მიხეილ ჯავახიშვილის ნააზრევი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » პროზა » მიხეილ ჯავახიშვილის ნააზრევი
მიხეილ ჯავახიშვილის ნააზრევი
nukriaДата: სამ, 08.05.2012, 21:29 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
1.ყველამ რომ ცოდვების მონანიება დავიწყოთ,
მთელი საქართველო მონასტრად გადაიქცევა

2.ბევრი მესმის რადგან ბებერი ვარ,
და უკვე ბებერი ვარ,რადგან ბევრი მესმის.

3.გენიოსობა სიგიჟეა,
მგრძნობიარობა გადაგვარების ნიშანია,
ხოლო ნაჭარბევი ემოციალობა ნევროზის შედეგია.

4.ვინც მუდამ იხედება თავის სულში,
ის მუდამ ხედავს მხეცს,ნანობს.და
თვითთონვე აკრავს თავის თავს ჯვარზე.სწუხს,
იგლიჯება(და ჯვარცმულია).

5.სამყაროში არაფერია უულამაზესი ჩვენის ქვეყნისა,
ჩვენს ქვეყანაში ადამიანისა და ადამიანში - სულისა.

6.უკან რომ ვიხედები,ყველაზე მეტად ის მაოცებს,
რომ ქართველს სიცილის უნარი
და სიცოცხლის დიდი შნო შერჩა.

7.რომ მკითხონ სიკვდილით დასჯა
თუ სამშობლოდან განდევნაო,
ისევ პირველი მირჩევნია.

8.თუ მართლა კვდება სამშობლო ჩემი,
- სიკვდილო შესდექ!ჯერ მე მოვკვდები.

9.ახალგაზრდას ჰგონია,ვითომ იმას მიჰყავს ცხოვრება.
ბებერი კი რწმუნდება,
რომ ცხოვრება მიათრევს ადამიანს,
როგორც დახრჩვალ კატას.

10.ჭკვიანი ადამიანი ყველას დაეთანხმება,
მაგრამ მარტო თავის თავს დაუჯერებს.
ყველას მოუსმინე,მაგრამ ნურავის აჰყვები.
 
nukriaДата: კვ, 05.08.2012, 17:08 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენი დროის ათი მცნება

1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.

2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი შენი პირადი მეგობარი.

3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.

4. მიეცი მას წრფელის გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.

5. მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე. ისე იცხოვრე, ვითომ ამქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.

6. განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული და ურჩი სურვილები.

7. გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაჰღუპავენ.

8. სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს ყველაფერი დაუჯერე, იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. ჯერჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.

9. თავმოყვარეობა შეიძინე და შენი თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ: არ გაამაყდე.

10. ბოლოს და ბოლოს ყოველივეს სჯობია სამი რამ: შრომა, მეორე - შრომა და მესამე - შრომა.

 
Форум » ლიტერატურა » პროზა » მიხეილ ჯავახიშვილის ნააზრევი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость