემსგავსები მონასა
იქ, სადაც სიტყვა გაგიჭრის, ნუღარ გამოცდი ძალასო
ეცადე ნუ გამისვამ საკუთარ ყელზე დანასო!!!"
 
nukriaДата: პარ, 11.05.2012, 23:29 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
დამისხი, დამალევინე,
ე ღვინო ოხერ-ტიალი,
ეგება წაღმა ვიფიქრო
ბედის უკუღმა ტრიალი!
ეგება გულის ვარამი
ჩავკლა მა ჟიხვის რქაშია.
თვალ-წინ დამიდგეს ლამაზი,
ჟრჟოლა მამკიდოს ტანშია,
დეზი ვკრა ჩემსა ლურჯასა,
გადავერიო ზღვაშია.
თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს
სიკვდილი მიჯობს ცდაშია..
ვერ მააწონებ კარგ ყმასა,
რაც არ უჯდება ჭკვაშია.
 
nukriaДата: ოთხ, 23.05.2012, 13:38 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ნეტავი ცეცხლი ციური,
ვისაც-კი გულში ჰნთებია,
ჯერ არ გაუქრეს, თუ გაქრეს,
ისივაც ამოჰგზნებია!
მკვდარია უგრძნობი კაცი,
უსაზარლესი მკვდარზედა,
მით რომე სიცოცხლე უდგას
სალის ყინულის ტახტზედა.
არ ებრალება მოყვასი,
მის წინ რო აცვან ჯვარზედა.
ისე მოკვდება, ვერ შედგეს
ერთს წამს ტრფობისა მთაზედა.
შორს არის, მეტად შორს არის
დაშორებული მაზედა.
ჭაობში არის ჩაფლული,
ვიცნობ მოწამლულს ხმაზედა.
საზარელია დადგომა
უგრძნობელობის გზაზედა!
 
nukriaДата: კვ, 10.06.2012, 15:24 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
სიყმე სიბერედ ვაქციე,
ერი კი - ვერა ერადა.
იმედი მქონდა... ჩონგური
მოვმართე, დავჯე მღერადა.

მეწადა, ჰანგი მსმენელთა
გულისა ამაზრზენადა
ჰქმნილიყო ჩემთა მოძმეთა,
ცად აეწია ზენადა.
შევამკე მთები მაღლები
და ბარი ათასფერადა,
აზრი საერთო, საქვეყნო
მინდოდა გასაკვერადა;
ამისთვის თავსა დავწიე,
ვაქციე ნაცარ-მტვერადა.

ვადიდე გმირთა სახელი,
მკლავი და სულით დიდობა,
დავძრახე ქვეყნის ორგული
და შეურაცხვყავ ფლიდობა;
სიმაძღრე სიმშილზე ვცვალე,
ფუფუნებაზე - მწირობა.
მინდოდა არ შამებღალა
მე წმინდა დედა-შვილობა.
პირნათლად მივალ საფლავში,
მტკიცედ დავიცევ პირობა.

ამას მითვლიან ცოდვადა,
რაშიც მე მიჩნდა გმირობა;
თავს დამჩხავიან ყორნები,
გაუმართიათ ყრილობა.
შემირცხვა ზოგის ნამუსი,
გრძნობა, აზრი და ზრდილობა:
კაცობად დაუსახიათ
სიჩერჩეტე და ვირობა!

რა მეთქმის? გული მკვდარია,
ცრემლი მდის ნუგეშ-მწველადა;
მე კაცთა შორის მეტი ვარ,
უნდა გავიჭრა ველადა,
რაკი გადიქცა ეშმაკი
ტკბილ მოსაუბრე გველადა
და თანამოძმე ეს ჩემი -
მის ყურისმგდებელ ევადა,
როს გახდა საქვეყნო საქმე
უსუსურთ საღეჭ კევადა.
 
nukriaДата: კვ, 10.06.2012, 15:26 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ადრე ნუ ჰკარგავ იმედსა,
მალევ ნუ დაწვრილმანდებით;
ქედს ნუ მოიხრით მონურად,
მალევ ნუ დაიჩაგრებით.
აღსდგება ქრისტე, ნუ სტირით,
შემოიკრიბეთ მხნეობა!
რად მალე გული გაგიტყდათ
და დაგიმჩატდათ მხნეობა?!
დაგვატკბობს ერთხელ ჩვენაცა
თავისუფლების დღეობა.
სისხლ გულით ნადენს,
ცრემლს-თვალით
შესცვლის ლხინი და ღრეობა!.
 
nukriaДата: ოთხ, 13.06.2012, 21:36 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარტოობა

აღარ მესტუმრა არწივი,
აღარ დამყეფა თავზედა.
აღარც რო კარგი მალაღებს,
აღარცა ვჯავრობ ავზედა,
სულსა მხდის მტერი, ტყავს მაძრობს,
ჯალათად მადგა კარზედა.
არა სჩანს ჩემი არწივი,
რო მხარი დამკრას მხარზედა.
ავენთო, როგორც საკირე,
დავიწვა თავის ალზედა,
ან თოფის ჩახმახს მოვზიდო,
ხელი დავიდვა ხმალზედა.
აღარ ვარგივარ არაფრად,
დავჩლუნგებულვარ ძალზედა.

მოდი, არწივო, სადა ხარ?
შორითვე გიცნობ ხმაზედა.
შენს მოსვლას როცა კი ვიგრძნობ,
გამოვიცვლები წამზედა;
მყის ვტოვებ დედამიწასა,
გადავსახლდები ცაზედა.
ხან ფანდურს შევაჟღარუნებ,
ხან დავამღერებ თარზედა.
ხან ვტირი, ხანა ვლოცულობ,
ხან ბრაზს, შხამს ვანთხევ შხამზედა.

როცა არწივი თან მახლავს,
მაზის მარჯვენა მხარზედა, -
მეფისა მადგა გვირგვინი,
ვზივარ სამეფო ტახტზედა!
შეურაცხყოფას ვინ მკადრებს?
სალამს მიძღვნიან ცდაზედა.
როცა არწივი წამივა,
ჩვარი ვარ, მცირე ჩვარზედა.
დამმალეთ, ნუ გამომაჩენთ,
არ შესცდეთ, დამსვათ ჯარზედა.
 
nukriaДата: შაბ, 14.07.2012, 01:57 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიყვარული

შენმა სურვილმა დამლია,
შენზე ფიქრმა და სევდამა,
შორს წასვლამ,ხშირად გაყრამა,
გულის თვალებით ხედვამა;
მაოცებს შენი გამზრდელი,
ვინც შენ გაგზარდა დედამა...
კარგი ხარ,აღარც კარგი ხარ,
მე გულს მაწევხარ ნისლადა,
მინდა რომ გძულდე,მოგშორდე,
გულზე მობმულო ღვიძლადა,
მაგრამ ტყუილად ვცოდვილობ:
ვერ ვძლებ შეჩვეულ გრძნობასა.
მთელის ხმელეთის სწორი ხარ,
ვინ მიზამს შენოდნობასა?
ვინა სთქვა,,ტრფობა ბერდება
და სატრფიალო საგანი,
ყინულის ეკალს დაისხამს
წამწმები ცრემლით ნაბანი,
ცრემლითა ნასურვილევით;
დრო რა გაივლის და ხანი?!''
ცოცხალი პირქვე დამმარხეთ,
დამხურეთ მიწის საბანი,
თუ შენს ჩემდამი სიყვარულს
დაეკლოს ერთი ცვარია.
თუმცა რაც პირველად გნახე,
მას შემდეგ კარგა ხანია;
ცოცხალს შენა მფენ გულზე ვარდს,
თუ ავდარი თუ დარია,
საფლავშიც შენზე ვიფიქრებ,
შენგნით ვიცოცხლებ მკვდარია!
 
nukriaДата: შაბ, 14.07.2012, 22:04 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიყმე სიბერედ ვაქციე,

ერი კი - ვერა ერადა.

იმედი მქონდა... ჩონგური

მოვმართე, დავჯე მღერადა.

მეწადა, ჰანგი მსმენელთა

გულისა ამაზრზენადა

ჰქმნილიყო ჩემთა მოძმეთა,

ცად აეწია ზენადა.

შევამკე მთები მაღლები

და ბარი ათასფერადა,

აზრი საერთო, საქვეყნო

მინდოდა გასაკვერადა;

ამისთვის თავსა დავწიე,

ვაქციე ნაცარ-მტვერადა.

ვადიდე გმირთა სახელი,

მკლავი და სულით დიდობა,

დავძრახე ქვეყნის ორგული

და შეურაცხვყავ ფლიდობა;

სიმაძღრე სიმშილზე ვცვალე,

ფუფუნებაზე - მწირობა.

მინდოდა არ შამებღალა

მე წმინდა დედა-შვილობა.

პირნათლად მივალ საფლავში,

მტკიცედ დავიცევ პირობა.

ამას მითვლიან ცოდვადა,

რაშიც მე მიჩნდა გმირობა;

თავს დამჩხავიან ყორნები,

გაუმართიათ ყრილობა.

შემირცხვა ზოგის ნამუსი,

გრძნობა, აზრი და ზრდილობა:

კაცობად დაუსახიათ

სიჩერჩეტე და ვირობა!

რა მეთქმის? გული მკვდარია,

ცრემლი მდის ნუგეშ-მწველადა;

მე კაცთა შორის მეტი ვარ,

უნდა გავიჭრა ველადა,

რაკი გადიქცა ეშმაკი

ტკბილ მოსაუბრე გველადა

და თანამოძმე ეს ჩემი -

მის ყურისმგდებელ ევადა,

როს გახდა საქვეყნო საქმე

უსუსურთ საღეჭ კევადა.
 
Форум » ლიტერატურა » ვაჟა ფშაველა » ვაჟა ფშაველა (პოეზია)
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость